;
23 მარტი 2013      kathryn happyborn     22 კომენტარი     ნანახია 4157-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ფილმები

15 ფაქტი Perfume: The Story of a Murderer

15 ფაქტი ფილმზე Perfume: The Story of a Murderer

1. ფილმის სიუჟეტი 1700 წლის საფრანგეთში პარიზში ვითარდება, სადაც აუტანელ სიბინძურესა და სიღარიბეში განსაკუთრებული ნიჭის ბავშვი იბადება. ობლობაში გაზრდილი მთავარი გმირი ჟან ბატიტისტ გრენუი სურნელის შეცნობის უჩვეულო უნარითაა დაჯილდოვებული. ეს ნიჭი საბედიწერო გამოდგა : სურნელის ძიებაში ის მკვლელად გადაიქცა და შეუდარებელი სუნამოს შექმნას 12 ქალწული გოგონას სიცოცხლე შეწირა.

2. მთავარი გმირის სახელი "გრენუეი" ფრანგულად ნიშნავს ბაყაყს.
3. მთავარი გმირის შემსრულებელს თითქმის მთელი წელი ეძებდნენ სანამ შემთხვევით არ იპოვნეს ბენ უიშოუ, რომელიც იმ პერიოდში ჰამლეტის როლს ასრულებდა, რეჟისორს იმდენად მოეწონა მისი თამაში რომ იმწამსვე გადაწყვიტა მისი აყვანა."რადგან მხოლოდ მას შეუძლია არარაობიდან პიროვნებად აქციოს ეს პერსონაჟი" გაამყარა მისი არგუმენტი რეჟისორმა.

ფილმში ასევე მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები დასტინ ჰოფმანი და ალან რიკმანი. რაც შეეხება დასტინ ჰოფმანს მისი დიდი ხნის ოცნება იყო ტომ ტიკვენთან ერთად ეთანამმშრომლა ამ ფილმით კი ოცნება აუხდა.

4. ყოველ ჯერზე როცა ჟან ბატისტ გრინუიეი ტოვებს მათ ვისთანაც გარკვეული დრო უცხოვრია მათ ან კლავენ ან სიკვდილით სჯიან.




5. გრენუეს ერთი აზრის სჯეროდა რომ ყოველ ცოცხალ არსებას თავისი გასაკუთრებული სუნი აქვს. მისი ოცნება იყო ესწავლა სუნის შენახვა ამიტომაც ეუფლეობა მაცერაციის ხელოვნებას.

6. მაცერაციის მეთოდი რომლის საშუალებითაც ცდილობს გრენუი სურნელის კონკრეტულ საგნად ქცევას, სინამდვილეში 1800 წელს გამოიგონეს. ფილმში განვითარებული მოვლენები კი 1700 წელს მიმდინარეობს.




7. როცა გრენიუ მიდის მის მასაწავლებელთან სახლში (დასტინ ჰოფმანის გმირთან )პირველივე მისვლისთანავე იცის სად რომელი ნივთიერება დევს თუმცა მანამდე არასდროს არ ყოფილა იქ. ამას განსაკუთრებული უნარი არ ჭირდება, გამძაფრებული ყნოსვის მგრძნობელობის შედეგად სურნელი რომელსაც ერთხელ საფუძვლიანად დაყნოსავთ ძალიან ძნელია დაგავიწყდეთ.ისევე, როგორც კარგი მუსიკალური სმენის მქონე ადამიანებს ერთხელ მოსმენილი მუსიკალური ფრაზა არასოდეს არ ავიწყდებათ.

15 ფაქტი Perfume: The Story of a Murderer 15 ფაქტი Perfume: The Story of a Murderer

8. სუნამოს შექმნის იდეა, რომელიც ყველაზე ზემოქმედებას ახდენს და ადამიანებს გასაოცარ ჰიპნოტურ მდგომარეობაში აგდებს ავტორმა ძველი ეგვიპტური რწმენიდან აიღო. ძველ ეგვიპტელებს ჰქონდათ ასეთი ტრადიცია: ფარაონის სამარხში ინახებოდა ამფორა რომელშიც უძველესი სუნამო ინახებოდა. იგი ათაწლეულებს უძლებს და როცა მას ხსნიან ულამაზესი სურნელი აქვს ყველა ადამიანს სჯერა რომ სამოთხეშია. მის შესაქმნელად 12 ესენცია გამოიყენება რომელიც მეცნიერებმა გამოიცნეს მე13 კი ჯერ კიდევ აღმოუჩენელია, ამტკიცებენ რომ ეს ადამიანის სხეულისგან მზადდებოდა.


