;
23 მარტი 2013      Sally ))     18 კომენტარი     ნანახია 7646-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა



მოგზაურობა ევროკავშირში

●ევროკავშირში შემავალი ქვეყნების საერთო ფართობი 4 მილიონ 242 ათასი კვადრატული კილომეტრია, რაც ერთნახევარჯერ ნაკლებია ამერიკის შეერთებული შტატების ფართობზე. მისი მოსახლეობა თითქმის 500 მილიონს შეადგენს. ევროკავშირში 27 ქვეყანაა გაერთიანებული: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, ირლანდია, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

● 2004 წელს ევროკავშირს 10 ახალი წევრ- სახელმწიფო შეუერთდა.

●ევროკავშირს საერთო დედაქალაქი და სახელმწიფო ენა არ აქვს, რადგან ერთნაირად სცემს პატივს ევროკავშირის თითოეული ქვეყნის ენის თვითმყოფადობასა და მის უნიკალურობას. თუმცა მას აქვს საერთო დროშა და ჰიმნი. ჰიმნისათვის გამოყენებულია ,,ოდა სიხარულს’’ ლუდვიგ ვან ბეთფოვენის მეცხრე სიმფონიიდან, რომელიც კომპოზიტორმა 1823 წელს შექმნა. ევროკავშირის დროშა წარმოადგენს ლურჯ ფონზე გამოსახულ 12 ოქროს ვარსკვლავისაგან შეკრულ წრეს. მართალია ევროკავშირში 27 ქვეყანაა და მათ შემდეგ სხვა სახელმწიფოებიც შეუერთდებიან, მაგრამ დროშაზე ყოველთვის 12 ვარსკვლავი იქნება, რადგან რიცხვი 12 ჰარმონიისა და სრულყოფილების სიმბოლოა.

დავიწყოთ ქვეყნებში მოგზაურობა:


ავსტრია


მოგზაურობა ევროკავშირში
დედაქალაქი - ვენა
სახელმწიფო ენა-გერმანული
ფულის ერთეული- ევრო.

მოგზაურობა ევროკავშირში
[i●]ავსტრიის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ალპების მთებს უჭირავს. ზამთრობით ათასობით სტუმარი ჩადის ავსტრიაში. ისინი არდადაგებს ატარებენ ალპებში, სადაც თხილამურებით სრიალებენ.
●ავსტრიის დედაქალაქი ვენა განთქმულია თავისი კაფეებით, სადაც სურნელოვან ყავას, ფუნთუშებსა და ნამცხვრებს მოგართმევენ.[/i]
მოგზაურობა ევროკავშირში
●ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ძალიან უყვართ ვალსი. წყვილები ასრულებენ ცეკვას,რომელთა დიდი ნაწილის ავტორია ავსტირელი კომპოზიტორი ,,ვალსების მეფედ’’ წოდებული იოჰან შტრაუსი.

●ავსტრიის მაღალ მთებში ალპურ ზონაში ხარობს პატარა ყვავილი ედელვაისი.

მოგზაურობა ევროკავშირში
●ყველა დროსი უდიდესი მუსიკოსი და კომპოზიტორი ვოლფანგ ამადეუს მოცარტი წარმოშობით ავსტრიიდან იყო. იგი ბავშვობიდანვე უდიდესი მუსიკალური ნიჭით გამოირჩეოდა.

●ჰოლივუდის კინოვარსკვლავი, ამჟამად აშშ-ს კალიფორნიის შტატის გუბერნატორი, არნოლდ შვარცნეგერი წარმოშობით ავსტრალიერია.


ბელგია
მოგზაურობა ევროკავშირში
დედაქალაქი-ბრიუსელი
სახელმწიფო ენები- ფლამანდიური,ფრანგული,გერმანული
ფულის ერთეული-ევრო

მოგზაურობა ევროკავშირში

●ბელგიაში ძალიან უყვართ ველოსიპედი.ბელგიელი ედი მერქსი მსოფლიოში სახელგანთქმული ველოსიპედისტია.
● დახელოვნებული ბელგიელი ოსტატები ოდითგანვე ქსოვდნენ ულამაზეს მაქმანებს, რომლების მთელ ევროპაში იყო ცნობილი.

მოგზაურობა ევროკავშირში
●ევროკავშირის ორგანიზაციათა უმეტესობა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელშია თავმოყრილი.
●ბელგიის ქალაქ ანტვერპენში არის მუზეუმი, სადაც ინახე სახელგანთქმული მხატვრის, პიტერ პაულ რუბენსის საუკეთესო ნახატების კოლექცია.

