;
28 თებერვალი 2013      Johnny depp     14 კომენტარი     ნანახია 12230-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ლეგენდად აღიარებული მხატვარი ამადეო მოდილიანი
ამადეო მოდილიანი

ამბობენ როცა ადამიანი კვდება ,ბევრად უფრო ფასდება სხვა ადამიანების თვალში, ბევრად უფრო
იკვლევენ და ინტერესდებიან მათი ცხოვრებით.
ასევე მოხდაა მოდილიანის ცხოვრებაში. სიკვდილის
შემდეგ ის ყველამ დაააფასა, ყველამ აღიარა რომ ამადეო ლეგენდა იყო , რომელის შემოქმედებაც
დიდი კვალი დაოტვა ხელოვნების ისოტრიაში, თქვა თავისი სათქმელი თანაც ისე რომ დღემდე ყველას
დაამახსოვრა. ლეგენდები არ კვდებიან ,ისინი უბრალოდ ტოვებენ ამ სამყაროს და სხვებს უთმობენ გზას
ამადეო მოდილიანი-მხატვარი,რომელმაც სრულიად ახალი სამყარო შექმნა და დიდი სიმართლითა და
სულიერებით წარმოადგინა ადამიანი.
მოდილიანი ისტორიაში დარჩა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე
ტრაგიკული, სიცოცხლეში არაღიარებული გენიოსი
ხშირად მოდილიანი დროს უთმობდა რენესანსის
მიმდინარეობის წარმომდადგენლებს და იმ დროისთვის პოპულარულ აფრიკულ ხელოვნებას. მის
შემოქმედებაში აღსანიშნავია
ისეთი თანამედროვე მიმდინარეობები, როგორიცაა კუბიზმი და ფოვიზმი.
მოდილიანის ცხოვრების პერიოდში მისი შემოქმედება არ გახდა პოპულარული, მისმა ნამუშევრებმა
მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოიპოვა წარმატება.

ლეგენდად აღიარებული მხატვარი ამადეო მოდილიანი ლეგენდად აღიარებული მხატვარი ამადეო მოდილიანი

გოგენის შემდეგ,მოდილიანმა ყველაზე უკეთ შეძლო გამოეხატა თავის შემოქმედებაში გრძნობა ტრაგიკულისა,მაგრამ მასთან ეს გრძნობა ბევრად უფრო ინტიმურია და გამორიცხავს ყოველგვარ განკერძოებულობას. შეიძლება ითქვას,რომ მოდილიანი ყველაზე თანამედროვე მხატვარია ჩვენსხელოვანებს შორის.იყო თანამედროვე მხატვარი ნიშნავს იმას,რომ შემოქმედებითად გადმოსცე შენი ეპოქის ტრთოლა,მაჯისცემა,ღრმა ფსიქოლოგია.ამისთვის არ კმარა საგანთა მხოლოდ გარეგნული გამოსახვა,უნდა შეგწევდეს უნარიც მათი სულის გახსნისა.სწორედ ეს დიდებულად შეძლო ამადეომ,მონპარსანელმა მხატვარმა,რომელიც ამიერიდან მსოფლიოს კუთვნილებაა”. მოდილიანმა იცოდა იმის ფასი რასაც აკეთებდა ,სხვებმა არ იცოდნენ… უიღბლპბა და წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება,ხელმოკლეობა და სნეულობა ბავშვობიდანვე დაჰყვა ბედად. წარჩინებული ოჯახიდან იყო. მამა ებრაელი სეფარდი ფლამინიო მოდილიანი, რომელსაც სამაკლერო კანტორა ჰქონდადა დედა ევგენია გარსენი სპინოზას შორეული შთამომავალი.ამადეო სწორედ მაშინ მოევლინა ქვეყანას, როცა მშობლების სახლში ჩინოვნიკები გამოცხადნენ უკვე ვალში აღწერილი ქონების წასაღებად . არავითარი ბანკი მათ არ გააჩნდათ ყელამდე ვალებში ჩაფლული მამა მოდილიანის გაკოტრება კი სტიქიურ უბედურებად დაატყდა თავს. მართლაც რომ თავს დაატყდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობითაც, რადგან თანახმად იტალიის კანონებისა მელოგინეს ქონება ხელშეუხებელი იყო. ყველაფერი თუ კი რამ ფასეულობა გააჩნდათ ოჯახში ჩინოვნიკების მოსვლამდე მელოგინის საწოლზე დაყარეს. დედამ ახალშობილისათვის ეს ცუდის მომასწავლებლად ინიშნა. მამის მიმართ მოდილიანი ყოველთვის გულგრილი იყო,ზოგჯერ მტრულადაც კი იყო მისდამი განწყობილი ,დედა კი გატაცებით უყვარდა და დედასაც დიდი გავლენა ჰქონდა მასზე.

