;
21 მარტი 2013      NiNi_N     33 კომენტარი     ნანახია 11935-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

"ტრიუმფალური თაღი"

ერიხ მარია რემარკი - ტრიუმფალური თაღი

გერმანელი მწერლის, ერიხ მარია რემარკის ეს გენიალური რომანი პირველად 1945 წელს გამოიცა და მალევე მწერლის რიგით მეორე ბესთსელერად იქცა. რომანში მოქმედება ვითარდება მეოცე საუკუნის საფრანგეთში (1930-1939წ) და მოგვითხრობს გერმანელი ლტოლვილი ექიმის - რავიკის ცხოვრებას, რომელმაც არალეგალურად გადაკვეთა საფრანგეთის საზღვრები და პარიზში დასახლდა, რათა თავი აერიდებინა ფაშისტურ სამშობლოში დატრიალებული არეულობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მას არ გააჩნია პასპორტი და უცხო ქვეყანაში პროფესიული საქმიანობის გაგრძელების უფლებაც არ აქვს, ის მაინც ეხმარება ორ ადგილობრივ, მასზე ბევრად უფრო უნიჭო ექიმებს რთული ოპერაციების გაკეთებაში. პარიზში ის სრულიად შემთხვევით ხვდება ქალს სახელად ჟოან მადუს, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდება, თუმცა მათ შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო განსხვავებული შეხედულებები აქვთ, რაც ხშირ უთანხმოებას იწვევს. რავიკმა, ისევე როგორც ჟოანმა იცის, რომ ქალი მას მიატოვებს, შემდეგ ისევ დაბრუნდება, შემდეგ ისევ მიატოვებს და ისევ დაბრუნდება. მიუხედავად ყოველიმე ამისა, ჟოანმა რავიკის მიძინებულ სულში ცეცხლი გააღვივა და ხელახლა უბოძა სიყვარულის უნარი. მოგვიანებით, რავიკის ცხოვრებაში ისევ ჩნდება ადამიანი სასტიკი წარსულიდან, სახელად - ჰააკე. ის ერთ-ერთი იმათგანია, ვინც უდანაშაულო ხალხს "დაკითხვის" მიზნით აწამებდა. რავიკმა ვერ დაივიწყა ის საშინელი ტანჯვა, რაც ჰააკემ მიაყენა წლების წინ და ერთ მშვიდ საღამოს, დიდი ხნის წინ შედგენილ გეგმას სისრულეში მოიყვანს. ჰააკე მოკლა. თუმცა იმის მაგივრად, რომ სიმძიმე და ზიზღი ეგრძნო, სიმსუბუქისა და თავისუფლების უცნაური განცდა დაეუფლა. ღამე. ტელეფონის დამაყრუებელი ზარი. ჟოანი დაჭრილია. რავიკმა ხელებზე დაიხედა. რამდენი დაჭრილი უხსნია სიკვდილისგან, რამდენი ადამიანი გამოუცლია სიკვდილის საზარელი ბრჭყალებისგან. ახლა კი, ახლა, როცა ყველაფერი ამ ხელებზე იყო დამოკიდებული, უძლური აღმოჩნდა. ჟოანი გარდაიცვალა.
"ერთი ადამიანი შეიყვარა და დაკარგა. მეორე შეიძულა და მოკლა. ორივემ თავისუფლება მიანიჭა. ერთმა მისი გრძნობა ააგიზგიზა, მეორემ წარსულის ხსოვნის ცეცხლი ჩაუქრო. სისრულეში რომ არ მოეყვანოს, ისეთი აღარაფერი დარჩენია."

ნოველის მიხედვით, რეჟისორმა ლიუის მაილსტოუნმა ფილმიც გადაიღო. Arch of Triumph
"ტრიუმფალური თაღი"
ხიდი, სადაც რომანის მიხედვით, რავიკი და ჟოან მადუ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
(საფრანგეთი, პარიზი, ალმას ხიდი - pont de l'Alma)


"- ნეტა, რისთვის ცხოვრობს ადამიანი?
- რომ იფიქროს ცხოვრების აზრზე.
- რატომ ხდება, რომ კაცი ჯერ ჭკუაში ჩავარდება და მერე კვდება?
- ბევრი ისე კვდება, ჭკუაში ჩავარდნას ვერ ახერხებს."


