;
27 მარტი 2013      Johnny depp     9 კომენტარი     ნანახია 3393-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

გზა, მხატვრობამდე გზა, მხატვრობამდე

"მე ადამიანი ვარ, ადამიანი თავისი ვნებებით. მე არ შემიძლია არსებობა უსიყვარულოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში გავიყინები და გავქვავდები"

მისიონერობის პერიოდში გაეცნო მაღაროელებისა და გლეხების მძიმე ცხოვრებას. ნელ-ნელა გული აუცრუვდა რელიგიური მოღვაწის კარიერაზე და ხატვის შესწავლა გადაწყვიტა. ისმენდა ლექციებს ბრიუსელისა და ანტვერპენის სამხატვრო აკადემიებში. თან გატაცებული ხატავდა უბრალო ადამიანებს, მაღაროელებს, ხელოსნებს, გლეხებს, მეთევზეებს, მათ საქმიანობას, ყოფას...ვინსენტ ვან გოგმა ყველა თავისი შედევრი ცხოვრების ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შექმნა. მთელი სიცოცხლის მანძილზე დაუღალავად შრომობდა, მანამ სანამ ფსიქიკურად დაავადდა. საბოლოოდ ფსიქიკურმა აშლილობამ იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.ცხოვრებაშივე ვან გოგმა ერთი ნამუშევარი გაყიდა. ეს იყო “წითელი ვენახი არლში”, რომელიც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გაყიდა,სულ რაღახ 400 ფრანკად; მან მთელი ცხოვრება საშინელ სიღარობეში გაატარა, მის საარსებო პირობებს მისი უმცროსი ძმა თეო უზრუნველყოფდა, მაგრამ მიუხედავად სიღარობისა იგი ბედნიერი იყო იმით რომ მთელ თავის ძალებს მხატვრობაში აქსოვდა.ვან გოგის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს იმპრესიონისტებმა. განსაკუთრებით კი ხელოვნების ამ მიმართულების ისეთმა წარმომადგენლებმა, როგორებიც იყვნენ ედუარდ მანე, ოგუსტ რენუარი და კამილ პისარო. მათი მიზანი იყო სალონური აკადემიზმის დაძლევა და ხელოვნებაში ყოველდღიურობის სილამაზის და ცოცხალი სინამდვილის დამკვიდრება. ღია ცის ქვეშ იმპრესიონისტებს საშუალება მისცა აესახათ ბუნება მთელი მისი რეალური სიცხოველით. სუფთა ფორმების ერთმანეთთან შერწყმით და ნათელი ფერადოვანი გამით მათ მიაღწიეს იმას,რომ მათი ნახატები ბევრად მოქნილი და ცოცხალი იყო.ვან გოგის და მისი თანამედროვე მხატვრების_პოლ გოგენის, პოლ სეზანის, ჟორჟ სერას და ედგარ დეგას შემოქმედებას მოგვიანებით პოსტიმარესიონიზმი ეწოდა.