ლეგენდად აღიარებული მხატვარი ამადეო მოდილიანი

დაწყებითი განათლება კერძო სკოლაში მიიღო,რომელიც დედამისმა გახსნა.ბაბუა კი ხელოვნებას აყვარებდა,მუზეუმებში დაატარებდა,კულტურისა და ფილოსოფიის ინტერესს უღვივებდა. ორი წლის ამადეო მეტად ანცი,განებივრებული და ჯიუტი ყოფილა,მაგრამ ამავდროულად საყვარელი.კითხვა ყვარებია და თვალგახელილი ისრუტავდა ყველაფერს სამყაროდან. უცხო ენებს ძალიან ადვილად ითვისებდა თურმე.მცირეწლოვანი იყო,მაგრამ ფრანგულად გამართულად ლაპარაკობდა,თუმცა ეს არ ყოფილა მისი ნიჭიერების ზღვარი.ცნობილია,რომ წლების მერე ის პარიზში ლექსებსაც წერდა და ფილოსოფიური აზროვნებითაც გამოირჩეოდა,საინტერესო მოაზროვნე და თავისი პრინციპების ერთგული გახლდათ. ძალიან მგრძნობიარე ბავსვი იყო .დარდიც უსასრულო იცოდა. სუსტი მოარდი ყოფილა და ადვილად ხდებოდა ავად.:11 წლისამ პლევრიტი გადაიტანა,მერე ტიფიც დაემართა.იმ დროისთვის იმდენი ადამიანი იმსხვერპლა ტიფმა,რომ ნამდვილად არ ეგონათ ამადეო თუ გადარჩებოდა .1898 წლიდან ამადეო გულიელმო მიკელის კერძო სამხატვრო სტუდიაში დადიოდა. ყველაზე პატარა იყო კლასში,14 წლისა.მთელი არსებით ეუფლებოდა მხატვრობას,მასწავ;ებელიც შთაბეჭდილების ქვეშ ჰავდა მოქცეული.ისედაც სუსტი ამადეო,შემოქმედებითმა შრომამ კიდევ უფრო დაასუსტა და 1900წელს ის ტუპერკულოზით დაავადდა. ამ დროიდან იწყება მისი “მოგზაურობა” ,ერთი ადგლიდან მეოერეზე გადასვლა,ჯამრთელობის აღდგენის იმედით.პირველად დედასთან ერთად ნეპოლში წავიდა,შემდეგ რომში და კაპრიზე.შემოიარა ვენეცია და ფლორენცია.ყველგან მისი გონება ხელოვნებისკენ იყო მიმართული.

ლეგენდად აღიარებული მხატვარი ამადეო მოდილიანი

1895 წელს მოდილიანმა სერიოზული ავადმყოფობა გადაიტანა. ამასთან დამავშირებით დედამ თავის დღიურში ასე ჩაწერა: “დიდოს ძალიან მძიმე პლევრიტი ჰქონდა. მე ჯერ ვერ გამოვრკვეულვარ იმ საშინელი შიშისაგან. ამ ბავშვის ხასიათი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული, რათა შემეძლოს მასზე გარკვეული აზრის გამოთქმა. ვნახოთ რა გამოვა ამ ჭიის პარკისაგაბ, იქნებ მხატვარი?’ ხატვა დიდომ 5 წლის ასაკიდან დაიწყო, 14 წლისა კი მეცადინეობას იწყებს ფერწერაში გულიელმო მიქელისთან, მის მიერვე დაარსებულ ფერწერის სკოლაში. ლივორნოში. მასთან ერთად სწავლობდნენ ოსკარ გილია, ბუნვენუტო ბუნვენუტი, რენატო ნატალი და სხვები.ერთ მშვენიერ დღესაც ამადეომ დედას გამოუცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს მიატოვოს ლიცეუმი და მთლიანად მიეცეს მხატვრობას.902-1903 წლებში მოდილიანი ვენეციასა და ფლორენციაში ხატვის ტექნიკას ეუფლებოდა. 1906 წელს, დედის დახმარებით პარიზში გაემგზავრა, რადგან ქანდაკების შესწავლა სურდა. მისი ქანდაკებები ნაკლებადაა ცნობილი, თუმცა იმავე სტილშია შესრულებული, რომელშიც მისი ნახატები.დიდო თავიდან მონმარტზე დასახლდა, მეგობრებთან, სუტინთან და ლიფშიცთან ერთად, რომლებიც, ასევე იმპრესიონისტი მხატვრები იყვნენ.

