;
5 მარტი 2013      Nanuka.     26 კომენტარი     ნანახია 4925-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ალბუს დამბლდორის გამონათქვამები

ჯოან როულინგის უკვდავი რომანის - "ჰარი პოტერის" ერთ-ერთი მთავარი გმირი - ალბუს დამბლდორი "ჰოგვორტსის" შეუცვლელი დირექტორი, ჰარის უფროსი მეგობარი და მკითხველთათვის უსაყვარლესი პერსონაჟია. დამბლდორი გამორჩეულია სიმამაცით, მზრუნველობით, სიკეთით, სამართლიანობით და რა თქმა უნდა სიბრძნით, რაც კარგად ვლინდება მის ძალიან დამაფიქრებელ გამონათქვამებში.


"შენ ფიქრობ, რომ გარდაცვლილები, რომლებიც გვიყვარდა ოდესმე გვტოვებენ?
შენ ფიქრობ, რომ ჩვენ ყველაზე კარგად არ გვრძნობთ მათ დიდი განსაცდელის დროს? მამაშენი
ცოცხლობს შენში, ჰარი და გაჩვენებს საკუთარ თავს მაშინ, როდესაც გჭირდება".

ალბუს დამბლდორის გამონათქვამები ალბუს დამბლდორის გამონათქვამები ალბუს დამბლდორის გამონათქვამები ალბუს დამბლდორის გამონათქვამები

"ეს არის ჩვენი გადაწყვეტილებები, რაც ბევრად მეტს მიანიშნებს რა ვართ
სინამდვილეში, ვიდრე ჩვენი შესაძლებლობები".

"კარგად დალაგებული გონებისათვის, სიკვდილი არაფერია თუ არა ახალი თავგადასავალი".

"არ შეიძლება შევყოვნდეთ ოცნებებში და დაგვავიწყდეს ცხოვრება" (ამ ფრაზით დამბლდორი მიგვანიშნებს, რომ ოცნებების ქონა მნიშვნელოვანია, მაგრამ მათზე გადამეტებულად კონცენტრირებამ შეიძლება გადაფაროს რეალური ცხოვრება. ოცნებებში ყოფნის გარდა, ჩვენ ვართ მოწოდებულნი, რომ შევიგრძნოთ რეალობა).

"მნიშვნელოვანია, რომ ვიბრძოლოთ და ვიბრძოლოთ კვლავ და განვაგრძოთ ბრძოლა, რათა
მოვერიოთ ბოროტებას, მიუხედავად იმისა რომ მისი ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია".

ალბუს დამბლდორის გამონათქვამები

"გვექნება რთული პერიოდი და იძულებულნი გავხდებით ავირჩიოთ ის,
რაც მარტივია ან ის, რაც სწორია".

"ბედნიერება შესაძლებელია ვიპოვნოთ ყველაზე ბნელ დროს, მხოლოდ იმ
შემთხვევაში თუ გაგვახსენდება სინათლის ანთება".

"ეს არის შეუცნობელი, რისიც გვეშინია, როდესაც ვფიქრობთ სიკვდილზე, სხვა არაფერი".

"სიმართლე. ეს არის ლამაზი და ამავდროულად საშინელი რამ, რასაც, აქედან
გამომდინარე, დიდი სიფრთხილით უნდა მოვექცეთ".

ალბუს დამბლდორის გამონათქვამები
"შენი დედა გარდაიცვალა, რომ გადაერჩინე. თუ არსებობს რაღაც, რისი გაგებაც ვოლდემორს არ შეუძლია, ეს სიყვარულია. მას არ გაუანალიზებია, რომ ისეთი ძლიერი სიყვარული, როგორიც დედაშენს გააჩნდა შენ მიმართ ტოვებს თავის კვალს. არა შრამს, არა ხილულ ნიშანს... უყვარდე ასე ღრმად, მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანი, ვისაც უყვარდი დაგტოვა, დაგიცავს მთელი ცხოვრება" ("ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა")

"დაუძახე ვოლდემორი მას, ჰარი. ყოველთვის მოუძებნე ზუსტი სახელი საგნებს.
სახელის შიში, ამძაფრებს შიშს თავად საგნისადმი".

"დიდ გამბედაობას მოითხოვს გაუსწორდე შენ მტრებს, თუმცა ბევრად მეტ გამბედაობას
მოითხოვს გაუსწორდე შენ მეგობრებს".