გზა, მხატვრობამდე

ვინსენტ ვან გოგი დაიბადა 1853 წლის 23 მარტს ჰოლანდიის პატარა ქალაქ გროტზიუნდერში. მისი მამა იყო პროტესტანტი მღვდელი, ხოლო დედა_მხატვრების ოჯახის წარმომადგენელი.16 წლის ასაკში მან დედის დახმარებით მუშაობა დაიწყო, სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად, ჰააგში.ვან გოგმა, თავისი ტოლი ბავშვების მსგავსად, დაწყებითი განათლება საკმაოდ უწესრიგოდ მიიღო. ერთი წელი სოფლის სამრევლო სკოლაში დადიოდა, შემდეგი ორი წელი კი ზევენბერგენის პანსიონში გაატარა. 1866 წლიდან 1868 წლამდე ტილბურგის პანსიონში ირიცხებოდა. სკოლაში კითხვა შეუყვარდა და ეს სიყვარული მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა. წლების განმავლობაში კითხულობდა ისეთ რომანებს, რომლებშიც სიღარიბის, გლეხების და ჩაგრულების შესახებ იყო მოთხრობილი. უყვარდა დუმილი, მინდვრებში ხეტიალი და ბუნებაში განმარტოება; აგროვებდა, აკვირდებოდა და სწავლობდა ცხოველებს, მცენარეებს და ჩიტების ბუდეებს. ძმებს და მეგობრებს ის ჭკვიან ბიჭად მიაჩნდათ და პატივს სცემდნენ. 1874 წელს იგი მიავლინეს ლონდონში,სადაც მას შეუყვარდა სახლის მეპატრონის ქალიშვილი, სიყვარულმა გული აუცრუა სამსახურზე, რის გამოც დაითხოვეს და დააბრუნეს სახლში. 1876 წელს იგი ბრუნდება ინგლისში და ლონდონის ერთ-ერთ სკოლაში გადასახადების ამკრეფად იწყებს მუშაობას, მაგრამ ხალხის სიღარიბის გამო მან უარი თქვა სამსახურზე.იგი ბრუნდება სახლში და მამის მსგავსად მღვდელობას აპირებს, თუმცა მას უჭირს სწავლა. საბოლოოდ ის ქრისტიანობის მსახური ხდება და ღარიბებთან მუშაობს. 1878 წელს ბელგიის ქალაქ ბორინაჟში მიდის, სადაც ვან გოგი მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას გაიცნობს. იგი მთლიანად ჩაეფლობა თავის საქმეში, დაარიგებს მთელ თავის ქონებას და საცხოვრებლად პატარა დანგრეულ ქოხში გადავა. მადლობის სანაცვლოდ, 1880 წელს ვინსენტი სამსახურიდან დაითხოვეს.იგი ისე მხურვალედ გაიტაცა რელიგიამ, რომ ინგლისურ ინტერნატში მასწავლებლობის და დორდრეხტის წიგნის მაღაზიაში მუშაობის შემდეგ, გადაწყვიტა ამსტერდამში თეოლოგიის დასაუფლებლად ჩასულიყო, მაგრამ უარი თქვა ლათინური და ბერძნული ენების შესწავლაზე და ბორინაჟში გაემგზავრა იქაური მაღაროელებისათვის სახარების საქადაგებლად. მალე ის ვასმში გაგზავნეს, სადაც ბარაკში ცხოვრობდა და თივაზე ეძინა, რადგან, რაც კი ებადა, თავისზე უფრო გაჭირვებულებს დაურიგა.