ლეგენდად აღიარებული მხატვარი ამადეო მოდილიანი

ამადეო წერილებს წერდა მეგობარს-მხატვარ ოსკარ გოლიას.ყველაფერს უყვებოდა,რასაც ხედავდა და რითითაც ცხოვრობდა. როგორც ჩანს,იმის მიუხედავად,რომ ჯამრთელობა ხელს არ უწყობდა,მისი ფიქრები სული და გონება მხოლოდ ხელოვნებისადმი ლტოლვით იყო დაკავებული. მას სურდა მოგზაურობის გაგრძელება,ყველა საზღვრისა და წინაღობის გადალახვა,მაგრამ ტუბერკულოზის გადასალახავად კი არა მხატვრობის სრულყოფილებისთვის. მოდილიანი და გილია შეთანხმდნენ ფლორენციაში ერთად წასვლაზე და ცოდნის გაღრმავებაზე და მართლაც ისინი მიემგზავრებიან და ეწერებიან “შიშველი ნატურიდან ხატვის თავისუფალ სკოლაში.” მათი მასწავლებელი ჯოვანი გახლდათ,სწორედ მან შეასწავლა ორივეს რენესანსის ისტორია.ამ პერიოდში მოდილიანი ქანდაკებებით დიანტერესდა და ერთხანს თეთრი მარმარილოებით ცნობილ ქ.კარარკაშიც იმუშავა.პარალელურად ფლორენციის აღორძინების ხანის ხელოვნებასაც სწავლობდა,ეცნობოდა ძველ არქიტექტურასა და მხატვრობას.ჰქონდა დახვეწილი ტექნიკა და გამოცდილება,მაგრამ თავადაც ხვდებოდა რომ სჭორდებოდა ცხოვრებისეული მუხტი მძაფრ იგანცდები ,სიყვარული, ტკივილი,იქნებ სწორედ ამიტომ იყო სკოლის იშვიათი სტუმარი,ამჯობინებდა საროსკიპოებში სიარულს და ჩანახატების გაკეთებას. მალე ოსკარი ვენეციაში გადავიდა და ამადეოც კვალდაკვალ მიჰყვა.

ლეგენდად აღიარებული მხატვარი ამადეო მოდილიანი

მოდი მალე ჩაერთო პარიზის ღამის ცხოვრებაში, მას ბოჰემური ადამიანის რეპუტაცია შეექმნა, რამაც საბოლოოდ, კიდეც დაღუპა.მოდილიანის შემოქმედებაში რამდენიმე პერიოდს გამოყოფენ. მათ შორის, ცისფერ პერიოდს, ზანგურ პერიოდს, იტალიურ პერიოდს და, ბოლოს, პორტრეტებს . შიშველი ნატურის დასახატად ის მეძავებს იყენებდა.რაც უფრო უკიდეგანო იყო ხელოვნების სამყარო,რომელსაც ეძიარა,მით მეტად უძლიერდებოდა საზღვრების გარღვევის დაუძლეველი სურვილი. მისი მოხეტიალე სული აქეთ-იქით აწყდებოდა. თავდავიწყებით ეძლეოდა ალკოჰოლს….ერთო ოცნება ჰქონდა,პარიზში უნდოდა წასვლა.საამისო სახსრები ცხადია არ გააჩნდა,თუმცა დედამ მოახერხა და მცირეოდენი თანხა მოიპოვა და შვილი პარიზში გაუშვა…პარიზში ამ დროისთვის ხელოვანთათვის საუკეთესო პირობები იყო შექმნილი .ახალგაზრდა მხატვრები აქ პოპულარულობასა და სახელს იხვეჭდნენ.შეიძლებოდა მისი ყველა ოცნება ამხდარიყო…იტალიიდან ჩამოყოლილი ფულით თავიდან კეთილმოწყობილ სასტუმროში დაბინავდა, სენის მარჯვენა სანაპიროზე. მოდილიანი დაუხლოვდა პიკასოს,რომელიც მის მეზობლად ცხოვრობდა….მხატვარს ხელოვნება ბევრ საინტერესო ადამიანთან აკავშირებდა,თვითონაც მეტად საინტერესო იყო მათთვის.

