;
24 მარტი 2013      lady_tamo     21 კომენტარი     ნანახია 7005-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

8 მცირე და დამაფიქრებელი მოთხრობა

ნიუსში თქვენ იხილავთ არც თუ ისე ცნობილი ავტორების ასევე უცნობ ნაწარმოებებს, რომლებიც სულ რამდენიმე წინადადებისგან შედგება, თუმცა მოცულობის სიმცირის მიუხედავად მასში დიდი აზრი დევს. მათი უმეტესობა ტრაგიკული შინაარსისაა, თუმცა თითოეული მათგანის მიზანია თქვენში აღძრას აზროვნების უნარი და დაგაფიქროთ ცხოვრებისეულ საკითხებზე.


რობერტ ტოპკინსი "სიმართლის ძიებაში"

"როგორც იქნა ამ მიტოვებულ, ჩაცუმებულ სოფელში მისი ძიება შეწყდა. კოცონთან, განმარტოებით იჯდა სიმართლე.
მას არასოდეს უნახავას მასზე ბებერი და მახინჯი ქალი.
- თქვენ სიმართლე ხართ?
ბებერმა, ჩამომჭკნარმა არსებას აღტაცების კივილი აღმოხდა.
- მითხარით, რა უნდა გადავცე მთელ მსოფლიოს? რა ჭეშმარიტება?
ბებერმა კოცონს მიაფურთხა და უთხრა:
- უთხარი მათ, რომ მე ახალგაზრდა და ლამაზი ვარ."


8 მცირე მოთხრობა


ჯეინ ორვისი "ფანჯარა"


მას შემდეგ, რაც რიტა სასტიკად მოკლეს, კარტერი ფანჯარასთან იჯდა.
არავითარი ტელევიზორი, კითხვა, წერა. მისის ცხოვრება ის იყო, რაცას ფარდის მიღმა ხედავდა.
მას ფეხებზე ეკიდა, ვის მოჰქონდა საჭმელი, ვინ იხდიდა გადასახადებს. ის არ ტოვებდა ოთახს.
მისის ცხოვრება - მორნენალი სპორტსმენები, წელიწადის დროების ცვლა, მიმავალი ავტომობილები, რიტას აჩრდილი.
კარტერი ვერ გებულობს, რომ ოთხ კედელს შუა მოქცეულ, იზოლირებულ პალატაში ფანჯარა არ არის.


8 მცირე მოთხრობა


ჩარლზ ენრაიტი. "სული"

როგორც კი ეს მოხდა, სახლისკენ ავჩქარდი, რომ ცოლისთვისმეამბო ტრაგიკული ამბავი. მაგრამ მან, როგორც ჩანს, საერთოდ ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი. მან ვერც კი შემამჩნია. ის იყურებოდა ჩემს მიღმა და დაისხა სასმელი. ჩართო ტელევიზორი.
ამ მომენტში გაისმა ტელეფონის ზარი. ის მივიდა და აიღო ყურმილი.
მე დავინახე, როგორ წაეშალა სახე. ის ხმამაღლა ატირდა.


8 მცირე მოთხრობა


ენდრიუ ე.ჰანტი "მადლიერება"


თბილი საბანი, რომელიც საქველმოქმედო ფონდში მისცეს, კომფორტულად ეცუტებოდა მის მხრებს, ხოლო ფეხსაცმელები, რომლებიც დღეს იპოვა ნაგვის ურნაში, სულაც არ უჭერდა.
ქუჩის სინათლე მის სულს ათბობდა ამ საშინელი სიცივის შემდეგ.
ქუჩის სკამის ჭრაჭუნი ასეთი ახლობელი იყო მისი ბებერი ზურგისთვის.
"მადლობა უფალო, "- ფიქრობდა ის - "ცხოვრება უბრალოდ შესანიშნავია!"


