;
25 მარტი 2013      -Diana-     29 კომენტარი     ნანახია 13159-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

სტენდალი - "წითელი და შავი"

„წითელი და შავი“ ისტორიული და ფსიქოლოგიური რომანია, რომელიც გამოქვეყნდა 1830 წლის ნოემბერში. ნაწარმოებში მოქმედება XIX საუკუნის საფრანგეთში მიმდინარეობს, ქვეყანა ნაპოლეონის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებადაა გაყოფილი. ჟიულიენს, მთავარ გმირს, რომელიც გლეხის შვილია, ქალაქის მერის ცოლი, ქალბატონი დე რენალი შეუყვარდება
სტენდალი - "წითელი და შავი"

შეთქმულება ანადგურებს ყველა ტიტულს, რომელიც ადამიანს სოციალური შემთხვევების წყალობით ეძლევა, შეთქმულების წყალობით ადამიანი ერთბაშად ი მსაფეხურს აღწევს, რომელიც შეეფერება მის გამბედაობას განსაცდელში. აქ თვით გონებაც კი კარგავს თავის ძალაუფლებას

მღვდელმა ქალს სიყვარული ისეთ შემზარავ სურათად წარმოუდგინა, რომ ეს სიტყვა მას მხოლოდ გულისამრევ გარყვნილებად ეჩვენებოდა

ორპირობა მხოლოდ მაშინაა სასარგებლო, როცა დაფარულია

ღმერთო ჩემო, შეიძლება დავქვრივდე! - გაიფიქრა ქალბატონმა დე რენალმა, მაგრამ იმავე წუთში გულში თქვა, - თუ ამ დუელს ხელი არ შევუშალე (ეს კი მე შემიძლია), ჩემი ქმრის მკვლელი გავხვდები

იმ წუთში ახალგაზრდა დიაკვანმა, რომელიც მღვდელს წირვაზე შველოდა, წმინდა ნაწილების ამაღლებისა დარეკა, ქალბატონმა დე რენალმა თავი დახარა ისე, რომ წუთით მისი სახე თითქმის სრულიად დაფარა თავსაბურმა. ჟულიენი მას ვეღარ ცნობდა ისე კარგად; დამბაჩა ესროლა და ააცდინა; მეორეჯერ ესროლა: ქალი დაეცა

რა შეიძლებოდა მას მოესურვებინა? სიმდიდრე, კეთილშობილება, ჭკუა, სილამაზე? ყოველივე ეს, როგორც მას ეუბნებოდნენ და როგორც მასაც სჯეროდა, ბედისწერას მისთვის უკვე მიემადლებინა უხვი ხელით
სტენდალი - "წითელი და შავი"

რა ბედნიერებაა, რომ შეყვარებული ვარ. მე მიყვარს, ეს ცხადია!

ეს რა სიყვარულია, რომელიც მთქნარებას იწვევს? ჯობია ღვთისმოსაობაში გადავვარდე

შეიძლება ეს შეხედვა მხოლოდ კომედია იყოს, მაგრამ რას ნიშნავს მისი აჩქარებული სუნთქვა და შეშფოთება? ვაჰ, მე ვინ ვარ, რომ ასეთი რამეები გავსაჯო? აქ საქმე ეხება ისეთ რამეებს, რაც ყველაზე მეტად მომხიბვლავი და ფაქიზია პარიზელ ქალებში. ეს აჩქარებული სუნთქვა, რომელმაც კინაღამ გული ამიჩუყა, ალბათ თავისი საყვარელი მსახიობი ქალისგან, ლეონტინა ფესაგანგადმოიღო

თქვენი გამგზავრება მაიძულებს გამოგიტყდეთ.. მე არ ძალმიძს თქვენი განშორება ავიტანო

სატუსაღოში წაიყვანეს. საკანში შეიყვანეს, ხელებზე ბორკილები დაადეს და მარტოდმარტო დატოვეს; კარი მიუხურეს და ორი გასახებით დაკეტეს. ყოველივე ეს ისე ჩქარა მოხდა, რომ მას არაფერი უგრძვნია.
- მადლობა ღმერთს, ყოველივე გათავდა, - თქვა ხმამაღლა, როცა გონს მოვიდა, - ჰო, ორ კვირაში გილიოტინა მომელის.. თუ თავი მოვიკლა მანამდე?

