;
25 თებერვალი 2013      Britain     7 კომენტარი     ნანახია 4215-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Ellie Goulding - Lights (Bassnectar Remix)

Powered by mp3skull.com
თითოეული გალაქტიკა მილიარდობით ვარსკვლავისგან შედგება. ვარსკვლავი უკიდურესად ცხელი გაზის სფეროა,რომელიც სითბოსა და სინათლეს მასში მიმდინარე ბირთვული რეაქციების შედეგად ასხივებს. დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავი მზეა, რომელიც ჩვენგან 150 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული. მომდევნო უახლოესი ვარსკვლავი, კენტავრის პროქსიმა, ჩვენგან 4,5 სინათლის წუთის მანძილზე მდებარეობს.
ვარსკვლავები წარმოშობილია მტვრისა და გაზის უზარმაზარ ღრუბლებში, რომელთაც ნისლეულები ეწოდება. არსებობს ნათელი და ბნელი ნისლეულები. ბნელ ნისლეულებს ცაში მუქ ლაქებად ვხედავთ. ისინი, ძირითადად, მტვრისგან შედგება, რომელიც მის მათ მიღმა მდებარე ვარსკვლავების ნათებას ჩრდილავს. ნათელი ნისლეულების შემადგენელი გაზი კი იმდენად ცხელია, რომ სხვადასხვაფრად ანათებს.

ვარსკვლავები ✩

ვარსკვლავები ✩

ნათელი ნისლეულის შეფერილობა მასში შემავალ გაზებზეა დამოკიდებული. მაგალითად, წყალბადი ვარდისფრად ანათებს, ჟანგბადი კი - ლურჯ-მწვანედ . ზოგიერთ ნისლეულში შემავალი გაზისა და მტვრის ღრუბლები უწყვეტად ბრუნავს და მკვრივ სფეროებს ქმნის, რომლებიც თანდათან იზრდება. საბოლოოდ, დაუდგენელი მიზეზების გამო, ეს ახალი ღრუბლები იკუმშება. ასტრონომების აზრით, ასეთი აფეთქების მიზეზი შეიძლება იყოს ამ ღრუბლების მიერ სპირალური გალაქტიკის ხვეულების გადაკვეთა ან ვარსკვლავის აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ტალღა.
ღრუბლის შეკუმშვის შედეგად მის შუაგულში ტემპერატურა იზრდება. ათეულობით მილიონი წლის შემდეგ, წარმოიქმნება ცხელი ბირთვი. ის თანდათან ცხელდება, ბოლოს კი მის შუაგულში იწყება ბირთვული რეაქცია, რაც გაზების ყოფილი ღრუბლის, ახლა კი ვარსკვლავის ნათებას იწვევს.

ვარსკვლავები ✩

ვარსკვლავები ✩

თანდათანობით ვარსკვლავს გაზის მარაგი ელევა და იგი კვდება. ამ დროს ჩვენი მხის სიდიდის ვარსკვლავი ფართოვდება და წითლდება. ამ მდგომარეობაში მყოფ ვარსკვლავს წითელი გიგანტი ეწოდება. შემდეგ, წითელი გიგანტი გაზის ზედა ფენებს კოსმოსში გამოაფრქვევს და რჩება პატარა, თითქმის მკვდარი ვარსკვლავი, ე.წ. თეთრი ჯუჯა. ის, დაახლოებით, პლანეტის სიდიდისაა და, თავის ზომებთან შედარებით, უკიდურესად მკვრივი და მძიმეა. თეთრი ჯუჯა თანდათან ცივდება და ქრება.
როდესაც მეტად დიდი ვარსკვლავი კვდება, ჩნდება წითელი ზეგიგანტი, რომელიც, თავის მხრივ, ფეთქდება და ზეახალ ვარსკვლავად იქცევა. მაგრამ აფეთქების შემდეგ ასეთი ვარსკვლავი ისე იკუმშება, რომ სამყაროდან უჩინარდება. ის შეიძლება იქცეს ე.წ. შავ ხვრელად - უძირო ორმოდ, საიდანაც კოსმოსში ვერაფერი გამოაღწევს. შავი ხვრელი იმდენად მკვრივიდა მძიმეა, რომ მისი მიზიდულობა იწოვს ყველაფერს, თვით სინათლესაც კი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასეთი ხვრელის დანახვა შეუძლებელია. ყველაფერი, რაც შავ ხვრელში ხვდება, ნადგურდება. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ჩვენი გალაქტიკის შუაგულში უზარმაზარი შავი ხვრელია, რომელიც უძველესი წითელი ვარსკვლავებითაა გარშემორტყმული.



ვარსკვლავები ✩

ვარსკვლავები ✩


კუდისა და უკანა ფეხების შემადგენელი შვიდი ვარსკვლავი ქმნის ასტერიზმს, რომელსაც გუთანი ეწოდება.
ახალგაზრდა, ცხელი ვარსკვლავები ლურჯია ან თეთრი, ხოლო ძველი, ცივი ვარსკვლავები - წითელი.
ზოგიერთ ნეტრონულ ვარსკვლავს აქვს გამოსხივება, რომელიც ვარსკვლავის ბრუნვასთან ერთად ფეთქავს. ასეთ ვარსკვლავებს პულსარები ეწოდება.
ზომით ყველაზე დიდი ვარსკვლავები ყველაზე ცოტა ხანს ცოცხლობენ.
შიშველი თვალით ღამის ცაზე მხოლოდ 2500 ვარსკვლავის დანახვაა შესაძლებელი.
მარტო "Milky Way"-ში 200 მილიარდზე მეტი ვარსკვლავი შედის.

ვარსკვლავები ✩

ვარსკვლავები ✩

ვარსკვლავები ✩

ვარსკვლავები ✩

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

7


  • elga თქვა:
    27 თებერვალი 2013 00:43 - ID: 7,
    ძალიან კარგი ნიუსია მხიბლავს ასტრონომია. ყოველღამე ვარსკვლავებს რო არ შევხედო არ შემიზლია თუმცა მაშინებს ხოლმე wink
    ძალიან კარგად შეგირჩევია სურათებიც და ეს სიმღEრა მაგრად მიყვარს

  • wild child თქვა:
    27 თებერვალი 2013 00:40 - ID: 6,
    love

  • Afrodite...♥ თქვა:
    26 თებერვალი 2013 18:43 - ID: 5,
    საინტერესო სტატიაა,თუმცა მე მეშინია მარტო რომ ვუყურებ ვარსკვლავებს,რაღაც უსასრულობის შეგრძნება მაუფლება ხოლმე და საოცრად მეშინია.საერთოდ ეს თემაა ამოუხსნელია და მრავალი კითხვა ჯერ-ჯერობითაც პასუხგაუცემელია,რასაც ვერ ვიტყვი სტატიაზე,სრულიად ამომწურავი იყო და საინტერესო love

  • psiqologia თქვა:
    26 თებერვალი 2013 18:02 - ID: 4,
    საინტერესო ნიუსია

  • Ana smiley თქვა:
    26 თებერვალი 2013 16:30 - ID: 3,
    კაირგი ნიუსიაა

  • mariland1 თქვა:
    26 თებერვალი 2013 14:28 - ID: 2,
    ძალიან საინტერესო ნიუსი იყო love . მე თვითონ ძლიერ დაინტერესებული ვარ ასტრონომიით, კოსმოსით და შესაბამისად აქ მოცემული სტატიის უამრავი ნაწილი ვიცოდი.

  • ale თქვა:
    25 თებერვალი 2013 23:54 - ID: 1,
    რაოო ?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top