8 მცირე მოთხრობა


ბრაიან ნიუელი "რა სურს ეშმაკს"


ორი ყმაწვილი ბიჭი იდგა და უყურებდა როგორ შორდებოდა მათ ნელ-ნელა სატანა. მისი მაჰიპნოზირებელი თვალების სიკაშკაშე კვლავაც არ შორდებოდათ გონებიდამ.
- მისმინე, შენგან რა უნდოდა?
- ჩემი სული. შეგნან?
- მონეტა ტელეფონ-ავტომატისთვის. სასწრაფოდ ქონდა დასარეკი.
- გინდა, წავიდეთ ვისადილოთ?
- მინდა, მაგრამ ფული სულ აღარ დამრჩა.
- არაუშავს, სამაგიეროდ მე დამრჩა ბევრი.


8 მცირე მოთხრობა


ჯეი რიპი "ბედისწერა"


რჩებოდა მხოლოდ ერთი გამოსავალი: ჩვენი ცხოვრება საბოლოოდ უნდა გახვეულიყო სიძულვილისა და სიამოვნების ტუმანში, ჩვენ სასწრაფოდ უნდა გადავეწყვიტა. მონეტას მივენდეთ: "საფასური" - ჩვენ ვქორწინდებოდით, "ბორჯღალი" - სამუდამოდ ვშორდებოდით.
მონეტა ავაგდეთ. მან ამოიხვნეშა და მონეტას დახედა. 'საფასური'.
ჩვენ მივაშტერდით მას უიმედო მზერით.
შემდეგ, ერთხმად, ჩვენ ვთქვით: "იქნებ კიდევ ერთხელ ავაგდოთ?"


8 მცირე მოთხრობა



ოგასტ სალემი "თანამედროვე მედიცინა"


ფარების დამაბრმავებელი სინათლე, დამაყრუებელი დამუხრუჭების ხმა, აუტანელი ტკივილი, აბსოლუტური ტკივილი, შემდეგ თბილი, სუფთა ცისფერი სინათლე. ჯონმა თავი იგრძნო გასაოცრად ბედნიერად, ახალგაზრდად, თავისუფლად, ის მიემართებოდა სინათლის წყაროსკენ.
ტკვილი და სიბნელე უეცრად კვლავ დაბრუნდნენ. ჯონმა ნელა, ძლივძლივობით გაახილა დასიებული თვალები. ბინტი, გიფსი. ორივე ფეხი გაქრა. მტირალი ცოლი.
- შენ გადაგარჩინეს, ძვირფასო!


8 მცირე მოთხრობა


ალან ე.მეიერი "უიღბლობა"


მე გავიღვიძე წელის საშინელი ტკივილით. თვალები გავახილე და დავინახე მედდა.
- მისტერ ფუდჯიმა- მითხრა მან,- თქვენ გაგიმართლათ, თქვენ გადარჩით ორი დღის წინ ჰიროსიმას დაბომბვისას. მაგრამ თქვენ უკვე საავადმყოფოში ხართ, თქვენ არაფერი გემუქრებათ.
- სად ვარ?
- ნაგასაკიში, - მითხრა მან.


8 მცირე მოთხრობა







კატეგორია: საინტერესოა
Tags:

21


  • Ana smiley თქვა:
    28 მარტი 2013 11:39 - ID: 21,

    მე გავიღვიძე წელის საშინელი ტკივილით. თვალები გავახილე და დავინახე მედდა.
    - მისტერ ფუდჯიმა- მითხრა მან,- თქვენ გაგიმართლათ, თქვენ გადარჩით ორი დღის წინ ჰიროსიმას დაბომბვისას. მაგრამ თქვენ უკვე საავადმყოფოში ხართ, თქვენ არაფერი გემუქრებათ.
    - სად ვარ?
    - ნაგასაკიში, - მითხრა მან. love
    ბოლო საერთოდ არაჩვეულებრივი იყოო სიტყვები არ მყოფნის

  • Bao თქვა:
    26 მარტი 2013 23:02 - ID: 20,
    გილოცავ თამო, შესანიშნავი პუბლიკაცია გამოვიდა. რომ არ გავითვალისწინოთ ტექსტის ცოტაოდენი ხარვეზებიი smile ეეჰ, ხიროსიმა და ნაგასაკი.