ამ ჯურღმულის ნესტიანი ჰავის ბრალია, რომ მარტოობაზე ვფიქრობ. რა საჭიროა ორპირობა? მე გულს მიღონებს არა სიკვდილი, არა ჯურღმული და არა ნესტიანი ჰაერი, არამედ ქალბატონ დე რენალთან განშორება. განა ბედს შევჩივლებდი, მთელი კვირები რომ ვერიერში მეცხოვრა, მისი სახლის სარდაფში ვყოფილიყავი დამალული და ეს ქალი ხანდახან დამენახა ?
სტენდალი - "წითელი და შავი"

ეს ცრემლები ისე არ შეეფერებოდა მის ჩვეულებრივად ვაჟკაცურად მტკიცე სახის გამომეტყველებას, რომ ამ მანდილოსანს გული აუჩუყდა

მე არა ვარ ანგელოზი.. მე თქვენ კარგად გემსახურებოდიტ, თქვენც სულგრძელად მაჯილდოვებდით.. მე მადლიერი ვიყავი თქვენი

თვით უგონიერსეი ინგლისელი ყოველდღე ჭკუაზე ცდება ერტი საათით: ამ ხნის განმავლობაში მას ქენჯნის თვითმკვლელობის დემონი, რომეიც ამ ქვეყნის ღმერთია

რა უგუნური ვარ, ამ საბრალო მოხუცის დანახვას მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოეწვია სევდა, მეც რომ ისეთივე სიკვდილი მელოდეს, როგორიც სხვებს; მაგრამ სწრაფი სიკვდილი და ისიც გაფურჩქნის ასაკში, მიცავს ასეთი სამწუხარო მიხრწნილებისაგან

ვაითუ, როცა სავარძელში ჩავჯდები, სავარძელმა ხელები მომიჭიროს და გავქრე. ვისღა მოჰკითხავს ჩემს თავს ჩემი მოახლე? ჟანდარმთა უფროსი არ ჩაერევა ამ საქმეში.. მე მარტო ვარ ამ დიდ ქალაქში

არა უშავს რა, უარესი იქნებოდა, რომ არავითარი შთაბეჭდილება არ მოეხდინა ამ ხელისუფლებითა და სიამოვნებით გამძღარ აბატზე
სტენდალი - "წითელი და შავი"

მე მიყვარდა ჭშმარიტება.. სად არის იგი?.. ყველგან ფარისევლობა, ან საუკეთესო შემთხვევაში თაღლითობაა გამეფებული, თვით სათნო, თვით დიდი ადამიანების წრეში

სადღაა ჭეშმარიტება? სარწმუნოებაში?.. შეიძლება ჭეშმარიტ ქრისტიანობაში, რომლის მღვდელმსახურნი ჯილდოს არ მიიღებდნენ, როგორც არ იღებდნენ მოციქულნი

განმარტოებით ცხოვრება!.. რა საშინელი ტანჯვაა!..

.. ამრიგად, სიკვდილი, სიცოცხლე, მარადისობა მეტად მარტივი საგნებია იმისთვის, ვისაც საკმაოდ განვითარებული ორგანოები აქვს მათ შესაცნობად
სტენდალი - "წითელი და შავი"

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

29


  • TaKki თქვა:
    27 თებერვალი 2014 23:30 - ID: 29,
    ძააან მიყვარს ეს წიგნი.. ფილმის ნახვა მინდოდა, დავიწყე და ისე ბანძადაა ყველაფერი გაგრძელება აღარ მომინდა recourse sad ნეტა ვინმემ გადაიგოს კარგად ((

  • Ms.Casillas თქვა:
    14 ივნისი 2013 19:03 - ID: 28,
    მმ დღეს დავიწყე

  • Mari.♫ თქვა:
    28 მარტი 2013 21:32 - ID: 27,
    ოჰ, სორელ.
    არ დამიმთავრებია რადგან ვერ დამაინტერესა დიდათ

  • gnr თქვა:
    26 მარტი 2013 21:52 - ID: 26,
    ადვილი წასაკითხი წიგნი ნამდვილად არაა მაგრამ არამგონია ვინმემ ინანოს წაკითხვა

  • anuky თქვა:
    26 მარტი 2013 20:34 - ID: 25,
    ადრე წავიკითხე და დავიწყებული მქონიაა recourse

  • Smiley :) თქვა:
    26 მარტი 2013 18:50 - ID: 24,
    გამონათქვამებით ნამდვილად არ გამოირჩევა, მაგრამ ზოგადად ძლიერი წიგნია :) თუმცა არც ისეთი კარგი, როგორიც მეგონა. ძაან გადაჭარბებული ნათქვამია ის, რომ ის წიგნია, რომლის აზრსაც წლების განმავლობაში შესაძლებელია ვერ ჩაწვდე. ნიუსი კარგია.