გზა, მხატვრობამდე

ამ ყველაფერმა გააღიზიანა ვან გოგის უფროსები, რომელთაც მისი თანამდებობა გააუქმეს. იგი კუესმში გადაიყვანეს, სადაც მხოლოდ პურზე და წყალზე გადადიოდა, რათა უკეთ გაეგო ნამდვილი ღატაკების გასაჭირი და მათ დამსგავსებოდა. მისი საქციელი მიუღებელი და გადაჭარბებული მოეჩვენათ. ჩათვალეს, რომ იგი არ შეეფერებოდა მქადაგებლის თანამდებობას. ორი ხანგრძლივი წელიწადის განმავლობაში, როცა ჭეშმარიტი ქრისტიანივით ცხოვრობდა, მას ვერავინ გაუგო. ერთ-ერთმა დამ მიახალა: „ღვთისმოსაობამ იდიოტად გაქცია.“რადგან ქადაგება აუკრძალეს, მან გადაწყვიტა ხელოვნებისათვის მიეძღვნა თავი: ხელოვნებისთვის, რომელსაც თავისებურად გარდაქმნიდა.1880 წელს კი ბრიუსელში ერთდაერთი მიზნით ფერწერის შესასწავლად ცავიდა, რადგან იქ გააცნოებიერა რომ ხატვა მისი ერთადერთი ჭეშმარიტი მოწოდება იყო.მას მატერიალურად უმცროსი ძმა თეო ეხმარებოდა.თეო ნახატებით ვაჭრობდა და ბავშვობიდან ყველაზე კარგი უთიერთობა თავის ძმასთან ვინსენთან ჰქონდა.როცა სხვადასხვა ადგილას ცხოვრობდნე, ისინი წერილებით მუდმივად საუბრობდნენ.სწორედ მათი წერილებიდან ცანს მხატვრის შინაგანი ემოციური და ამავე დროს უბრალო სამყარო. ვინსენტი ემოციურად ნამდვილად არამდგრადი იყო, ცხოვრების მუქ მხარეს ძალიან მტკივნეულად განიცდიდა და ეს განცდები მის ფსიქიკურ მდგომარეობა დიდ კვალს ამჩნევდა.ერთხელ იგი ეტენში ისვენებდა, მან იქ თავისი ქვრივი ბიძაშვილი ნახა და შეუყვარდა.ართალია, საპასუხო გრძნობა ვერ მოიპოვა, მაგრამ ჯიუტად ცდილობდა ქალტან ურთიერთობას. ერტხელ შინაც კი ესტუმრა, თუმცა მამამ შინ არ შეუშვა.ვან გოგი ემოციებს აყვა, უკან არ დაიხია და მაპინძლები დააშინა, ანტებული ლამპის ალს ხელი შეუშვირა და დაიმქრა , რომ სანამ ნახვის უფლბას არ მისცემდნენ , იქამდე ხელს არ გაწევდა. ქალის მამა კი ლამფა ჩააქრო ვინსენტზე ამ ამბავმა საკმაოდ უარყოფითი გავლენა იქონია.ამას დაერთო სხვა ტრაგიკული შემთხვევაც:ვინსნეტი შეუყვარდა ერთ ქალს, სახელად მარგო ბეჰემანს. ამ სიყვარულმა ქალს თავის მოკვლა გადააწყვეტინა.მართალია, ყველაფერი კარგად დასრულდა და იმ ქალმა თავი არ მოიკლა, მაგრამ ვინსენტს ამ მაბავმკა გული მაინც შეუღონა.აი უკვე ბრიუსელში იგი ზეთის სარებავებით ხატავდა პეიზაჯებსა და პორტრეტებს, უმეტესად ეს პორტრეტები მეზობელ მცხოვრებ გლეხებს ეკუთვნოდათ.

გზა, მხატვრობამდე

1884 წელს ვან გოგმა შედევრი “კაროფილის მჭამელები”შექმნა დ ნახატი თავადაც მოეწონა. იგი გახდა ამ ნახატით უფრო თავდაჯერებული და მხატვართა სახლში “პარიზში” წავიდა.1886 წელს იგი ამავე ქალაქს ესტუმრა, იქ მისი ძმა ელოდებოდა. ვან გოგის თვალწინ ახალი სამყარო გადაიშალა, მან ახალი მეგობრბეიც კი შეიძნა. :მონე, სისლეი, ტუტულ-ლოტრეკი და მისი ყველაზე დიდი მეგობარი გოგენი. გოგენმა მასზე დიდი შტაბეჭდილება მოახდინა რადგან მხატვარს კარიერის გამო ოჯახი მიეტოვებინა და პარიზში გადმოსულიყო.ვან გოგი ვერ მოერგო პარიზულ ცხოვრებას და დიდ დროს უთმობდა სმას. მან შეისწავლა იაპონური გრავიურა და პარიზიდან წასვლა გადაწყვიტა. 1888 წელს იგი გაემგზავრა პარიზის სამხრეთ პროვინციაში, არლში, მარსელის ახლოს მდებარე. მან ბევრი მეგობარი შეიძინა, ერთ-ერთი იყოს ფოსტის თანამშრომელი როულინი, რომელიც ხშირად აკითხავდა მას “ყვითელ სახლში”, ეს იყო ადგილი , სადაც იგი წელიწადზე მეტ ხანს ცხოვრობდა, ვან გოგი 16 საათი მუშაობდა, შედევრების უმრავლესობაც აქ შეიქმნა.იგი ოცნებობდა ჩამოეყალიბებინა მხატვართა საზოგადოება და თვით გოგენიც დაიყოლია; 1888 წლის ოქტომბერში გოგენმა ჩამოაკითხა ვინსენტს, მაგრამ მათ შორის გაუგებრობა მოხდა და კამათის სემდეგ ისინი დაშორდნენ. 1880 წლის ივლისში ვინსენტმა განაახლა თეოსთან მიმოწერა. ვრცელ წერილში ის დაწვრილებით და გარკვევით უხსნიდა ძმას, რომ უპირველესდ ოჯახთან კავშირის გაწყვეტას აპირებდა, რადგანაც ფიქრობდა, რომ „აუტანელი და საეჭვო პიროვნება გახდა, ყოველ შემთხვევაში, პიროვნება, რომელიც ნდობის ღირსი არ არის.“ლაპარაკობდა მისტიციზმზე, რაც ყოველთვის ახასიათებდა: „რაც ჩემში ხდება, თითქოს გარე სამყაროშიც იგივეა. ვიღაცის სულში დიდი ცეცხლი გიზგიზებს, მაგრამ ახლოს არავინ მიდის გასათბობად, გამვლელები მხოლოდ ბუხრიდან ამოსულ კვამლს ამჩნევენ და თავიანთ გზას აგრძელებენ.“თეომ ერთადერთი რჩევა მისცა – ღრმად დაუფლებოდა ფერწერის ტექნიკას. ვინსენტმა ეს ყურად იღო და 1880 წლის ოქტომბერში ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში ჩაირიცხა

