;
22 მარტი 2013      Nanuka.     16 კომენტარი     ნანახია 1963-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ხორხე მარიო ბერგოლიო - რომის ახალი პაპი

ვატიკანში, სიქსტეს კაპელიდან ამოსულმა თეთრმა კვამლმა ამცნო მსოფლიოს, რომ კონკლავმა კათოლიკური სამყაროს ახალი რომის პაპი აირჩია. ის 76 წლის ხორხე მარიო ბერგოლიოა, რომელიც არგენტინიდან არის. პაპმა თავად გადაწყვიტა, რომ მისი ახალი სახელი იქნება ფრანცისკი. ფრანცისკი რომის 266-ე პაპია. იგი პირველი არაევროპელი პაპია 1200 წლის განმავლობაში და აგრეთვე პირველი პაპი, რომელიც იეზუიტთა ორდენშია გაწევრიანებული. აღსანიშნავია, რომ პაპის არჩევნებში 48 ქვეყნიდან 115 კარდინალი იღებდა მონაწილეობას, რომელთაგან ყველაზე მეტი - 28 წარმომადგენელი იტალიას ჰყავდა. ხორხე მარიო ბერგოლიო 2005 წელს ბენედიქტ XVI-ის კონკურენტი იყო.

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი სითბოსთვის" - თქვა თეთრებში ჩაცმულმა პაპმა წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან. "ჩემმა ძმებმა, კარდნალებმა აირჩიეს პაპი, რომელც ძალიან შორეული კუთხიდანაა, თუმცა მე აქ ვარ. ილოცეთ ჩემთვის და ჩვენ ერთმანეთს ძალიან მალე შევხვდებით"... "ღამე მშვიდობის და კარგ მოსვენებას გისურვებთ" - დაემშვიდობა ფრანცისკი ტაძართან შეკრებილ მრევლს, რომელიც ახალი პაპის არჩევას 2 დღის განმავლობაში უცდიდა.

კათოლიკურ სამყაროს ახალი რომის პაპი ჰყავს!
მოკლე ინფორმაცია:

ხორხე მარიო ბერგოლიო ბუენოს აირესში დაიბადა 1936 წელს, ხუთშვილიან ოჯახში. მამამისი იტალიიდან გახლდათ და რკინიგზაზე მუშაობდა, დედა კი დიასახლისობას ეწეოდა. ფრანცისკი ცნობილია, როგორც საოცრად უშუალო პიროვნება, რომელიც თავისი ხელით ბანდა ფეხებს გლახაკებს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს. სამახურში ყოველთვის ავტობუსით დადიოდა და ემოსა ჩვეულებრივი მღვდლის კაბა, ცხოვრობდა ჩვეულებრივ ბინაში მოხუც მღვდელთან ერთად, სადაც თავად ამზადება საჭმელს, მიუხედავად იმისა, რომ უძვირფასეს რეზიდენციაში შეეძლო ცხოვრება, როგორც ყოფილ ბუენოს აირესის ეპისკოპოსს. მან განუცხადა არგენტინელებს, რომ თუ იგი არჩევნებში გაიმარჯვებდა კი ნუ გაიმეგზარებდნენ რომში ამ მოვლენის აღსანიშნავად, არამედ ის ფული ღარიბებისთვის დაერიგებინათ.
კათოლიკურ სამყაროს ახალი რომის პაპი ჰყავს!

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ფრანცისკ I-ზე:

● მას თინეიჯერობის პერიოდში მწვავე ინფექციის გამო ერთი ფილტვი ამოაჭრეს.

● მან აირჩია სახელი ფრანცისკი, რომელიც პირველად აირჩიეს პაპების ისტორიაში. რატომ ფრანცისკი? როგორც აღმოჩნდა, ახალმა პაპმა ეს სახელი აირჩია წმინდა ფრანცისკ ასიზელის საპატივცემულოდ. ფრანცისკ ასიზელი იყო მდიდრების ოჯახში დაბადებული ჭაბუკი, თუმცა ნაცვლად მდიდრულად ცხოვრებისა იგი წმინდა პეტრეს ტაძარში ცხოვრობდა მათხოვრებთან ერთად.

● ფრანცისკი საუბრობს ესპანურად, იტალიურად და გერმანულად.

● იგი წინააღმდეგია ჰომოსექსუალთა მიერ ბავშვის აყვანის და ამ საქციელს უწოდებს ბავშვის მიმართ დისკრიმინაციას.

● ფრანცისკს სანამ პაპის წოდებას მიანიჭებდნენ, კონკლავს არჩევნების ჩატარება 2-ჯერ დასჭირდა.

● მას მიღებული აქვს პროფესორის ხარისხი ბუენოს აირესის უნივერსიტეტში ქიმიის განხრით.

● 2005 წლის არჩევნებში იგი ხმების რაოდენობით მე-2 ადგილზე გავიდა ბენედიქტ XVI-ის შემდეგ.


ფოტომასალა ვატიკანიდან:

კათოლიკურ სამყაროს ახალი რომის პაპი ჰყავს!
თეთრი კვამლი სიქსტეს კაპელიდან: ახალი პაპი არჩეულია!

