;

24 March 2013      ✿GiRL From VoGue✿☆     Views 4588    
Category: Fun, Interesting

მოდა და მხატვრობამოდა და მხატვრობა

ალბათ ყველასათვისაა ცნობილი ფაქტი, რომ მხატვრობა ადამიანის სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და შინაგანი ენერგიის გამონთავისუფლების ბრწყინვალე საშუალებაა, თუმცა ხელოვნების ეს დარგი მხოლოდ ადამიანს როდი ემსახურება, მხატვორბა ოდითგანვე ითვლება მოდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საგნად, აქ ლაპარაკია არა მარტო ნაჭრის ტონების განაწილებებსა და მოდური ესკიზების (ილუსტრაციების) თანაფარდობაზე, არამედ პოდიუმზე, ქუჩაში, სახლში ან თუნდაც სხვა გარემოებებში "დაბადებული" სიახლეებისა და ამ იმპროვიზაციების ინოვაციებად ქცევასა და სიბრტყობრივ ჩანახაზებზე, რომელთაც დღეს, თანამედროვე ეპოქაში - მოდურ ესკიზებს, ეტიუდებსა და ილუსტრაციებს უწოდებენ. ზემოაღნიშნული ნამუშევრები კი ხშირ შემთხვევაში, ჩვეულ და ტიპაჟურ ხელოვნების ნიმუშებად იქცევიან ხოლმე.

მოდა და მხატვრობა

მეცხრამეტე საუკუნე - ეპოქა, როდესაც მოდისადმი სწრაფვას ყოველი ახალგაზრდა, გემოვნებიანი ქალბატონი აფრქვევდა. ამ პერიოდს თან ერთვის ინოვაციებისა და სიახლეების, რბილად რომ ვთქვათ " სიგიჟეების" ეტაპობრივი გამომგონებლობა და სხვა სტერეოტიპური გამოხატულებანი, ასევე ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ ეპოქაში უკვე მჭიდროდ და ფართოდაა გავრცელებული "ნაჭრის ევოლუცია" , ანუ გადახარისხებების ტიპებიც. სწორედ მოდის ამ აღმავლობის პიკმა წარმოსთქვა ფრაზა, რომ " მხატვრობა მოდის ნაკვალევია" და აქ არ იგულისხმება გრაფიკა, ფერწერა ან თუნდაც გრავიურული ნამუშევრები, მხედველობაში უნდა წარმოვიდგინოთ უახლესი იდეებისაგან განხორციელებული მოდური ჩანახატები.

მოდა და მხატვრობა

რათქმაუნდა მხატვრობას და მხოლოდ მას შემოაქვს უპირველესი და უნივერსალური სიახლეები მოდის სამყაროში, მისი საშუალებით ხდება არა მარტო უახლესი ტანისამოსებისა და ლუქების ხორცშესხმა, არამედ მთლიანად, სრული კოლექციებისა და სანახაობების მასჭტაბური წარმოება. ერთი სიტყვით, მხატვრობა, ისევე როგორც მოდა ისეთ ცნებებს მიეკუთვნებიან, რომელთა შესაძლებლობებიც უსაზღვრო და ამოუწურავია.


მოდა და მხატვრობა
მოდა და მხატვრობა
მოდა და მხატვრობა
მოდა და მხატვრობა
მოდა და მხატვრობა
მოდა და მხატვრობა


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top