;
18 მარტი 2013      Sally ))     6 კომენტარი     ნანახია 7138-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა



ალბერტ აინშტაინი (Albert Einstein;14 მარტი, 1879, ულმი, გერმანია — 18 აპრილი, 1955, პრინსტონი, აშშ) — ფიზიკოს-თეორეტიკოსი. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.

აინშტაინი ფიქრობდა,
რომ მეცნიერება არასდროს უნდა მიტანილიყო პოპულარობის სამსხვერპლეზე და ყოველთვის უნდა ყოფილიყო დაცული მთავარი პრინციპი: მკითხველისთვის გასაგებად ყოფილიყო გადმოცემული ის არსებითი შინაარსი, რამაც ამა თუ იმ დიდი მეცნიერის დიდება და საკაცობრიო განვითარებაში მისი განსაკუთრებული ადგილი განსაზღვრა.

ცნობილია, რომ აინშტაინი მთელ მსოფლიოში უჩვეულო პოპულარობით სარგებლობდა, რამაც მასზე უამრავლი ანეკდოტის, ლეგენდის, გაზვიადებული ამბის შეთხზვას შეუწყო ხელი. ამისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა თვით აინშტაინის იგნორირებაც, მისი არაჩვეულებრივი იუმორი, მისი ხასიათის პირდაპირობა და თუნდაც მისი მრავალი ადამიანური სისუსტე.



აინშტაინის სიღრმისეული არსი მის უბრალოებაში მდგომარეობდა, მისი მეცნიერული ნააზრევის არსი - ავტორის არტისტიზმში, მშვენიერების მიმართ მის განსაკუთრებულ მგრძნობელობაში.


ყველაზე მეტად აინშტაინი, ბუნებრივია, ცნობილია თავისი ფარდობითობის თეორიით, რომელმაც მას მსოფლიო დიდება მოუტანა. მაგრამ დიდებამ თან მოუტანა მისთვის ამოუხსნელი გაღმერთება. მისდა გასაოცრად, იგი ლეგენდარულ ფიგურად, ნამდვილ სახალხო გმირად იქცა, იქცა ორაკულად, რომლსაც მეფეები და სახელმწიფო მოღვაწეები სტუმრად პატიჟებდნენ. პრესა და საზოგადოება მის ყოველ ნაბიჯს ისე ადევნებდა თვალს, როგორც ეს კინოვარსკვლავების შემთხვევაშია მიღებული და არა - როგორც მეცნიერთა შემთხვევაში. როცა ჩაპლინმა, ჰოლივუდში მისი ზეობის პერიოდში, აინშტაინი თავისი ფილმის ,, დიდი ქალაქის ჩირაღდნები'' გალაპრემიერაზე მიიწვია, ხალხი აინშტაინის სანახავად ისევე მიაწყდა ლიმუზინს, როგორც ჩაპლინის სანახავად. როცა გაკვირვებული აინშტაინი თავის მასპინძელს მიუბრუნდა და ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა ეს ყოველივე, ბრენმა ჩაპლინდა სიმწრით უპასუხა: ,,არაფერს''.





ყველა თანმხლები პრობლემით მოსულმა დიდებამ აინშტაინის პიროვნებას ვერაფერი დააკლო, ვინაიდან პატივმოყვარეობა, პომპეზური მანერულობა და გადაჭარბებული თვითშეფასები მისთვის უცხო იყო.
იგი მოთმინებით იტანდა ჟურნალისტთა ბრიყვულ და აბეზარ შეკითხვებს. არ წყდებოდა ცნობილი და უცნობი მხატვრების, მოქანდაკეების და ფოტოგრაფების ნაკადი, რომელთაც მისი აღბეჭდვა სურდათ. მიუხედავად ამისა მას არასდროს ღალატობდა უბრალოება და იუმორის გრძნობა. ერთხელ მატარებლით მგზავრობისას, თანამგზავრს, რომელმაც ვერ იცნო აინშტაინი და მისი პროფესიული საქმიანობით დაინტერესდა, აინშტაინმა ნაღვლიანად უპასუხა მხატვრების მენატურე ვარო. როგორც მეგობრებს გამოუტყდა, ავტოგრაფებზე ნადირობა მას კანიბალიზმის უკანასკნელ გადმონაშთად მიაჩნდა და ფიქრობდა, რომ ადრე თუ ადამიანები თავიანთ მსგავსს ჭამდნენ, ახლა ისინი სიმბოლური თავდასხმებით კმაყოფილდებოდნენ. ერთხელ, როცა ის, რომლიღაც საზოგადოებრივი მოვლენის დროს, საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა, სევდიანად დაასკვნა: ,, ერთადერთი, რასაც ჩემს ახალგაზრდობაში ცხოვრებისგან ვისურვებდი, ის იყო, რომ მშვიდად ვმჯდარიყავი სადმე კუთხეში და ჩემი საქმე მეკეთებინა ისე, რომ ადამიანების ყურადღება არ მიმეპყრო. და აი, ნახეთ ერთი, ჩემგან რა გამოვიდა''.



