;
18 მარტი 2013      helen_angel     24 კომენტარი     ნანახია 9714-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

როგორ გამოვჩნდეთ უფრო მაღალი
ბევრ ადამიანს პრობლემები აწუხებს სიმაღლესთან დაკავშირებით და ეს პრობლემები მას გარკვეულწილად კომპლექსებს უქმნის - მაღალი სიმაღლე თუ სიდაბლე.
განვიხილოთ ტანმორჩილობა

როგორ შეიძლება სიმაღლეში მომატება?
სიმაღლეში ზრდას განაპირობებს ორგანიზმში ვიტამინების რაოდენობა. აუცილებელია ჯანსაღი საკვები რაციონის შერჩევა ბავშვისთვის, როგორც ბოსტნეული და ხილი, ასევე ხორცეულის! სიმაღლეში მომატება სრულიად შესაძლებელია ვარჯიშებით, ცურვით, ან ნებისმიერი სხვა სპორტით. ზრდის ჰორმონების თითქმის 70% გამოიყოფა ღამით, ამიტომ გამოუძინებელ ბავშვებში ხშირად შეიმჩნევა ზრდაში ჩამორჩენა.

გოგონები იზრდებიან 17-19 წლის ასაკამდე, ზრდის პიკი 11-12 წლის ასაკშია - წელიწადში 8,5 სმ-ს იმატებენ. ვაჟები იზრდებიან 19-21 წლის ასაკამდე, ზრდის პიკი 12-13 წლის ასაკშია - წელიწადში 9,5 სმ-ს იმატებენ.

მაგრამ როდესაც ორგანიზმს უკვე ზრდა დასრულებული აქვს ერთადერთი გამოსავალია: თავი გამოვაჩინოთ უფრო მაღალი.

როგორ გამოვჩნდეთ უფრო მაღალი / პრაქტიკული რჩევები:

• ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი - ეს თქვენი აღნაგობაა. მოხრილი ზურგი ვერანაირად ვერ დაგეხმარებათ იმაში, რომ ვიზუალურად გაიზარდოთ. გასწორდით და თავი მაღლა დაიჭირეთ, უფრო მაღალი გამოჩნდებით.
• მოგწონთ ზოლიანი ტანსაცმელი? - შეეცადეთ ჩაიცვათ ისეთი, რომელსაც ვერტიკალური ზოლები აქვს, ისინი უფრო აგრძელებენ ფიგურას და მაღალს, ლამაზს აჩენენ თქვენს აღნაგობას. ნებისმიერი სწორხაზოვანი, ვერტიკალურ ნაკეციანი, ვერტიკალურ ნაკერიანი სამოსი დააგრძელებს თქვენს.
ზემოთ ავარცხნილი თმები რამდენიმე სანტიმეტრს მოგიმატებთ, თუმცა საერთოდ ეცადეთ მოკლე ვარცხნილობა ატაროთ. გრძელი თმები კისერს და მხრებს დაგიფარავთ და უფრო დაბალი გამოჩნდებით.
მოერიდეთ ბრიჯებს და შორტებს ამოკეცილი ტოტებით.
• შეეცადეთ თქვენი ლუქი იყოს მონოტონური, ანუ ერთ ფერში გადაწყვეტილი, თუმცა გააკეთეთ აქცენტი წვრილი მკაფიო ფერის ქამრით ან რაიმე აქსესუარით ზედა ტანზე. ვიზუალურად გამოყოფილი არეები ქმნის გრძივ ილუზიას.




მოერიდეთ მსხვილ პრინტიან სამოსს, უმჯობესია შეარჩიოთ წვრილად მოხატული სამოსი ნეიტრალურ ტონალობებში.
შეარჩიეთ კრემისფერი ტონალობის ფეხსაცმელი. თუ ის თითან ჭრილით იქნება ე.წ. open-toe ხომ საუკეთესო ვარიანტია. ასეთი ფეხსაცმელი საოცარ ეფექტს იძლევა!
როგორ გამოვჩნდეთ უფრო მაღალი
მოერიდეთ ფეხსაცმელს კოჭთან ზორტებითა და თასმებით.
შეარჩიეთ A-სილუეტის მაღალწელიანი ქვედაბოლოები
მოერიდეთ თავისუფალი "ფართხუნა" სამოსს
შეარჩიეთ წვრილი, წაგრძელებული ყელსაბამები, გრძელი შარფები და ა.შ...
შეარჩიეთ ზედატანები დეკოლტეთი - V ჭრილით. მოერიდეთ მაისურებს დახურული ყელით.
მოერიდეთ დიდი ზომის ჩანთებს


ეს კი იმ თინეიჯერებს, რომლებსაც სიმაღლეში გაზრდა უნდათ.
ეს რეცეპტი დაგეხმარებათ რომ ორ კვირაში სანტიმეტრ ნახევარი მოიმატოთ.
2 კგ ჭარხალი
2 კგ სტაფილო
კილო ნახევარი ბროწეული
1 კგ ლიმონი

ზევით მოყვანილ ინგრედიენტებს ვწურავთ საწურში... ისე რომ სუფთა წვენი დარჩეს. ე.წ. ორჯამიანში ვასხავთ მთელ მასას.
ამას ვუმატებთ: 1 კგ ნატურალურ თაფლს (ყველაზე კარგია თუ თაფლი მთისაა).
წვენს ვუმატებთ თაფლს, და ვუცდით სანამ თაფლი მთლიანად არ გადნება. შემდეგ ვიღებთ მასას, მშრალ ქილებში ვანაწილებთ და ვდგავთ მაცივარში.
მიღების წესები: აუცილებელია დილა-საღამოს მივიღოთ ჭიქის 1/4. დილით უკეთესია თუ უზმოზე დალევთ.წამლის მიღება გრძელდება 1 თვის განმავლობაში.