გზა, მხატვრობამდე

1880 წელს, ვინსენტმა გაითვალისწინა ძმის რჩევა და ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ცნობილი არტისტის უილიამ როელოფის დახმარებით ბრიტანეთის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. სადაც მას ასწავლეს, რომ: “ნამდვილი მხატვარი, პატარა რამესაც კი დიდი მონდომებით უნდა ხატავდეს.” ამ დროისათვის ვინსენტს მღვდლობაზე მეტად უკვე მხატვრობა უნდოდა.“ნამდვილი მხატვრის ხელნაწერის გაგებაში მისი ნახატის თითოეული დეტალი გვეხმარება. ზოგი თავის გრძნობების შესახებ წერს, ზოგი კი ხატავს” – ამბობდა ვან გოგი. იგი 27 წლის იყო, როცა გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელსა და ანტვერპენის სამხატვრო აკადემიებში.1881-1885 წლებში ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. 30 წლის ასაკში გაიტაცა ფერწერამ. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით გამსჭვალულ, მუქ, პირქუშ ტონებში შესრულებულ სურათებსა და ეტიუდების სერიაში ვინსენტი ავითარებდა XIX საუკუნის კრიტიკული რეალიზმისა და განსაკუთრებით ჟ.ფ. მილეს შემოქმედებით ტრადიციებს .სუფთა ფერების ერთმანეთთან შერწყმით და ნათელი, ფერადოვანი გამით, იმპრესიონისტებმა მიაღწიეს მას, რომ მათი ნახატები ბევრად უფრო მოქნილი და ცოცხალი იყო. იგი ასევე სწავლობდა იაპონურ გრავიურას. დაუახლოვდაა. ტულუზ-ლოტრეკსა და პ.გოგენს. ამ უკანასკნელმა ვან გოგს გაუზიარა შინაგანი გრძნობების ტილოზე გადმოსახვის მისეული ხედვა. ამ დროიდან ვან გოგის პალიტრაზე მუქი ფერები კაშკაშა და მოციმციმე იისფერმა ოქროსფერმა და წითელმა ტონებმა შეცვალა.მალე ვან გოგმა აქ ბევრი მეგობარი შეიძინა. ერთ-ერთი იყო ფოსტის თანამშრომელი როულინი, რომელიც ხშირად აკითხავდა მას “ყვითელ სახლში”, სადაც ვინსენტი წელიწადზე მეტ ხანს ცხოვრობდა. ვან გოგი დღეში 16 საათს მუშაობდა. მისი შედევრების უმრავლესობა აქ შეიქმნა. ხშირად, ღამით, საღებავებით დატვირთული ვან გოგი მინდორს მიაშურებდა, რათა უკეთ გამოესახა მთვარის შუქი თავის ნახატებში. არლის პერიოდის დასაწყისშივე ჩამოყალიბდა მისი მხატვრული ენა – საკუთარი ემოციური განწყობილებით გადმოეცა ნატურა, მოვლენა თუ საგანი. მხატვარი მიმართავდა ფერების კონტრასტულ შეხამებას და პასტოზურ მონასმებს. სამხრეთის მზით განათებულ მოციმციმე პეიზაჟებში ჩანს ჰარმონიის, მშვენიერებისა და ბედნიერებისკენ წრაფვა. ამავე დროს ვან გოგი ქმნიდა სიმარტოვითა და უმწეობით დატანჯულ ადამიანთა ტრაგიკულ სახეებს