აინშტაინი, როგორც მეცნიერი, ნამდვილად არ ყოფილა მოყვარული: მისი ტალანტი ღრმად პროფესიული ხარისხის იყო. განუსწავლელ ადამიანს ნებისმიერი შესანიშმავი პროფესიონალის ტალანტი აღაფრთოვანებს., განურჩევლად სპეციალობისა. მაგრამ ტალანტი ასეთ დიდ იშვიათობას სულაც არ წარმოდგენს და პროფესიული მასშტაბებით თუ გავზომავთ, აინშტაინის მეცნიერული ნიჭი და მისი ტექნიკური ოსტატობა სულაც არ ყოფილა უჩვეულო. აღნიშნული აზრით აინშტაინი მართლად არ ყოფილა რაღაც განსაკუთრებული მეცნიერული ნიჭით დაჯილდოებული.
ის, რაც მასში განსაკუთრებული იყო , მდგომარეობდა რაღაც მაგიურში, ურომლისოდაც ნებისმიერი დაუცხრომელი ცნობისწადილიც კი უნაყოფოა: მას გააჩნდა თანდაყოლილი, იდუმალებით აღსავსე ძალა, რომელიც ყველა ლოგიკას ამსხვრევს და გენიოსს არაჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოებულ ჩვეულებრივ მოკვდავთა სიმრავლიდან გამოარჩევს.

აინშტაინი 67 წლის იყო, როცა მან საკუთარი ავტობიოგრაფია დაწერა.




აინშტაინის მნიშვნელობა ფიზიკოსებმა ბევრად უფრო ადრე აღიარეს, ვიდრე მას ფართო საზოგადოება გაიცნობდა. მისი ფარდობითობის თეორია ორ მთავარი სპეციალური და ზოგადი ნაწილებისგან შედგება. მხოლოდ პირველი მსოფლიო ომიდან მცირე ხნის მერე, როცა მზის დაბნელებისას ვარსკვლავზე დაკვირვებებმა ფარდობითობის ზოგადი თეორიის წინასწარმეტყველება დაადასტურეს, საზოგადოება მიხვდა, რომ მეცნიერების სამყაროში რაღაც ისეთი მოხდა, რასაც განსაკუთრებული მოვლენები მოჰყვებოდა, აინშტაინის მოღვაწეობა იმ დროს ემთხვევა, როცა ფიზიკა უმაგალითო ,,ჩავარდნას'' განიცდიდა.

51 წლის აინშტაინი ერთ თავის წერილში იუწყებოდამ რომ ამ თეორიას იგი განიხილავდა, როგორც მთელი თავისი ცხოვრების მთავარ საქმეს და რომ ყველა სხვა ნაშრომი მას მოხლოდ სასხვათაშორისოდ შესრულებულ საქმედ მიაჩნდა.




1954 წლის მიწურულს აინშტაინმა ხანგრძლივად იავადმყოფა და დასუსტდა. მან იცოდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ქონდა დარჩენილი, და სიკვდილზე ისე ლაპარაკობდა, როგორც ხსნაზე და გათავისუფლებაზე, რასაც 1955 წლის 5 თებერვალს დაწერილი მისი ერთი კერძო წერილიც ადასტურებს. ამავე წერილში აი, რას დასძენს: ,, სიკვდილს მე ახლა ისე ვუყურებ, როგორც ძველ ვალს, რომელიც ბოლოს და ბოლოს გადახდილი უნდა იქნას''... მაგრამ ამ ვალის გადახდამდე მას კიდევ ერთი მტკივნეული დანაკარგის დათმენა მოუწია.
1955 წლის მარტში გარდაიცვალა მისი მეგობარი, მიშეილ ბესო. ბესომ მართლად სულ რამდენიმე კვირითუსრწო წინ აინშტაინის სიკვდილს. მაგრამ ამ დარჩენილ დროში მნიშვნელოვანი საქმეები ქონდა აღსასრულებელი.

1955 წლის 13 აპრილს აინშტაინმა მწვავე ტკივილი იგრძნო მუცლის არეში და თავი იჩინა სხვა შემაშფოთებელმა სიმპტომებმაც. პარასკევს 15 აპრილს, ტკივილი იმდენად გაუძლიერდა, რომ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მან იცოდა, რომ სიკვდილი ახლოს იყო, მაგრამ ტკივილის მიუხედავად, თავის ოჯახურ გარემოცვის ერთ-ერთ წევრს ალერსიანი საყვედურით უთხრა: ,, ნუ ხართ ასეთი დათრგუნული, ერთხელ ნებისმიერი უნდა მოკვდეს.'' საავადმყოფოში არსებული სამკურნალო წყაროების წყალობით , ტკივილი დაუცხრო. მის სანახავად მოიყვანეს ქალიშვილი მარგო, რომელმაც თავიდან მამა მისი მძიმე მდგომარეობის გამო ვერ იცნობ. კალიფორნიიდან მისი უფროსი ვაჟი ჩამოვიდა სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე მამის სანახავად. მოვიდა მისი მრავალი წლის მეგობარი და ერთგული მრჩეველიც, ეკონომისტი ოტო ნათანი, რათა ბოლო დღეები და საათები მასთან გაეტარებინა.





