;

23 March 2013      Hermione...♥     Views 5800    
Category: Fun, Interesting

დღეისათვის ხალხის უმრავლესობა უყოყმანოდ ამტკიცებს, რომ შეზღუდელი უნარი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც სიბრალულით უყურებენ უსინათლო, სმენადაქვეითებულ, გონებაჩამორჩენილ და სხეულის სერიოზული დაზიანების მქონე ადამიანებს. გახსოვდეთ, რომ ასეთ ადამიანებს ყველაზე ნაკლებად სიბრალული სჭირდებათ!!! ისინი ჩვენ არაფრით ჩამოგვრჩებიან და მეტიც - მათი დიდი ნაწილი უნიკალური ნიჭით არის დაჯილდოებული. ჰელენ კელერი იყო ადამიანი, რომელმაც მიუხედავად სიბრმავისა და დაქვეითებული სმენისა, დაუღალავი შრომის შედეგად ისწავლა კომუნიკაცია, წერა-კითხვა, ჩააბარა უნივერსიტეტში და მთელი თავისი ცხოვრება იმ ადამიანების მხარდაჭერასა და გამხნევებას მიუძღვნა, რომლებსაც საზოგადოება, სიბრალულით თუ ირონიულად, ინვალიდებს უწოდებს. კელერმა მართლაც შეძლო იმის დასმტკიცება, რომ ამქვეყნად ყველას თანაბრად შეგვწევს მსოფლიოს უკეთესობისაკენ შეცვლის ძალა!!!
ჰელენ კელერი-იმედის ნათელი სხივი უსინათლოთა სამყაროში
საინტერესო ფაქტები:

* ჰელენ კელერი 1880 წლის 27 ივნისს დაიბადა აშშ-ში, ალაბამას შტატში. გოგონა 19 თვის იყო, როდესაც მენინგიტით დაავადდა, რამაც მხედველობა და სმენა დაუქვეითა, ადრეულ ასაკში სმენადაქვეითებულმა კი 7 წლამდე საუბარიც არ იცოდა.

* წლების შემდეგ, მემუარებში, ჰელენმა აღნიშნა, რომ 1887 წელს მეორედ დაიბადა. ეს ის დროა, როდესაც გოგონა აღსაზრდელად ახალგაზრდა ძიძას, ენ სალივანს მიაბარეს. ენს თავიდან ძალიან უჭირდა ჰელენის მოვლა, მაგრამ არ ნებდებოდა, რადგან ოდესღაც თავადაც ბრმა იყო და კარგად იცოდა უსინათლო ცხოვრების სირთულეების შესახებ. სალივანმა თავდაპირველად ბრაილის შრიფტის კითხვა ისწავლა, შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ როგორმე იგი ჰელენისთვისაც ესწავლებინა.

* მოგეხსენებათ, რომ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული უნარები დაქვეითებული აქვთ, სხვა გრძნობები განსაკუთრებულად აქვთ განვითარებული. ასე იყო ჰელენის შემთხვევაშიც. ენი მას ხელში აწვდიდა სხვადასხვა საგნებს, შემდეგ კი ბრალის შრიფტის მეშვეობით ასწავლიდა მათ მნიშვნელობებს. სალივანმა ასევე სცადა, რომ ჰელენისათვის ბგერების გამოთქმა ესწავლებინა და ასეც მოხდა...

* ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ენი და ჰელენი ბაღში სეირნობდნენ, მათ შადრევანს ჩაუარეს. ჰელენს ხელზე წყლის წვეთები შეესხურა; გოგონამ უკვე იცოდა, თუ რა მოხდა ხელზე და დაახლოებით როგორ უნდა გამოეთქვა მისი სახელი. სასწაული მოხდა და ჰელენმა პირველი სიტყვა თქვა!!!

* პირველი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, ჰელენმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ საუბარი უნდა ესწავლა. მან ეს მძიმე შრომისა და დიდი დროის შემდეგ, მაგრამ მაინც მოახერხა. ჰელენმა ნელ-ნელა გამართულად წერა-კითხვაც ისწავლა და უნივერსიტეტშიც წარმატებით ჩააბარა.

