;
8 მარტი 2013      irmushka11     10 კომენტარი     ნანახია 1805-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა



60 - იანი წლები ამერიკაში გასროლით დაიწყო, იწყებოდა ხალხის ჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვისთვის იბრძოდნენ. ვიეტნმაში კი უფრო მეტი სისხლი იღვრებოდა. ჩნდებოდა ახალგაზრდული მოძრაობები. მათთვის, ვინც 30 წელზე მეტისაა, კულტურის მტერია. ახალგაზრდული მოძრაობები, მთავრობის ძალადობის საპასუხოდ, ახალ კულტურას ქმნიან. ზოგიერთისთვის ნარკოტიკები უსასრულობის კარებს ხსნის, ეს კონფლიკტი ქვეყანაში დაპირისპირებას ამძლავრებს, და ამ დროს კი იბადება ჯგუფი The Doors


ჯიმ მორისონი


მეზღვაური ოფიცერის უფროსი შვილი. 16 წლის ასაკში ის უკვე კითხულობს უილიამ ბლეიკის პოეტური ჟანრის ნაწარმოებებს, მას ძალიან უყვარს ელვის პრესლი. ჯიმმა 3 კოლეჯი გამოიცვალა მანამ სანამ კინომატეგრაფიის ფაკულტეტზე არ ჩააბარა, ლოს ანჯელესის უნივერსიტეტში. იქ მან გაიცნო რეი მანზარეკი


იქ რეი მისი ძმის ბენდში კლავიშებზე უკრავდა. რეი, თავიდან, კლასიკურ ფორტეპიანოზე უკრავდა, მაგრამ, მალე ჯაზზე და ბლუზზე გადავიდა. ჯიმსაც მოსწონდა ბლუზი. მად ასევე უყვარდათ კინომატეგრაფია, ისინი ხშირად ერთად ატარებდნენ დროს.

უნივერსიტეტში ჯიმმა ფილმი გადაიღო რომლისთვისაც ორიანი მიიღო. გამოსაშვებ საღამოზე არ გამოჩენილა და მალევე რეის უთხრა რომ ნიუ იორკში გადადიოდა. მაგრამ რამოდენიმე თვის შემდეგ რეიმ ის ვენის ბიჩის სანაპიროზე ნახა. ის სადღაც სახურავზე ცხოვრობდა და სიმღერებს წერდა როკ კონცერტისთვის რომელიც მას თავში უჟღერდა. რეიმ ჯიმს თხოვა რომელიმე სიმღერა შეესრულებინა, ჯიმს თავიდან შერცხვა, შემდეგ კი Moonlight Drive უმღერა




რეი, მისი სიმღერის პოეზიურობით აღფრთოვანებული დარჩა და მათ გადაწყვიტეს შეექმნათ ბენდი, ჯიმმა ჯგუს სახელი უკვე მოუფიქრა უილიამ ბლეიკის ლექსიდან: "თუ შემეცნების კარები გათავისუფლდება, კაცი ყველაფერს ისე დაინახავს როგორიც სინამდვილეშია: უსასრულოს".


ჯიმი რეისთან და მის შეყვარებულთან გადადის საცხოვრებლად. რეიმ მედიტაციის ჯგუფიდან მისი მეგობარი დაპატიჟა მასთან ერთად სარეპეტიციოდ. ეს იყო ჯონ დენსმორი


ჯონმა მოიყვანა მისი მეგობარი, რობი კრიგერი


ჯიმს იმდენად მოსწონს რობის სლაიდ გიტარა, რომ მზადაა ის ყოველ სიმღერაში გამოიყენოს.
რობის და ჯონს სიმღერის ტექსტები უფრო მოსწონთ, ვიდრე ჯიმის ხმა. მაგრამ რაღაც აიძულებთ მათ რომ ჯგუფში დარჩნენ. 1965 წლის ზაფხულში, მსოფლიოს ევლინება ჯგუფი The Doors



ჯიმი ადრე არასოდეს მღეროდა, რობი კი მხოლოდ 6 თვეა რაც გიტარაზე უკრავდა, ის ადრე აკუსტიკაზე უკრავდა ფლამენგოს შესრულებით. რობი და ჯონი უკრავდნენ ჯგუფში როდესაც სკოლაში სწავლობდნენ. ჯონი სკოლის ორკესტრიში უკრავდა, მაგრამ ისიც მალევე ჯაზის და როკის მოყვარული გახდა. რეიმ სახლი იქირავა, რომელშიც ჯგუფი მთელი ზაფხული რეპეტიციას გადიოდა. ჯიმს ახალი სიმღერები სჭირდებოდა, და ჯგუფის წევრებს თხოვა რომ არდადეგებზე სიმღერებზე ემუშავათ, ჯიმის დავალებას მხოლოდ რობი ასრულებს. ეს იყო მისი პირველი სიმღერა, მისი სახელი იყო Light my fire


