;

6 March 2013      Johnny depp     Views 6893    
Category: Fun, Interesting

როგორ მოვიპოვოთ წარმატება ?

ვის არ ნდომებია ან ვის არ დაულაშქრავს წარმატების მწვერვალები?ყველა მათგანი
ირწმუნება, რომ თუ რაიმე გულით გინდა ყველაფერს მიაღწევ. იგივე შეგვიძლია
ვთქვათ წარმატებაზეც. შეუძლებელი არაფერია ! მათ შორის არც წარმატების მიღწვა.
წარმატება ნებისმიერი ადამიანის სასურველი მდგომარეობაა.. მთელი ცხვორება
ადამიანი საკუთარ ოცნებებს და მიზნებს ისახავს და ცდილობს მის განხოცრიელებას.
ნებისმიერ ადამიანს სურს ატარაოს სტატუსი << წარმატებული>> როგორ მოვიპოვოთ
წარმატება?...


გზა დიდი წარმატებისკენ

წარმატება ძალიან ინდივიდუალური ცნებაა , იგი ნიშნავს მიაღწიო იმას რასაც გინდა, მიაღწიო შენს მიზანს.
ზოგი ადამიანი გამოყოფს წარმატების ორ ტიპს. დიდს და პატარას. შეიძლება პატარა წარმატებები ყოველდღიურად
გვქონდეს. პატარა წარმატება გზაა დიდი წარმატებისკენ, რომელსაც ყოველ წუთას ვაღწევთ. და დიდი წარმატება..

დიდი წარმატებააა-დრო შენს ცხოვრებაში,როცა მიაღწევს შენთვის მნიშვნელოვან მდგომარეობას
აიხდენ მიზანს თუ ოცნებას.წარმატებების ამ ტიპით გამოყოფა არ ნიშნავს რომ რომელიმე უფრო მნიშვნელოვანია.როგროც უკვე გიტხარით
პატარა წარმატების გარეშე ვერ მიაღწევთ დიდ წარმატებას..

წარმატებისკენ მიმავალი გზა შეიძლება ეკლიანიც აღმოჩნდეს, მაგრამ აქ თავმოყრილი გამონათქვამები გაგამხნევებენ
და ძალას შეგძენენ, შეგაძლებინებენ თამამად დაძლიოთ ყველა წინაღობა და იმისგანაც დაგიცავთ, რომ მარცხმა
გული არ გაგიტეხოთ.


გზა დიდი წარმატებისკენ

წარმატების ბევრ ცნებას განიხილავენ... გთავაზობთ პატარა გამოკითხვას,
რომელიც ჩემს გვერდით მიმავალ ბავშვებს სრულიად შემტხვევით ვკითხე..


რა არის წარმატება...

ვიყო ბედნიერი..

ვაკეთო ის რაც მე მინდა

როცა ჩემს ძმას კომპიუტერიდან ვაყენებ..ეს ჩემთვის დიდი
მიღწევა და წარამტებაა


შევინარჩუნო ჩემი შეხედულებები

მქონდეს დრო, დავტკბე ცხოვრებით

ავიხდინო ოცნებები...

მქონდეს დიდი სახლი..


გზა დიდი წარმატებისკენ

წარმატებულია ის ადამიანი რომელიც დილით ადრე იღვიძებს და საღამოს გვიან წვება , ხოლო შიალედში კი იმას აკეტებს რისი გაკეთებაც სურს

“გულისგულში უნდა გჯეროდეს, რომ სწორედ შენ მიაღწევ წარმატებას იქ, სადაც სხვებმა მარცხი განიცადეს”

თუ შეგიძლია წაქცეულმა ძალა იპოვო და, ტკივილის მიუხედავად, ისევ წამოდგე – მარცხიც დაივიწყო და დამარცხებულიც – მაშინ , მე მგონი წარმატების კარგი შანსი გაქვს”.

“ხანდახან გიწევს რამდენიმეჯერ მოიგო ერთი და იგივე ომი საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად”


გზა დიდი წარმატებისკენ

“ბევრი დიადი პიროვნების ცხოვრებას ვიცნობ, და მათ შორის ერთი საერთო აღმოვაჩინე: ისინი არა საქმეს არ თაკილობდნენ, ხოლო როცა რაიმეს ხელს მოჰკიდებდნენ, თავს არ ზოგავდნენ, მიზნის მისაღწევად მთლიანად იხარჯებოდნენ”.