"- რომელი მიწიერი არსება ომობს განუწყვეტლივ და კლავს თავის მსგავსს და ნათესავს?
- რა თქმა უნდა, ადამიანი, ეს სრულქმნილების გვირგვინი, რომელმაც მოიგონა სიტყვები: სიყვარული, სიკეთე, ქველმოქმედება...
- რომელ ცოცხალ არსებას აქვს უნარი თვითმკვლელობისა და მოჰყავს კიდეც იგი სისრულეში?
- ისევ ადამიანს, რომელმაც მოიგონა მარადისობა, ღმერთი და აღდგომა."

"ტრიუმფალური თაღი"
წიგნში არსებული საინტერესო ფრაზები დამატებით იხილეთ აქ და აქ

'გამარჯვება უდარდელობას იწვევს."

"გიყვარს - ეს ნიშნავს მასთან ერთად დაბერება გინდა.'

"იცხოვრო - ნიშნავს იცხოვრო სხვებისთვის. ადამიანი ადამიანითაა."

"შეიძლება იეჭვიანო სიყვარულზე, ზურგი რომ გაქცია, მაგრამ არა მის საგანზე."

"არსად არაფერი ელოდება ადამიანს, ყოველთვის თვითონ უნდა მიიტანოს თან ყველაფერი."

"კაცობრიობის ისტორია დაწერილი იყო ცრემლითა და სისხლით და ამა ქვეყნის ძლიერთა ათასობით სისხლიან ძეგლს შორის მხოლოდ თითო-ოროლა თუ გამოერეოდა ვერცხლისფერი შუქით სხივმოსილი."

"ასეა თუ ისე, სულერთია, უნდა ამოვათრიოთ ეს ქვეყანა სისხლიდან და ტალახიდან. და, თუნდაც შენ მხოლოდ ერთი გოჯით ამოათრიო - სულერთია, მნიშვნელოვანია, რომ განუწყვეტლივ იბრძოდი, უბრალოდ, იბრძოდი. და ვიდრე ცოცხლობ, ვიდრე სუნთქავ, ხელიდან არ გაუშვა შემთხვევა, რომ ბრძოლა განაახლო."

"ტრიუმფალური თაღი"

"ადამიანი სუსტია და ეს გახლავთ მისი მომხიბლაობაც."

"მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს."

"ვიდრე ცოცხალი ხარ, არაფერია საბოლოოდ დასრულებული."

"თუ სწრაფად გამოღვიძება შეგიძლია, გადარჩენის მეტი შანსი გრჩება."

"როცა ადამიანს თითქმის აღარაფერი რჩება ცხოვრებაში, მცირედსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს."

"დრო სწრაფმავალია. გაძლება - აი, რა არის მთავარი. ოდესმე საჭირო იქნები. გაუფრთხილდი თავს და მზად იყავი."

"სიყვარული! რა არ აფარებს თავს ამ სახელს! ნაზი და საამოდ ტკბილი სხეულისაკენ მიდრეკილებაც და სულის უზენაესი აფორიაქებაც; უბრალო სურვილი ოჯახის შექმნისა და ძრწოლაც, ვინმე ახლობლის სიკვდილის შეტყობით განცდილი; შმაგი, ავხორცული ვნება..."

"დაეხმარე, თუ შეგიძლია... გააკეთე ყველაფერი, რაც შენს ხელთ არის... მაგრამ, როცა უკვე აღარაფრის გაკეთება შეგიძლია - დაივიწყე! ზურგი აქციე! გამაგრდი! შებრალება საპატიებელია მხოლოდ მშვიდობიან დროს, მაშინ კი არა, როცა საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება. დამარხე მიცვალებული და კბილით ჩაეჭიდე ცხოვრებას. შენ ჯერ უნდა იცოცხლო და იცოცხლო. დარდი დარდად დარჩება, ფაქტი კი ფაქტად. თვალი გაუსწორე სიმართლეს, აღიარე სინამდვილე. ამით სულაც არ შეურაცხყოფ დაღუპულთა ხსოვნას. მხოლოდ ასე შეძლებ იცოცხლო."

"ტრიუმფალური თაღი"

"ყველაფერი რისი მოგვარებაც ფულით ხერხდება, იაფია."

"სიკეთე ადამიანს ძალას მატებს, თუ მძიმე ცხოვრებით დაღდასმულია."

"ჭადრაკი - ეს ცალკე სამყაროა, ვიდრე თამაშობ, იგი დევნის მეორე, გარე სამყაროს. გარე სამყარო კი არც ისე სრულყოფილია."

"ცხოვრება არის ცხოვრება, არაფერი ღირს და უსასრულოდ ბევრიც ღირს. შეიძლება უარი თქვა სიცოცხლეზე - ეს ძნელი არ არის. მაგრამ განა იმავე დროს უარს არ ამბობ შურსგებაზეც, ყველაფერზე, რასაც ყოველდღე, ყოველ საათს დასცინიან, რაზედაც მასხრობენ, რასაც ეწოდება კაცობრიობის რწმენა."

