;

23 February 2013      Nanuka.     Views 4058    
Category: Fun, Interesting

შთაგონების 1 წამი

რამდენი ჩვენგანი გრძნობს ამ წამს ტკივილს ან უბრალოდ იმედგაცრუებას? რამდენ ჩვენგანს
აქვს წინ მრავალი გამოცდა ჩასაბარებელი და თავადაც ვერ გარკვეულა საით მიდის, რა უნდა.
სწორედ მათთვის, ვინც საკუთარ თავში კარგად არ არის გარკვეული ან თუნდაც ახლა ცხოვრების
მძიმე პერიოდი აქვს, მიიღოს შთაგონების 1 წვეთი 1 წამით მხოლოდ 1 პატარა ისტორიით და
იქნებ ეს საკმარისი იყოს თუნდაც იმისთვის, რომ სულ ცოტათი უკეთ იგრძნოს თავი.

შთაგონების 1 წამი

"სპილოებთან ჩავლისას, უცბად ჩემი მეგობარი შეჩერდა, გაოგნებული იმ ფაქტით, რომ ეს უზარმაზარი ქმნილებები დაბმულები იყვნენ ფეხზე მხოლოდ ერთ თოკით. ნათელი იყო, რომ სპილოებს, ნებისმიერ წამს შეეძლოთ ამ თოკებისგან განთავისუფლება, თუმცა, რაღაც მიზეზით, ისინი ამას არ აკეთებდნენ. ჩემმა მეგობარმა იქვე მწვრთნელი დაინახა და და ჰკითხა, თუ რატომ იდგნენ ასე ეს ულამაზესი, საოცარი არსებები და არ ცდილობდნენ გაქცევას.

"დიახ" - მან თქვა, როდესაც ისინი არიან ახალგაზრდები და ზომით ბევრად პატარები, ჩვენ ვიყენებთ იმავე ზომის თოკს, რომელიც საკმარისია დაბმბისთვის. როდესაც იზრდებიან, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ არ შეუძლიათ გაქცევა. მათ სჯერათ, რომ თოკს კვლვ შეუძლია მათი დაჭერა და ამიტომაც აღარასდროს ცდილობენ, რომ განთავისუფლდნენ". ჩემი მეგობარი გაგიჟებული იყო. ამ ცხოველებს ნებისმიერ წამს შეეძლოთ გაქცევა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სჯეროდათ ამას ვერასდროს შეძლებდნენ, ერთ ადგილას იყვნენ გაჩერებულები. ძლიერმა და გიგანტურმა ქმნილებამ შეზღუდა თავისი აწმყოს შესაძლებლობები, წარსული შესაძლებლობების გამო.

სპილოების მსგავსად, რამდენ ჩვენგანს სჯერა, რომ რაღაცას ვეღარ გავაკეთებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ პირველი ცდით არ გამოგვივიდა? რამდენი ჩვენგანი უარყოფს, რომ სცადოს ახალი რაღაც ე.წ "წინდახედულობის" გამო"?

***

შენი მცდელობა შეიძლება ჩაფლავდეს, მაგრამ არასდროს ჩაფლავდე, რომ სცადო!

&

აირჩიე, რომ აღარ მიიღო ის საზღვრები და ლიმიტები, რომელიც წარსულმა შექმნა!

შთაგონების 1 წამი

***

შთაგონების 1 წამი
შთაგონების 1 წამი
შთაგონების 1 წამი


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top