ჩემი წარმატებების საიდუმლოს თუ იკითხვათ, აი, ესაა: არასოდეს დაყაბულდეთ უარს, როცა საქმისთვის უპირობო თანხმობის მიღება გჭირდებათ”.

წარმატება მაშინ მოდის, თუ საქმეს გულს უდებ, და უცებ ხვდები – ესეც არაა საკმარისი, მეტი გარჯა და გამოკვეთილი მიზნის განცდა გჭირდება”. –

“წარმატებისთვის როგორც არ უნდა გადადო თავი, თუ მარცხის შიში დაგეუფლა, ყოველგვარი მცდელობა ამაოა: ის გზნებას გიქრობს, ხელ-ფეხს გიბორკავს და წარმატებასაც ხელიდან გაცლის”.

გზა დიდი წარმატებისკენ

“ზოგჯერ მითქვამს – წარმატება უბრალო შემთხვევითობაა-მეთქი, მაგრამ არ ვყოფილვარ მართალი: თავად შემთხვევითობაც უნდა მოამწიფო. როცა რაღაცის გაკეთებას გადაწყვეტ, შედეგმა არ უნდა დაგაეჭვოს. კი არ უნდა ელოდო, როდის დარეკავს ტელეფონი, იქით უნდა აიკლო ხალხი რეკვით”

.“ყველაზე უმნიშვნელო საქმეშიც კი მთელი გული, გონება, ცოდნა და გამოცდილება ჩააქსოვე – წარმატების საიდუმლოც სხვა არაფერია”

“მცდარია გავრცელებული აზრი, თითქოს წარმატება ადამიანებს რყვნის – ამპარტავან, თვითკმაყოფილ ეგოისტებად აქცევს; პირიქით – უმრავლეს შემთხვევაში, წარმატებული ადამიანი თავმდაბალი, მიმტევებელი და კეთილი ბუნებისა ხდება”

“ცხოვრებას უნდა ებრძოლო, რათა აქეთ აქციო თანამებრძოლად – წარმატებისა თუ მარცხის მიუხედავად, ოფლის ღვრას არ უნდა მოერიდო”.

გზა დიდი წარმატებისკენ

თავის შესაძლებლობებში დაეჭვებული პიროვნება იმ კაცსა ჰგავს, ვინც მოწინააღმდეგის მხარეზე გადადის და მისივე იარაღით ებრძვის საკუთარ თავს, უკვე იმდენად სჯერა დამარცხების გარდაუვალობა, სხვა ვერც ვერავინ გადაარწმუნებს”

დროდადრო გზნება ყველას დაგვრევს ხოლმე ხელს – ზოგს ნახევარი საათით, სხვას – მთელ თვეს გაჰყვება… წარმატებას კი ცხოვრებაში ის ერთეულები აღწევენ, ვისაც გზნება წლობით არ უნელდებათ”

“რა მნიშვნელობა აქვს, ვის რა ბრწყინვალე აზრები მოსდის თავში – მთავარია, არ დაიზარო და ისინი საქმედ აქციო

გზა დიდი წარმატებისკენ

ყველაფრის მიუხედავად, სიმტკიცის შენარჩუნების ძალა და ბოლომდე გაძლება გამარჯვებულის თვისებაა”.

“წარმატება ვიღაცის წესებისა თუ რჩევების ბრმა და უსიტყვო მიდევნით არ მიიღწევა; მასთან ფართო და მოკირწყლული გზა ვერ მიგიყვანს. წესმა და რჩევამ იქნებ დიდადაც გარგოს, მაგრამ თავად საქმე თვითონვე უნდა აღასრულო, შენივე ხელით უნდა გამოჭედო საკუთარი ბედ-იღბალი”

“რა მნიშვნელობა აქვს, რამდენ საათს მუშაობ დღეში – თუ მუდმივად წარმატებაზე ხარ მომართული, მიაღწევ კიდეც”!