კატეგორია: საინტერესოა
Tags:

24


  • Metal-lica თქვა:
    20 აპრილი 2013 14:44 - ID: 24,
    1.67 საშინელებაა

  • Anaastasiaa თქვა:
    26 მარტი 2013 23:30 - ID: 23,
    1.70 ვარ და ჯერ საკმაოდ დიდი დრო მაქვს იმისათვის რომ კიდევ უფრო მაღალი გავიზარდო...

  • -Sally- თქვა:
    21 მარტი 2013 22:03 - ID: 22,
    მე პირიქით 1.82 ვარ და უფრო დაბალი მინდა რომ გამოვჩნდე :DD

  • anakaa თქვა:
    21 მარტი 2013 20:38 - ID: 21,
    ekneba vitom shedegii ?

  • Nina. თქვა:
    20 მარტი 2013 14:07 - ID: 20,
    გენეტიკაც უნდა გაითვალისწინოთ ,17 წლის ვარ და 1.80

  • PUuuSsKkUuuu თქვა:
    19 მარტი 2013 19:45 - ID: 19,
    საბედნიეროდ არ მაქვს პრობლემა სიმაღლის love

  • kikimaari თქვა:
    19 მარტი 2013 18:43 - ID: 18,
    მაღალი არ ვარ მაგრამ ძალიან გამხდარი ვარ და თუარ მოვიმატე რათმინდა ეგეთი სიმაღლე :(( 1.65 ვარ ეხლა ისე 1.72 მინდა გავხდე :D :D იმედია მოვიმატებ წონაშიც და სიმაღლეშიც, თან დრო მაქვს :P

  • dajikunia თქვა:
    19 მარტი 2013 18:39 - ID: 17,
    მეც დავუმატებდი ერთს: სტაფილოს აუცილებლად გაუკეთეთ ცოტა ზეთი, რადგან ცხიმში ხსნად ვიტამინს შეიცავს

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    19 მარტი 2013 17:34 - ID: 16,
    ძალიან კარგი სიახლეა, მართალია მე არ მჭირდება რადგან საკმაოდ მაღალი ვარ და პირიქით მინდა რომ აღარ გავიზარდო wink მაგრამ მაინც კარგი იყო request

  • 777 ANA 777 თქვა:
    19 მარტი 2013 16:14 - ID: 15,
    რეცეპტი მინდა ვცადო მაგრამ ის მაინტერესებს თუ შეიძლება ჩემთვის და თუ მიშველის, ჯერ მოზარდი ვარ 15 წლის, არ ვარ ისე დაბალი ჩვეულებრივი სიმაღლე მაქ მაგრამ მაინც მინდა. winked

  • kristi_ თქვა:
    19 მარტი 2013 15:41 - ID: 14,
    1.75 ვარ და 1.77 მინდა ვიყო ^^ კარგი სიახლეა

  • Afrodite...♥ თქვა:
    19 მარტი 2013 15:25 - ID: 13,
    კარგი სიახლეა, მაგრამ ესე ვერავინ გაიზრდება სიამღლეში ვერც კომბოსტოს, ჭარხლის და სტაფილოს ჭამით და ვერც ცურვაზე სიარულით თუ გენში არ აქვს სიმაღლე. ჩაიცვი 15 სანტიმეტრიანი ქუსლიანი ფეხსაცმელი და ეგ არის. მთავარია ცხვირი არ წაიტეხო სიარულისას lol

  • ale თქვა:
    19 მარტი 2013 14:17 - ID: 12,
    ჯერ დრო მაქვს და ისედაც გავიზრდები 4 წელში მაგრად მოვიმატებ

  • nini♥ თქვა:
    19 მარტი 2013 13:52 - ID: 11,
    1.75 მინდა რომ ვიყო :( ჯერ 1.65 ვარ
    კარგი ნიუსია ძალიან დამჭირდება :)

  • pipia თქვა:
    19 მარტი 2013 13:23 - ID: 10,
    რა კარგი პოსტია, მადლობა ავტორს :*

  • Ana smiley თქვა:
    19 მარტი 2013 12:50 - ID: 9,
    ოატარა სიმაღლე არ მაქ ნამდვილად მაგრა 2 სმ კიდე მინდა რო გავიზარდოო winked

  • ninaninia თქვა:
    19 მარტი 2013 10:19 - ID: 8,
    psycho,
    ჰაჰაჰ მეც ეგ მინდაა :D 1.75 და ძაან მაღალი მგონია ჩემი თავი. არადა ყველა მეუბნება რა კარგი სიმაღლე გაქვსო.

  • Countess A. თქვა:
    19 მარტი 2013 00:18 - ID: 7,
    [/i] [/color]ძილი სულ მაკლია, მაგრამ სიმაღლეს ნამდვილად არ ვუჩივი, მეტიც,ჩემი ასაკისდა მიხედვით საკმაოდ მაღალი ვარ.. [i][color=#000066]

  • psycho თქვა:
    18 მარტი 2013 23:59 - ID: 6,
    ეხლა დადეთ როგორ გამოვჩნდე უფრო დაბალი მე მინდა ეგ :დ

  • katskatss თქვა:
    18 მარტი 2013 23:57 - ID: 5,
    არმჭირდება :D:D:D

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top