;
27 მარტი 2013      mariami222     46 კომენტარი     ნანახია 9234-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა




ჩვენს ცხოვრებას მომენტები ქმნიან, არ აქვს მნიშვნელობა ისინი ბედნიერია თუ არა, მთავარია ფაქტი, ამიტომ გთავაზოვთ პატარა ცხოვრებისეული ისტორიების მეორე ნაწილს, რომელიც დაგაფიქრებთ ცხოვრებაზე:

დღეს, როდესაც ჩემს კლასელს ვუთხარი, რომ მამაჩემი მძულს, მან გაკვირვებულმა შემომხედა და მითხრა: ,,მე კიდევ ვოცნებობ, რომ ერთხელ მაინც შემხვდეს"

მე არ მჯეროდა სასწაულების, სანამ დღეს, ჩემი 19 წლის შვილმა საშინელი დიაგნოზის მერე, რომ ის ვერასოდეს ვერ გაივლიდა, პირველი ნაბიჯები არ გადადგა და დავინახე მის სახეზე სიხარულით გამოწვეული ღიმილი

დღეს, ჩემი 5 წლის შვილმა მკითხა, თუ რატომ იჯდა მოხუცებული კაცი გადასასვლელთან ასე მარტო, მე მას ავუხსენი, რომ მას არ ყავდა ოჯახი, არ ქონდა ფული და ასე უწევდა ცხოვრება. ჩემმა პატარამ სევდიანი თვალებით შემომხედა და მითხრა: ,,მამა გთხოვ, მიეცი მას ფული და საჭმელი, არ მინდა, რომ ის მოკვდეს“


დღეს, 7 წელი გავიდა საშინელი ტრაგედიის მერე. სწორედ ამ დღეს, 7 წლის წინ როდესაც დედა მანქანით მიდიოდა წინ პატარა ბავშვმა გადაურბინა, დედამ საჭე ვერ დაიმორჩილა, მაგრამ ბავშვისთვის, რომ არ დაერტყა მანქანა, ელექტრო ბოძს დააჯახა. დღეს პატარა ბავშვი უკვე 20 წლისაა და ყოველი თვის დასაწყისში დედასთვის ყვავილების თაიგული მოაქვს.

დღეს, 20 წელი გავიდა ჩემი ძმის სიკვდილიდან. მისი გული, რომელიც ტრანპლანტაციის საშუალებით გადაუნერგეს ბიჭს დღეს ჩემს დაზე სიგიჟემდეა შეყვარებული.

ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც დაგაფიქრებენ [2]


დღეს, იმ მძიმე წლების შემდეგ, რომელიც ალკოჰოლთან ბრძოლას მოვანდომე თავს სრულიად ბედნიერად ვგრძნობ. მინდა გითხრათ, რომ მე და ჩემი მეუღლის სიყვარული ისე ძლიერი არასოდეს ყოფილა, როგორც ახლა.

დღეს, ჩემ შეყვარებულს ვუთხარი, რომ ორსულად ვარ. არ ვიცი, რას მეტყვის ის, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩემს ცხოვრებაში პირველად აღარ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც არ მინდა.. მე დედა გავხდები

დღეს, როდესაც მანქანა გავაჩერე წითელზე, დავინახე ხელჯოხიანი ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც გადასვლაში ეხმარებოდა ინვალიდის სავარძელში მჯდომ უცნობ მამაკაცს.

დღეს, საკმაოდ დიდ რიგში მომიწია დგომა ჰოთ-დოგის საყიდლად. სულ რაღაც 2.50 დოლარი ღირდა. ჩემთან მოვიდა მოხუცი კაცი, ღარიბულად მაგრამ სუფთად ჩაცმული და 1 დოლარი მთხოვა. გავხსენი საფულე ამოვიღე ხუთ დოლარიანი და გავუწოდე. მან იყიდა 2 ჰოთ-დოგი, მივიდა უცნობ ქალბატონთან, რომელიც ხის ძირში იჯდა და მისცა.

დღეს, რამდენიმე წლიანი ფსიქოლოგიური და ემოციური წამების შემდეგ, რომელიც გადავიტანე, როდესაც ტელეფონი მირეკავს, მე ისევ მაქვს იმედი, რომ ეს მამაჩემია.

ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც დაგაფიქრებენ [2]


დღეს, ჩემი ბიოლოგიური დედა, რომელიც ჩემი დაბადებიდან არასოდეს ყოფილა ჩემი ცხოვრების ნაწილი, გახდა ჩემი დონორი. მან ისევ მაჩუქა სიცოცხლე.

