;
15 მარტი 2013      Ann_J     9 კომენტარი     ნანახია 3182-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

მომავალში ∞  გაღვიძება

წარმოიდგინეთ რომ ერთ მშვენიერ დილას გაიღვიძეთ და აღმოაჩინეთ რომ სამყარო, რომელშიც ცხოვრობთ, თქვენთვის სრულიად უცხო და შეცვლილია. ალბათ გაგიჭირდათ არა წარმოდგენა? მაშინ მოდით გადავხედოთ ერთი ჩვეულებრივი მცხოვრების უჩვეულო ისტორიას და საჭირო დასკვნები თქვენ თვითონვე გააკეთეთ

ნაომი ჯეიკობსი; 35 წლის, სტუდენტი:
"რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ ამნეზია ემართებოდა ისეთ ადამიანებს, რომლებთაც ცხოვრებისგან სერიოზული ტრავმა ჰქონდათ მიყენებული და რათა დაბრუნებულიყვნენ ჩვეულ მდგომარეობაში, ისინი საჭიროებდნენ უამრავ წლებს - ინტენსიური მკურნალობისთვის. მაგრამ ჩემს შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა
2009 წლის 30 აპრილს მე, ჩვეულებრივი 35 წლის ქალი და დედა, რომელიც ცხოვრობდა მანჩესტერში და შეისწავლიდა ფსიქოლოგიას ქალაქის უნივერსიტეტში, როგორც ყოველთვის საღამოს გავემართე დასაძინებლად.
დილით გავიღვიძე და დაიწყო სრული კოშმარი. დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემი ასაკი სულ რაღაც 15 წელს შეადგენდა. შეშინებული და დაბნეული ვცდილობდი გამეგო თუ რატომ არ მეძინა ჩემი ორსართულიანი საწოლის პირველ ლოგინზე, რომელსაც ვარდისფერი პლედი ეხურა მერლინ მონროს გამოსახულებით. ის ოთახი ხომ მხოლოდ მე და ჩემს დას გვეკუთვნოდა. სავსებით დარწმუნებული ვიყავი რომ მსოფლიოში 1992 წელი იდგა. წინ საატესტატო გამოცდები, როკენ როლის კონცერტი და საღამოს წვეულებები მელოდა.
მომავალში ∞  გაღვიძება


მაგრამ საბოლოოდ მე ავღმოჩნდი ოროთახიან ბინაში, რომელიც მუნიცილაპურ სახლში მდებარეობდა. ოთახში წიგნებით სავსე კარადა, კატა და ჩემთვის უცნობი 11 წლის ბიჭი იმყოფებოდა, რომელიც ადასტურებდა რომ ჩემი ვაჟი იყო. მახსოვს როგორ შევხედე სარკეში საკუთარ გამოსახულებას და ვიკივლე. იმან, რაც 15 წლის გოგონას თვალით დავინახე სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო. მე უკვე ვიყავი ქალი - არაჯანსაღი პიგმენტური კანით, ჩაშავებული თვალებითა და ჩემთვის უჩვეულო სხეულით. პირველი ორი დღის განმავლობაში მე და ჩემს ოჯახს იმედი გვქონდა რომ დავიძინებდი და გავიღვიძებდი, ისე თითქოს არაფერი მომხდარიყო. მაგრამ ვაი რომ არა - ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა. აზრზე ვერ მოვსულიყავი რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ. გადიოდა დღეები და ჩემი ტრაგედია კიდევ უფრო მძაფრდებოდა. ჩემი და იმასაც კი მეუბნებოდა თუ რა საშინელი ტერაქტები იყო ნიუორკში 2011 წლის 11 სექტემბერს ხოლო შემდეგ ლონდონში 2005 წლის 7 ივლისს

მეგონა რომ, თითქოს ჩამეძინა სამყაროში, რომელსაც უსასრულო შესაძლებლობები გააჩნდა. ხოლო გამეღვიძა საშინელ და უცნაურ მსოფლიოში. მსოფლიოში, რომელსაც პრინციპში მე ვერც წარმოვიდგენდი. ელოქტრონული ფოსტა, ფეისბუქი - არავითარი წარმოდგენა არ მქონდა XXI საუკუნის კულტურასა და ტექნელოგიებზე. ვოცნებობდი დავბრუნდებოდი იმ ცხოვრებას რომელიც ასე კარგად ვიცოდი: სკოლა, საუკეთესო მეგობრები, და ფარული შეხვედრები ცუდ ბიჭებთან.
მომავალში ∞  გაღვიძება