●მსოფლიოს ბავშვებსა და თეატრის მოყვარულთა შროსი დიდი პოპულარობით სარგებლოს ბელგიერი მწერლის, მორის მეტერლკინის ,,ლურჯი ფრინველი’’, რომელიც მრავალი ქვეყნის თეატრში იდგმება.
მოგზაურობა ევროკავშირში

●ბელგია ამაყობს თავისი უგემრიელესი და ლამაზად გაფორმებული შოკოლადით.

●ბრიუსელში არის გასართობი მინი ევრო-პარკი, სადაც დგას ევროპაში სახელგანთქმული შენობებისა და ქანდაკებების პატარა მოდელები.


მოგზაურობა ევროკავშირში

ბულგარეთი
დედაქალაქი-სოფია
სახელმწიფო ენა-ბულგარული
ფულის ერთეული-ლევი

მოგზაურობა ევროკავშირში
●ბულგარეთის თვალუწვდენელ ველებზე გადაჭიმულია ვარდისა და ლავანდის პლანტაციები. ამ ყვავილებისგან გამოხდილ სურნელოვან ზეთებს სუნამოებისა და სხვა ნელსაცხებლების დასამზადებლად იყენებენ.
●ბულგარეთის დედაქალაქი სოფია ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. იგი 7000 წლის წინ დაარსდა.

მოგზაურობა ევროკავშირში
●საინტერესოა,რომ ბულგარელებს რამდენიმე ჩვენთვის უცნაური ჟესტი აქვთ. როდესაც ისინი ამბობენ ,,დიახ’’, ჩვენგან განსხვავებით , თავს მარჯვნიდან მარცხნივ აქნევენ, ხოლო როდესაც ,,არას’’ თქმა უნდათ, თავს ზევიდან ქვევით ხრიან.
მოგზაურობა ევროკავშირში

●ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროზე არის საკურორტო ზონა, რომელსაც ,,ოქროს ქვიშებს’’ ეძახიან. აქ ზაფხულობით ბევრი ბულგარელი და უცხოელი ისვენებს.
მოგზაურობა ევროკავშირში

გერმანია
დედაქალაქი-ბერლინი
სახელმწიფო ენა-გერმანული
ფულის ერთეული-ევრო

მოგზაურობა ევროკავშირში
●დათვი ქალაქ ბერლინის სიმბოლოა.
●ცნობილი სპორტსმენები: ფორმულა 1 ის პოლოტი მიხაელ შუმახერი, ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი და მიხაელ ბალაკი და ჩოგბურთელი ბორის ბეკერი გერმანელები არიან.
●გერმანიის ქალაქ დიუსელდროფში თბილისის ,,დინამომ’’ 1981 წელს ფეხბურთში თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.

მოგზაურობა ევროკავშირში
●ყველაზე ცნობილ გერმანელ კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი და იოჰან ვოლფანგ გოეთე უდიდესი გერმანელი მწერალი წარმოშობით გერმანელები არიან.
ძმები გრიმების ზღაპრები ძალიან პოპულარულია მთელს მსოფლიოში.

მოგზაურობა ევროკავშირში
●გერმანული ძეხვი საუკეთესოდ ითვლება.
●გერმანია ცნობილია მანქანების წარმოებით. მსოფლიოში პირველი ავტომობილი გერმანიაში გამოუშვეს. აქ აწარმოებენ ,,მერსედესის’’, BMW-ს, ,,ფოლკსვაგენის’’, ,,აუდის’’ მარკის ავტომობილებს.

მოგზაურობა ევროკავშირში

დანია
დედაქალაქი-კოპენჰაგენი
სახელმწიფო ენა- დანიური
ფულის ერთეული- დანიური კრონა

მოგზაურობა ევროკავშირში
●სასახლე კრონბორგი დანიის ერთ-ერთი ყველა ცნობილი ისტორიული ძეგლია. ის ინლისელი მწერლის, უილიამ შექსპირის ტრაგედია ,,ჰამლეტის’’ წყალობით გახდა ცნობილი.
მოგზაურობა ევროკავშირში
●დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის ნავსადგურში დგას ქანდაკება. ეს არის ანდერსენის პატარა სირინოზი (ქალთევზა),რომელიც ქავზე ჩამომჯდარა და ზღვას გადასცქერის.
●დანია კუნძულებზე მდებარეობს. აქ 406 კუნძულია.