The Doors პირველ კონცერტს ატარებს ლოს ანჯელესის ბარში სახელად "London fog". ჯიმი იმდენადაა არაა თავში დარწმუნებილი რომ, მსმენელს ზურგს აქცევს და ჯგუფის წევრებისკენ ბრუნდება, როგორც რეპეტიციაზე. ერთ-ერთ კონცერტზე ხმის ჩამწერი სტუდიიდან სახელად "Whisky a go go" მოდიან აგენტები, ისინი აღფრთოვანებული რჩებიან ჯიმით და ბარს არწმუნებენ რომ ჯგუფი ბარის შტაბური შემსრულებელი გახდეს. მალე ჯგუფი, და პირველ რიგში ვოკალისტი, ცნობილი ხდება. ჯეკ ჰოულსმენი, "Elektra Records" - ის დამაარსებელი, ჯგუფს კონტრაკტს სთავაზობს სამ ალბომზე. მაგრამ შემდეგ კონცერტზე ჯიმი არ მოდის. ჯონი და რეი სასტუმროში წავიდნენ, სადაც ჯიმს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ნახულობენ. ისინი წაიყვანენ ჯიმს ბარში, ჯიმი კი მათ სთხოვს შეასრულონ სიმღერა "The End" არავინ იცოდა ჯიმი რის თქმას აპირებდა. ამონარიდი სიმღერის ტექსტიდან რომელმაც დიდი გაკვირვება გამოიწვია: "მკვლელმა გათენებამდე გაიღვიძა, ჩაიცვა ფეხსაცმელი, აიღო ნიღაბი და კორიდორში შევიდა, ჯერ მისი დის ოთახში შევიდა, შემდეგ მისი ძმის, შემდეგ კი დაბლა ჩავიდა, მივიდა კარბთან, შეიხედა... - მამა? - დიახ შვილო? - მინდა რომ მოგკლა. - დედა? მინდა რომ... გიხმარო მთელი ღამე!


ბარის მფლობელი ჯიმს, ავადმყოფ ნაძირალას უწოდებს და გარეთ აგდებს.










რამოდენიმე კვირის შემდეგ, ჯგუფი 5 დღის განმავლობაში წერენ თავიანთ პირველ ალბომს. ჰოულსმენი პატიჟებს კარგ პრფოდიუსერს პოლ როჩერდს, ისი ახალ მოწყობილებას იყენებს. ჯიმის თხოვნით სიმღერების ავტორად უბრალოდ წერია The Doors. ალბომის პოპულარობისთვის ჰოულსმან სარეკლამო ბილბორდებს ყიდულობს ბულვარ "sunset" ში. ადრე ასეთს არავინ აკეთებდა. პირველი მათი სინგლი ხდება "Break on through" - რომელიც ჩარტებში 106 ადგილს იკავებს. ჰოულსმანი მალევე გადადის სიმღერაზე "Light my fire" და რადიოზე აგზავნის. 1966 წელს კი ეს სიმღერა ყველა ჩარტს იპყრობს. ეს წარმატება ჯგუფის თითო წევრს 50,000 დოლარს აძლევს. ამ დროს ჯიმის ოჯახმა ჯიმის წარმატების შესახებ არაფერი იცის. ისინი ჯიმის შესახებ შემთხვევით დანახულ ფოტოზე გაიგებენ. ბიჭი რომელიც ფოტოზე იყო რაღაცით ნაცნობი იყო. მშობლები კიდევ იმით იყვნენ გაოცებულნი რომ, ჯიმმა განაცხადა რომ მისი მშობლები გარდაცვალებული იყვენენ. ჰოულსმანი ჯგუფს ნიუ იორკში აგზავნის, სადაც ისინი მაშინვე ხდებიან პოპულარულები. და მაშინ როდესაც ედ სალივანი თავის შოუში The Beatles და The Rolling Stones იწვევს, ეკრანებზე The Doors იც გვევლინება.















წყარო: ფილმი The Doors: When You're Strange 2009

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

10


  • ani-anuka თქვა:
    9 მარტი 2013 22:46 - ID: 10,
    ვაიმეეეე როგორ მიყვარხაარრრთთთ.. love love მიყვარხარ ჯიიმმმმ love love love

  • Fashion♥ თქვა:
    9 მარტი 2013 14:07 - ID: 9,
    ვაფრენ! <3 love

  • Smutniak თქვა:
    8 მარტი 2013 16:08 - ID: 8,
    უბრალოდ ჭკუას ვკარგავ ჯიმ მორისონზე love

  • ashley თქვა:
    8 მარტი 2013 13:40 - ID: 7,
    მაფანატებს love
    ეს ადამიანია ჩემი ცხოვრება love ჩემი სიცოცხლე love ჩემი სუნთქვა და გულის ფეთქვა love
    საღოლ ავტორ

  • eleniko თქვა:
    8 მარტი 2013 13:26 - ID: 6,
    <3 <3 <3

  • psiqologia თქვა:
    8 მარტი 2013 12:56 - ID: 5,
    ძალიან კარგი ნიუსია, გააგრძელეთ აუცილებლად

  • sharikaa თქვა:
    8 მარტი 2013 12:10 - ID: 4,
    love ჯიმ

  • Perfection❣ თქვა:
    8 მარტი 2013 10:44 - ID: 3,
    ძალიან ძალიან მაგარი ჯგუფი love

  • Anch_Bey თქვა:
    8 მარტი 2013 10:19 - ID: 2,
    :3 ♥

  • lila თქვა:
    8 მარტი 2013 00:30 - ID: 1,
    უფრო ვრცლად.ინფო მიზერია .მეტი ფოტო!!!!ჯიმმმმმ love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top