ექიმმა განმიმარტა, რომ მე მქონდა დროებითი ამნეზია, რომელიც გამოწვეული იქნა სხვადასხვა მოვლენების კომბინაციით. აღმოჩნდა, რომ სანამ მეხსიერება დავკარგე მანამ გადავიტანე სერიოზული სტრესი. ვიყავი ძალიან გადაღლილი - ფიზიკურათა და ემოციურად. ექიმმა ამიხსნა, რომ ჩემმა სხეულმა ვერ აიტანა ამგვარი დატვირთვა და ტვინმა გამორთო თავისი ნაწილი, ხოლო დაიტოვა ეპიზოდური მეხსიერება. რომელიც ასოცირდებოდა ემოციებთან და ძველ დროსთან.
ჩემი გონების აზრობრივი ნაწილი , რომელშიც ინახებოდა ფაქტები ხოლო მეხსიერების კონკრეტული ნაწილი ხელუხლლებელი დარჩა. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა რომ მე ვერ ვიხსენებდი საკუთარ შვილს, მახსოვდა მისი დაბადება.

ექიმმა განმიცხადა რომ ეპიზოდური მეხსიერება 8 თვის განმავლობაში დამიბრუნდებოდა. საბედნიეროდ კი მხოლოდ 6-7 კვირა დამჭირდა. მე მყავდა არაჩვეულებრივი ექიმი რომელიც ნელ-ნელა მიქარწყლებდა შიშს. მან მითხრა რომ ამგვარი ამნეზია ემართება ბევრ ადამიანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მხოლოდ რამოდენიმე ვიცი. საბედნიეროდ აღმომაჩნდა დღიურები , რომელსაც ვაწარმოებდი ბოლო 20 წლის განმავლობაში. თავდაპირველად მეგონა რომ უცხო ადამიანის ჩანაწერებს ვკითხულობდი. მაგრამ თანდათან მახსენდებოდა გაფანტული მოგონებები რომელიც ერწყმოდა ერთმანეთს. მიუხედავად იმისა რომ ძალიან შემეშინდა, მაინც არ ვნანობ იმას რაც ჩემს თავს მოხდა. ყველას არ ძალუძს დაინახოს სამყარო სხვა თვალით. მომხდარის დახმარებით მე შევძელი ჩემი ცხოვრების გადახარისხება. გადავწყვიტე შევცვალო ყველაფერი უკეთესობისკენ.

მომავალში ∞  გაღვიძება

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

9


  • krist...star თქვა:
    17 მარტი 2013 14:32 - ID: 9,
    Smiley :),
    მეც ეგრე ვარ

  • mariam.. თქვა:
    16 მარტი 2013 14:20 - ID: 8,
    რა მაგარია ://

  • Smiley :) თქვა:
    16 მარტი 2013 10:24 - ID: 7,
    რაღაც არ მჯერა, მაგრამ საინტერესო იყო:)

  • tata____tata თქვა:
    15 მარტი 2013 23:11 - ID: 6,
    საინტერესო ნიუსია, არავის ვუსურვებდი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენას sad

  • AaaNi თქვა:
    15 მარტი 2013 21:48 - ID: 5,
    საინტერესო იყო .. love

  • s თქვა:
    15 მარტი 2013 21:21 - ID: 4,
    რა საშინელება იქნება(( საინტერესო იყოო..

  • elenuca44 თქვა:
    15 მარტი 2013 21:02 - ID: 3,
    საინტერესო ნიუსი იყო მომეწონა love გააგრძელეე გთხოვ

  • Let It be Me ♥ თქვა:
    15 მარტი 2013 20:55 - ID: 2,
    ვაუ რა უცნაურია

  • anano-anano თქვა:
    15 მარტი 2013 20:36 - ID: 1,
    ძალიან კარგი და საინტერესო ნიუსიააა <3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top