მოგზაურობა ევროკავშირში
●დანია მონარქიული ქვეყანაა,რომელსაც დედოფალი მარგრეტე მეორე მართავს.
●სასახლე კრონბორგი (ჰამლეტის სასახლე) დანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული ძეგლია. ის ინგლისელი მწერლის უილიამ შექსპირის წყალობით გახდა ცნობილი.

მოგზაურობა ევროკავშირში
მოგზაურობა ევროკავშირში
●1932 წელს დანიაში დაარსდა ასაწყობი სათამაშოების კომპანია ,,ლეგო’’. ამჟამად ,,ლეგო’’ 380 ზე მეტ სხვადასხვა სათამაშოს კომპლექტს აწარმოებს. 1968 წელს გაიხსნა გასართობი პარკი ,,ლეგოლენდი’’. აქ არის მინილენდიც - დანიისა და ევროპის ყველაზე სახელგანთქმული შემონობების პატარა მოდელები. აქვეა ჯადოსნური ზღაპრების ქვეყანა,რომელიც 50 მილიონ ლეგოს ბლოკისგანაა გაკეთებული.

დიდი ბრიტანეთი
დედაქალაქი-ლონდონი
სახელმწიფო ენა-ინგლისური
ფულის ერთეული-ბრიტანული გირვანქა სტერლინგი
მოგზაურობა ევროკავშირში
●ბრიტანეთი მონაქიული ქვეყანაა, სადაც ელიზაბედ მეორე 50 წელზე მეტია რაც მეფობს.
●დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, მდებარეობს ლოხ-ნესის ტბა. ამბობე,რომ შიგ ბინადრობს ურჩხული, რომელსაც ხალხი ნესის ეძახის.

მოგზაურობა ევროკავშირში
●ყველა იცნობს გამოჩენილ მაძებარს, შერლოკ ჰოლმსს,რომელიც ინგლისელი მწერლის არტურ კონან დოილის მოთხრობების მთავარი პერსონაჟია.
●ბრიტანელებს ძალიან უყვართ რძიანი ჩაი. ისინი ჩაის ნაშუადღევს, 5 საათზე მიირთმევენ.

მოგზაურობა ევროკავშირში
●ინგლისი ფეხბურთის სამშობლოა. დღეს ყველაზე გამოჩენილი ინგლისელი ფეხბურთელია დევიდ ბეკჰემი.
●ყველა დროის უდიდესი დრამატურგია უილიამ შექსპირი, რომლის პიესებიც ,,რომეო და ჯულიეტა’’, ზაფხულის ღამის სიზმარი’’, ,,მეფე ლირი’’ და სხვები დღესაც წარმატებით იდგმება მსოფლიოს თეატრების სცენებზე.

მოგზაურობა ევროკავშირში

ესპანეთი

დედაქალაქი -მადრიდი
სახელმწიფო ენა-ესპანეთი
ფულის ერთეული-ევრო
მოგზაურობა ევროკავშირში

2008 წელს ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში ესპანეთის ნაკრებმა გაიმარჯვა.
●მსოფლიოში ცნობილია ცეცხლოვანი ესპანური ცეკვა ,,ფლამენკო’’
●ესპანელების ტრადიციული საყვარელი სანახაობაა კორიდა-ხარების ბრძოლა.
●ყველა იცნობს დიდი ესპანელი მწერლის, მიგელ დე სერვანტესის ლიტერატურულ პერსონაჟებს დონ კიხოტსა და სანჩო პანსას. მათ ძეგლიც კი დაუდგეს.

მოგზაურობა ევროკავშირში

ესტონეთი
დედაქალაქი -ტალინი
სახელმწიფო ენა-ესტონური
ფულის ერთეული-ევრო
მოგზაურობა ევროკავშირში
● ესტონეთში ძალიან უყვართ სათხილამური სპორტი.
● ესტონეთი ბალტიის ერთადერთი კუნძულებიანი ქვეყანაა. აქ 1400-მდე კუნძულია, რომელთაგან ყველაზე დიდებია საარემა,კინუ,რუნუ და ჰიუმა.
● ესტონეთის მთავარი უნივერსიტეტი ქალაქ ტარტუშია. ესტონელი სტუდენტები ტარტუს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევენ.