წარმატება ერთჯერადი აალების შედეგად არ მოდის – საკუთარ თავს მუდმივად ცეცხლი უნდა შეუნთო ხოლმე.

მუდამ გვახსოვდეს – თუ წარმატების მიღწევა განვიზრახეთ, სხვა ყოველი უმნიშვნელოა”.

“ყველა გამარჯვებულს ნაიარევი ზედ ეტყობა”.


გზა დიდი წარმატებისკენ

როცა ძალიან შორს, მომავალში, იწყებთ ყურებას, ნებისმიერი ჩანაფიქრი მეტად ახლოს და მარტივად განხორციელებადად გეჩვენებათ. ამ დროს შეიძლება ილუზიების ტყვეობაშიც კი მოექცეთ. აირჩიეთ მიზანი კარგად გაიაზრეთ, დაგეგმეთ და მის ხორცშესხმას ნაბიჯ–ნაბიჯ, თანმიმდევრულად შეუდექით. ნებისმიერ საქმეს, რომელსაც ეჭიდებით საკუთარი ქვე გეგმები აქვს, რომლის კეთება ყოველდღიური რუტინის ნაწილია.ყოველი ასეთი ნაბიჯი მასთან გაახლოებით, მოახდინეთ სრული კონცენტრირება და თავიდან ბოლომდე გადაერთეთ მიზნისკენ სწრაფვაში. ყოველი ასეთი ქვეგეგმის ბოლომდე მიყვანა, მენტალურადაც გაძლიერებთ და შემდგომი ნაბიჯი, უფრო მარტივადაც შეიძლება მოგეჩვენოთ. ეს ყოველივე ყოველდღიური ნებისყოფის გამოვლინებაა, რაც ხასიათს აყალიბებს ადამიანში, მას უფრო ორგანიზებულსა და მიზანსწრაფულს ხდის.

<<შეცდომაა ძალიან შორს ყურება. ცხოვრება ჯაჭვური რეაქციის პრინციპზეა აგებული და ყოველი რგოლის თანმიმდევრულად გამყარებაა საჭირო“>>

გზა დიდი წარმატებისკენ

მიმართეთ ყურადღება იმისკენ, რაც გაძლიერებთ და თვითრწმენას გმატებთ. უ შეეცდებით საკუთარი თავის მსხვერპლად გამოყვანას. ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული სამყაროა.როგორ გავხდეთ ოპტიმისტები? ამას დრო და საკუთარ თავთან რუტინული მუშაობა ესაჭიროება.წინ დააყენეთ ფუნდამენტალური პრინციპები. ეს ყველაზე მთავარია პოზიტიური განწყობის შესაქმნელად. აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება თქვენი ცხოვრების წესს: – საკვებ რაციონს, ძილს და დილის ვარჯიშს. ყოველდღიურობა პირდაპირ აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე, აზროვნებასა და შინაგან ენერგიაზე. მაგალითად:– ვარჯიში ხელს უწყობს ტესტოსტერონის ამაღლებას, რაც ავტომატურად მოქმედებს განწყობაზე და პოზიტივის შემომტანია.

<<პესიმისტი ყველა შესაძლებლობაში სიძნელეებს ხედავს, ხოლო ოპტიმისტი პირიქით– ნებისმიერ სიძნელეში ახალ შესაძლებლობას“„მე ოპტიმისტი გახლავართ. სხვა დანარჩენში, პრატიკულად გამოყენებადას, ვერაფერს ვხედავ“>>