ლეგენდად აღიარებული მხატვარი ამადეო მოდილიანი

პარიზში “მოდი”-ს ეძახდნენ,რაც დემონს ნიშნავს,მაგრამ არაფერი ყოფილა მასში რეალურად დემონური,პირიქიტ უსაზღვროდ უყვარდა ადამიანები:” ადამიანი-აი,რა მაინტერესევს!ადამიანის სახე ბუნების უმაღლესი ქმნილებაა,ჩემთვის ის ამომწურავი წყაროა…”- ამბობდა ამადეო.სამწუხაროდ წყევლასავით თან სდევდა წარუმატებლობა და უიღბლობა გენიას,თავს არ ანებებდა სნეულება და ცხოვრების ამღვრეული წესი.მოდილიანი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. ალკოჰოლმა და ჰაშიშმა ვერ ჩააქრეს მისი სურვილი, მუდამ საქმეში ყოფილიყო ჩართული. მისი ცხოვრება პროტესტების სერიას ჰგავს, მას პროტესტი უჩნდებოდა ბურჟუაზიის, ხატვის მასწავლებლებისა და იმ ადამიანების მიმართ, ვინც მის ტალანტს სათანადოდ ვერ აფასებდა. უ კიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებმა მხატვარმა მრავალი ნამუშევარი მხოლოდ იმის გამო დაკარგა, რომ ბინის ქირას ვერ იხდიდა და ხშირად უწევდა სხვაგან გადაბარგება. თავდაუზოგავად შრომობდა,მერე კი თავაწყვეტილი მიეცემოდა ხოლმე მონმარტრის ბოჰემურ ცხოვრებას. ის გახლდათ ბოჰემური,ამ სიტყვის ფსიქოლოგიური გაგებით.ამადეოს აღარ შეეძლო თავის შეკავება,მორევი მის ირგვლივ ყველაფერს შთანთქავდა.ქვის ჭრეთა ჯამრთელობაზე საშინლად მოქმედებდა,მაგრამ მაინც იქამდე არ ანებებდა თავს ვიდრე ფეხზე დგომა შეეძლო.როცა სუნთქვა გაუძნელდებოდა გადიოდა და თავდავიწყებას ეძებდა…არც საღებავებით მუშაობა შეიძლებოდა მისი ფილტვებისთვის,მაგრამ მაინც ხატავდა…თუმცა მისი სურათებით არავინ დაინტერესებულა…ვერ ყიდდა

ლეგენდად აღიარებული მხატვარი ამადეო მოდილიანი

დედა ფულს უგზავნიდა,მაგრამ ის მცირე თანხა პარიზში საცხოვრებლად მეტად მწირი გახლდათ/ამიტომ ხშორად ბინის ქირა უგვიანდებოდა,თავმობეზრებული სახლის პატრონები კი მკაცრად სთხოვდნენ თანხის გადახდას. ისიც იძულებული იყო გასცლოდა ….გადადიოდა ერთი სახლიდან მეორეში,თან მიქჰონდა მცირედი-რამოდნეიმე პირადი ნივთი.ზოგჯერ სულ იმდენი,რომ ცალ ჯიბეში იტევდა.მიდიოდა და ხშირად ნაქირავებ ბინაში ტოვებდა ნახატებს,რომებსაც მერე კაცმა არ იცის რას უშვებოდნენ.ოცნებები უსამარდებოდა….“ეტყობა ფერწერა ჩემს სურვილებზე ძლიერია,ის მოითხოვს,რომ პარიზში ვცხოვრობდე…პარიზში უბედური ვარ,მაგრამ მხოლოდ ამ ქალაქში შემიძლია მუშაობა…-ეუბნებოდა თურმე მეგობრებს.1914 წლიდან მოდილიანმა ექსკლუზიურად მწერალ ლეოპოლდ ზბოროვსკისთან დაიწყო ხატვა. ეს უკანასკნელი მხატვრის გადაბარგებულიყო ,წარმომადგენლად მიიჩნეოდა და ნახატების გაყიდვაში ეხმარებოდა. სწორედ მან შეუწყო ხელი უკვე მძიმედ ავადმყოფ დიდოს სამხრეთ საფრანგეთში რადგან ამ პერიოდში პარიზში ცხოვრება, პირველი მსოფლიო ომის გამო, შეუძლებელი იყო.1917 წლის 3 დეკემბერს, პარიზის ერთ-ერთ გალერეაში მოდილიანის პირველი გამოფენა გაიხსნა. პოლიციის უფროსი შეაშფოთა შიშველი ქალბატონების გამოსახულებებმა და მხატვარი აიძულა, გამოფენა სასაწრაფოდ დაეხურა.