დღეს, 17 წელი გავიდა ჩემი დაბადებიდან. მას შემდეგ, რაც დედას უთხრეს, რომ დიდი რისკი იყო ჩემი დაბადების და უკეთესი იქნებოდა აბორტი, მაგრამ დედამ ეს არ გააკეთა. დღეს ორივენი ჯანმრთელები და ბედნიერები ვართ.. დედას გადაწყვეტილება კი სამუდამო დარჩა.

დღეს, ჩემმა მეგობარმა, რომელსაც უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს გადაიღო ფოტოები და ატვირთა სოციალურ ქსელში.. სურათებში კარგად ჩანს გადაპარსული თავი, მისი ღიმილი და შეყვარებული, რომელიც ეხუტება. ბევრმა შეილება თქვას ,,რა ცოდოა“, მაგრამ მას უყვარს სიცოცხლე და იბრძვის

დღეს, როდესაც სასტუმროს ფანჯრიდან ვიხედებოდი, ძალიან შორიდან გავარჩიე ორი სილუეტი, კაცი და ქალი, რომელიც ეხუტებოდნენ ერთმანეთს და იცინოდნენ.. ცოტახანში ახლოდან შევხედე მათ. ისინი ჩემი მშობლები იყვნენ. ნეტავ გენახათ ჩემი კმაყოფილი და ბედნიერი სახე.

დღეს, როდესაც მოხუცი ქალბატონი გავიდა კაფიდან, მივედი მისი მაგიდის ასალებლად. მას დაეტოვებინა 90 დოლარი და პატარა ფურცელი წარწერით: ,,86 წლის ვარ და ვიცი ეს ფული შენ უფრო გამოგადგება, ვიდრე მე“

დღეს დავეჯახე ვიღაცას, რომელმაც გამახსენა ისევ ვიღაც, რომელსაც შეეძლო ჩემი გაღიმება

ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც დაგაფიქრებენ [2]


დღეს, გარეთ საფულე ვიპოვე. გავხსენი, შიგ 300 დოლარი და უამრავი საბუთები დამხვდა. მოვძებნე პირადობის მოწმობა, გავიგე მისამართი და მივუტანე პატრონს.. ბიჭი გაგიჟდა, როცა დამინახა. უამრავი მადლობა მითხრა, უკან რომ ვბრუნდებოდი 300 დოლარი საფულეში ჩამიდო და მითხრა: ,,შენ უამრავ პრობლემას ამარიდე.. ნეტა ყველა ასეთი იყოს“

დღეს, 10 წლიანი ბრძოლის მერე ალკოჰოლიკი აღარ ვარ. მე დავრწმუნდი, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ძალიან გვინდა.

დღეს, როდესაც სალაროსთან რიგში ვიდექი, დავინახე კაცი, რომელმაც ზუსტად 12 ვარდი იყიდა, როდესაც მოლარეს შეხედა, დაინახა, რომ ის მოწყენილი იყურებოდა. მამაკაცმა გაიღიმა და უთხრა: ,,მე ვიყიდე 11 ვარდი ჩემი მეუღლისთვის“ შემდეგ მეთორმეტე ვარდი გაუწოდა მოლარეს.


დღეს, როდესაც რესტორნიდან გამოვედი და გასეირნებას ვაპირებდი, წინ კაცი გადამიდგა და მკითხა, იქნებ დავხმარებოდი და ცოტა საჭმელი მიმეცა მისთვის. მე ყურადღეება არ მივაქცია და წამოვედი.. ორ წუთში ვიგრძენი, რომ მაძღარი ვიყავი, კმაყოფილი, მაგრამ ძალიან ცუდდად ვგრძნობდი თავს. გავიქეცი მთელი სისწრაფით, დავეწიე კაცს და 100 დოლარი მივაწოდე.


დღეს, როდესაც მედიცინის სიახლეებს ვეცნობოდი, გამახსენდა მამაჩემი, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა რადიაციული დასხივებით, როდესაც ექიმმა უთხრა მას, რომ ყველა მედიკამენტით შეძლებდნენ მის დახმარებას მამაჩემმა უთხრა მას: ,,დაანებეთ თავი ჩემს მკურნალობას, სამედიცინო რესურსი და მედიკამენტები სხვებს უფრო ჭირდებათ, მე ხომ 76 წლის ვარ“


დღეს, როდესაც ბაბუაჩემი ექიმთან მიმყავდა გზაზე შუქნიშნის გამო გაჩერება მოგვიხდა.. ბაბუაჩემმა გაიღიმა, შემომხედა და მითხრა: ,,შენ ყოველთვის იბღვირები და ბრაზდები, როდესაც წითელი ინთება, მაგრამ არასოდეს არ გამოხატავ სიხარულს, როდესაც მწვანე ფერის დრო დგება. ასე არიან ადამიანები, ისინი ბრაზდებიან, როდესაც ცხოვრება მკაცრად ექცევა, მაგრამ არ ამბობენ მადლობას და არ უხარიათ, როდესაც სიხარულის რეალური მიზეზი ეძლევათ“

ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც დაგაფიქრებენ [2]


დღეს ვათვალიერებდი ფეისბუქს. შევამჩნიე ორი ჯგუფი იმ ადამიანების საპატივცემულოდ, რომელნიც ამ ორი დღის წინ გარდაიცვალნენ. გოგონა იყო ძალიან კარგი, ლამაზი, ჭკვიანი, მაგრამ არც ისე პოპულარული. მისი გარდაცვალების მიზეზი მთვრალი მძღოლი აღმოჩნდა. ბიჭი იყო უპასუხისმგებლო, უხეში, მაგრამ ძალიან პოპულარული სკოლაში. სწორედ ის იყო მთვრალი მძღოლი.. გოგონას ჯგუფში 62 ადამიანია, ბიჭისაში კი 602. რა უცნაურები ვართ ადამიანები...


დღეს ჩემმა მეგობარმა ჩარლიმ თავი მოიკლა ღამის ორ საათზე.. და მე მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე შემოსული ზარები მისგან 1:56 წუთზე.


დღეს, ჩემ გვერდზე მომუშავე, ახალგაზრდა ლამაზმა და როგორც მეგონა სიცოცხლის მოყვარულმა გოგონამ თავის მოიკვლა ცადა...

დღეს, ხანში შესული ქალბატონი ბენზინგასამართ სადგურთან მომიახლოვდა და მითხრაა: ,,იცით, მე ძალიან მერიდება, მაგრამ თქვენი დახმარება მჭირდება“ იმ წამსვე ვიფიქრე, ალბათ ფულს მომთხოვს-მეთქი, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ ქმარი რამოდენიმე დღის მკვდარი ჰყავდა და არ იცოდა როგორ ხდებოდა ბენზინის ჩასხმა.

ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც დაგაფიქრებენ [2]


დღეს, ჩემს სარეგისტრაციო პუნქტთან დედა და შვილი მოვიდნენ. პატარა დედას ფეხზე ეხუტებოდა და გულიანად კისკისებდა, დედას უთხრა: ,,მიყვარხარ დედიკო“. ქალმა უხეშად მოიქნია ხელი და ბავშვი თავიდან მოიშორა. მე ახლა ვზივარ სახლში და ვნატრობ ის პატარა ჩემთანაც გაჩნდეს


დღეს, როდესაც ერთი წელი გავიდა ჩემი შეყვარებულის სიკვდილიდან, გადავწყვიტე, კარადიდან მისი ნივთები გამეტანა. მის ერთ-ერთ მაისურში შემთხვევით საქორწინო ბეჭედი და ჩემი საყვარელი ბენდის კონცერტის ბილეთები ვიპოვე , რომელიც ერთი დღის შემდეგ უნდა გამაართულიყო მისი სიკვდილიდან.

ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც დაგაფიქრებენ [2]


დღეს, როგორც ყოველი 4 წლის განმავლობაში მამამ მოკრიფა ჩვენი ბაღიდან ვარდები და დედასთან წაღებას აპირებდა. რომ ჩუმად უკან გავყევი, მან მიიტანა ყვავილები დედაჩემის საფლავზე და ჩუმად თქვა: ,, ნეტავ მაშინ შემძლებოდა ამ ყვავილების შენთვის მორთმევა, როცა ცოცხალი იყავი“


დღეს, ჩემი მეუღლე მოვიდა ჩემთან, მაკოცა ლოყაზე, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. როდესაც საავადმყოფოდან დამირეკეს და მითხრეს საშინელი ავარიის შესახებ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი, დავიწყე ტირილი.. შევედი სააბაზანოში, რომ წყალი შემესხა სახეზე და როდესაც სარკეში ჩავიხედე დავინახე მისი პომადის კვალი ჩემს ლოყებზე ისევ იყო“

ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც დაგაფიქრებენ [2]

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

46


  • elentussaa თქვა:
    28 სექტემბერი 2013 10:34 - ID: 46,
    ვტირი სულ .......

