;
11 მარტი 2013      mariami222     13 კომენტარი     ნანახია 4289-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა



5 გზა რომ დავამარცხოთ დეპრესია


სავარჯიშო . მთელი დღის განმავლობაში აუცილებლად 15-30 წუთი გაისეირნე გარეთ, ისე უბრალოდ.. ან ეს დრო დაუთმე სპორტს და ცეკვას.. დეპრესიის დროს დღეში თუნდაც 15 წუთით ასეთი აქტივობებით დატვირთვა დაგეხმარებათ. დამერწმუნეთ, როგორც კი შეატყობთ თავს, რომ ცუდ ხასიათზე ხართ, ან მეტის გაძლება აღარ შეგიძლიათ (რაც თინეიჯერულ ასაკში ძალიან აქტიური პრობლემაა) ფიზიკური დატვირთვა, ცეკვა, იოგა, თუნდაც რაიმე უბრალო სახის ვარჯიში ძალიან დაგეხმარებათ.

5 გზა რომ დავამარცხოთ დეპრესია
მეორე საკითხი ეს კვების რაციონია. რომელიც მდიდარი უნდა იყოს ბოსტნეულითა და ხილით.. დეპრესიის აღმოსაფხვრელად ეს ეტაპი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენი კვების მენიუ დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე და გაწყობაზეც. ამიტომ მიირთვით რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული და ყველაზე მთავარი ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს თქვენი სურვილით. ანუ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ თქვენ გჭირდებათ ასეთი რაციონი, თქვენ უბრალოდ უნდა გინდოდეთ.

გულახდილობა. ეს ეტაპი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი დეპრესიის მიზეზი შესაძლოა კონკრეტული საკითხი აღმოჩნდეს, მაგრამ მთავარი გამომწვევი სწორედ ის არის, რომ გვინდა ვინმეს გადავუშალოთ გული. ეცადეთ მეგობრებთან მეტი კონტაქტი გქონდეთ, მოუყვეთ თქვენზე, თუნდაც ნუ ეტყვით ყველაფერს, რაღაცეები ალეგორიულადაც. მთავარია თქვენი გულიდან ამოვიდეს ის, რასაც ასე საგულდაგულოდ ინახავთ.

გამოხატე . დეპრესიის დროს თქვენი კრიატივი შესაძლოა საგრძნობლად გაიზარდოს. ამიტომ ეცადეთ ეს ყველაფერი გამოიყენოთ ხელოვნებაში, მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება ყველაფერისგან. ხატვა, წერა ლექსების, პოემის და ა.შ და რაც მთავარია, თქვენს შემოქმედებაში გამოაჩინეთ მეტი პოზიტივი. ამ დროს სასურველია კარგი წიგნების კითხვა და პოზიტიური განწყობის ფილმების ყურება,

დაინახე ნათელი მხარე . დეპრესიის ყველაზე ცუდი გამოხატულება, ეს არის დაინახო ყველაფერი მუქ ფერებში. ეცადე იფიქრო საუკეთესო რამეებზე, თუნდაც ეს არ არსებობდეს შენს ცხოვრებაში, რადგან ადრე თუ გვიან ის რაც გვწადია აუცილებლად ჩვენს ხელთ იქნება. დაგეგმე მომავალი საუკეთესოსკენ.. როგორც კი იგრძნობ, რომ ცუდმა ფიქრებმა შემოიგიტია, განაგდე ისინი და მოიშორე. გაიხსენე შენი წარსულის კარგი მომენტები ან მომავალი საოცნებო გეგმები

და ბოლოს, ვიცი ეს უბრალოდ სიტყვებია და ჩვენ თავთან ბრძოლა ყველაზე რთული რამ არის ცხოვრებაში, მაგრამ ხანდხან ჩვენი საბოლოო მიზანი მაინც ეს არის. ნუ წაიკითხავთ ამ ყველაფერს მხოლოდ სიტყვებით.. შეუდექით დღეიდან, დაიწყეთ ბრძოლა ახლავე.. მიზანთან ახლოს ვართ!