მოგზაურობა ევროკავშირში

ირლანდია
მოგზაურობა ევროკავშირში
●ცეკვებსირლანდიის ტერიტორიის დიდი ნაწილი მწვანე მდელოებითა და საძოვრებითაა დაფარული.
●ირლანია სიდიდით მესამე კუნძულია ევროპაში. მას ,,მწვანე კუნძულსაც’’ უწოდებენ რადგან აქ აუარებელი პარკი და ბაღია.
●როკ მუსიკის მოყვარულებს შორის ძალზე პოპულარულია ირლანდიური ჯგუფი ,,U2’’.
გუდასტვირი ირლანდიელების ეროვნული სასულე საკრავია.

მოგზაურობა ევროკავშირში
●ირალნდიელების ტრადიციული თავშეყრის ადგილია პაბი-ლუდის ბარი, სადაც ლუდს მიირთმევენ და ცხოვრების ავ-კარგზე საუბრობენ.
მოგზაურობა ევროკავშირში

იტალია
დედაქალაქი-რომი
სახელმწიფო ენა-იტალიური
ფულის ერთეული-ევრო
მოგზაურობა ევროკავშირში
● იტალიის ქალაქ პიზაში დგას ცნობილი გადახრილი კოშკი.
● იტალიის დედაქალაქ რომს ,,მარადიულ ქალაქს’’ უწოდებენ. აქ უამრავლი სახელგანთქმული არქიტექტურული ძეგლია.

მოგზაურობა ევროკავშირში
[i●]ევროპის ყველაზე აქტიური ვულკანი ეტნა იტალიაშია, კუნძულ სიცილიაზე.
იტალიურ სპაგეტსა და პიცას სიამოვნებიით მიირთემევენ მთელი მსოფლიო.
●ქალაქი ვენეცია წყალზე დგას. მის არხებში დაცურავს ერთგვარი ნავები-გონდოლები. აქ ტრადიციისამებრ ყოველწლიურად იმართება კარნავალი,რომელშიც უამრავლი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი მონაწილეობს ნიღბებით.[/i]
მოგზაურობა ევროკავშირში
●მიქელანჯელო,ლეონარდო და ვინჩი და რაფაელი, კომპოზიტორი ჯუზეპე ვერდი და ჯაკომო პუჩინი, ვიოლინოების ოსტატი სტრადივარიუსი, მევიოლინე პაგანინი და მრავალი სხვა

კვიპროსი
დედაქალაქი-ნიქოზია
სახელმწიფო ენები- ბერძნული, თურქული
ფულის ერთეული - ევრო
მოგზაურობა ევროკავშირში
●კვიპროსის ზღვისპირა კურორტებზე ყოველწლიურად უამრავლი ხალხი ისვენებს. აქ ბევრ ტურისტს იზიდავს განსაკუთრებული გასართობი-ულამაზესი წყალქვეშა სამყაროს დათვალიერება.
მოგზაურობა ევროკავშირში

●2008 წელს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართულ მუსიკალურ კონკურს ,,ევროვიზია ჯუნიორზე’’ გაიმარჯვა ქართველი ბავშვების ჯგუფმა ,,ბზიკები’’.
მოგზაურობა ევროკავშირში

ლატვია
მოგზაურობა ევროკავშირში
● ლატვიის ერთ-ერთი სიმბოლოა ლატვიური სიმღერისა და ცეკვის ფესტივალი, სადაც მომღერალთა და მოცეკვავეთა გუნდების ათასობით წევრი იღებს მონაწილეობას.

● მრავალი წელია, ლატვიაში ყველაზე პოპულარული კომპოზიტორია საესტრადო სიმღერების ავტორი რაიმონდ პაულსი.
● ლატვიის დედაქალაქი რიგა ბალტიის ყველაზე დიდი ქალაქია. 2001 წელს მისი დაარსებიდან 800 წლისთავი აღინიშნა.

მოგზაურობა ევროკავშირში

ლიტვა
დედაქალაქი-ვილნიუსი
სახელმწიფო ენა-ლიტვური
ფულის ერთეული- ლიტი
მოგზაურობა ევროკავშირში
●ლიტვაში ძალიან უყვართ კალათბურთი. ყველაზე ცნობილი კალათბურთელია არვილას საბონისი.