ლეგენდად აღიარებული მხატვარი ამადეო მოდილიანი

1910 წელს მოდილიანმა ანა ახმატოვა გაიცნო.უცხოელი გოგონა სულ რაღაც 20 წლის იყო,მაგრამ იმდენად საინტერესო,რომ ამადეოს ყურადღება მიიქცია. 1958 წელს ანა იხსენებდა :”მოდილიანი არავის არ ჰგავდა,მისი ხმა სამუდამოდ ჩარჩა ჩემს გონებაში..უპოვარი იყო,ვერ გამეგო რით არსებობდა,როგორც მხატვარს კი არავინ აღიარებდა.” ერთმანეთს ლუქსემბურგის პარკში ხვდებოდნენ.ფასიან სკამზე როგორ ჩამოსხდებოდნენ, უფასო სკამზე ისხდნენ,უქონელი და უარყოფილი მოდილიანი არაფერზე წუწუნებდა.არც შიმშIლსა და უსახსრობას ახსენებდა,არც იმას,რომ მისიუ ხელოვნების არავის არაფერი გაეგებოდა…მხოლოდ ერთხელ 1911 წელს დაუჩუვლია: გასულ ზამთარს ისე ცუდად ვიყავი ჩემთვის ყველაზე ძვირფასზეც კი ვეღარ ვფიქრობდიო. ანა იხსენებდა :”მეჩვენებოდა თითქოს მარტოობის მყარი გარსით იყო შემოსაზღვრული..”

ლეგენდად აღიარებული მხატვარი ამადეო მოდილიანი

♥♥♥ მოდილიანი და ჟანა ♥♥♥

1917 წლის ივლისში კი მოდილიანმა გაიქცნო 19 წლის ჟანა ებიუტერნი, რომელთანაც არაოფიციალური ურთიერთობა აკავშირებდა. ჟანა მის მოდელადაც იქცა.ჟანა ებიუტერნი, ქალი, რომელმაც მთელი სიცოცხლე მოდილიანის მიუძღვნა, მის ცოლობაზე ოცნებობდა, მაგრამ მაინც არაოფიციალური ცოლის სტატუსით შემორჩა ისტორიას. ჟანამ და მოდიმ ერთმანეთი 1917 წელს გაიცნეს და მალე ერთად დასახლდნენ. მაშინ ჟანა 19 წლის, სახვითი ხელოვნების სკოლის სტუდენტი იყო. ჟ ანას მოდილიანის ბევრი პორტრეტი აქვს დახატული.გაზაფხულზე ისინი ერთად დაბრუნდნენ პარიზში, სადაც მოდილიანს პირველი ქალიშვილი შეეძინა. მისი ნახატებიც უკეთესად იყიდებოდა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 1920 წლის იანვარში, ტუბერკულოზისა და მფრინავი მენინგიტის დიაგნოზით, ამადეო მოდილიანი გარდაიცვალა.ამადეომ ჟანას პორტრეტი, მათ პირველივე შეხვედრაზე დახატა და თავის უახლოეს მეგობარს, მოქანდაკე ბრაკუზის უთხრა: „შევხვდი ქალს, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა, ვფიქრობ, ჩემი ნამდვილი სიყვარული ვიპოვე“.ა მბობდნენ 19 წლის ჟანა, ჩიტს ჰგავდა, რომლის შეშინება ძალიან ადვილია. მას ქალური, მოკრძალებული, მომღიმარი, მოგრძო სახე ჰქონდა, ღვინოს არასოდეს სვამდაამ დროს ჟანა მეორე ბავშვს ელოდებოდა. მან ვერ გადაიტანა მოდის სიკვდილი, მეორე დღეს მშობლების სახლის მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა.დიდო და ჟანა ერთად დაკრძალეს პარიზის უძველეს, პერლაშეზის სასაფლაოზე. მათ ერთი ქვა ადევთ, რომელზეც შემდეგი ეპირტაფიაა გამოკვეთილი:

