;

14 March 2013      FAME     Views 8150    
Category: Fun, Interesting

პირველი აპრილი მთელ მსოფლიოში მიღებულია, როგორც დღე როცა შესაძლებელია მოიტყუო, მხოლოდ იმისთვის რომ გაერთო. ეს დღე ის გამონაკლისია როცა ტყუილს მოსდევს ხოლმე მსუბუქი გაოცება და ძალიან დიდი მხიარულება. წარმოგიდგენთ, მსოფლიოს ,,დიდ მოტყუებებს''.
საპირველაპრილო ხუმრობები




1957 წელს ,,ბი-ბი-სის'' ეთერში გავდა ყოველკვირეული გადაცემა ,,პანორამა'', რომელიც მაყურებელს ატყობინებდა რომ შვეიცარიაში იყო იმდენად თბილი და მზიანი წელი რომ დიდი ხნის შემდეგ მოხერხდა ხეებზე მაკარონის გამოყვანა. გადაცემას თან ერთვოდა ვიდეო, რომელზეც ნაჩვენები იყო კიბით ხეზე ასული შვეიცარიელი ფერმერები, რომლებიც ხეებიდან კრეფდნენ მაკარონს. წარმოუდგენელია, მაგრამ უამრავმა ადამიანმა დაიჯერა ეს ცრუ ინფორმაცია და რედაქციაში დარეკეს თხოვნით რომ გაეკეთებინათ გადაცემა, იმაზე თუ როგორ შეიძლება მაკარონის ხეზე გამოყვანა ინგლისის კლიმატის გათვალისწინებით.
საპირველაპრილო ხუმრობები




1961 წლისთვის შვედეთში მხოლოდ ერთი სამაუწყებლო ტელე-კომპანია და შავ-თეთრი ტელევიზორები იყო. პირველ აპრილს ამ ტელევიზიის წამყვანმა გამოაცხადა, რომ მაყურებელს ადვილად შეეძლო თავიანთი ტელევიზორები ფერადეკრანიანი გაეხადათ თუ ისინი ეკრანს ნეილონის წინდით გაწმენდნენ. ცოტა ხანში მაღაზიაში მსგავსი წინდები აღარ იშოვებოდა.

საპირველაპრილო ხუმრობები




1992 წელს ,,გარდიანმა'' გამოუშვა სპეციალური ბროშურები, რომლებიც მკითხველს მოუთხრობდნენ ინდოეთის ოკეანეში, მძიმეების ფორმის კუნძულოვანი სახელმწიფოს შესახებ. ბროშურები ეძღვნებოდა ქვეყნის დამოუკიდებლობის წლისთავს და შეეხებოდა მის გეოგრაფიულ მდებარეობას და კულტურას. ბროშურები სრულიად ამოიყიდა ქვეყანა კი რომელსაც ის ეხებოდა რეალურად არც არასდროს არსებობდა.

საპირველაპრილო ხუმრობები




1998 წელს ამერიკაში დაიბეჭდა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ რომ ერთ-ერთი საწარფი კვების კომპანია აპირებდა გამოეცა სპეციალური ბურგერები მემარცხენეებისთვის. იმავე დღეს კომპანიის სახელზე უამრავი საჩივარი. მომჩივნეები ითხოვდნენ არ დაეშვათ მემარცხენეების ასეთი სახის დისკრიმინირება.

საპირველაპრილო ხუმრობები



1976 წელს ამერიკელმა მეცნიერმა განაცხადა რომ მოხდებოდა ,,პლანეტარული გაცვლა'', რაც ნიშნავდა იმას, რომ იუპიტერი შეუცვლიდა ადგილს პლუტონს. მათი მაგნიტური ველები გადაიკვეთებოდა და დედამიწის მაგნიტური ველის ძალა იმდენად, შესუსტდებოდა რომ ახტომის შედეგად შესაძლებელი იქნებოდა ჰაერში ლივლივი. მეცნიერის ეს ნათქვამი მთელმა ქვეყანამ გაიგო და ცოტა ხანში ღია ეთერში დარეკა უამრავმა ადამიანმა რომლებიც აღტაცებულები აცხადებდნენ, რომ მათ შეძლეს ჰაერში გამოკიდება და ეს შეგრძნება დაუვიწყარი იყო. კონეკტიკუტელი ქალბატონი კი ყვებოდა, რომ მას შეეშინდა ჰაერში ძალიან მაღალ სიმაღლეზე არ აჭრილიყო და დედამიწის მაგნიტური ველის ისევ გაძლიერების შემდეგ ძირს არ დანარცხებულიყო. ამიტომ იგი მეგობრებთან ერთად ოთახში შევიდა და მათთან ერთად დაფრინავდა სანამ ,,პლანეტარული გაცვლა'' არ დასრულდა.

საპირველაპრილო ხუმრობები


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top