15 ფაქტი Perfume: The Story of a Murderer
15 ფაქტი Perfume: The Story of a Murderer 15 ფაქტი Perfume: The Story of a Murderer



9. სცენარის თანახმად მოქმედება ძველ საფრანგეთში ხდება მაგრამ რადგან თანამედროვე საფრანგეთში შესაფერისი გარემო ვერ იპოვეს ფილმის გადაღება 8 ქალაქში მიმდინარეობდა: ესპანეთში,(ბარსელონაში) გერმანიაში, (ბავარიაში, )რუმინეთსა , ნიდერლანდებში და საფრანგეთის რამდენიმე პროვინციაში. კოსტუმების უმეტესობა კი რუმინეთშია დამზადებული.

თევზის ბაზრობის სცენა გადაღებულია ბარსელონის გოთიკურ მოედანზე ამ სცენის გადაღებაში2.5 ტონა თევზი "მონაწილეობდა" . თევზის საშინელი სუნი რამდენიმე დღის მანძილზე "წამლავდა "მაცხოვრებლებს და ფილმის მსგავსად მართლაც მთელ ქალაქს იყო მოდებული.





კოსტიუმების მხატვარი პიერ ივ ჟერარდი 15 კვირის განმავლობში ქმნიდა კოსტუმებს და დაახლოებით 1400 კოსტუმი შექმნა .ტომ ტიკვენის მხკაცრი გაფრთილების თანახმად მსახიობები სამოსს კადრს გარეთაც ატარებდნენ, მასში ეძინათ კიდეც, რათა კარგად გაეთავისებინათ თავისი გმირის ხასაითი და გარემო . მთელი გადაღების მანძილზე სამოსი არ გარეცხილა, იყო დახეული, ჭუჭყიანი რომ იმ პერიოდის სიბინძურე მსახიობებისთვისაც ორგანული ყოფილიყო. ( ცნობისთვის მე19 საუკუნის პარიზში ტანს წელიწადში 2 ჯერ იბანდნენ და კანალიზაციის სისტემა არ არსებობდა) .როცა პარიზის სცენებს იღებდნენ რეჟისორი გასაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა რომ სიბინძურე დამაჯერებელად გადმოეცათ ,ამითვის მას ზედმეტ სახელიც კი დაარქვეს "სიბინძურის მბრძანებელი".

მთელი გადაღების მანძილზე ფილმის რეჟისორი ფოტოგრაფი და კოსტუმების ავტორი დეტალურად სწავლობდნენ კარავაჯოს რემბრანდტისა და ჯოსეფ ვრაიტის ფერწერულ ნამუშევრებს რომ სწორად გადმოეცათ მე18 საუკუნის ესთეტიკა.მათ ნამუშვრებზე დაყრდნობით შეიქმნა ფილმის დეკორაციის უმეტესი ნაწილი.ყველა დეკორაცია, რომელიც ფილმში ჩანს ნატურიდანაა გადაღებული. ის კი არა, ფილმის შემქნელებმა იმ პერიოდის ფლორის სახეობებიც გაითვალისწინეს რომ გეოგრაფიული გარემოც შესაფერისი ყოფილიყო.


15 ფაქტი Perfume: The Story of a Murderer


10. 2006 წლის ფილმის გერმანულ პრემიერას დაემთხვა სპეციალურად ამ ფილმისთვის შექმნილი სუნამოს პრეზენტაციაც. წიგნიდან შთაგონებულმა ფრანგმა პარფიუმერმა ტერრი მიუგლერმა შეიქმნა ექსკლუზიური სუნამო სახელად" ქალწულების სურნელი"(«Virgin N1)"18 საუკუნის პარიზის სურნელი".

11. ფილმის ყველაზე დასამახსოვრებელი ორგიის სცენის გადაღება ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა და მასში 750 ცოცხალი ნატურა მონაწილეობდა. მათი მოქმედებები პროფესიონალი ქორეოგრაფების მიერ დაიდგა .საერთოდ ფილმში მონაწილეობს 5200 ცოცხალი ნატურა ,67 ვიზაჟისტი და 520 სცენის დეკორატორი.