“ამადეო მოდილიანი♥ ,
მხატვარი,
დაიბადა ლივორნოში 12 ივლისს 1884 წელს.
გარდაიცვალა პარიზში, 24 იანვარს, 1920 წელს.
სიკვდილმა მას დიდების დასაწყისში მოუსწრო”

ცოტა ქვემოთ, იმავე დაფაზე ვკითხულობთ:

“ჟანა ებიუტერნი♥.
დაიბადა პარიზში, 6 აპრილს, 1898 წელს.
გარდაიცვალა პარიზში, 25 იანვარს, 1920 წელს
ამადეო მოდილიანის ცხოვრების ერთგული თანამგზავრი, ვინც არ
მოისურვა უმისოდ სიცოცხლე”



ლეგენდად აღიარებული მხატვარი ამადეო მოდილიანი

როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, მოდილიანის შემოქმედებამაც ავტორის სიკვდილის შემდეგ ჰპოვა აღიარება. ამადეოს გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ მისი ნახატები პენსილვანიელმა კოლექციონერმა – ალბერტ ბარნესმა აღმოაჩინა. სწორედ ამ დროიდან იწყება მოდილიანომანია.მოდილიანის ადრეული პერიოდის შემოქმდედება ტულიზ-ლოტრეკის გავლენას განიცდის, მოგვიანებით აფრიკული ნიღბებით, სეზანისა და პიკასოს შემოქმედებით ინტერესდება, ამავე დროს, იტალიური მანერულობა არ დაუკარგავს. მოდილიანის პორტრეტები ადვილი ამოსაცნობია გრძელი და თხელი ოვალური ფორმის თავით, დაქანებული მხრებით და საოცრად დახვეწილი, სევდიანი ფერებით.

ლეგენდად აღიარებული მხატვარი ამადეო მოდილიანი

ჩემი აზრით ადამიანი მთელი სამყაროა, ზოგჯერ ყოველგვარ სხვა სამყაროზე უკეთესიც”

-სიურვაჟი: რატომ არის რომ შენს პორტრეტზე მხოლოდ ცალი თვალი მაქვს ?
-მოდილიანი: იმიტომ, რომ შენ ცალი თვალით უყურებ ქვეყანას. მეორე თვალით საკუთარ თავშიი ხედები.”


“ჩვენ ცალკე სამყარო ვართ, ბურჟუა მეორე-ჩვენთვის უცხო სამყარო”

“ალკოჰოლი გვთიშავს გარესამყაროსგან, მაგრამ მისი საშუალებით ვწვდებით ჩვენს შინაგან სამყაროს და შეგვყავს მასში გარე სამყარო”

“ყველაზე დიდი მოგებაც ვერ ახშობს აზარტს. მე ყოველთვის ვიტოვებ რაღაცას ნარაგად. მხატვრობაში არასოდეს არ უნდა გამოამჟღავნო ყველაფერი ბოლომდე”

” ხაზი ჯადოსნური ჯოხია, მისი გამოყენება რომ შეძლო ამისთვის გენიოსობაა საჭირო”

“ჩვენ ვოცნებობთ, შევქმნათ ახალი სამყარო. საამისოდ მივმართავთ ფორმას, ფერებს, მაგრამ ეს სამყარ შეიძლება განაგოს მხოლოდ აზრმა”

“არც მეპატრონე ვარ, არც მუშა, არამედ ის ვინც თვითონ განაგებს თავის შესაძლებლობებს”


ლეგენდად აღიარებული მხატვარი ამადეო მოდილიანი

” მუშაობისთვის აუცილებლად მჭირდება ცოცხალი არსება. აუცილებლად უნდა ვხედავდე მას ჩემს თვალწინ. აბსტრაქცია ფიტავს., იგი ჩიხია”

"მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე სიყვარულით ერთხელაც არ ამძგერებია გული.თუმცა მოჩვენებით ხშირად მომჩვენებია,თავი ტრფიალების ალი მწვავს-მეთქი.ეტყობა,ვერც ვერასდროს ვიგრძნობ ამ გულის ძგერას... ავხორცი თუ ვარ? მაშა! არ მოტყუებულხართ,ოღონდ განა საშიშარი ვარ.ქალს დავინახავ თუ არა,როდი შევყივლებ და ვეძგერები.სრულიად ურისკოდ შეიძლება ჩემთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენა,მით უმეტეს თუ ხმის მისაწვდენ ადგილზე პოლიციელი მორიგეობს"..