"ნუ იდარდებ გარდაცვლილებზე, ჰარი. იდარდე ცოცხლებზე და ყველაზე
მეტად მათზე, ვინც ცხოვრობენ სიყვარულის გარეშე".

ალბუს დამბლდორის გამონათქვამები

"მე სკოლას ჭეშმარიტად დავტოვებდი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აქ აღარავინ დარჩებოდა
ლოიალური ჩემ მიმართ... დახმარებას ყოველთვის მიიღებენ ისინი "ჰოგვორტსში", ვინც ითხოვენ მას".

"ოცნებებში, ჩვენ შევაბიჯებთ სამყაროში, რომელიც სავსებით ჩვენია".

"დაიმახსოვრე, რომ თუ მოვა დრო, როდესაც უნდა გააკეთო არჩევანი სწორსა და მარტივს შორის,
გაიხსენე რა მოუვიდა ბიჭს, რომელიც იყო კარგი, კეთილი და მამაცი, იმიტომ, რომ მან გადაუხვია
ლორდი ვოლდემორის გზას".

"ახალგაზრდობა ვერ გაგაგებინებს თუ რას ნიშნავს სიბერე. მაგრამ, სიბერეში ბევრი
გრძნობს თავს დამნაშავედ, რომ დაავიწყდათ რას ნიშნავს იყო ახალგაზრდა".

"ხალხისთვის უფრო ადვილია მიუტევოს მათ, ვინც ცდება, ვიდრე მათ, ვინც მართალია".


ალბუს დამბლდორის გამონათქვამების რამდენიმე ილუსტრაცია:

ალბუს დამბლდორის გამონათქვამები
ალბუს დამბლდორის გამონათქვამები
ალბუს დამბლდორის გამონათქვამები
ალბუს დამბლდორის გამონათქვამები
ალბუს დამბლდორის გამონათქვამები

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

26


  • darichina თქვა:
    26 აპრილი 2013 00:15 - ID: 26,
    მიყვარს ყველაზე მეტად <3

  • nini A თქვა:
    8 მარტი 2013 11:24 - ID: 25,
    მნიშვნელოვანია, რომ ვიბრძოლოთ და ვიბრძოლოთ კვლავ და განვაგრძოთ ბრძოლა, რათა
    მოვერიოთ ბოროტებას, მიუხედავად იმისა რომ მისი ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია".

  • beonce თქვა:
    7 მარტი 2013 22:45 - ID: 24,
    წიგნში ყოველთვის გულდასმით ვუკვირდებოდი ალბუს დამბულდორის სიტყვებს.როულინგმა მისი სახით საოცარი პერსონაჟი შექმნა.მის თითიეულ სიტყვაში შეგიძლია ისწავლო რაღაც,თითოელ ფრაზაში არის სიბრძნე ჩადებული.მიყვარს ალბუს დამბულდორის პერსონაჟი და ყველაზე ძალიან მომწონს სიმშვიდე,რომელსაც ყველაზე რთულ დროსაც კი ინარჩუნებდა.
    და საერთოდ "ჰარი პოტერზე" ბავშვობიდან ვარ შეყვარებული. love
    მადლობა ნიუსისთვის!!! feel

  • mariami222 თქვა:
    7 მარტი 2013 17:25 - ID: 23,
    Hermione...♥,
    გეთანხმებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    7 მარტი 2013 17:09 - ID: 22,
    macacuna,
    მეც ზუსტად ეგრე ვარ smile კინოს რომ ვუყურებ მაშინაც და წიგნის წაკითხვის დროსაც სულ მეტირება ალბუსის, სირიუსის და დობის სიკვდილზე sad ისე განვიცდი, თითქოს ისინი მართლა არსებობდნენ და მათი სიკვდილი თითქოს ჩემთვის ბევრს ცვლიდა, აი არ ვიცი როგორ აღვწერო sad

  • macacuna თქვა:
    6 მარტი 2013 22:53 - ID: 21,
    Hermione...♥,
    აბსოლიტურად ყველაფერში გეთანხმები, მართალაც მეამაყება რომ Harry Potter Generation-ს ვეკუთვნი ♥
    ellen potter...♥ϟ,
    მაგის სიკვდილზე დღემდე ვტირი, არ აქვს მნიშვნელობა მერამდენედ ვუყურებ, დამბლდორის და სირისუსის სიკვდილზე, და სნეიპის მოგონებებზე პატარა ბავშვივით ვტირი ეს 17 წლის გოგო :D მაგრამ სულაც არ მცხვენია ეს ♥