15 ფაქტი Perfume: The Story of a Murderer
12. ფილმის რეჟისორი ტომ ტიკვენია, რომელიც ავტორია ფილმისა" გაიქეცი ლოლა გაიქეცი". თუმცა ამ ფილმის გადაღებას წლების წინ ცდილობდენენ ისეთი დიდი რეჟისორები როგორებიცაა რიდლი სკოტი,ტიმ ბარტონი, მილოშ ფორმანი მარტინ სკორსეზე, სტენლი კუბრიკი, რომან პოლანსკი, " სანამ ღამე დადგება"ს რეჟისორი ჯულიან შაბელი . მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ტომ ტიკვენმა შეძლო ამ პროექტის განხორციელება. პროდიუსერობას კი ცნობილი ძმები ვაჩოვსკები( " მატრიცა"_ს ავტორები) უწვდნენ.(დღესდღეისობით ერთი ძმა " დად " გადაიქცა.)

13. წიგნი, რომლის მიხედვითაც ფილმი იქნა გადაღებული 1985 წელს შეიქმნა გერმანელი მწერლის პატრიკ ზუსკინდის მიერ და დღემდე მსოფლიო ბესტსელერების სიაშია.ფილმის (წიგნის)ორიგინალი სახელი"«Das Parfum»" ითარგმნება როგორც სუნი არომატი

ფილმის პროდიუსერი და სცენარისტი ბერნანდ ეიხინგერი 6 წელი ცდილობდა პატრიკ ზუსკინდისგან ეკრანიზაციის უფლების მოპოვებას. საბოლოოდ წიგნის ავტორმა 10 მლ ევროდ გასცა ამის უფლება. თუმცა სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ პროექტის მომართ და სცენარის ავტორებს ურჩევდა მაყურებლის მოსაზიდად უფრო სატირულ ჟანრში გადაეღოთ იგი.ფილმის სცენარისტი აღფრთოვანებყლი იყო ზუსკინდის მწერლური სტილის და ამბის აღწერის ოსტატობით: " მასთან იმდენად კარგად არის გადმოცემული სურნელის არსებობა და ამბის ფაბულა რომ ჩვენ მხოლოდ მუსიკა და დეკორაციები დავამატეთ რომ ფილმი შეგვექმნა."_ამბობს რეიხინგერი.


15 ფაქტი Perfume: The Story of a Murderer

14. წიგნი ასევე გახდა ნირვანას სიმღერის "Scentless Apprentice." ინსპირაციის წყარო. კურტი ყოველთვის თან ატარებდა ამ წიგნს და ამბობდა რომ თავს ამსგავსებდა გრენუისთან და მასავით აწუხებდა სამყაროსადმი გაუცხოება.

15. 2006 წელს გადაღებული ეს ფილმი ყველაზე მსხვილ ბიუჯეტიანი ფილმია გერმანულ კინემატოგრაფიაში. მისი გადაღება 50 მილიონი ევრო დაჯდა . საბოლოო მოგებამ მსოფლიო მასშტაბით 135,039,943 დოლარი შეადგინა.
ფილმის ხანგძლივობა 147 წუთია.



კატეგორია: საინტერესოა, ფილმები
Tags:

22


  • saalll თქვა:
    30 მარტი 2013 03:04 - ID: 22,
    საუკეთესოა

  • Träumer თქვა:
    28 მარტი 2013 10:45 - ID: 21,
    ჩემი უსაყვარლესი წიგნია love ბენიც იდეალურად ერგება გრენუის როლს love და საერთოდ ძალიან მაგარი ეკრანიზაციაა

  • xunwo თქვა:
    26 მარტი 2013 03:44 - ID: 20,
    იდეალურია

  • im888 თქვა:
    25 მარტი 2013 12:10 - ID: 19,
    ფილმი მართლაც საოცარია მაგრამ აი დასასრული არაშთამბეჭდავი უფრო რაღაც სხვას ველოდი....