,, სიცოცლის დასასრულზე შიშით ფიქრი, საერთოდ, ადამიანური ფენომენია. ეს ერთ -ერთი მეთოდია რომლითად ბუნება სახეობათა გადარჩენას უზრუნველყოფს. გონების თვალით თუ შევხედავთ, ეს შიში ყოველგვარ ძრწოლაზე უფრო მეტად გაუმართლებელია, ვინაიდან იმას, ვინც მკვდარია ან არ გაჩენილა არ ემუქრება არავითარი საშიშრობეა. უფრო მკაფიოდ რომ ითქვას, ეს ძრწოლა სიბრიყვეა, მაგრამ - გარდაუვალი''.




კვირადღის მიმწუხრზე მას ჩაეძინა. შუაღამე ერთი საათის გადასული იყო, როცა განვითარდა ანევრიზმა და მისი გულისცემა შეწყდა. მისი ფერფლი, მეგის სადარი რიტუალის თანხლებით, დაკრძალეს ვერტმინსტერის სააბატოში, ლონდონის შუაგულში, სადაც განსასვენებს ჰპოვებს ინგილისის საუკეთესო შვილები.
აინშტაინის გარდაცვალებას მთელი მსოფლიო გლოვობდა. მაგრამ აინშტაინის სურვილი იყო, რომ მისთვის არც სამგლოვიარო ცერემონიალი გაემართათ, არც დაესაფლავებინათ და არც ძეგლი აეგოთ. იგი უხმაუროდ, უახლოესი ადამიანების გარემოცვაში, ტრენტონის შორიახლოს, დაწვეს. მისი ნებასურვილის თანახმად, არ უნდა სცოდნოდა არავის, თუ რა ბედი ეწია მის ფერფლს, რათა უმცირესი ალაგიც კი არ დარჩენილიყო პილიგრიმობისთვის. მაგრამ დაუმორჩილებელმა მდიარემ - დრომ - მისი ფერფლი იმ ოკეანეს აზიარა, რომლის ნაპირზეც ოდესღაც ნიუტონი თამაშობდა.



კატეგორია: საინტერესოა
Tags:

6


  • salYyY თქვა:
    20 მარტი 2013 15:33 - ID: 6,
    კარგი კაცი იყოო ^^ მთავარია სახელი დატოვო ცხოვრებაში ))

  • NiNi_N თქვა:
    19 მარტი 2013 15:21 - ID: 5,
    love

  • Nini...♥ თქვა:
    18 მარტი 2013 23:17 - ID: 4,
    აუუ ვგიჯდები ამ კაცზე!!! love

  • fuck selena თქვა:
    18 მარტი 2013 22:06 - ID: 3,
    არ მევასება მე ეს კაცი ))

  • ANGEL თქვა:
    18 მარტი 2013 21:25 - ID: 2,
    ,, ერთადერთი, რასაც ჩემს ახალგაზრდობაში ცხოვრებისგან ვისურვებდი, ის იყო, რომ მშვიდად ვმჯდარიყავი სადმე კუთხეში და ჩემი საქმე მეკეთებინა ისე, რომ ადამიანების ყურადღება არ მიმეპყრო. და აი, ნახეთ ერთი, ჩემგან რა გამოვიდა''. :)))
    მომწონს ამ კაცის პიროვნება, გენია.. მუდამ სიამოვნებით ვეცნობი მასზე ცნობებს love

  • Bao თქვა:
    18 მარტი 2013 21:20 - ID: 1,
    ნუთი სიტყვას ძალუძს დაახასიათოს ეს კაცი? ჩემი აზრით არა. შეუფასებელია მისი პიროვნული თვისებები, ღვაწლი, დამსახურება და ა.შ სადა და უბრალო კაცი იყო! ვაფასებ. ძალიან კარგი პუბლიკაციაა smile

    ,, ერთადერთი, რასაც ჩემს ახალგაზრდობაში ცხოვრებისგან ვისურვებდი, ის იყო, რომ მშვიდად ვმჯდარიყავი სადმე კუთხეში და ჩემი საქმე მეკეთებინა ისე, რომ ადამიანების ყურადღება არ მიმეპყრო. და აი, ნახეთ ერთი, ჩემგან რა გამოვიდა''. love winked




    ______________________
    Visca el Barca, Visca el Catalonia!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top