გზა, მხატვრობამდე გზა, მხატვრობამდე

ფერის დინამიკა და გრძელი გრეხილი მონასმები, ვან გოგის ტილოებზე დიდ ცხოველმყოფელობას ანიჭებს არამარტო ადამიანს და მის გარემომცველ ბუნებას, არამედ უსულო საგნებსაც. 80-იანი წლების ბოლოს მხატვარი ფსიქიკურად დაავადდა, რასაც მოჰყვა კონფლიქტი სტუმრად ჩამოსულ გოგენთან. გოგენს მიაჩნდა, რომ ვან გოგი ძალიან მძიმე ხასიათის, არაპატიოსანი პიროვნება იყო, ვინსენტს კი პირიქით, გოგენი წარმოედგინა ზედმეტად ქედმაღალ ადამიანად. მათი უთანხმოება ქრისტესშობის დღესქსწაულის წინა დღეებში გამძაფრდა, როდესაც ვან გოგმა ბოთლი ესროლა გოგენს და შემდეგ სამართლებლით თავს დაესხა. შეშინებულმა გოგენმა გაქცევით უშველა თავს. ნახევრად შეშლილ მდგომარეობაში მყოფი ვან გოგი კი იქამდე მივიდა, რომ მარჯვენა ყურის ნაწილი მოიჭრა.ამ ინციდენტის შემდეგ, ვან გოგი იწვა ჯერ არლის, შემდეგ კი სენ-რემისა და ოვერ-სიურ-უაზის საავადმყოფოში. ერთგან წერს: „არ შემიძლია, ჩემთვის წარმოუდგენელია უსიყვარულოდ სიცოცხლე. მე ვნების კაცი ვარ. ქალი უნდა ვიპოვო, თორემ გავიყინები და ქვად გადავიქცევი.“ ვან გოგს ყოველასგან და ყოველთვის უცნაურ, არატიპურ ადამიანად აღიქვამდნენ და ყველაფერზე პასუხს სთხოვდნენ.მაგალითად, როცა ვინსენტი შეუყვარდა მეზობლად მცხოვრებ ორმოცი წლის შინაბერას, მარგო ბეგემანს, რომელმაც თავი მოიწამლა მხატვრის გულგრილობის გამო, ყველამ ვინსენტი დაადანაშაულა, თუმცა ამ ურთიერთობის წინააღმდეგნი იყვნენ.როცა ერთი ქალიშვილი, რომელიც „კარტოფილით ვახშმობაში“ ზურგით ზის და ვან გოგისთვის მხოლოდ მენატურე იყო, დაორსულდა, ესეც ვან გოგს დააბრალეს და კათოლიკე ღვთისმსახურმა მრევლს მისთვის პოზირება აუკრძალა.