გზა დიდი წარმატებისკენ

სამყაროში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ყველაფერი დაჩქარებულია, თვით დროც კი, ამიტომაც ყველაფერზე სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილებების ამ რეჟიმშივე მიღება გვიწვეს, რაც შეცდომის ალბათობას მეტად ზრდის. 4–5 ასეთი შეცდომის შემდეგ ნორმალურია, დანებდე და დაკარგო რწმენა. მაგრამ რა ხდება ისეთ შემთხვევაში, როცა მარცხის მიუხედავად ადამიანები მაინც განაგრძობენ წინ სვლას? ხალხი, რომლებიც თითოელ წარუმატებლობას სასარგებლოდ იყენებენ… ადამიანები რომლებიც ადრეულ სტადიაზევე ნებდებიან, უდიდეს შეცდომას უშვებენ. ზოგიერთი წარმატებას აღიქვამს, როგორც გარკვეულ დროსა და სივრცეში მისაღწევ სუბსტანციას, თავისი „ლიმიტითა“ და „დედლაინით“, რომლის იქით უკვე აზრს ჰკარაგავს ყველაფერი. დროის განსაზღვრა, ამა თუ იმ მიზნის განსახორციელებლად, შესაძლოა საერთოდ მოწყვეტილი იყოს რეალობას. სოწრედ აქ სჯობს შეჩრდეთ, გადააფასოთ განვლილი და უფრო რეალურად შეხედოთ მიზნის განსახორციელებელ გეგმას, რჩევა სთხოვოთ ისეთ ადამიანებს, რომლებმაც უკვე განვლეს შენს მიერ გასავლელი გზა, გადახედოთ წიგნებს და მასალას, რომელიც რაღაც ახალ ხედვას მოგცემთ იმ პრობლემების დასაძლევად, რისი გადალახვაც უწინ წარმოუდგენლად მიგაჩნდათ. ყოველივე ეს არ გამორიცხავს შემდგომ დაბრკოლებებს და ალაბათ მათ გარეშეც არ იქნება, სამაგიეროდ, პერსპექტივაში, უფრო მეტი გეცოდინებათ თუ რა არის საჭირო A–დან B წერტილამდე მისასვლელად.იმის თქმა ნამდვილად არ მსურს რომ ეს უნდა იყოს განუწყვეტელი ციკლი იარო ერთსა და იმავე მიმართულებით. შეიძლება მართლა გაჩერდე კიდეც სადმე, როცა იმის იქით უკვე აღარ არის არაფერი. თუმცა ეს უკვე გამოცდილებაა, ცხოვრებისეული გაკვეთილია, რომელიც ყველამ უნდა ისწავლოს და რომელიც მომავალში აუცილებლად გამოადგება.

<<უწყვეტი ძალისხმევა– ჩვენი შესაძლებლობის გასაღებია“„ჯოჯოხეთშიც რომ მოგიწიოთ გავლამ, ნუ შეჩრდებით– განაგრძეთ გზა“>>

გზა დიდი წარმატებისკენ

ძალიან ადვილია შუა გზაზე დაცემა, როცა შენი საქმე ისე ვერ მიდის, როგორც წინასწარ გქონდა დაგეგმილი. მარცხის განცდამ, შესაძლოა მთელი ენთუზიაზმი პესიმიზმად გიქციოთ.როგორ შევინარჩუნოთ ენთუზიაზმი ყველაფრისდა მიუხედავად? როცა რაღაცას ეჭიდება, გათვიცნობიერებული უნდა გქონდეს მისი მნიშვნელობა, ეს უნდა იყოს აბსოლუტურად შენი, ის რაც მართლა გინდა და რომლის გულისთისაც მზად ხარ მსხვერპლის გასაღებად.განწყობის შსაქმნელად და უარყოფითი ემოციების თავიდან ასარიდებლად ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი. მათი გამოყენება ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც შეიძლება. ამას შესაძლოა ორიოდე კითხვაც დავუმატოთ რომლებიც პოზიტივის შემომტანი იქნება, ერთი შხედვით, გამოუვალ სიტუაციაში. აი ისინიც:
• რა შეიძლება ვისწავლო ყოველივე ამისგან?
• რა არის შექმნილი მდგომარების ხელჩასაჭიდი, დაფარული შესაძლებლობა?