●კარტოფილის ცეპელინი და ნამცხვარი საკოთისი ლიტვური სამზარეულის ტრადიციული საჭმელებია.
●ლიტვაში ხალხური რეწვის დარგია ხეზე კვეთა.
●ლიტვაში ბევრი ქარვა მოიპოვება. ქარვისგან ძალიან ლამაზ სამკაულებს ამზადებენ. აქ ქარვის რამდენიმე მუზეუმია.

მოგზაურობა ევროკავშირში

ლუქსემბურგი
მოგზაურობა ევროკავშირში
●ლუქსემბურგი ამაყობს თავისი წარსულით და აწმყოთი. ლუქსემბურგის ეროვნული ლოზუნგია ,, გვინდა დავრჩეთ ისეთებად, როგორებიც ვართ’’
●ლუქსემბურს მართავს დიდი ჰერცოგის ოჯახი.

●ევროკავშირის რამდენიმე ორგანიზაციას ლუქსემბურგში უდევს ბინა.

მოგზაურობა ევროკავშირში

ლუქსემბურგი
●ლუქსემბურგი ამაყობს თავისი წარსულით და აწმყოთი. ლუქსემბურგის ეროვნული ლოზუნგია ,, გვინდა დავრჩეთ ისეთებად, როგორებიც ვართ’’
●ლუქსემბურს მართავს დიდი ჰერცოგის ოჯახი.

●ევროკავშირის რამდენიმე ორგანიზაციას ლუქსემბურგში უდევს ბინა.


მალტა
●მალტა ევროკავშირის ყველაზე პატარა წევსრი ქვეყანაა.
●მალტა შედგება სამი კუნძულის: მალტის,გოცისა და კომინოსაგან.
●მალტაში აღმოაჩინეს რომდენიმე ტაძარი,რომლებიც ეგვიპტის პირამიდებზე ძველია.
●მალტელებს უყვართ სტუმრების თავიანთი ბაღებისა და ციხესიმაგრეების ჩვენება.

მოგზაურობა ევროკავშირში

მოგზაურობა ევროკავშირში



ნიდერლანდები(ჰოლანდია)
მოგზაურობა ევროკავშირში
●ნიდერლანდებში მესაქონლეობას მისდევენ. ყველა სიამოვნებით მიირთმევს სპეციალური წესით დამზადებულ ჰოლანდიურ ყველს.

●ჰოლანდიელები ცნობილი არიან ყვავილების, განსაკუთრებით კი ტიტების მოყვანით.
●ნიდერლანდური კომპანია ფილიპსი ელექტროტექნიკის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში.

მოგზაურობა ევროკავშირში
●ჰოლანდიაში ბევრი ქარის წისქვილია. მათ მარცვლეულის დასაფქვევად კი არა, წყლის საქაჩად იყენებენ.
მოგზაურობა ევროკავშირში


პოლონეთი
მოგზაურობა ევროკავშირში
●მთელი მსოფლიოს იცნობ მეცხრამეტე საუკუნის დიდ პოლონელ კომპოზიტორსა და პიანისტს ფრედერიკ შოპენს. შოპენი საფრანგეთში გარდაიცვალა, მაგრამ ანდერძის თაბახნად,მისი გული ვარშავაში დაკრძალეს.
●რომის პაპი იოანე პავლე მეორე პოლონელი იყო. მას ხალხი მსოფლიოს სინდისს ეძახდა, რადგან იგი მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა და ქადაგებდა მშვიდობას და ურთიერთგაგების დამყარებას.


პორტუგალია
მოგზაურობა ევროკავშირში
●ლისაბონში გადებულია ევროპის ყველაზე გრძელი ხიდი,რომელიც ვასკო და გამას სახელს ატარებს. მისი სიგრძე 16 კილომეტრია.

●პორტუგალიელები ცნობილი ზღვაოსნები არიან. მათ შორის ყველაზე მეტად გაითქვეს სახელი მეზღვაურებმა ბარტოლომეო დიასმა და ვასკო და გამამ.

მოგზაურობა ევროკავშირში
●პორტუგალიელია ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ.
მოგზაურობა ევროკავშირში

რუმინეთი
მოგზაურობა ევროკავშირში
●რუმინეთი მსოფლიოში თევზით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარი ქვეყანაა - მის წყლებში თევზის 160 სახეობაზე მეტი მოიპოვება,

●რუმინეთში ჩასული ტურისტები დიდი ინტერესით ათვალიერებენ გრაფ დრაკულას სასახლეს. სინამდვილეში დრაკულა ვაპირი არ იყო. მისგან ვაპირი შექმნა ინგლისელმა მწერალმა, რომელმაც ამ სასტიკი და დაუნედობელი კაცის სახელი გამოიყენა.