  • kaziolll თქვა:
    30 ივლისი 2013 11:34 - ID: 45,
    ნუ მატირებთ რა sad

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    24 ივნისი 2013 19:48 - ID: 44,
    დღეს, 17 წელი გავიდა ჩემი დაბადებიდან. მას შემდეგ, რაც დედას უთხრეს, რომ დიდი რისკი იყო ჩემი დაბადების და უკეთესი იქნებოდა აბორტი, მაგრამ დედამ ეს არ გააკეთა. დღეს ორივენი ჯანმრთელები და ბედნიერები ვართ.. დედას გადაწყვეტილება კი სამუდამო დარჩა.

    დღეს, 7 წელი გავიდა საშინელი ტრაგედიის მერე. სწორედ ამ დღეს, 7 წლის წინ როდესაც დედა მანქანით მიდიოდა წინ პატარა ბავშვმა გადაურბინა, დედამ საჭე ვერ დაიმორჩილა, მაგრამ ბავშვისთვის, რომ არ დაერტყა მანქანა, ელექტრო ბოძს დააჯახა. დღეს პატარა ბავშვი უკვე 20 წლისაა და ყოველი თვის დასაწყისში დედასთვის ყვავილების თაიგული მოაქვს.

    დღეს, რამდენიმე წლიანი ფსიქოლოგიური და ემოციური წამების შემდეგ, რომელიც გადავიტანე, როდესაც ტელეფონი მირეკავს, მე ისევ მაქვს იმედი, რომ ეს მამაჩემია.

    დღეს, როდესაც ბაბუაჩემი ექიმთან მიმყავდა გზაზე შუქნიშნის გამო გაჩერება მოგვიხდა.. ბაბუაჩემმა გაიღიმა, შემომხედა და მითხრა: ,,შენ ყოველთვის იბღვირები და ბრაზდები, როდესაც წითელი ინთება, მაგრამ არასოდეს არ გამოხატავ სიხარულს, როდესაც მწვანე ფერის დრო დგება. ასე არიან ადამიანები, ისინი ბრაზდებიან, როდესაც ცხოვრება მკაცრად ექცევა, მაგრამ არ ამბობენ მადლობას და არ უხარიათ, როდესაც სიხარულის რეალური მიზეზი ეძლევათ“

    დღეს ვათვალიერებდი ფეისბუქს. შევამჩნიე ორი ჯგუფი იმ ადამიანების საპატივცემულოდ, რომელნიც ამ ორი დღის წინ გარდაიცვალნენ. გოგონა იყო ძალიან კარგი, ლამაზი, ჭკვიანი, მაგრამ არც ისე პოპულარული. მისი გარდაცვალების მიზეზი მთვრალი მძღოლი აღმოჩნდა. ბიჭი იყო უპასუხისმგებლო, უხეში, მაგრამ ძალიან პოპულარული სკოლაში. სწორედ ის იყო მთვრალი მძღოლი.. გოგონას ჯგუფში 62 ადამიანია, ბიჭისაში კი 602. რა უცნაურები ვართ ადამიანები...

    დღეს ჩემმა მეგობარმა ჩარლიმ თავი მოიკლა ღამის ორ საათზე.. და მე მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე შემოსული ზარები მისგან 1:56 წუთზე.

    დღეს, როდესაც ერთი წელი გავიდა ჩემი შეყვარებულის სიკვდილიდან, გადავწყვიტე, კარადიდან მისი ნივთები გამეტანა. მის ერთ-ერთ მაისურში შემთხვევით საქორწინო ბეჭედი და ჩემი საყვარელი ბენდის კონცერტის ბილეთები ვიპოვე, რომელიც ერთი დღის შემდეგ უნდა გამაართულიყო მისი სიკვდილიდან.
    ...
    უმაგრესია, სიტყვები არ მყოფნის, ძალიან თბილი ნიუსი იყო, ამეტირა, მართლა დამაფიქრებელია, აი ძალიან კარგი იყო love ყოჩარ ავტორო <3

  • tata____tata თქვა:
    23 აპრილი 2013 23:07 - ID: 43,
    აუუ კიდევ დადეთთ love

  • tiko_lovely თქვა:
    19 აპრილი 2013 20:14 - ID: 42,
    magaaariaaaaaaaaaaaaaaaaaa!!!!!!!!!!!!!!1

  • bubunia:) თქვა:
    19 აპრილი 2013 19:00 - ID: 41,
    დღეს ჩემმა მეგობარმა ჩარლიმ თავი მოიკლა ღამის ორ საათზე.. და მე მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე შემოსული ზარები მისგან 1:56 წუთზე. ვაიმე ამაზე ცუდად გავხდიი ის ზარი რო ენახა და რო ეპასუხა ხო შეძლებდა მისი სიცოცლის გადარჩენას.....ვაიმე რა საშაინელებაა...(((((((
    ავტორო დიდებული ნიუსია ბრავოო.... love love love

  • mariami222 თქვა:
    9 აპრილი 2013 20:27 - ID: 40,
    KoGHo, ნიუსი მთლიანად ნათარგმნია ამერიკული საიტიდან. ნაცნობში რა იგულისხმეთ ვერ მივხვდი :)

  • KoGHo თქვა:
    7 აპრილი 2013 17:42 - ID: 39,
    ძალიან კარგი სიახლე იყო. უბრალოდ, ზოგი არ იყო ნამდვილი.
    ერთი, ნაცნობის შემოქმედებიდანაა.