<<„წარმატება:– წარუმატებლობიდან – წარუმატებლობამდე სავალი გზაა, რომელსაც თან ახლავს ენთუზიაზმი“>>

<<თუ გზის გავლა გადაწყვიტეთ, არ არის აუცილებელი ხედავდეთ გზას მთლიანად, მთავარია აირჩიოთ სწორი მიმართულება და გააკეთოთ პირველი ნაბიჯი.>>


გზა დიდი წარმატებისკენ


აზრი და შინაგან განცდები, ფიქრთა ის დიაპაზონი, რომელსაც ყოველწამიერად განვიცდით, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ჩვენს ცხოვრებაში. ამ შიშების უმრავლესობა, რომლებიც გვგონია რომ უნდა მოხდეს, არ ხდება. ეს ის აზრის დემონია (შიში), მუდამ რომ გვტანჯავს და რომც მოხდეს, ხშირ შემთხვევაში, ისეთი მტკივნეული არ იქნება, როგორადაც წარმოგვედგინა. შფოთი – ეს უბრალოდ დროის კარგვაა!ერთი წუთით რომ ჩავუღრმავდეთ ჩვენს ფიქრებსა და განცდებს, დავრწმუნდებით რომ უმეტესობა მათგანი, რისიც გვეშინოდა სინამდვილეში არ მომხდარა.

<<„დიდი გამბედაობაა საჭირო, რომ ადგე და თქვა ის, რაზეც ყველა დუმს, მაგრამ, ამავე დროს, გამბედაობაა ისიც, როცა შეგიძლია შენს ადგილას იჯდე და ეს ყოველივე მოთმინებით ისმინო“>>

გზა დიდი წარმატებისკენ


უორენ ბაფეტის რჩევებს წარმატების შესახებ..

#1

როცა თქვენ დაფიქრდებით და გააცნობიერებთ, რომ ყველაზე დიდი ჯილდო ცხოვრებაში ეს არის ბედნიერება, წარმატება, ოცნების ახდენის განცდა, მაშინ თქვენ მიხვდებით, თუ სინამდვილეში რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნაბიჯი.ოგორხ ხდება საკუთარ თავში ინვესტირება? თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ჩვეულებრივი განათლების მიღების გზით, შეგიძლიათ გააკეთოთ ეს ისეთი სამუშაოს, კარიერის, კომპანიის შერჩევით, სადაც შეძლებთ სწავლას, გამოცდილების მიღებას და მათი მეშვეობით მიზნების მიღწევას.მე მიმაჩნია, რომ საკუთარ თავში ინვესტიციის ჩადების საუკეთესო საშუალება არის ინვესტირება საკუთარ გონებაში. ეს თქვენ სანაცვლოდ მოგიტანთ უზარმაზარ ღირებულებებს. საუკეთესო საშუალება კი ამ მიმართულებით მოქმედებისა, არის თვითგანათლება.

გზა დიდი წარმატებისკენ

#2

აირჩით წარმატებული მოძღვრები თქვენი ცხოვრებისათვის.ეს არ გულისხმობს პირადი, უშუალო ტრენინგების ჩატარებას ერთი ერთზე იმასთან, ვისაც აირჩევთ თქვენს მასწავლებლად. ადამიანები, რომლებსაც გინდათ მიბაძოთ, ვისგანაც გინდათ ისწავლოთ, როგორც წესი არიან ავტორები.გაატარეთ თქვენი ცხოვრება მათ შორის, ვისი ცხოვრებითაც და მიღწევებითაც აღფრთოვანებული ხართ ყველაზე მეტად. იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც შეგიძლიათ უწოდოთ გმირები. იკითხეთ მათი წიგნები, გააკეთეთ ყველაფერი, რომ ჩაწვდეთ მათი გონების სიღრმეებს. აკეთეთ ეს თანმიმდევრულად.თქვენ შეიძლება იკითხოთ: „არის კი სინამდვილეში საჭირო ვინმეს ჩემს გმირად ქცევა?“ მე გიპასუხებთ: „დიახ!“ყოველ წარმატებულ სტუდენტს ყავს წარმატებული მასწავლებელი, ყოველ დიდ სპორტსმენს ყავს დიდი მწვრთნელი.ის ადამიანები, რომლებიც გინდათ გახდნენ თქვენთვი წარმატებული ცხოვრების მოძღვრები, უნდა იყვნენ ისეთები ვისაც თქვენ პატივს სცემთ, ვისაც გინდათ რომ მიბაძოთ. თქვენთვის უნდა იქცეს შთაგონების წყაროდ და სტიმულად ის წარმატებები, რომელთაც მათ მიაღწიეს, ის საქმეები, რომლებსაც ისინი აკეთებენ და რაც მთავარია, ის ცოდნა და გამოცდილება რაც შეგიძლიათ მათგან მიიღოთ.აარჩიეთ გმირები ბრძნულად.