    ____________________
    დრონი მეფობენ და არა მეფეები.

  • _KoLini_ თქვა:
    25 მარტი 2013 12:21 - ID: 19,
    madliereba request

  • Afrodite...♥ თქვა:
    25 მარტი 2013 08:08 - ID: 18,
    ძალიან საინტერესო სტატიაა თამო, დამაფიქრებელი და სულში ჩამწვდომი love
    nini:)(:
    შენს შენიშვნა, რომ ავტორს გული ჩაემატებინა არამგონია გამოსულიყო, რადგან გული მინიატურაა, მინიატურა კი როგორც მოგეხსენება ძალიან ლაკონურად ჩამოყალიბებული მოთხრობაა, რომელსაც ერთი მონაკვეთიც რომ ამოაცალო მთავარი იდეა დაირღვეოდა, ამიტომ ვერანაირ შემთხვევაში ავტორი ვერ ამოიღებდა რაიმე მონაკვეთს, თუმცა დაგეთანხმები ნამდვილად არაჩვეულებრივი ნაწარმოებია love

  • sofii თქვა:
    24 მარტი 2013 23:01 - ID: 17,
    dzalia miyvars kitxa da am motxrobebma shemdzra dzalian kargi statia dsa motxrobebia cxovrebaze dagafiqrebs <3

  • lovelygirl თქვა:
    24 მარტი 2013 19:50 - ID: 16,
    ალან ე.მეიერი "უიღბლობა" :OOOOOOOOO

  • nini:)(: თქვა:
    24 მარტი 2013 19:48 - ID: 15,
    mariami222,
    მეც ძალიან მიყვარს love

  • MARAUDER თქვა:
    24 მარტი 2013 19:47 - ID: 14,
    აუუ ძაან მაგარი სტატია იყო, მომეწონა ძალიან love
    ბოლო sad რამდენი მასეთი უიღბლო დადის დედამიწაზე

  • nanukana თქვა:
    24 მარტი 2013 19:39 - ID: 13,
    აუ ასეთი პოსტი მართლა არ წამიკითხავს არასდროს......სუ დადე ეგეთები.... ყოჩაღ...

  • Ninikoo_18 თქვა:
    24 მარტი 2013 18:56 - ID: 12,
    "მადლიერება" request

  • Nina√ თქვა:
    24 მარტი 2013 18:40 - ID: 11,
    ძალიან კარგი ნიუსია ვისიამოვნე love love

  • QiQiTo:):) თქვა:
    24 მარტი 2013 18:09 - ID: 10,
    wink

  • mariami222 თქვა:
    24 მარტი 2013 17:49 - ID: 9,
    ვაიმეე ძალიან მომეწონაა <3 აუუ კიდეეე მინდააა

    nini:)(:,
    გული ახლა წავიკითხეე.. ვაიმეე არ ვიიცი, უმაგრესიაა. აქამდე არ ვიცოოიდი ;|||||||||||

  • niniiiii თქვა:
    24 მარტი 2013 17:20 - ID: 8,
    საინტერესო ფაქტებიც დადე რაა love

  • kristi_ თქვა:
    24 მარტი 2013 17:08 - ID: 7,
    Let It be Me ♥,
    ეშმაკზე ის რომ ანუ მიყიდა სული და ბოლო ის რომ ნაგასკშიც და ჰიროსიმაშიც ორივეგან ატომური ბომბი "გასკდა"
    ძალიან კარგი ნიუსი იყო

  • anideka თქვა:
    24 მარტი 2013 16:54 - ID: 6,
    ბოლოო smile

  • suslika თქვა:
    24 მარტი 2013 16:19 - ID: 5,
    ჯეი რიპი "ბედისწერა
    ბრაიან ნიუელი "რა სურს ეშმაკს"
    ენდრიუ ე.ჰანტი "მადლიერება"
    ყველაზე ემტად ესენი მომეწონა

  • Let It be Me ♥ თქვა:
    24 მარტი 2013 15:49 - ID: 4,
    ძაან საიტერესო იყო,მაგრამ ორი ვერ გავიგე: ეშმაკზე და ბოლო..
    სული მომეწონა და სიმართლე ყველაზე მეტად

  • s თქვა:
    24 მარტი 2013 15:49 - ID: 3,
    რა კარგი იყო ))))))))

  • Baby Girl თქვა:
    24 მარტი 2013 15:29 - ID: 2,
    მთავარზე რო იდო ის მომეწონა მე ყველაზე მეტად ^^

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top