;
31 მარტი 2013      dachi     37 კომენტარი     ნანახია 8828-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ქართველები

"ეშმაკის სახლი"?!

"ეშმაკის სახლი" თბილისში?! სომეხი ვაჭრის მიერ აშენებულ 10 მისტიკურ შენობაზე, რომლებიც თბილისშია გაფანტული და შეერთებისას პენტაგრამას ქმნის (5 ქიმიანი ვარსკვლავი), დიდი მითქმა-მოთქმა არსებობს. ამ ყველაფერზე ტელევიზიითაც ბევრი ითქვა და ინტერნეტ სივრცეშიც მოიპოვება ინფორმაცია, მაგრამ შენობების საიდუმლოს ჯერ კიდევ მუქი ფარდა ხურავს.
"ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი ჯობიაო" და გადავწყვიტეთ თავად მოგვენახულებინა ეს შენობები და მათგან ყველაზე პოპულარულით ე.წ. "ეშმაკის სახლით" დავიწყეთ.

სახლი მართლაც იდუმალია, დარაბებს სიძველისაგან საღებავი გადამძვრალა, მინებიც ჩამსხვრეულია, მაგრამ სადარბაზოს შესასვლელზე დაყრდნობილი "ეშმაკი" შესაშური სიმშვიდით დაჰყურებს გამვლელ-გამომვლელებს. "ეშმაკის სახლი"?!
ფოტოების გადაღების შემდეგ სახლში შესვლა ვცადეთ, კარი გარედან ბოქლომით დაკეტილი დაგვხვდა, გასაუბრება მეზობლებთან გადავწყვიტეთ.

ერთმა აღშფოთებულმა ქალბატონმა კითხვის დასმა არ გვაცადა და დაიწყო:
"ამ ეზოში წლებია ვცხოვრობთ და ცხოვრობდა ხალხი, მაგრამ ამით რა?! ვინც ამ სახლზე რამდენ სისულელეს დაწერს ყველაფერი უნდა დაიჯეროთ?! რეალობა არ გაინტერესებთ?"
- ზუსტად ამის დასადგენად მოვედით, ჭორია თუ რეალობა?
"ჭორია, ჭორი! თქვენი აზრით რა უნდა იყოს ამ სახლში? რას ეძებთ რისი ნახვა გინდათ?!"

- არის თუ არა ამ სახლში ბუხარი რომელიც საიდუმლო გვირაბით უკავშირდება იმავე არქიტექტორის მიერ აშენებულ სხვა შენობებს?
"ტყუილია ეგეც! რომელ ბუხარზეა ლაპარაკი ჩვენ არ ვიცით? და მერე სად შედიან ამ გვირაბიდან? გვირაბი კი არა საფლავი დაენატრება იმას, ვინც პირველად ეს მოიგონა და ჩვენ მოსვენება აღარა გვაქვს თქვენნაირებისგან. ამ სახლში უძვირფასესი ხალხი ცხოვრობდა: ექიმები, მხატვრები, მწერლები. კინოები: "ქორწილი". "ფესვები" ამ სახლშია გადაღებული და ეხლა გაჩნდა აქ გვირაბები?"
"ეშმაკის სახლი"?!
- არსებობს ინფორმაცია, რომ ამ სახლში, ისევე როგორც ამავე არქიტექტორის სხვა შენობებში გოგონამ თავი ჩამოიხრჩო.
"ტყულია! ეს ამბები იმ ქანდაკების გამოა ატეხილი შემოსასვლელში რომ არის, თბილისში ძეგლების მეტი რა არის? ასეთი უნდოდა იმ კაცს ვინც ააშენა და დამთავრდა. თქვენ ასეთი რაღაცეებით გინდათ გახადოთ ნაწერები საინტერესო."

- როგორც ვიცით ეს სახლი ძალიან დიდი ხანია დაკეტილია
"რას ამბობთ, 6 ოჯახი ცხოვრობდა ამ სახლში და დეკემბერში გადავიდნენ, როდესაც გაყიდეს, ეს სახლი უმდიდრესმა კაცმა იყიდა ახლა რემონტს აკეთებს და იმიტომაა დაკეტილი. აქ მოდიან უსაქმურები და სულებს ვხედავთ ამ სახლშიო...ან სული არსებობს საერთოდ? როგორ შეიძლება ასეთი სისულელე? რა უნდა ელაპარაკო ასეთ ხალხს?! ესაა ზუსტად სატანის მოძალება ამ სისულელეებით რომ უტენიან ხალხს თავს, დაწერეთ ამ ყველაფრის პასუხად, რომ ჭორებია და მერე კითხვებიც აღარავის ექნება. "

"ეშმაკის სახლი"?!