    მაინც კარგი იყო.

  • μαριαμι თქვა:
    3 აპრილი 2013 21:19 - ID: 38,
    დღეს, 17 წელი გავიდა ჩემი დაბადებიდან. მას შემდეგ, რაც დედას უთხრეს, რომ დიდი რისკი იყო ჩემი დაბადების და უკეთესი იქნებოდა აბორტი, მაგრამ დედამ ეს არ გააკეთა. დღეს ორივენი ჯანმრთელები და ბედნიერები ვართ.. დედას გადაწყვეტილება კი სამუდამო დარჩა. ....
    მომეჩვენა თუ თითქოს ჩემი ამბავი წერრია ,.. დედამმ მე მომავლინნა მაჩუქა სიცოცხლე , რომელიც სახიფათო იყო მადლობა მას ამისთვისს love

  • nnniiiaaa_1991 თქვა:
    29 მარტი 2013 16:22 - ID: 37,
    დღეს, 7 წელი გავიდა საშინელი ტრაგედიის მერე. სწორედ ამ დღეს, 7 წლის წინ როდესაც დედა მანქანით მიდიოდა წინ პატარა ბავშვმა გადაურბინა, დედამ საჭე ვერ დაიმორჩილა, მაგრამ ბავშვისთვის, რომ არ დაერტყა მანქანა, ელექტრო ბოძს დააჯახა. დღეს პატარა ბავშვი უკვე 20 წლისაა და ყოველი თვის დასაწყისში დედასთვის ყვავილების თაიგული მოაქვს.

  • MARAUDER თქვა:
    29 მარტი 2013 12:07 - ID: 36,
    recourse

  • Smonroe თქვა:
    29 მარტი 2013 01:38 - ID: 35,
    ვაიმე კარგად ვიტირე ;(((

  • saalll თქვა:
    28 მარტი 2013 23:00 - ID: 34,
    ვაიმე რამდენი ვიტირე ;((

  • Girl_with_curlyHair თქვა:
    28 მარტი 2013 22:24 - ID: 33,
    მგონი ესეთი პოსტი არ მინახავს..:) ყოჩაღ ავტორო და ძალიან დიდი მადლობა love

  • mariami222 თქვა:
    28 მარტი 2013 21:20 - ID: 32,
    ვისაც არ გინახავთ წინა ნაწილიც ნახეთ :) შემდეგი ნაწილი არ ვიცი იქნება თუ არა.. მეშინია მოსაბეზრებელი არ გახდეს, ამიტომ არ ვიცი

  • mariami:)) თქვა:
    28 მარტი 2013 21:16 - ID: 31,
    დღეს, როდესაც ბაბუაჩემი ექიმთან მიმყავდა გზაზე შუქნიშნის გამო გაჩერება მოგვიხდა.. ბაბუაჩემმა გაიღიმა, შემომხედა და მითხრა: ,,შენ ყოველთვის იბღვირები და ბრაზდები, როდესაც წითელი ინთება, მაგრამ არასოდეს არ გამოხატავ სიხარულს, როდესაც მწვანე ფერის დრო დგება. ასე არიან ადამიანები, ისინი ბრაზდებიან, როდესაც ცხოვრება მკაცრად ექცევა, მაგრამ არ ამბობენ მადლობას და არ უხარიათ, როდესაც სიხარულის რეალური მიზეზი ეძლევათ“
    ამან გულიანად ამატირა sad კიდე დადეთ :)))

  • PuusKkUuuuu თქვა:
    28 მარტი 2013 21:11 - ID: 30,
    უნაკლოა:)

  • INNA თქვა:
    28 მარტი 2013 20:58 - ID: 29,
    გადავირიეეე.. ვიტირე :((( ძაან მაგარი იყო

  • ani ....... თქვა:
    28 მარტი 2013 20:20 - ID: 28,
    ამ ტექსტის სანახავად თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.



    ამ ტექსტის სანახავად თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.


    ამ ტექსტის სანახავად თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.



    ♥ ♥ ♥

  • Elenita თქვა:
    28 მარტი 2013 19:04 - ID: 27,
    გული...

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top