“უნდა ქმნიდე,როგორც ღმერთი,ფლობდე,როგორც მეფე და მუშაობდე,როგორც ტყვე”….

“როცა შევიცნობ თქვენ სულს,მაშინ დავხატავ თქვენს თვალებს”…

“ბედნიერება მკაცრსახიანი,უმშვენიერესი ანგელოზია”….


ლეგენდად აღიარებული მხატვარი ამადეო მოდილიანი

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

14


  • ivi თქვა:
    5 მარტი 2013 15:46 - ID: 14,
    angelll,
    და გარდაცვლილია ჩემს დაბადების დღეზე

  • angelll თქვა:
    3 მარტი 2013 15:30 - ID: 13,
    მშვენიერი სიახლეა..მითუმეტეს მე და მოდილიანი ერთ დღეს ვყოფილვართ დაბადებულები..

  • MARAUDER თქვა:
    1 მარტი 2013 22:18 - ID: 12,
    ძალიან მიყვარს მოდელიანი love და ძალიან გამიხარდა ამ სიახლის დანახვა smile
    სრულყოფილი ნიუსია ნამდვილად, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველაფერი ვიცოდი მოდელიანზე, მაინც დიდი ინტერესით წავიკითხე love ავტორ დიდი მალდობააა love

  • Afrodite...♥ თქვა:
    1 მარტი 2013 19:18 - ID: 11,
    მოდილიანს ნამდვილად ძალიან მძიმე და ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა,მაგრამ მისი ცხოვრებიდან ჟანას სიყვარულს გამოვარჩევ,იმიტომ რომ რაღაც არამიწიერად უყვარდა ის ქალი.ვერ ვიტყვი რომ ვგიჟდები მის შემოქმედებაში,მაგრამ ვაფასებ მოდილიანის ახლებურ ხედვას მხავრობაში love
    თაკო არაჩვეულებრივი სიახლეა.სიტყვები არ მყოფნის ისე მომეწონა love

  • barjakuzu თქვა:
    1 მარტი 2013 17:00 - ID: 10,
    კარგი ნიუსია ,ენდი გარსია კარგად ასრულებს მოდილიანის როლს <3

  • Ana smiley თქვა:
    1 მარტი 2013 16:23 - ID: 9,
    როგორ მომეწონააა love

  • -Diana- თქვა:
    1 მარტი 2013 14:16 - ID: 8,
    - ძალიან მიყვარს მოდილიანი, ფილმიც ძალიან მომწონს ენდი გარსიას მონაწილეობით.. ნიუსი შესანიშნავია თაკო love

  • Anch_Bey თქვა:
    1 მარტი 2013 14:01 - ID: 7,
    მიყვარს.
    თაკო, შენც მიყვარხარ.

  • elga თქვა:
    1 მარტი 2013 12:43 - ID: 6,
    ვაუუ თაკოო ყოჩაღ .
    მოდელიანი და ჟანა ყოფილან"რომეო და ჯულიეტა" .
    რა ცუდია სიკვდილის მერე რო დააფასეს. მაგრამ კიდე კაი დააფასეს და აღმოაჩინეს მისი ნახატები.
    არვიცი თაკო ბრწყინვალე ნიუსია

  • psiqologia თქვა:
    28 თებერვალი 2013 23:13 - ID: 5,
    ძალიან ძალიან კარგი ნიუსია love

  • Let It be Me ♥ თქვა:
    28 თებერვალი 2013 21:10 - ID: 4,
    მე ვიცოდი მოდილიანის ბიოგრაფია,მაგრამ ეს სიახლე ნამდვილად ძალიან კარგია
    “როცა შევიცნობ თქვენ სულს,მაშინ დავხატავ თქვენს თვალებს”… <-- ჩემი უსაყვარლესი ფრაზაა love

  • marika0704 თქვა:
    28 თებერვალი 2013 20:31 - ID: 3,
    ძალიან საინტერესო სტატიაა!ყოჩაღ!

  • familyportrait თქვა:
    28 თებერვალი 2013 20:19 - ID: 2,

    როცა შევიცნობ თქვენ სულს,მაშინ დავხატავ თქვენს თვალებს vaimeeeeeee love
    ლეგენდა
    მადლობა სიახლისთვის

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top