როგორც ჩვენმა რესპოდენტმა აღნიშნა ამ სახლში მხოლოდ გასული წლის დეკემბრიდან აღარ ცხოვრობენ, თუმცა თვალის ერთი შევლებითაც ჩანს, რომ ამ სახლში დიდი ხანია "სულიერს" არ უცხოვრია, არც არანაირი მიმდინარე რემონტის კვალი ჩანს...

მსგავსება ამ შენობების ორნამენტებში არქიტექტორის უცნაური ხედვაა თუ რაიმე მისტიკური არავინ იცის. აღსანიშნავია ისიც რომ ამ შენობების უმრავლესობა ახლა დანგრეული და დალუქულია...მეპატრონეებზე ინფორმაცია კი ისეთივე გასაიდუმლოებულია როგორც თავად სახლებზე...

ავტორები:
ანა ბურღაშვილი
დავით ჩირგაძე

კატეგორია: საინტერესოა, ქართველები
Tags:

37

  • Anni თქვა:
    24 აგვისტო 2013 18:12 - ID: 37,
    სიმართლე რომ ვთქვა ამ ქალის უხეშმა და რაღაცნაირმა საუბარმა უფრო დამაეჭვა:)))))) ის ხომ ვალდებული არაა ყველას უპასუხოს შეკითხვებზე და ვისაც უნდა ათვალიეროს მაგისი რა მიდის? არც არაფერი , მაგრამ რაღაც საოცრად ლაპარაკობდა დამნაშავეები თავს რომ იმართლებენ ისე, შეიძლება იმის ბრალია რომ მართლაც დაიღალა უკვე მსგავსი შემთხვევებით მაგრამ რავიცი:))))
    შეიძლება იყოს კიდეც რამე სიმართლის ნასახი... რაიცით ვისი აშენებულია , იქნებ სულაც მერე დაუმატეს ეს რაღაც და იქამდე ჩვეუელბრივი სახლი იყო და იქნებ სექტანტის გაკეთებულია რას გაიგებბ?:)))) შეიძლება ამის გამოკვლევა მაგრამ არა ჩვეულებრივი ადამიანებისაგან:)

  • 2A თქვა:
    11 აპრილი 2013 16:45 - ID: 36,
    მაგ სახლში განსაკუთრებული არაფერი არ არის:) იყო პერიოდი,როცა დაინტერესებული ვიყავი და ხშირად დავდიოდი მანდ,მარა მერე მივხვდი რო სრული სისულელეა:) მეზობლები მართლა ძაან უხეშები არიან და რამდენჯერაც მივედი იმდენჯერ ჩემი გამოგდება სცადეს:)

  • KoGHo თქვა:
    7 აპრილი 2013 17:23 - ID: 35,
    სიახლე საინტერესო იყო.
    მეზობლები - არასტუმართმოყვარენი.
    ისტორია - ძნელად დასაჯერებელი.

    ტაკ ძირჟაწ :$

  • dachi თქვა:
    5 აპრილი 2013 14:33 - ID: 34,
    სახლი ალექსანდრე შიმკევიჩმა ააშენა...

  • Tikusa თქვა:
    5 აპრილი 2013 02:10 - ID: 33,
    მე გადავიღე ეს სახლი გუშინ ... ეს სახლი გაიყიდა და ისევ რომელიღაც ოჯახის წევრმა იყიდა ... ეხლა არემონტებს და აპირებს რომ საავადმყოფო გააკეთოს .... იმ ეზოში ისეთი უხეში ხალხი ცხოვრობს გავგიჟდი ..... გადაღება წესიერად არ დამაცადეს გამლანძღეს ... ))) არ გირჩევთ ეზოში შესვლას .... ამ სახლში ვინც ცხოვრობდა ის ქალი გარდაიცვალა.... იმ ქალის მეზობლები ამბობდნენ სულაც არ იყოო უცნაური ქალიო ჩვეულებრივად ცხოვრობდაოო ))) ამ ქუჩის არც 26 ნომერში ხდება რამე უცნაური იქაც ვიყავიი ))) მე რავიცი არც ეს ვითომ ეშმაკი მეჩვენება უცნაურად უბრალოდ ფიგურაა და ვსიო :)

    ციტატა: Laaaa

  • _KoLini_ თქვა:
    2 აპრილი 2013 01:52 - ID: 32,
    inweresnooo belay

  • piratss თქვა:
    1 აპრილი 2013 20:31 - ID: 31,
    ამ სახლში ბებიაჩები და მისი და ცხოვრობდენ ვინც ცოცხლები არიან ეხაა და მართლაა კველაას დიდი ტრაგედიები დაატყა თავსს ვინც მაგ სახში ცხოვრობდაა და მაგიტო გაყიდეს ბოლოს. ეშმაკი როა გამოსახული ეგ ოთახი ბებიაჩემის იკოო და ძაან ბევრი ადამიანი კვდებოდაა ბავშვები და რავიი რაა მე არ მახსოვს 4 წლის ვიკავი რო გაუყიDიათ ეგ სახლი დაა კველამ გაყიდაა მანდ ვინც ცხოვრობდნენნ.

