;
10 მარტი 2013      Johnny depp     13 კომენტარი     ნანახია 5054-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა

სიყვარული კინოში და კადრს მიღმა-ფერდერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა

მათი სიყვარული, წრფელი, ნაზი და ჭეშმარიტი იყო, შეიძლება ითქვას ,რომ მათ სიყვარულს ერთი მუქი ლაქაც კი არ აქვს.ერთმანეთზე გიჟდებოდნენ და ეს აბედნიერებდა ორივეს. "მე ვმუშაობ კინოში იმიტომ, რომ ეს მთელი ცხოვრებაა, ცხოვრების ულამაზესი ყვავილი კი, ჩემი ცოლია - ჯულიეტა მაზინა." სადაც შეიძლებოდა ყველგან ხმამაღლა ამბობდა უდიდესი იტალიელი კინორეჟისორი ფედერიკო ფელინი. ფელინის გენიალურობაში დღემდე არავის ეპარება ეჭვი, თუმცა შეძლებდა კი ის წარმატების მიღწევას ჯულიეტას გარეშე? ფელინი ამას არც მალავდა და სახალხოდ აცხადებდა: "ჯულიეტა ჩემი ბეატრიჩეა!"

ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა

სიყვარულის ისტორია 1943 წელს დაიწყო. ფელინი 23 წლის იყო მაზინა 21ის. პირველი შეხვედრით რეჟისორი არ მოხიბლულა ახალგაზრდა გოგონათი, მაგრამ დაახლოვების შემდეგ ორივე მიხვდა რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი.მაზინა იხსენებდა: " მე და ფედერიკოს ვერ დაგვარქმევენ ოჯახს, არც მემკვიდრე, არც ახლო ნათესავი... ჩვენ უფრო წყვილი ვართ, ორი ადამიანი, რომელიც ურთიერთშეთანხმებულად ერთად ცხოვრობს. თუმცა განვსხვავდებით კიდეც: მე ლაპარაკი მიყვარს, ის - სიტყვაძუნწია. მე მოგზაურობა მიყვარს, ის - ვერ იტანს. მე მუსიკას სიამოვნებით ვუსმენ, მას კითხვა ურჩევნია. ხშირად მეკითხებიან, - როგორ ცხოვრობ გენიოსთან ერთად, რთული არ არისო? მე ვპასუხობ: სულელთან ცხოვრება უფრო გამიჭირდებოდა-მეთქი" .ფელინი თავის მოგონებების წიგნში "მე ვიხსენებ", ჯულიეტაზე წერდა: "ის იყო პატარა და უმწეო, ნაზი და უმანკო, ერთი სიტყვით, ძალიან კარგი. მუდამ მზრუნველობას მოითხოვდა და მეც არ ვაკლებდი. მის თვალებში ჩემი ანარეკლი მიყვარდა!

ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა

ფელინი მუშაობდა იუმორისტულ ჟურნალ "მარკუს ავრელიუსში" კარიკატურისტად და რეპორტიორად; თავისუფალ დროს წერდა სახუმარო პიესებს და სცენარებს საკვირაო რადიოსერიალებისთვის. ფედერიკოს სპექტაკლში "ჩიკო და პაულინა" ახალგაზრდა მსახიობმა, მაზინამ, მთავარი როლი მიიღო. მისი ხმის გაგონების შემდეგ ახალგაზრდა ავტორმა მოსვენება დაკარგა. ფელინის არაერთგზის უცდია მოეძებნა მისი ხმის ტემბრისთვის შესატყვისი ეპითეტი - თბილი, ქალური, ირონიული, აღმგზნები. ჯულიეტას ხმაში არქაული ქალთევზის ინტონაცია ჟღერდა.ფედერიკომ მოამზადა პირველი ფრაზა, რომელიც უნდა წარმოეთქვა ჯულიეტასთან პირველი შეხვედრის დროს: "გამარჯობა, ჯულიეტა, მე მქვია ფელინი". სწორედ ასე, ფელინი და არა ფედერიკო. შემდეგ ის დასძენდა, რომ ცხოვრება ყელში ამოუვიდა; რომ ბედნიერია ისეთ ჯადოსნურ ქალებთან შეხვედრით, როგორიცაა ჯულიეტა. მის ფანტაზიაში იკვეთებოდა ხორცსავსე ლამაზმანის კონტურები, გრძელი ჟღალი თმით, რძისფერი კანით და წითელი ტუჩებით.მაგრამ ჯულიეტა ფელინის წარმოდგენაში დახატულის ქალის სრული ანტიპოდი აღმოჩნდა. იგი შეცბა. მისი ზმანების ქალი იყო პატარა სიმაღლის, მოზარდი ბიჭის სხეულით, წვრილი ხელებით, მინიატურულ ფეხსაცმელში, სადად ჩაცმული, უგრიმოდ, კეკლუცობისა და ამპარტავნების გარეშე. მაღალი და მსუქანი ფედერიკოს ფონზე იგი ცოტა სასაცილოდ გამოიყურებოდა.ფედერიკოს უნდოდა, პირველივე შეხვედრაზე თავბრუდამხვევი შთაბეჭდილება მოეხდინა. მან აირჩია იმ დროისათვის ყველაზე მოდური რესტორანი. რომის უნივერსიტეტის სტუდენტისთვის ეს ახალი ხილი იყო, რადგან აქამდე მას მხოლოდ კაფეში ეპატიჟებოდნენ. ფედერიკო მაზინას სთხოვდა, არ მორიდებოდა, მაგრამ მხოლოდ ერთს მიაღწია - ჯულიეტა ცვლიდა ერთ იაფფასიან კერძს მეორეზე.

ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა

- ნუთუ თქვენ დაუშვით, - ამაყად წარმოთქვა ფედერიკომ, - რომ მე მივცემდი თავს უფლებას დამეპატიჟა ქალი ასეთ ადგილას, თუ არ ვიქნებოდი დარწმუნებული ჩემს ფინანსურ მდგომარეობაში?

ჯულიეტა ჯიუტად იმეორებდა, რომ, სპაგეტის გარდა, არაფერი უნდოდა, ფედერიკოს კი ურჩია, შემწვარი წიწილა გაესინჯა. ფელინი დაემორჩილა, მაგრამ პირველივე ლუკმა გადასცდა, აუტყდა ხველება და კიბოსავით გაწითლდა.

- რა მოხდა? - გაიკვირვა ქალიშვილმა.


ფელინი გამოუტყდა, რომ ვერ იტანდა შემწვარ წიწილას. ბავშვობაში ბებიას მისთვის უამბია ზღაპარი, რომლის სიუჟეტი წააგავდა "მზეთუნახავ-ბაყაყის" შინაარსს, იმ განსხვავებით, რომ ბაყაყის ნაცვლად ზღაპარში წიწილა იყო გამოყვანილი. ბავშვური შთაბეჭდილება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ყოველთვის, როდესაც ქათმის ხორცს ჭამდა, ფელინი ფიქრობდა, შემთხვევით ეს ნირშეცვლილი ქალი ხომ არ არისო. ჯულიეტა ისე ხარხარებდა, რომ ყველა მათ უყურებდა. ფედერიკო სასაცილო ისტორიებს და ანეკდოტებს უყვებოდა ჯულიეტას. მოგვიანებით კი მან გაიხსენა, როგორ უყვარდა ბავშვობაში ცირკი და ერთხელაც როგორ გადაწყვიტა იქ საცხოვრებლად გადაბარგება. ფელინიმ ეს განზრახვა ვერ განახორციელა. რამდენიმე საათში მას მიაკითხეს აღშფოთებულმა მშობლებმა და სახლში წაიყვანეს . თუმცა მანამდე იგი გაესაუბრა ჯამბაზს, რომელმაც ფელინის ზებრის დაბანის ნება დართო.
- მე ხშირად წარმოვიდგენ თავს ჯამბაზის კოსტიუმში. ზოგჯერ მგონია, რომ კლოუნი-პენსიონერი ვარ, რომელიც გარბის სახლიდან სათნოების სახლში და კვდება სიცილით. ხომ საოცარია - სიცილისგან მოკვდე!

- მე კი, - ჩურჩულით თქვა ჯულიეტამ, - ყოველთვის ვოცნებობდი, გავმხდარიყავი ისეთი მსახიობი, რომელიც თავის თავს ითამაშებდა, გამოგონილი ტექსტების, გრიმის, კოსტიუმების გარეშე. რაც შეეხება სიკვდილს, ალბათ, ვისურვებდი, სიყვარულისგან მოვმკვდარიყავი.
შემდგომ ფედერიკომ უამბო ჯულიეტას იმის შესახებ, რომ ბავშვობაში ძალიან უყვარდა თოჯინებით თამაში; რომ ათი წლის ასაკიდან იგი თვითონ აკეთებდა თოჯინებს, არქმევდა სახელებს და ქმნიდა თეატრალურ დეკორაციებს. მან იქვე დასძინა, რომ სულაც არ იტაცებდა დრამატურგობა. მომავალი გენიალური რეჟისორი უკვე კინორეჟისორობაზე ოცნებობდა.
- როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი პირველი ფილმი? - დაინტერესდა ჯულიეტა.
- პინოქიო! პინოქიოს თავგადასავალი! - სხარტად მიუგო ფედერიკომ. - და იცით რა? თქვენ ითამაშებთ მთავარ როლს!