"სიყვარულის ერთმა ღამემ შექმნა სახე, მხრები, თვალები - სწორედ ეს თვალები და ეს მხრები, უკვე რომ არსებობენ, სადღაც დედამიწაზე მიკარგულნი, მილიონობით ადამიანს შორის. პარიზში, ალმას ხიდზე, ანაზდად მოვიდნენ შენთან."

"ოდნავ შეიცვლება ქარი და - გამომეტყველებაც სხვანაირი ხდება. შეიძლება უცქირო ამ სახეს და იოცნებო, რაზედაც გნებავს. თითქოს ლამაზი, ცარიელი სახლია, სურათებსა და ხალიჩებს რომ ელის. ასეთი სახლი შეიძლება გახდეს, რაც გნებავთ - სასახლეც და სამეძაოც, - ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინ მოაწყობს."

"ტრიუმფალური თაღი"

"ვისაც ერთ რამეში ბედმა გაუღიმა, მეორე უნდა დათმოს."

"ყველა ცდილობს გამოჰგლიჯოს ცხოვრებას ყველაფერი,
რისი გამოგლეჯაც შეუძლია, ვიდრე აღსასრულის დღე არ დაუდგება."

"სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით. დასასრული არის დასასრული."

"სილამაზე, სიმშვიდე და უმანკოება - ეს ისე აღელვებს სულს, რომ პირდაპირ ტკივილს აყენებს."

"ვისაც უბრალო გემოვნება აქვს, მას ბევრი რამ მოსწონს, იოლად ასიამოვნებ. ასეთი კაცი ხელცარიელი არასდროს დარჩება, არც რამეს იზარალებს."

"ფანტაზიას მხოლოდ წყვილი ლურსმანი ესაჭიროება, რომ ზედ თავისი გადასაფარებელი დაკიდოს, და სულერთია,
ეს ლურსმანი ოქროსი იქნება, თუნუქისა თუ ჟანგიანი..."

"ბედისწერა ვერასდროს იქნება მშვიდ სიმამაცეზე ძლიერი, მაგრამ, თუ მთლად აუტანელი გახდება ცხოვრება, შეიძლება თავის მოკვლა."

"ტრიუმფალური თაღი"
Calvados! Cheers

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

33


  • KoGHo თქვა:
    7 აპრილი 2013 18:16 - ID: 33,
    მიყვარს ძალიან.

    კალვადოსი, მათი საყვარელი სასმელი...

  • lanii თქვა:
    25 მარტი 2013 18:47 - ID: 32,
    რემარკის ერტ-ერტი ყველაზე მაგარი ნაცარმოებია love

  • salome55555 თქვა:
    24 მარტი 2013 17:26 - ID: 31,
    ზუსტად ეხლა ვაპირებ წაკითხვას და ისე გამეხარდა რომ დავინახე ნიუსი

  • Queen Q თქვა:
    23 მარტი 2013 23:47 - ID: 30,
    არ ვიცი რამდენჯერ მაქვს წაკითხული.
    შეუდარებელი, ენით აღუწერელი წიგნია ჩემი აზრით love ყველას გირჩევთ რომ წაიკითხოთ.
    ავტორ, ფოტოები მომეწონა ძალიან + ყველაზე კარგი ფრაზები გაქვს ამორჩეული feel
    ძალიან კარგი ნიუსია, გამიხარდა რომ დავინახე

  • ani:) თქვა:
    23 მარტი 2013 19:58 - ID: 29,
    კითხვა დავიწყე და ბოლომდე ვერ მივედი :|| აუცილებლად წავიკითხავ feel

    ზოგმა ის არ იცის რომ ტრიუმფალური თაღი პარიზშია გაგეცინებათ და ასეთ შემთხვევასაც გადავაწყდი wink

  • Nina√ თქვა:
    23 მარტი 2013 11:55 - ID: 28,
    ძალიან კარგი ნიუსია love
    რამდენი ხანია უკვე ამ წიგნის წაკითხვა მინდა თან თქვენ ისეთი აღფრთოვანებით საუბრობთ აუცილებლად წავიკითხავ love

  • Anka თქვა:
    22 მარტი 2013 21:27 - ID: 27,
    wigni,romelic yvelaze metad miyvars,genialuria love love love love

  • Let It be Me ♥ თქვა:
    22 მარტი 2013 21:17 - ID: 26,
    ესეიგიი ეს წიგნი მიყვარს ძალიააააააააან.. რავიკი მაგარიი კაციაა love