საბერძნეთი
მოგზაურობა ევროკავშირში

●2004 წელს ოლიმპიური თამაშები საბერძნეთში გაიმართა.
●საბერძნეთის დედაქალაქ ათენში შემორჩენილია ძველი ბერძნული არქიტექტურის უდიდესი ძეგლი, ციხესიმაგრე აკროპოლისი, მის ტერიტორიაზე კი ქალღმერთ ათენას ტაძალი-პართენონი.

მოგზაურობა ევროკავშირში
●პირველი სპორტული თამაშები წარმოიშვა ძველ საბერძნეთში, ქალაქ ოლიმპიაში. ეს შეჯიბრებები ზევსის პატივსაცემად იმართებოდა. ოლიპიურ თამაშებში გამარჯვებულს დაფნის ან ზეთისხილის რტოების გვირგვინს ადგამდნენ.

საფრანგეთი
მოგზაურობა ევროკავშირში
●პარიზის სიმბოლოა ეიფელის კოში,რომლის სიმაღლე 300 მეტრია.
●მსოფლიოში საუკეთესო სუნამოები საფრანგეთში მზადდება.

მოგზაურობა ევროკავშირში
●საფრანგეთი მეღვინეობის ქვეყანაა.აქ მრავალი სხვადასხვა ჯიშის ყურძნისაგან საუკეთესო ღვინოებს აყენებენ.
●ფრანგებს ყველის სამასზე მეთი სახეობა აქვთ.

მოგზაურობა ევროკავშირში

სლოვაკეთი
დედაქალაქი-ბრატისლავა
სახელმწიფო ენა-სლოვაკური
ფულის ერთეული- ევრო

●სლოვაკეთში ტატრის მთები სპორტსმენებსა და ტურისტებს შორის პოპულარული ადგილია. აქ იმართება სათხილამურო შეჯიბრებები.
●სლოვაკეთის ყველაზე პოპულარული ტრადიციული კერძია დაჭრილი კარტოფილის ატრია ყველით.


სლოვენია
მოგზაურობა ევროკავშირში
●სლოვენიაში ძალიან უყვართ მთაში ველოსიპედებით სიარულის.
●სლოვაკეთში მრავალი სხვადასხვა სახეობის სოკო მოდის.
●დედაქალაქს სახელი ლიბლიანა საყვარელს ნიშნავს.

მოგზაურობა ევროკავშირში

უნგრეთი
დედაქალაქი-ბუდაპეშტი
მოგზაურობა ევროკავშირში
●უნგრელმა რუბიკმა გამოიგონა მსოფლიოში ცნობილი სათამაშო კუბიკი, რომელიც ფერების მიხედვით უნდა აიწყოს.
●ბუდაპეშტში მრავალი ლამაზი ხიდია,რომელიც ბუდასა და ბეპშტს ერთმანეთთან აკავშირებს.


ფინეთი
მოგზაურობა ევროკავშირში
●სანტა კლაუსის ადგილსამყოფელი ლაპლანდია ფინეთშია.
●,,ნოკია’’ ფინური სატელეკომუნიკაციო კომპანიაა. იგი უშვებს მრავალგვარ პროდუქციას,მათ შორის მობილურ ტელეფონებს.
●ფინეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ტყეებითა და ტბებითაა დაფარული.



შვედეთი
●თერმომეტრი გამოიგონა შვედმა ასტრონომმა ანდერს ცელსიუსმა.
●პეპი გრძელი, კარლსონი და ემილი-ეს ლიტერატურული პერსონაჟები შექმნა შვედმა მწერალმა ქალმა ატრიდ ლინდგრენმა.

●შვედეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გემთმშენებელი ქვეყანაა.

მოგზაურობა ევროკავშირში


ჩეხეთის რესპუბლიკა
მოგზაურობა ევროკავშირში
დედაქალაქი-პრაღა
მოგზაურობა ევროკავშირში
●ჩეხური ბროლის ჭურჭელი საქვეყნოდაა სახელგანთქმული.
●პრაღაში არის ცნობილი სათამაშოების მუზეუმი,სადაც ინახება,როგორც უძველესი,ისე ყველაზე თანამედროვე სათამაშოები.