გზა, მხატვრობამდე

ხატვა მას საშუალებას აძლევდა გაეგრძელებინა ცხოვრება და სწორედ ამას ადასტურებს სურათი, რომელიც თავის რძალს, იოჰანას უძღვნა მისი ძმისშვილის დაბადებასთან დაკავშირებით: „აი, ნახავ, შეიძლება ეს ჩემი საუკეთესო ნახატი იყოს; მე იგი მშვიდად დავხატე. მეორე დღეს დაჭრილი ნადირივით გამომელია ძალა და იატაკზე დავეცი.“ვან გოგის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანა მის ცხოვრებაში ერთ სასიამოვნო ფაქტს დაემთხვა.1890 წლის იანვრის მიწურულს თეომ მას კრიტიკოს ალბერ ორიეს სტატია გაუგზავნა, რომელიც „მერკიურ დე ფრანსის“ პირველ ნომერში იყო დაბეჭდილი. სტატიაში მოცემული იყო მისი შემოქმედების დეტალური ანალიზი: „აქ საგნები ყოვლისმომცველ, გიჟურ და თვალისმომჭრელ ნათებას გამოსცემენ. პაროქსიზმამდე მისული მთელი მატერია, მთელი ბუნება შმაგად იგრიხება და სიმწვავის უმაღლეს წერტილს აღწევს. აქ ფორმა კოშმარად გარდაიქმნება, ფერი ცეცხლის ენებად, ვულკანის ლავად და ძვირფას ქვად დნება, სინათლე ხანძრად იქცევა, ცხოვრება – ციებ-ცხელებად…“იყო სხვა ახალი ამბავიც, რომელმაც მხატვარი გაამხნევა და ძალა შემატა: ბრიუსელის „ოცთა ჯგუფის“ გამოფენაზე მისი ტილო „წითელი ვენახები არლში“ 400 ფრანკად გაიყიდა.


გზა, მხატვრობამდე

ივლისში მან პურის ყანები დახატა. „ ეს პურის უკიდეგანო ყანებია მღელვარე ცის ქვეშ და მე სრულიადაც არ გამჭირვებია სევდისა და უკიდურესი მარტოობის გადმოცემა.“ კვლავ დეპრესია და 27 ივლისს შუაგულ მინდორში ვან გოგმა გულში დაიხალა ტყვია. მძიმედ დაჭრილმა მხატვარმა ძლივძლივობით მიაღწია სასტუმრომდე. პარიზიდან თეო ჩამოვიდა. 1890 წლის 29 ივლისს, ღამის პირველ საათზე ვინსენტმა სული დალია. „ახლა სიამოვნებით დავბრუნდებოდი შინ,“ – ასეთი იყო ძმისთვის ნათქვამი ვან გოგის უკანასკნელი სიტყვები.ასეთ აქტიურ რეჟიმს მისმა ფსიქიკამ ვეღარ გაუძლო. იგი ქალაქგარეთ გაემგზავრა და იარაღით მკერდში დაიჭრა თავი. დაჭრილმა მოახერხა სახლში დავრუნება, სადაც მთელი ღამე ჩიბუხის მოწევაში გაატარა. სამშაბათ დღეს, იგი გარდაიცვალა. იმ დროისთვის იგი 37 წლის უცნობი მხატვარი იყო. დღეისათვის კი XIX სკ-ის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო მხატვრად არის აღიარებული.


✖✖✖✖✖✖ ✖✖✖✖✖✖ ✖✖✖✖✖✖

„ცხოვერებაში, ისევე როგორც ფერწერაში, შემიძლია ღმერთის გარეშეც გავძლო, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძნელია, უტანჯველად დავთმო ის, რაც ჩემზე ძლიერია, რაც ჩემი ცხოვრების აზრს შეადგენს, ეს არის შემოქმედების ძალა.“

მე ვიბრძვი სიცოცხლისა და პროგრესისათვის ხელოვნებაში”-

“წიგნი, ხელოვნება და სინამდვილე, ჩემთვის ერთი და იგივეა.”

“რა უბედურიც არ უნდა ვიყო და რაც უნდა ხშირად ვიგრძნო, რომ ეს ასეა, სადღაც ჩემში მუდამ ცოცხლობს ჩუმი, ფაქიზი ჰარმონია,
მშვიდი მუსიკა”უბედურება გაგრძელდება ყოველთვის


გზა, მხატვრობამდე

ამონაირდები, რომლებიც მისი ცხოვრების დეტალებს ასახავს...

წერილები თეოს !