ჯულიეტამ ოდნავ მოიკვნიტა ზედა ტუჩი:
- მე რა, ხის კაცუნას ვგავარ?
ფედერიკო მიხვდა, რომ უნებლიეთ გული ატკინა ქალიშვილს:
- თქვენ... არა. თქვენ უფრო კეთილ ფერიას ჰგავხართ...
ფელინიზე არნახული შთაბეჭდილება მოახდინა მაზინას არაპროპორციულად დიდმა თვალებმა. დიდ მაესტროს მიაჩნდა, რომ ჯულიეტას შეეძლო თვალებით გამოეხატა ნებისმიერი განცდა, ყოველგვარი ტექსტის გარეშე.

ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა

ჯულიეტასთვის ფელინი აღმოჩნდა ის ნავსაყუდარი, რომელიც მთელი ცხოვრება იმედის შარავანდედით იყო მოსილი. პირველი შეხვედრა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ახალგაზრდებს თავი დაეკარგათ. ფედერიკო ყოველდღე მიდიოდა მასთან. მათი თავდავიწყებული სიყვარული ქორწინებით დასრულდა.სინი გაცნობიდან რამდენიმე თვეში, 30 ოქტომბერს დაქორწინდნენ. მათი კავშირი უფრო გამტკიცდა, მას შემდეგ რაც ჯულიეტა კიბიდან ჩამოვარდა და მუცელი მოეშალა. მეორე ფეხმძიმობაც ტრაგიკულად დამთავრდა - ახალშობილმა მხოლოდ ორი კვირა იცოცხლა. ფელინი წერდა: "დაღუპულმა ბავშვმა უფრო მეტად დაგვაკავშირა, ვიდრე ამას ცოცხალი ბავშვები შეძლებდნენ. თუ უშვილო ოჯახი არ ინგრევა, ეს იმას ნიშნავს, რომ კავშირი მტკიცეა და მეუღლეებს ერთმანეთი ეიმედებათ."ყოველთვის აღმაგზნებდა მშვენიერი სანახაობა - როცა ქალი ზის და საჭმელს გემრიელად შეექცევა. დარწმუნებული ვარ, ქალს, რომელსაც ჭამა უყვარს, შეუძლებელია არ უყვარდეს სექსი. ასეთი ქალი კი მამაკაცისთვის განსაკუთღებით მიმზიდველი და ამაღელვებელია. შესაძლოა, ამიტომაც მაინტერესებს ტანსრული ქალები", - წერდა ფელინი თავის მემუარებში...ცნობილია რომ მეუღლის მომზადებულ მოხარშული მაკარონი,რეჟისორის საყვარელი კერძი იყო - "მხოლოდ ჯულიეტამ იცის მისი ასე გემრიელად მომზადება. მიირთმევ მთელ თეფშს და ძილს მიეცემი" - ამბობდა ფელინი. მათ ერთად 50 წელი იცხოვრეს, ბავშვების ნაცვლად კი ფილმები ჰქონდათ საერთო.ექიმებმა დაასკვნეს, რომ ჯულიეტას აღარ შეეძლო ბავშვის გაჩენა. ორი კვირა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მაზინა და ფელინი შეჩვეოდნენ თავიანთ პირმშოს. მისი სიკვდილის შემდეგ ჯულიეტამ თქვა: ახლა ჩვენ გვყავს მხოლოდ ერთმანეთი.მაზინას ოცნება ასრულდა - მან ფედერიკოს ფილმებში ითამაშა თავისი თავი. ფელინი თავდაპირველად ხატავდა ესკიზებს და ტიპაჟებს თავისი ფილმებისათვის. ქალი ბედნიერი იყო ამის გამო. იგი ხატავდა ჯულიეტას.ფედერიკო ღამღამობით ხშირად მიდიოდა სახლიდან. მაზინა, ჩვეულებისამებრ, შედიოდა მის სამუშაო კაბინეტში და რაღაცას ეძებდა. ნებისმიერი ქაღალდის ნაგლეჯი იუწყებოდა იმის შესახებ, რომ ჯულიეტა მისი ერთადერთი და განუმეორებელი ქალი იყო.

ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა

აღიარებდა, რომ სწორედ ფელინის ფილმების წყალობით აღაფრთოვანა სამყარო, ეს სიამოვნებდა კიდეც. თუმცა, თვლიდა, რომ ბოლომდე მისი არ ესმით. პირველი ფილმიდან ბოლომდე 30 წელი გავიდა, აქედან 20 წელი მას არ იღებდნენ. სულ 27 ფილმში მონაწილეობდა. ამათში მნიშვნელოვანი 11-ია. შვიდი ფელინიმ გადაიღო, მხოლოდ 4-ში იყო მთავარი როლის შემსრულებელი.კინოკრიტიკოს ტულიო კეძიხოსთან საუბარში, ჯულიეტა აღნიშნავდა: რომ ქმარი მოუთმენელია მასთან. ,,მით უფრო, რომ ჩემს ოჯახს მე ვმართავ”. კატეგორიულად არ ეთანხმებოდა მათ, ვინც “ქალურობაში” ხასიათის სისუსტეს, მორჩილებასა და ჩუმ სინაზეს გულისხმობდა.ფელინი მოუთმენელია. ჯულიეტას დამორჩილება არ სურს. ქმარი ვერ იტანდა სიგარეტის კვამლს, მისი თანდასწრებით არავინ ეწეოდა, დაუოკებელი მასტროიანის გარდა. ჯულიეტა კი თითქმის დემონსტაციულად ანთებდა ერთ სიგარეტს მეორეს მიყოლებით და არანაირი შენიშვნა, ,,ჯულიეტა, უკვე მეხუთეას” მსგავსი, უბრალოდ, არ ესმოდა.მაგრამ ცხოვრება ჯულიეტას, შეიძლება, ქმარზე მეტადაც უყვარდა. მოსწონდა ადამიანებთან ურთიერთობა. მრავალი წელი მიჰყავდა გაზეთ “სტამპას” რუბრიკა. უფრო ახალგაზრდა რომ იყო, კარგი მანქანები და ცეკვა მოსწონდა. მოსწონდა დღესასწაულები, დიდი მრავალშვილიანი ოჯახები. სიამოვნებდა, როცა ხალხი აღიარებასა და სიყვარულს გამოხატავდა.

ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა

ასე იცხოვრეს ფედერიკო ფელინიმ და ჯულიეტა მაზინამ 50 წელი. ბავშვების ნაცვლად მათ საერთო ფილმები ჰქონდათ, თუმცა ბოლომდე ვერც აქ რიგდებოდნენ. მაზინა ხშირად საყვედურობდა რეჟისორ ქმარს: „რატომ ხარ ჩემს მიმართ ასე მომთხოვნი და სხვების მიმართ ლოიალური?..“ მაზინა თავიანთ ურთიერთობაზე წერდა. „ თუნდაც, შინ გატარებული წყნარი კვირადღე და სანახაობისკენ ლტოლვა. ჩვენ ხალისით ვმუშაობთ ერთად, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მასთან გადაღება გაცილებით უფრო მიჭირს, ვიდრე ნებისმიერ სხვა რეჟისორთან“.

ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა
"იმისთვის, რომ მოვიპოვო რწმენა, საკმარისია მივმართო ჯულიეტა. ალბათ, ამიტომაცაა, რომ არასდროს გამჩენია სურვილი, მონაწილეობა მიმეღო რელიგიურ რიტუალებში. ჩემს ცხოვრებაში ეკლესიის ადგილი ჯულიეტას უჭირავს".

"არც ერთი ადამიანი არ ნიშნავდა ჩემთვის იმდენს, რამდენსაც იგი. მე არცთუ ისე კარგი მეგობარი ვარ. დიდი ბედენა ქმარიც ვერ ვარ. ჯულიეტა მეტს იმსახურებს. შესაძლოა, მე მისი საუკეთესო რეჟისორი ვარ, მაგრამ არა საუკეთესო ქმარი."

"ჯულიეტა - ჩემი ცხოვრების ნაწილია. რომელი ნაწილი? - ალბათ, იკითხავს ის. ამ კითხვას პასუხი არ გააჩნია. ზოგჯერ ეს გულია, ზოგჯერ - ხელი, ზოგჯერ - საჩვენებელი თითი, სულ ერთია, ნებისმიერის დაკარგვის შემთხვევაში ადამიანი კარგავს სრულფასოვნებას!"


როდესაც მათ შეიტყვეს, რომ მძიმედ არიან ავად, ფედერიკომ გაიხუმრა: " აი, ხომ გეუბნებოდი, ჩვენ ვგავართ ზღაპრის პერსონაჟებს, რომლებსაც ერთმანეთი უყვარდათ, ერთად იცხოვრეს და ერთ დღეს დაიხოცნენ" .ფედერიკო იწვა პროვინციის კლინიკაში, ფერარეში, ჯულიეტა - რომში.
1993 წლის 3 აგვისტოს ფელინის ინსულტი დაემართა. ექიმები დიდხანს იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ - 31 ოქტომბერს დიდი მაესტრო გარდაიცვალა. "მე მინდა მასთან წავიდე", - თქვა ჯულიეტამ ქმრის ცხედართან და 5 თვეში მართლაც წავიდა...

ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა

პარალიზებულმა ფედერიკომ ცოლის ავადმყოფობის შესახებ შეიტყო. იგი ჯულიეტას ნახვაზე ოცნებობდა. ფედერიკო გააფრთხილეს, რომ შეიძლებოდა, გულს ემტყუნა მისთვის, მაგრამ იგი არ ნებდებოდა. ფელინი ჯულიეტას კლინიკაში მიიყვანეს, სადაც მათ ორი დღე ერთად გაატარეს. ახლოვდებოდა მათი ქორწინების 50 წლისთავი. ფელინი და მაზინა გეგმებს აწყობდნენ. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ წყვილი რეპეტიციას ატარებდა მომავალი იუბილეს წინ. საჩუქრები იუბილეზე უნდა გადაეცათ ერთმანეთისთვის. სადილის შემდეგ ფედერიკო უეცრად შეუძლოდ გახდა. მაზინამ გამოიძახა "სასწრაფო". ექიმებმა თქვეს, რომ ეს ინსულტი იყო. ფელინი კომაში ჩავარდა და ერთ დღეში გარდაიცვალა.დასაფლავებისას ჯულიეტამ ის შემდეგი სიტყვებით გააცილა: " შეხვედრამდე, ჩემო სიყვარულო." ჯულიეტა სახლიდან არ გადიოდა

ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა

1993 წლის ზაფხულში კლინიკაში მძიმე ონკოლოგიური დაავადება აღმოუჩინეს. ”ზუსტი დიაგნოზი ჯულიეტა მაზინამ მაინც ვერ გაიგო, - ამბობს მისი მკურნალი ექიმი. — ქიმიოთერაპიის კურსს კი გადიოდა, მაგრამ მაინც დარწმუნებული იყო, რომ მისი დაავადება არც ისეთი საშიში იყო”.1994 წელს აღარ იყო ჯულიეტაც. ძილში მიიცვალაერთი დღით ადრე მათ ქორწინებას 50 წელი შეუსრულდა.: “მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნე კათოლიკე ვარ და ეკლესიაში სულ დავდივარ, - ამბობდა ის. - სიკვდილის მეშინია, მართლა მეშინია... ჯულიეტა იწვა კუბოში და ხელში ფედერიკოს პატარა სურათი ეჭირა. დადგა აღდგომა. დღესასწაული, რომელიც მისთვის ბედნიერი არასდროს ყოფილა. იგი ახსენებდა ჯულიეტას შვილის გარდაცვალებას. "აღდგომას მე ჩემს შვილთან და ფედერიკოსთან ვიქნები, - აღმოხდა მას სიკვდილის წინ. - რა ბედნიერებაა"

ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა

1994 წლის 20 მარტი. ჯულიეტა მარტო ზის უზარმაზარ ბინაში ვია მარგუტას ქუჩაზე. იგი სულ ახლახან მოიყვანეს კლინიკიდან ქიმიოთერაპიის მორიგი სეანსის შემდეგ... ჯულიეტა ხვდებოდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო. ამის მიუხედავად, იგი თავის თავსაც და ექიმებსაც უკრძალავდა ამაზე ლაპარაკს. ახლა იგი სრულიად სხვა ფიქრებით იყო შეპყრობილი. 5 თვის წინათ გარდაიცვალა მისი მეუღლე, რომელთანაც 50 ბედნიერი წელიწადი გაატარა. გაზეთები თითქოს შეთანხმდნენ; ისინი გამუდმებით ფედერიკო ფელინის პირადი ცხოვრების სკანდალური პასაჟების შესახებ წერდნენ...ეს აბსურდია - არწმუნებდა ჯულიეტა თავს. ერთად გატარებული წლების საფუძველზე მას შეეძლო დაესკვნა, რომ მეუღლის შესახებ ყველაფერი იცოდა. ყველაფერი? ნუთუ ფედერიკო ტყუოდა? ჯულიეტას გააჟრჟოლა, როდესაც მის გონებაში ამოტივტივდა სიტყვა "სიცრუე". თითქოს წამით გული გაუჩერდა. იქნებ ექიმები შეცდნენ, დიაგნოზი შეეშალათ. იქნებ იგი ცუდად გრძნობს თავს არა არაპერაბელური ტვინის სიმსივნისგან, არამედ გულის ტკივილის გამო. ან იქნებ, უბრალოდ, სიყვარულისგან კვდება? ჯულიეტამ ირონიულად გაიცინა. რამდენჯერ უხსნია ღიმილს ეს მგრძნობიარე ქალი ყველაზე დრამატულ წუთებში. ახლა კი იგი სასაცილოდ გამოიყურებოდა - ნახევრად გამელოტებული, ასაკოვანი ქალი დასტიროდა მოღალატე ქმარს. ნეტავ, ვინ თქვა, ასაკი აბრძენებს ადამიანსო?

ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა

განთიადისას, კლინიკაში წასვლის წინ, ჯულიეტამ მოსამსახურეს მთელ სახლში ფანჯრების გაღება სთხოვა. ახლა ბინაში საამო სიო დაქროდა. ქუჩიდან ათასგვარი არომატი შემოდიოდა - ახლად გამომცხვარი ფუნთუშეულისა და ყავის სურნელი... იქ, ფანჯრებს მიღმა, ჩქეფდა სიცოცხლე...იქნებ, კერძო დეტექტივი დაიქირავოს? ან მდივანს დაავალოს ფედერიკოს პირადი არქივის შესწავლა... მან არ იცის, რა უნდა ქნას.
რისთვის სჭირდება ეს? ჯულიეტას მშვენივრად ესმოდა, რომ, თუ ის შეიტყობდა სიმართლეს ქმრის ღალატის შესახებ, მაშინ მისთვის გაცილებით იოლი იქნებოდა ფედერიკოს სიკვდილთან შეგუება. ჯულიეტას საწოლი ფედერიკოს გარდაცვალების შემდეგ ისეთი გალიგვებული იყო, ყველაზე სქელი საბანიც კი აღარ ათბობდა.ჯულიეტამ თვალები დახუჭა. მას არ სურს თავის წარსულში ვინმეს შეშვება. ეს ხომ მხოლოდ მისი საქმეა, მისი და ფედერიკოსი. ჯულიეტას გონებაში კადრებივით ცვლიდნენ ერთმანეთს გარდასულ დღეთა სურათები... ვინმე როზიტა სტენბეკი, რომელიც ჯულიეტამ შემთხვევით გაიცნო ფილმ "ჯინჯერის და ფრედის" გადაღებისას, იმუქრებოდა, რომ დაიწყებდა მემუარების წერას "რომაულ ორგიებზე", რომლებსაც ფელინი აწყობდა თავის დროზე, მასთან რომანის დროს. იგი ირწმუნებოდა, რომ მისი ასაკოვანი მაცდუნებლების გალერეას ამშვენებდნენ - ალბერტო მორავია, მარჩელო მასტროიანი და ფედერიკო ფელინი. ეს სამი გენიალური მამაკაცი ხშირად აწყობდა საღამოებს და მათრახით "ეფერებოდა" შიშველი როზიტას სხეულს.


ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა

ამავე დროს, მოხდა საოცარი რამ. ფრანგული კინოს იმჟამინდელმა ამომავალმა ვარსკვლავმა, ანუკ ემემ, საჯაროდ განაცხადა, რომ ვერ ივიწყებს ფედერიკოსთან გატარებულ "მშვენიერ ღამეებს".მაგრამ ყველაზე შოკირებული ჯულიეტა დარჩა მას მერე, რაც შეიტყო, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ფედერიკოს ჰყოლია მეორე ცოლი, რომელთანაც ცხოვრობდა სამოქალაქო ქორწინებით - ხორცსავსე, ასაკოვანი ქალი, ვინმე ანა ჯოვანინი, რომლის სახეც ამშვენებდა თითქმის ყველა იტალიურ ჟურნალ-გაზეთს. იგი ამტკიცებდა, რომ ფელინის დაკარგვა მისთვის ერთობ მძიმეა, არანაკლებ მტკივნეული, ვიდრე მაზინასთვის. რა დამცირებაა! ვინ არის ეს გაბღენძილი! ჯულიეტასთვის ცნობილი იყო ფედერიკოს გატაცების შესახებ ხორცსავსე ქალებით, რომელთაც ხშირად ათვალიერებინებდა ახალგაზრდობაში გადაღებულ ფოტოებს. ჯულიეტამ იცოდა, რომ ეს, უბრალოდ, ფედერიკოს ამურული ფანტაზიები იყო და სხვა არაფერი, მხატვრული სახეების ძიება - პროფესიონალური ვალი. ფედერიკო ირწმუნებოდა, რომ ქალების წინაშე სიმტკიცეს ვერ იჩენდა და ჯულიეტას ეს სჯეროდა. სამაგიეროდ, მაზინას საზოგადოებაში ის სუპერ-კაცად გრძნობდა თავს.ჯოვანინი ამტკიცებდა, რომ დიდი რეჟისორი მან გაიცნო კაფე "რუშენოში", ფინჯან კაპუჩინოზე. იმ მზიან დღეს ანა სილამაზის სალონს ესტუმრა და პლატინისფრად შეიღება თმა. წითელ კაბაში გამოკვართული შთამბეჭდავი ფორმები სექსუალობას ანიჭებდა ქალს. მას ვერც კი წარმოედგინა, რომ იგი ფელინის ფანტაზიის ფრთაშესხმას წარმოადგენდა. ანამ შეუკვეთა ათი კრემიანი ღვეზელი და მადიანად ნთქავდა მათ. ფედერიკო მის მაგიდას მიუჯდა და უთხრა:

ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა

- მე ყოველთვის აღმაგზნებდა ეს საოცარი სანახაობა: ქალი, რომელიც თავს უარს არ ეუბნება არაფერზე და მადიანად შეექცევა ყველაფერს, რაც მოსწონს. ჯოვანინიმ დიდი მაესტროს გულახდილობას გულისხმიერებით უპასუხა - მან დაუტოვა ფედერიკოს თავისი ტელეფონის ნომერი. აქედან მოყოლებული, ფედერიკო უგზავნიდა ანას ვარდებს და ხშირად სტუმრობდა მასთან. ფელინი ხშირად ასაჩუქრებდა თავის "მეორე ცოლს" (ანა ამტკიცებდა, რომ მაესტრო მას უკანასკნელ დღემდე ასე ეძახდა), საკუთარი ნახატებით, რომლებზეც აღბეჭდილი იყო ფელინის ფავორიტის გამოკვეთილი ფორმები. ფედერიკოს მოსწონდა ანას სხეული, როგორც ტორტის დიდი ნაჭერი, რომელშიც კეკლუცად იყო ჩადებული ერთი პატარა ალუბალი, რომელიც მაესტროს განასახიერებდა. ანა ამბობდა, რომ ფელინის მისთვის არაერთგზის შეუთავაზებია ცოლობა. ჯოვანინი ყოველთვის უარს ეუბნებოდა მას, რადგან ეცოდებოდა მისი უსაყვარლესი მეგობარი და მსახიობი - მაზინა. ანამ გამოაქვეყნა პრესაში მისი და ფედერიკოს ერთობლივი ფოტოები და ჩანახატები, რომლებზეც ფელინი ინტიმურ პოზებში იყო წარმოდგენილი. აი, ფრაგმენტი ერთი წერილიდან: "ანა, ამიერიდან მე ვიცი, რომ ქვეყნად, რეალობაში, არსებობს ქალი, რომელიც ჩემი ზმანების საგანს წარმოადგენს და რომელშიც განსხეულებულია ჩემთვის უძვირფასესი ნაკვთები საყვარელი ადამიანებისა: დედისა და გამზრდელისა, რაც დაკავშირებულია ჩემს პირველ სექსუალურ განცდებთან. შენ ხარ ჩემი ცოცხალი ხელოვნება, ჩემი მუზა, ჩამოსული ყველაზე თამამი ნახატებიდან, რომლებიც მე შემიქმნია ზმანების ექსტაზში. შენს გამო მე იძულებული ვარ, ორმაგი ცხოვრებით ვიცხოვრო..."

ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა

როგორც გაირკვა, ეს ვულგარული უცნობი ქალი მისი იდეალი ყოფილა ბავშვობიდან! მაშ, ჯულიეტა ვინღაა? არა, მაზინას არ სურს ამ სიბინძურეში ქექვა. ფელინის დღე-ღამეში სულ რამდენიმე საათი ეძინა. დანარჩენ დროს სად ატარებდა, არავინ იცოდა. ხშირად ბრუნდებოდა დალაქული სამოსით, არაერთხელ შეუმჩნევია ჯულიეტას მის ტანსაცმელზე ქალის თმა... და იწყებოდა ურთიერთობათა რკვევა. ფელინი არასდროს არწმუნებდა ჯულიეტას, რომ მისი სასიყვარულო ისტორიები ქიმერა იყო, თუმცა აღიარებდა, რომ მაზინა მისი ცხოვრების განუმეორებელ სიყვარულად რჩებოდა და რომ მისი დაკარგვა ფედერიკოსთვის კატასტროფას უტოლდებოდა.

ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა

რომ არა ფელინი, ჩემი თავი არასოდეს მეყვარებოდა. მე ხომ ერთი პატარა მრგვალი სახე და ჯაგარივით თმა მაქვს", - წერდა ჯულიეტა მაზინა

ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა

ცნობილია, რომ ფედერიკო ფელინი ქალებთან ურთიერთობისას ყოველთვის მორცხვი იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა: არ მინდა ისეთი ქალი, ვისაც დიდებული საყვარლები ჰყავდა, რადგან ყოველთვის შედარებებს დაიწყებენ და არა მგონია, კონკურენციას გავუძლოო.

ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა

ყველამ იცის, რომ დრო- ეს სიკვდილია. სიკვდილი, რომელიც საათებში იმალება- ამბობდა მისი სიკვდილის შემდეგ ჯულიეტა

ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა
[წყვილი სიბერეში]

ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

13


  • Johnny depp თქვა:
    11 მარტი 2013 16:28 - ID: 13,
    keetaa,
    sharikaa,
    barsutka))),
    -Sally-,
    beonce,
    amanda,
    elga,
    tamo,
    უდღრმესი მადლობა, ძალიან მიხარია თქვენი შეფასებები love
    Lucy,
    ელე, ლამის ვიტირე :D :D ძალიან დიდი მადლობა love

  • Ancho. თქვა:
    10 მარტი 2013 22:13 - ID: 12,
    ჯულიეტა რა კარგად დაბერდა ♥

  • tamo თქვა:
    10 მარტი 2013 17:35 - ID: 11,
    იმის გამო შემოვედი აქ რომ კომენტარი დამეწერაა...ჯულიეტაზე ვგიჟდებიიი უნიჭიერესიი გენიაა ქალიიი ვგიჟდები მასზე love
    კარგი სიახლეა :)

  • elga თქვა:
    10 მარტი 2013 16:57 - ID: 10,
    თAკოო ცრემლები წამომივიდა რო წავიკიტხე ეს ნიუსი და ძალიან მომინდა ჩემს შეყვარებულს რო ჩავხუტებოდი
    რა საყვარლები იყვნენ როგორ მიყვარს ესეთი ისტორიები.
    მოხუცებულობასი რა საყვარლები იყვნენ.
    მოკლედ შენ ხარ თაკო სუპერი love

  • amanda თქვა:
    10 მარტი 2013 15:24 - ID: 9,
    Johnny depp,

    შენ ვინ ხარ არ ვიცი რაა:)) მთელ გულსა და სულს დებ ხოლმე შენს ნიუსებში და ეს მიყვარს ყველაზე მეტად love ძაან მაგარი იყო და საოცარი სიყვარულის ისტორია ქონდათ,სამწუხაროა,რომ შთამომავლობა არ დარჩათ :((

  • beonce თქვა:
    10 მარტი 2013 14:46 - ID: 8,
    ნამდვილი სიყვარული... love ეს არის სიყვარული და არა ის,რომ ერთ თვეში ათჯერ გამოიცვალო "პარტნიორი"
    Johnny depp
    ძალიან მიყვარს შენი ნიუსები.ნამდვილად გამორჩეული ენჯელი ხარ!

  • ANGEL თქვა:
    10 მარტი 2013 14:45 - ID: 7,
    როგორ გამიხარდა ვიღაცეები მაინც რომ შეაბერდნენ ერთმანეთს:) და არ დატოვეს გაწყვეტილ ლამაზ ისტორიად...

  • -Sally- თქვა:
    10 მარტი 2013 14:11 - ID: 6,
    love love love
    არაჩვეულებრივი ნიუსია

  • barsutka))) თქვა:
    10 მარტი 2013 12:41 - ID: 5,
    საინტერესოო იყოო love

    My Webpage

  • sharikaa თქვა:
    10 მარტი 2013 11:45 - ID: 4,
    vaimeeeeeeeee chemze metad aravis gauxarda es siaxle vgijdebi pederikoze :******* love

  • hollynii თქვა:
    10 მარტი 2013 11:23 - ID: 3,
    ჯულიეტა არაჩვეულებრივი მსახიობი და ადამიანი იყო... love

  • keetaa თქვა:
    10 მარტი 2013 11:19 - ID: 2,
    რა საყვარლრბ არიან ჩემი 2 უსაყვარლესი ადამიანი love ძალიან კარგი ნიუსია თაკო არაჩვეულებრივი და შესანიშნავი love ვიცოდი ამათი სიყვარულის შესახებ ცოტა

  • Johnny depp თქვა:
    10 მარტი 2013 03:28 - ID: 1,
    უჰ, საუკუნეა წყვილების თემას არ შევხებივარ
    მგონი დაგიბრუნდებით ამ თემებით :D
    ბოლოში "გავიჭედე" ლამის ვიტირე...
    ორივე საოცრად კარგი იყო love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top