  • hollynii თქვა:
    24 მარტი 2013 21:21 - ID: 18,
    ორივე არაჩვეულებრივია, ფილმიც და წიგნიც love

  • salome55555 თქვა:
    24 მარტი 2013 17:51 - ID: 17,
    წიგნიც წავიკითხე და ფილმიც ნანახი მაქვს. უდაოდ კარგია

  • Let It be Me ♥ თქვა:
    23 მარტი 2013 23:58 - ID: 16,
    ფილმი მაქვს ნანახი და მომეწონა...მაგრამ ->> ფილმის ყველაზე დასამახსოვრებელი ორგიის სცენის გადაღება ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა და მასში 750 ცოცხალი ნატურა მონაწილეობდა<<-- აი ეს სცენა გაუთავებელი და საზიზღარია,,,ეს ბოლო სცენა არ მომწონს

  • Fashion♥ თქვა:
    23 მარტი 2013 23:04 - ID: 15,
    აი საერთოდ ყველაზე მაგარი წიგნია!
    ფილმი არაჩვეულებრივია!
    სრულყოფილებაა, აი არვიცი საოცარი ფილმია ვისაც არ გინახავთ აუცილებლად უყურეთ!
    საოცრად ბევროს მანიშნებელია!

  • echelon თქვა:
    23 მარტი 2013 22:35 - ID: 14,
    ფილმი ძაან მაგარიაა მაგრამ წიგნი ხო საერთოდ <3 მე ყველას გირჩევთ რო აუცილებლად წაიკითხოთ love love

  • Ggvantsa თქვა:
    23 მარტი 2013 21:01 - ID: 13,
    შესანიშნავად თამაშობს ბენ უიშოუ, მზერა მიმიკა, მოქმედება...წიგნი არ მაქვს წაკითხული, მაგრამ ფილმმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა

  • ReaL-gvaNca თქვა:
    23 მარტი 2013 20:37 - ID: 12,
    კარგი ფილმია ეს

  • beauty queen თქვა:
    23 მარტი 2013 20:19 - ID: 11,
    ნიუსი ძალიან კარგია
    ეს ფილმი ვიცი კარგია ნამდვილად
    პირველად პატარა ვიყავი როდესაც ვუყურე და ძაან შემეშინდა :D

  • elga თქვა:
    23 მარტი 2013 20:11 - ID: 10,
    ვგიჟდები ამ ფილმზე მართალია ბევრი საზიზღრული სცენებია.
    ვაუუ ნიუსი უმაგრესია მაგრად გიმუშავია.
    ჩემი ფავორიტი ფილმია მაგრამ სამწუხაროდ წიგნი არ მაქვს წაკითხული და მაინტერესებს

  • nini:)(: თქვა:
    23 მარტი 2013 19:56 - ID: 9,
    არ ვიცი ეს ფილმი და ძალიან დამაინტერესდა love

  • Mari.♫ თქვა:
    23 მარტი 2013 19:24 - ID: 8,
    ოჰ, რამდენი უშრომიათ საცოდავებს.
    ვერ ვიტან ამ ფილმს.

  • takcho თქვა:
    23 მარტი 2013 18:51 - ID: 7,
    ძალიან მიყვარს.
    ეს ბიჭი რა კარგად თამაშობს. ისე წიგნში როგორი მახინჯია გრენუი, გამიკვირდა :d

  • RAMMSTEIN_TINA თქვა:
    23 მარტი 2013 17:58 - ID: 6,
    ვგიჟდები უბრალოდ ამ ფილმზე და წიგნზეც!!!!!! ძალიან კარგი და ამომწურავი სიახლეა <3

  • NiNi_N თქვა:
    23 მარტი 2013 17:41 - ID: 5,
    აუ ეს წიგნი მაქვს მაგრამ ჯერ არ წამიკითხავს...ძალიან დიდი
    მადლობა ნიუსისთვის! მომეწონა აღწერა და აუცილებლად წავიკითხავ :)

  • Gia Carangi თქვა:
    23 მარტი 2013 17:30 - ID: 4,
    წიგნი ცოტა მძიმე წასაკითხია, იმას ვგულისხმობ რომ იმდენად მძაფრადაა აღწერილი თითოეული "სუნი" შეიძლება ცუდად გაგხადოს... მაგრამ არაჩვეულებრივი ნაწარმოებია და ფილმიც შეუდარებელია!!! love

  • Sally )) თქვა:
    23 მარტი 2013 17:04 - ID: 3,
    ფილმი კარგია და წიგნი უკეთესი

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top