გზა დიდი წარმატებისკენ
" წვრილმან გეგმებს ნუ დააწყობ,
ხიბლი არა აქვთ- დიადზე იოცნებე და დიდ-დიდი საქმეებიც დაისახე მიზნად."

".... წარმატების უპირველესი გასაღები ურყევი რწმენა და მკაფიო ხედვაა;
ნებისმიერი ნაოცნებარი შეგიძლია სინამდვილედ აქციო."

"თვითრწმენა წარმატების
უპირველისი საწინდარია... "

"ადამიანის ქცევის ნებისმიერი გამოვლინება- იქნება ეს ცოდნის შეძენის უნარი, შინაგანი ზრდისა თუ გარდაქმნის ნიჭი; მეგობრების, ახლობლებისა თუ საქმიანობის არჩევა - პიროვნების თვითგააზრებითაა დაღდასმული. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ მყარი, დადებითი წარმოდგენები საკუთარ თავზე ცხოვრებაში წარმატების მიღწევის საუკეთესო საძირკველია."


გზა დიდი წარმატებისკენ
" ...თუკი მთელი გულით გწადია,
ყველაფერს მიაღწევ:
იქნებ დიდი მოთმინების,
დაძაბული შრომისა და ხანგრძლივი ბრძოლის ფასად,
მაგრამ მაინც;
რწმენის ურყეობა ნებისმიერი წამოწყების აუცილებელი პირობაა-
გინდა ხელოვანი იყო, გინდა- ხელოსანი."


"ალბათ ნებისმიერი ადამიანის უმათავრეს მიღწევათა
თუ უმწარეს მარცხთა საიდუმლო
იმისდა მიზედვით უნდა ამოვხსნათ,
რამდენად სწამდა მას საკუთარი თავის."

გზა დიდი წარმატებისკენ

ნებისმიერ რთულ პროფესიაში
დაწინაურება საკუთრი თავის განსაკუთრებულ რწმენას მოითხოვს;
ამიტომაა, რომ საშუალო ნიჭის მქონე,
მაგრამ უდიდესი შინაგანი მუხტის მატარებელი ხალხი ხშირად ბევრად ნიჭიერებზე
მეტს აღწევს ხოლმე."

ადამიანი წარმატებას მაშინ მიაღწევს,
როცა არა მარტო თავად წარმატების მიღწევის შესაძლებლობას ირწმუნებს,
არამედ ამ წარმატებას გაწეული ძალისხმევის ღირსეულ საზღაურადაც მიიჩნევს."

გზა დიდი წარმატებისკენ

მუდამ მჯეროდა
-მიზნად წარმატების დასახვა
უკვე საქმის ნახევარია."

"ათიანში რომ გაარტყა,
ცოტა მაღლა დაუმიზნე."

"გამარჯვება უნდა გწყუროდეს და თავი არ დაზოგო,
ფინიშთან პირველი რომ მიხვიდე:
მეორეზე გასული ვიღას ახსოვს."


გზა დიდი წარმატებისკენ

დიადი მიზნები დაისახე და აღასრულე კიდეც!"

"ყველაზე თავხედური და გაუმართლებელი იმედი
ზოგჯერ თავბრუდამხვევი წარმატების მიზეზიც გამხდარა"

"ნამდვილი მუსიკის დასაკრავად თვალი მუდამ
უშორესივარსკვლავისაკენ უნდა გაგირბოდეს"

" ყველაზე უმნიშვნელო საქმეებშიც კი მთელი გული,
გონება, ცოდნა, და გამოცდილება ჩააქსოვე-წარმატების
საიდუმლოც სხვა არაფერია."

" იმ თამაშში, ცხოვრება რომ ჰქვია სახელად,
ჯერ არავის გაუმარჯვია,
ვინც წარმატებისთვის ბოლომდე არ დახარჯულა".


გზა დიდი წარმატებისკენ


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top