* ჰელენისა და ენის მეგობრობა სალივანის გარდაცვალებამდე, ანუ 49 წლის განმავლობაში გაგრძელდა.

ჰელენ კელერი-იმედის ნათელი სხივი უსინათლოთა სამყაროში
* უნივერსიტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ, ჰელენმა მთელი ამერიკის შეერთებული შტატები მოიარა ენ სალივანთან ერთად. ისინი სტუმრობდნენ ბავშვთა საავადმყოფოებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და ლაზარეთებს; ჰელენი ამხნევებდა და ცხოვრების გაგრძელების სტიმულს აძლევდა სხვადასხვა ფიზიკური პრობლემების მქონე ადამიანებს, რომლებიც, კელერის შემხედვარენი, რომალმაც სიბრმავისა და დაქვეითებული სმენის მიუხედავად წარმოუდგენელი სიმამაცე გამოიჩინა და ღირსეულად წარმართა თავისი ცხოვრება, სიცოცხლის გაგრძელებისა და რაიმე ღირებულის გაეთების სურვილს პოულობდნენ.

* დაუჯერებლად მოგეჩვენებათ, მაგრამ ჰელენ კელერმა ბოლოს ისიც დაამტკიცა, რომ მისთვის არც სიბნელე არსებობდა და არც სიჩუმე. მან ისწავლა ცურვა, ცხენოსნობა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა. კელერი ოპერაშიც ხშირად დადიოდა, მცირედით კმაყოფილდებოდა და მწირი ტალღების მიერ მიწოდებული ბგერებით ტკბებოდა.

* ენ სალივანის სიკვდილის შემდეგ, ჰელენმა მდივანი, შოტლანდიელი პოლი ტომპსონი აიყვანა, რომელთანაც ასევე ბრწყინვალე ურთიერთობა ჰქონდა. II მსოფლიო ომის შემდეგ მათ შექმნეს საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაზარალებულ ჯარისკაცებს ეხმარებოდა.

* ჰელენ კელერი 1968 წლის 1 ივნისს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ მისი სახელი და დიადი საქმეები არასოდეს დასამარდება.

ჰელენ კელერი-იმედის ნათელი სხივი უსინათლოთა სამყაროში
გამონათქვამები:

-შენი წარმატებაც და კრახიც შენზეა დამოკიდებული. გაიღიმე, საკუთარ თავს შეუძახე, რომ ბედნიერი ხარ და ყველაფერი კარგად იქნება.

-იმას, რაც ამქვეყნად ყველაზე ლამაზია ვერც შეეხები, ვერც მოისმენ და ვერც დაინახავ. ის გულით უნდა იგრძნო.

-ოპტიმიზმი წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე წინ წარგიძღვებათ. არაფერი გამოვა იმედისა და თავდაჯერებულობის გარეშე.

-მეგობართან ერთად სიბნელეში სეირნობა მარტო, სინათლეში სეირნობაზე სასიამოვნოა.

-სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი ახარჯავს დროს ეშმაკთან ბრძოლაში. მათ ეს დრო და ენერგია საყვარელ ადამიაებს რომ დაახარჯონ, ეშმაკები თავისთავად დამარცხდებიან.

-სიყვარული იმ ყვავილს ჰგავს, რომელსაც ვერ შეეხება, მაგრამ რომლის არომატიც მთელ ბაღს სასიამოვნო სურნელს სძენს.

-საკუთარი თავის შეცოდება კაცობრიობის უდიდესი მტერია.

-ერთადერთი რაც სიბრმავეზე უარესია, არის მხედველობა მოვლენების ადეკვატური აღქმის გარეშე.

-ცხოვრება ან დიდი თავგადასავალია, ან სულაც არაფერი.

-ცოდნა სიყვარულია.

-განათლების უმაღლეს მწვერვალს ტოლერანტობა წარმოადგენს.

-ცხოვრება მცოლოდ განცხრომასა და სიამოვნებას რომ წარმოადგენდეს, ჩვენ არ გვექნებოდა სიმამაცისა და მოთმინების უნარი.

ჰელენ კელერი-იმედის ნათელი სხივი უსინათლოთა სამყაროში


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top