კატეგორია: საინტერესოა
Tags:

13


  • ლილუ თქვა:
    13 მარტი 2013 16:41 - ID: 13,
    მე მეგობრებში ყოფნაა და ლაპარაკი ძალაინშველის ასევე ტკბილეული დდა ფილმების ყურებაა )

  • Afrodite...♥ თქვა:
    12 მარტი 2013 12:38 - ID: 12,
    დეპრესიას არასდროს შევუწუხებივარ, მაგრამ თუ შემომიტევს ავტორის რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებ love

  • beonce თქვა:
    11 მარტი 2013 23:18 - ID: 11,
    smile ეხლა მთავარია ეს რეალურად განვახორციელოთ!
    ვარჯიში მართლა აყენებს კარგ განწყობაზე ადამიანს,ასევე ხილიც და ბოსტნეულიც.ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი.
    გულახდილობას რაც შეეხება ეს მართლა ყველას სჭირდება.მე უბრალოთ ვერ ვნახე შესაფერისი ადამიანი.
    დეპრესიის დროს კრეატივი მართლა იზრდება wink უფრო მეტის წერა გინდა ადამიანს.
    ნათელი მხარის დანახვა და პოზიტიური განწყობის შენარჩუნება დეპრესიის დროს ყველაზე რთულია. recourse

  • kikimaari თქვა:
    11 მარტი 2013 21:41 - ID: 10,
    ''ადრე თუ გვიან ის რაც გვწადია აუცილებლად ჩვენს ხელთ იქნება''-აი ამის არმჯერა და რავქნა :|| გამოსუწორებელი პესიმისტი ვარ!:(( სიახლეს არაუშავს კარგია :))))))

  • psiqologia თქვა:
    11 მარტი 2013 21:04 - ID: 9,
    დეპრესიას ასე იოლად ნუ ხმარობთ, ძალიან რთული დაავადებაა და მხოლოდ კვების რაცინოთ და გულახდილობით ვერ უშველი, სიახლე კარგია უშრომია ავტორს

  • mariami222 თქვა:
    11 მარტი 2013 20:55 - ID: 8,
    Ann_kh მმმმააადლობააააააააააააააა <333 მიყვარხარ!
    ყველას მადლობა

  • Ann_kh თქვა:
    11 მარტი 2013 20:36 - ID: 7,
    ძალიან კარგი ნიუსიაა,ბევრის მომცემი და რაც მთავარია დამაფიქრებელი. ყოჩააღ, და შენ ხო საერთოდ ჩემი ანტიდეპრესია ხარ <3 მააააააარრრრ

  • F.C.B თქვა:
    11 მარტი 2013 20:07 - ID: 6,
    გულახდილობა, სეირნობა, ნათელი მხარე, გამოხატვა, ყველაფერი აუცილებელია... კვებაზე ნაწილობრივ ვეთანხმები......... fellow

  • mariami222 თქვა:
    11 მარტი 2013 19:57 - ID: 5,
    ამ პარასკვეს იქნება.. 1 თვიანი შესვენება იყო მგონი

  • RAMMSTEIN_TINA თქვა:
    11 მარტი 2013 19:55 - ID: 4,
    ნინას ფოტოzე გამახსენდა ვამპირის დღიურების ახალი სერიები რატომ აღარ გამოდის ხომ არ იციით ?

  • MissDevonne თქვა:
    11 მარტი 2013 19:20 - ID: 3,
    მომეწონა სიახლე! ^^^ ძალიან ,ძალიან კარგი იყო. ;33

  • SOF-SOF თქვა:
    11 მარტი 2013 18:42 - ID: 2,
    ყოჩაღ კარგი სიახლე love

  • Deakoo თქვა:
    11 მარტი 2013 18:36 - ID: 1,
    კარგი იყო მომეწონა, ყველაფერში გეთანხმებიი love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top