  • lady_tamo თქვა:
    22 მარტი 2013 20:09 - ID: 25,
    საოცარი წიგნია, გირჩევთ წაკითხვას
    კალვადოსის გასინჯვის სურვილი მკლაავს
    საინტერესო ნიუსია

  • Scouser Kate თქვა:
    22 მარტი 2013 19:55 - ID: 24,
    უცხოელებიდან რემარკი მიყვარს ყველაზე მეტად და კაფკა. ეს წიგნი ნამდვილი შედევრია, მარა მე მაინც რემარკის ნაწარმოებებიდან ყველას "სამი მეგობარი" მირჩევნია <3

    გაიხარე ავტორ ჯიგარი ხარ :**

  • willy თქვა:
    22 მარტი 2013 19:45 - ID: 23,
    მიყვარსსს love

  • Johnny depp თქვა:
    22 მარტი 2013 16:25 - ID: 22,
    NiNi_N,
    დავამთაავრებ, ნიუსმა უფრო დამარწმუნა რომ უნდა დავამთავარო :D

  • Ggvantsa თქვა:
    22 მარტი 2013 15:24 - ID: 21,
    ძალიან პატრა ვიყავი ეს რომ წავიკითხე და სულ მაინტერესებდა რა იყო და რანაირი ეს ტრიუმფალური თაღი, პარიზი და საფრანგეთი ამ ნაწარმოებმა დამაინტერესა და შემაყვარა winked

  • MaRuSa13 თქვა:
    22 მარტი 2013 14:07 - ID: 20,
    მშურს იმ ადამიანების ვისაც ჯერ არ წაუკითხავს ტრიუმფალური თაღი და წინ ელოდებათ უდიდესი სიამოვნება და მოგზაურობა პარიზში რავიკთან ერთად love არაჩვეულებრივი სიახლეა :*

  • NiNi_N თქვა:
    22 მარტი 2013 00:48 - ID: 19,
    Hermione...♥
    Johnny depp
    Countess A.
    Anachkaa ♥
    marika0704
    -Diana-
    amanda

    დიდი დიდი მადლობა love მიხარია რომ გიყვართ ეს წიგნი love

    Johnny depp
    შენ კიდე დაამთავრე კითხვა :)

  • aleksandra თქვა:
    22 მარტი 2013 00:00 - ID: 18,
    მიყვარს რავიკი და კალვადოსის გასინჯვა მინდა მეც love

  • heilig თქვა:
    21 მარტი 2013 23:47 - ID: 17,
    NinaCobain,
    ნიინ ისევ და ისევ ერიკ მარია რემარკის 3 მეგობარს გირჩევდი პირადად,გენიალურია მართლაც რომ smile love love

  • amanda თქვა:
    21 მარტი 2013 23:34 - ID: 16,
    NiNi_N,

    აუუ ნინიი რა მაგარი ხაარ,ერთი წლის უკან წავიკითხე,მაგრამ დღემდე დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ,უუუმაგრესი წიგნია,ძალიან მიყვარს love საოცრად ცხოვრებისეულია და რემარკს არაჩვეულებრივად აქვს ეს ყველაფერი გადმოცემული love

  • Countess A. თქვა:
    21 მარტი 2013 23:20 - ID: 15,
    [/i] [/color]ერთ–ერთი ყველაზე დიდებული ნაწარმოებია.. თითოეული სიტყვა ერთმანეთსაა მორგებული და ერთიმეორის გარეშე არაფერია, თუმცაღა რემარკს წერის რთულ სტილს ნამდვილად ვერ დავწამებ.. შარშანწინ ზაფხულში წავიკითხე ეს წიგნი და ჩემს გონებაში დღემდე ტივტივებენ უბრალო, მაგრამ ძალიან დამაფიქრებელი და ღრმააზროვნული ფრაგმენტები, რომლებიც ცხოვრებას ხელისგულივით დაგანახებენ.. ამ ზაფხულშიც არ ვიტყოდი უარს კიდევ ერთხელ გადაკითხვაზე.. კალვადოსის გასინჯვის სურვილი ახლაც მკავს..მოკლედ ბრწყინვალეა..!! შეუდარელად იმუშავა ბატონმა რემარკმა..!!
    ნინი, შესანიშნავი სტატია..!![i]
    [color=#000066]

  • hollynii თქვა:
    21 მარტი 2013 23:00 - ID: 14,
    ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია love კალვადოსის გასინჯვა მინდა ძალიან wink fellow

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top