  • Laaaa თქვა:
    1 აპრილი 2013 18:44 - ID: 30,
    ჩემ დაკალს აკვს წასლვილს სურვილი და მაინტეესებს მეც :)) სისულელე მგონია მაგრამ მაინტერესბეს

  • IronGirl თქვა:
    1 აპრილი 2013 17:44 - ID: 29,
    ამ სახლის არქიტექტორის აშენებულია რუსთაველის თეატრი love , სასამართლოს შენობა და კიდევ ბევრი winked

  • Nini )) თქვა:
    1 აპრილი 2013 17:09 - ID: 28,
    დამაინტერესა ... what

  • im888 თქვა:
    1 აპრილი 2013 11:12 - ID: 27,
    ერთი რამ ფაქტია რომ ადამიანი რომელიც სახლს აშენებს ეშმაკის თავს და მის ნაშიერებს ტყუილად არ დაადებდა !

  • ani_1008 თქვა:
    1 აპრილი 2013 00:03 - ID: 26,
    ამ უბანში ვცხოვრობ და მთელი ბავშვობა მაგ სახლით გვაშინებდნენ უფროსი ბავშვები :D :D შესული ნამდვილად არ ვარ და არც მახსოვს ვინმე თუ ცხოვრობდა ნამდვილად მაგარმ უცნაური სახლია და რაც შეეხება გვირაბებს სოლოლაკში რამოდენიმე სახლზე მსმენია მსგავსი რამ და არც გამიკვირდება თუ მართლა არის . ხო კიდევ არის ჭორი თუ რრავი რა ამბავი რომ ამ სახლში ვინც კი ცხოვრობდა ცუდი რამ შეემთხა ყველას no ნამდვილად არ ვიცი სიმართლეა თუ არა მაგრამ ბევრისგან მსმენია

  • - Ninoo თქვა:
    31 მარტი 2013 22:39 - ID: 25,
    გვირაბები და ბუხარი საინტერესოა ძაანნ :D მარა ეხლა მთლადაც ბოლომდე სიმართე ვერ იქნება

  • koko :)) თქვა:
    31 მარტი 2013 21:33 - ID: 24,
    ჰმ... დამაინტერესა :) მაგრამ ალბათ სისულელეა.

  • ანა თქვა:
    31 მარტი 2013 21:00 - ID: 23,
    ჩაატარონ კვლევა არქიტექტორებმა და ასე შ.და მიხვდებიან ჭორია თუ რეალობა. მე პირადად მეშინია სეთების

  • Anaastasiaa თქვა:
    31 მარტი 2013 20:48 - ID: 22,
    ჩემს სკოლასთანაა ახლოს, ყოველდღე ვნახულობ მაგ სახლს, 50-ე სკოლასთანაა, თითქმის იქვეა

  • PuusKkUuuuu თქვა:
    31 მარტი 2013 19:57 - ID: 21,
    არ მჯერა მისტუკური ამბების და მსგავსი სისულელეების... სიახლე კარგი იყო:)

  • Let It be Me ♥ თქვა:
    31 მარტი 2013 19:40 - ID: 20,
    ის კაციი რაღა ეშმაკებს აქანდაკებდა? :D არავინ არ ცხოვრობს ალბათ იმიტორო "ეშმაკის თავიან" სახლში არავის მოუნდება ცხოვრება..რავიცი მე სუ რო მაჩუქონ არ ვიცხოვრებდი,მიუხედავად იმისა რომ ეს მხოლოდ ქანდაკებაა და მეტი არაფერიი

  • gvancii111 თქვა:
    31 მარტი 2013 19:33 - ID: 19,
    -ოოვვ.. მაინტერესებს რატომღაც fellow

  • Nirvana თქვა:
    31 მარტი 2013 19:27 - ID: 18,
    დამაინტერესა :X ვნახავდი ამ სახლს შიგნიდან ოღონდ wassat

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება

მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top