კატეგორია: საინტერესოა
Tags:

18


  • someone თქვა:
    2 აპრილი 2013 18:47 - ID: 18,
    Mari.♫,
    სასაცილო ვთქვი რამე?

  • GCF თქვა:
    24 მარტი 2013 00:47 - ID: 17,
    მე-4 ფოტო გერმანიაზე არის ესპანეთი და არა გერმანია :))))

  • sesi თქვა:
    24 მარტი 2013 00:10 - ID: 16,
    კარგი ნიუსი იყო მაგრამ შეცდომების კორიანტელი ახლდა თან რაც კითხვის დროს დისკომფორტს ქმნის :))) კარგო იქნება თუ გაითვალისწინებ :))) საერთოდ უმნიშვნელო შეცდომებს ყურადღება არ ექცევა მაგრამ აქ ბევრი იყო :) და კარგი იქნებოდა როგორც დასაწყისში იყო სურათები თანდართული ბოლომდე ეგრე დამთავრებულიყო ყველა ქვეყანაზე :) უფრო მთლიანი და კარგი ეფექტი იქნებოდა :) იმედია არ იწყენ winked smile

  • Ms.Casillas თქვა:
    23 მარტი 2013 21:42 - ID: 15,
    ესპანეთი,დიდი ბრიტანეთი,გერმანია,საფრანგეთი,იტალია,ჩეხეთი ♥

  • F.C.B თქვა:
    23 მარტი 2013 20:04 - ID: 14,
    შეუდარებელი ნიუსია........... კარგი იქნება ,,ნატოს'' წევრ ქვეყნებზეც იყოს მომავალში..... fellow ან ,,გაეროზე''

  • anideka თქვა:
    23 მარტი 2013 19:51 - ID: 13,
    love

  • Mari.♫ თქვა:
    23 მარტი 2013 19:38 - ID: 12,
    someone,
    :DF:D:D:D:D:D:D::DD:D:D:D:D:DD:D
    D::DD:D:D::DD::D:DD:D:D:D:D:D:D
    D:D:D:D:D:D:D:D:D:D
    D:D::D:D:D:D:D:D:D:D:DD


    ●მალტაში აღმოაჩინეს რომდენიმე ტაძარი,რომლებიც ეგვიპტის პირამიდებზე ძველია.

    WOW !

  • someone თქვა:
    23 მარტი 2013 18:49 - ID: 11,
    გერმანია... ოცნების ქალაქი.....

  • beonce თქვა:
    23 მარტი 2013 17:44 - ID: 10,
    სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ყველა მათგანში,განსაკუთრებით ინგლისში. love
    ნიუსი მომეწონა feel

  • Sally )) თქვა:
    23 მარტი 2013 17:05 - ID: 9,
    გმადლობთ. :*

  • ANGEL თქვა:
    23 მარტი 2013 16:34 - ID: 8,
    უვიზო რეჟიმი რომ იყოს მართლაც რა მარტივი იქნებოდა: ((
    ეს საბუთები....!

  • QiQiTo:):) თქვა:
    23 მარტი 2013 16:28 - ID: 7,
    მმმ ძალიან კარგი იყო!

  • Nina. თქვა:
    23 მარტი 2013 16:23 - ID: 6,
    უმაგრეი ნიუსი იყო ,ისეთი სიამოვნებით გადავიკითხე love

  • NiNi_N თქვა:
    23 მარტი 2013 16:20 - ID: 5,
    მმმ როგორ მომეწონა ნიუსიიი love თავისებურად ყველა ქვეყანა
    ულამაზესია და დიდი სიამოვნებით ვინახულებდი :(( love

  • Saliiii :X:X:X თქვა:
    23 მარტი 2013 16:09 - ID: 4,
    ძალიან მაგარი ნიუსია ავტოოოორ love love love კარგი ინფორმაციებია ძაან მომეწონააააა love ასე გააგრძელე და შემდეგი ალბათ ნატოს ქვეყნებს ფიქრობ ხოო? :D love

  • psiqologia თქვა:
    23 მარტი 2013 15:38 - ID: 3,
    ძალიან მააგრი ნიუსია, ავსტრია, გერმანია, ჩეხეთი, ესპანეთი love

  • Smutniak თქვა:
    23 მარტი 2013 15:19 - ID: 2,
    იდეალური ნიუსია love

  • Sofiya Cule თქვა:
    23 მარტი 2013 14:36 - ID: 1,
    წიგნი მაქ და ზუსტად ესეთი ინფორმაციები წერია feel

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top