  • elga თქვა:
    26 მარტი 2013 16:32 - ID: 23,
    მაქვს წაკითხული ესე 4წლის წინ . ეხლა კიდე ვინათხოვრებ და გადავიკითხავ მიყვარს წიგნებს ხელმეორედ რო ვუბრუნდები.
    მართლა კარგი წიგნია აი ცოტა ძნელი წასაკითხია.
    "რა ბედნიერებაა. რო შეყვარებული ვარ, მე მიყვარს, ეს ცხადია!.".
    პირველად სულ სხვა განცდა და ემოცია დამიტოვა და აი ეხლა მეორედ სულ სხვა ემოციას დამიტოვებს

  • different... თქვა:
    26 მარტი 2013 15:22 - ID: 22,
    winked

  • Ana))))))) თქვა:
    26 მარტი 2013 08:40 - ID: 21,
    წავიკითხე და ვთვლი რომ ზედმეტად ადრე ,ეს წიგნი ერთხელ კი არა ცხოვრებაში მინიმუმ სამჯერ უნდა წაიკითხო,ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე .სწორედ ამას ვაპირებ. ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ ,როდესაც მეორედ წავიკითხავ სულ სხვანაირად გავიგებ,ბევრ საკითხს უფრო ღრმად გავიაზრებ.ისე კი რაც უდავოა არის ის რომ შესანიშნავი მწერლის დიდებული ნაწარმოებია .საერთოდ ფრანგული მწერლობა განსაკუთრებით ახლოსაა ჩემთან .))

  • -Diana- თქვა:
    26 მარტი 2013 00:25 - ID: 20,
    elene_elene,
    kristi_,
    psiqologia,
    Countess A.,
    NiNi_N,
    Tamo Gallagher,

    - ძალიან დიდი მადლობაა love

  • anamaisashvili თქვა:
    25 მარტი 2013 23:25 - ID: 19,
    ჯერ ეს ერთი წაკითხვა გამიჭირდა,და მეორეც წაკითხვამდე ამ წიგნze iseti ილუზიები შემითხზეს რომ მერე ცოტა არიყოს იმედი გამიცრუვდა.

  • MaRyaLiCe თქვა:
    25 მარტი 2013 22:51 - ID: 18,
    ძალიან მიყვარს ეს წიგნიი love

  • White Fang თქვა:
    25 მარტი 2013 22:07 - ID: 17,
    მეც ვერ დავამთავრე ბოლომდე.. მეც ორჯერ დავიწყე wink

  • mariland1 თქვა:
    25 მარტი 2013 22:05 - ID: 16,
    Taly ოოო ჰესე არაჩვეულებრივია, უდავოდ. წაკითხული მაქვს, მაგრამ სტენდალის სხვა ნაწარმოებები მირჩევნია. "შეიძლება კაცი მეცნიერი იყოს, ხელობა ისწავლოს, მაგრამ ვაჟკაცობის სწავლა შეუძლებელია“ –საინტერესო გამონათქვამია. ისე გამიხარდება ჰესეს რომელიმე ნაწარმოებზეც რომ შეიქმნას ნიუსი

  • lady_tamo თქვა:
    25 მარტი 2013 21:50 - ID: 15,
    ნახევარი წავიკითხე და აღარ გამიგრძელებია, მომბეზრდა და აღარ დამაინტერესა
    შეიძლება კიდევ ჩავუჯდე, მაგრამ ფაქტია რომ ჩემზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა

  • TAKO))tako თქვა:
    25 მარტი 2013 21:45 - ID: 14,
    ორჯერ დავიწყე წაკითხვა ორივეჯერ ორას გვერდამდე მივედი და დავანებე თავი აგარცმინდა წაკიტXვა.

  • elene_elene თქვა:
    25 მარტი 2013 21:08 - ID: 13,
    ძალიან მიყვარს ეს წიგნი, მაგრამ რატომღაც ქალბატონი დე რენალი არასდროს მომწონდა, ძალიან საწყალი და სუსტი იყო. მატილდა არის ჩემი უსაყვარლესი პერსონაჟი ამ წიგნში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უარყოფითი თვისების მატარებელი იყო, იგი იყო ძლიერი და გაბედული ქალი. მისი საქციელი ნაწარმოების ბოლოს კი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ სიტყვებით აღწერაც კი შეუძლებელია. ძალიან კარგი ნიუსია <3

  • suslika თქვა:
    25 მარტი 2013 21:04 - ID: 12,
    ზუსტად ერთI კვირის წინ დავამთავრე ამ წიGნის კითხვა და მე ძალიან მომეწონა გარდა ჟულიენის ისტორისაა უამრავი პაქტებია საფრანგეთის ისტორიაზე. რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო

  • lulu :) თქვა:
    25 მარტი 2013 21:01 - ID: 11,
    miyvars es wigni

  • Let It be Me ♥ თქვა:
    25 მარტი 2013 20:57 - ID: 10,
    წაკითხული მაქვს და ძალიან მაგარიაა..
    მე ვფიქრობ რომ წიგნებზე ასაკობრივი ზღავი არსებობს და პატარა თინეიჯერიი ვერ ჩაწვდება დიდ და ფილოსოფიურ წიგნს.. თუმცა ეს წიგნი არც ისეთი ფილოსოფიურია,გაცილებით რთულად გასაგები წიგნებიც არსებობს.. თუმცა მე მიყვარს ეს წიგნი ძალიან.. ჩემეულია

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top