კათოლიკურ სამყაროს ახალი რომის პაპი ჰყავს!
ზარების რეკვა წმინდა პეტრეს ტაძარში, მას შემდეგ რაც თეთრი კვამლი ამოვიდა.

კათოლიკურ სამყაროს ახალი რომის პაპი ჰყავს!
ფრანცისკი ესალმება მორწმუნეებს.

კათოლიკურ სამყაროს ახალი რომის პაპი ჰყავს!
მორწმუნეები, რომლებიც ლოცულობენ ახლადარჩეული პაპისთვის.

კათოლიკურ სამყაროს ახალი რომის პაპი ჰყავს!
"VIVA IL PAPA"

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

16


  • Scouser Kate თქვა:
    23 მარტი 2013 20:51 - ID: 16,
    lol

  • ani:) თქვა:
    23 მარტი 2013 19:53 - ID: 15,
    ყველა კათოლიკეს ვულოცავ ეს მათთვის დიდი სიხარულია smile
    რაც შეეხება ქვემოთ კომენტარებს გაუნათლებლობის პიკია belay

  • Nanuka. თქვა:
    23 მარტი 2013 18:35 - ID: 14,
    ani-anuka,

    უკაცრავად ბეჭდვის დროს დავუშვი შეცდომა.
    1936-ის ნაცვლად 1963 დავწერე.
    შესწორებულია:)

  • elenikojoe თქვა:
    23 მარტი 2013 14:47 - ID: 13,
    :| ღმერთო დიდიებულო, რა საშინელებაა, რა კომენტარებია? მარაზმი, მარაზმი. მერე რა, რომ კათოლიკეა? :|
    ოჰ, :|

    რაც შეეხება პაპს. ძალიან დადებითი აურის მატარებელი ადამიანია, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ :)

  • Ana))))))) თქვა:
    23 მარტი 2013 10:14 - ID: 12,
    თუ ეს ყველაფერი სინამდვილეს შეესაბამება ღირსეული პიროვნება ჩანს.

  • amanda თქვა:
    23 მარტი 2013 01:40 - ID: 11,
    მე მომწონს,კარგი ადამიანი ჩანს და რაც ყველაზე მეტად მომეწონა ისაა,რომ ჰომოსექსუალების მიერ ბავშვების აყვანას არ უჭერს მხარს !

  • tiko... თქვა:
    22 მარტი 2013 23:21 - ID: 10,
    "გაიტანეთ რა რაროჟაა რაარი :D" "ყველაზე წმინდანებეეეეეეეე :დ" ukacravad magram am komentarebis damwerebii normalurebi tuxart??? sainteresoa tu icit rassnishnavs da ramxela movnlenaa kacobriobisatvis "axli papis archeva...! dzlian arminodaa am komentaris dawera marxvis periodshi magram ravkna ubralod arshemedzloo ardamewera....saertood mivxvdi rom qartvelebis axlagazrdoba kvelaferze "gadaobs" magram wminda dgesaswaulze???? ukve amarzzenia es kvelaferi...cota dapikrdiitxolme ra ras wert...! didiimedimakvs 10 welze metiis arcerti tkvengani arikneba!

  • Smiley :) თქვა:
    22 მარტი 2013 21:02 - ID: 9,
    კომენტარებია, უკეთესს ვერ ინატრებ.
    მისი წარსულიდან გამომდინარე საკმაოდ ღირსეული პაპი ჩანს, ვნახოთ რა იქნება :)

  • keetaa თქვა:
    22 მარტი 2013 20:30 - ID: 8,
    რა დაბალი დონეა გაუნათლებლობის პიკი რა კომენტარებია რა არი.... საინტერესო იყო

  • Countess A. თქვა:
    22 მარტი 2013 20:15 - ID: 7,
    [/i] [/color] ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა კათოლიკური სამყაროსათვის და იმედია რომ ბევრ პრობლემას აღმოფხვრის.. კარგი პიროვნება ჩანს და ყველა კათოლიკეს ვულოცავ ამ მოვლენას...[i][color=#000066]

  • beonce თქვა:
    22 მარტი 2013 20:00 - ID: 6,
    მისი ბოგრაფია მომეწონა.კარგი ადამიანი ჩანს feel იმედია კარგი პაპი იქნება კათოლიკური სამყაროსთვის.

  • elga თქვა:
    22 მარტი 2013 19:59 - ID: 5,
    საინტერესო ნიუსი იყო.

    ვაუუ კომენტარები მაგარი იყო "დაგლიჯა".
    რა გვეშველება

  • Scouser Kate თქვა:
    22 მარტი 2013 19:31 - ID: 4,
    ყველაზე წმინდანებეეეეეეეე :დ

  • TaakuuSha)))))))) თქვა:
    22 მარტი 2013 17:30 - ID: 3,
    გაიტანეთ რა რაროჟაა რაარი :D


    Follow me on We♥it
    Tumblr

  • ani-anuka თქვა:
    22 მარტი 2013 17:19 - ID: 2,
    უკაცრავად და თუ 76 წლისაა 1963 წელს როგორ დაიბადა???? belay

  • mariami222 თქვა:
    22 მარტი 2013 15:42 - ID: 1,
    ძალიან კარგი პაპი ჩააანსსს

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top