  • harry potter თქვა:
    6 მარტი 2013 20:49 - ID: 20,
    Hermione...♥,
    ამჯერად შენ დამასწარი იმის დაწერა რაც მინდოდა wink შესანიშნავი სიახლე იყო love

  • beauty queen თქვა:
    6 მარტი 2013 18:47 - ID: 19,
    ვგიჟდები ამ პერსონაჟზე <3
    დამბლდორი გენიოსი კაცია <3
    როულინგი კი კიდევ უფრო გენიოსი
    ეს ნაწარმოები რომ შექმნა.. love
    ნიუსი ძაან კარგია :)

  • Afrodite...♥ თქვა:
    6 მარტი 2013 18:29 - ID: 18,
    ნანუკა არ ვიცი მადლობა როგორ გითხრა,ისე გამიხარდა ეს სიახლე.ალბუსი–ყველაზე ბრძენი და იდუმალებით მოცული პერსონაჟი ჰარი პოტერში love

  • elga თქვა:
    6 მარტი 2013 17:22 - ID: 17,
    SaAaL :X:X
    climb for life
    love

  • MARAUDER თქვა:
    6 მარტი 2013 16:17 - ID: 16,
    ამ სიახლის დანახვამ მაგარ ხასიათზე დამაყენა love ძალიან დიდი მადლობა ავტორო love მართლა უზომოდ გამახარე love
    ალბუსზე ვგიჟდები, ჩემი ერთ-ერთ ყველაზე საყვარელი პერსონაჟია love
    რამდენი ვიტირე მაგის სიკვდილზე ვინ იცის sad

  • m.a.r.i თქვა:
    6 მარტი 2013 15:53 - ID: 15,
    ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია ყოველთვის მხიბლავდა მისი გმირი love საერთოდ ჰარი პოტერი ჩემი ცხოვრების ნაწილია

  • Countess A. თქვა:
    6 მარტი 2013 15:52 - ID: 14,
    [/i] [/color]ერთ–ერთი ფაქტორი, რამაც ამ ნაწარმოების დიდებულება განსაღვრა იყო დამბლდორის პერსონაჟი.. უდიდესი პატივისცემით ვიყავი განსჭვალული ამ პიროვნების მიმართ (წიგნში ყოველი მოქმედი გმირი ჩემთვის რეალობაში არსებული ადამიანის ხატებაა).. ძალიან ბევრი ვიტირე როცა დამბლდორი გარდაიცვალა და ვფიქრობ ეს იმით იყო გამოწვეული, რომ რაღაც სიცარიელის მოლოდინში ვიყავი..
    ძალიან კარგი ნიუსია..!![i]
    [color=#000066]

  • TheNotebook თქვა:
    6 მარტი 2013 15:49 - ID: 13,
    ძალიან მომეწონა love

  • F.C.B თქვა:
    6 მარტი 2013 15:32 - ID: 12,
    ძალიან მაგარია..................... fellow

  • HotMess თქვა:
    6 მარტი 2013 14:59 - ID: 11,
    როგორ მომენატრა sad

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    6 მარტი 2013 13:09 - ID: 10,
    ალბუსი <3 ყველაზე მაგარი პერსონაჟი, ვაბოდეეებ ძალიან სულისშემძვრელი გამონათქვაები აქვს და დამაფიქრებელი ასევე, ამის სიკვდილზე რამდენი ვიტირეე sad ძალიან კარგი ნიუსი იყო request

  • Johnny depp თქვა:
    6 მარტი 2013 12:27 - ID: 9,
    ნანუკა არ ვიცი რა, ძალიან კარგი სიახლეა love

  • SaAaL :X:X თქვა:
    6 მარტი 2013 11:11 - ID: 8,
    elga,
    გეთანხმები და ძალიან მწყინს როდესაც ჰარიზე რამეს ვიტყვი ციღაც-ციღაცები რომ ჩაიცინებენ ხოლმე, მაგრამ რას იზამ, ყველას არ შეუდზლია წიგნის ბოლომდე გაგება და უპრო უარესია ის რომ უმეტეს მათგანს ეს წიგნი წაკითხულიც კი არ აქვთ what

  • climb for life თქვა:
    6 მარტი 2013 08:02 - ID: 7,
    elga,
    <3 მიყვარს ჩემნაირად რომ აზროვნებენ :))))))))

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top