სიყვარულს, ისევე როგორც მთელს ბუნებას აქვს ჭკნობისა და ყვავილობის პერიოდი, მაგრამ მთლიანად არასდროს კვდება, ზღვა მაინც ზღვაა, მოიქცევა თუ უკუიქცევა. სიყვარულშიც, ეს იქნება ქალისა თუ ხელოვნების სიყვარული არის წუთები, როცა იგი მიილევა, ძალა ეცლება, მაგრამ რწმენის სრული დაკარგვა ალბათ, არ ხდება. სიყვარულს, როგორც მეგობრობას მარტოოდენ გრძნობად როდი ვთვლი, სიყვარული უპირველესად მოქმედებაა და როგორც ყოველ მოქმედებას მასაც დიდი დაძაბულობა ახლავს თან. ამიტომაც ბუნებრივია სიყვარულსაც აქვს შესუსტებისა და მილევის ჟამი. მტკიცე და წრფელი სიყვარული დიდი მადლია, თუმც არც ის არის გამორიცხული, მძიმე წუთები სიყვარულმაც განგაცდევინოს.

“ხანდახან ვრწმუნდები, ღმერთზე მსჯელობა მის მიერ შეწმნილი სამყაროს მიხედვით არ შეიძლება: ეს ხომ მისი უხეირო ეტიუდია…
მერწმუნე, თუკი მხატვარი გიყვარს, მის უხეირო ნახატებს გაკრიტიკებას არ დაუწყებ და გაჩუმდები. სამაგიეროდ, უფლება გაქვს, მისგან რაიმე უკეთესს ელოდე..ჩვენ შემოქმედის სხვა ნამუშევრებიც უნდა გვენახა, რაკი სავსებით ნათელია, რომ ეს ქვეყანა სახელდახელოდ შეუქმნია, უდროო დროს, როცა თავადაც არ იცოდა, რას აკეთებდა, ანდა სულაც თავგზა ჰქონდა აბნეული. თუმცა, ლეგენდა ამტკიცებს, რომ მამა ღმერთმა ამ ეტიუდზე უდიდესი შრომა გასწია. მზად ვარ, ვიწამო, რომ ლეგენდა მართალს ამბობს, მაგრამ ამის მიუხედავად,”ეტიუდი” მაინც არ ვარგა. რა თქმა უნდა, ამდაგვარი შეცდომები ოსტატის ხელს არავის მოუვა. ეს უდიდესი ნუგეშია, რადგან მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ შემოქმედი რევანშის აღებას კიდევ შეძლებს. მაშასადამე, რა არის, არის.. ასე მკაცრად და სამართლიანად გაკრიტიკებულ ჩვენს ამქვეყნიურ ცხოვრებას უნდა შევურიგდეთ და იმედიღა ვიქონიოთ – რამე უკეთესს იმქვეყნად ვნახავთ…”

გზა, მხატვრობამდე

უბედურება მარტო ის არ არის, ხატვა შედარებით გვიან, რომ დავიწყე საქმე ისაა, რომ ალბათ დიდხანს ვერ ვიცოცხლებ, ხოლო დროზე, რომელიც დამრჩა სახატავად აი რას ვიტყვი, მგონი ძალიან არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ხორცი ჩემი, მიუხედავად ყველაფრისა 6 ან 10 წელს მაინც გაუძლებს. თავის დაზოგვას არ ვაპირებ, არც მღელვარებას მოვერიდები, არც დაბრკოლებებს საერთოდ ჩემთვის სულერთია რამდენს ხანს ვიცოცხლებ, თანაც ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ისე, როგორც ექიმი ზრუნავს არ შემიძლია.

“რაც მეტს ვფიქრობ, ვრწმუნდები, ყველაზე დიდი ხელოვნება, ყველაზე დიდი სილამაზე – ადამიანთა სიყვარულია. მეტყვი, რომ კაცი მხატვრებსაც უნდა ერიდოს და ხელოვნებასაც. საერთოდ, კი ასეა, მაგრამ ხომ უყვარდათ, ხელოვნება ბერძნებს, ფრანგებს, ძველ ჰოლანდიელებს; ხელოვნება, დაცემის და დაკნინების გარდაუვალი პერიოდების გამოვლის შემდეგ ნიადაგ რომ განახლდება და აღდგება ხოლმე? არა მგონია, მხატვრების და ხელოვნებისგან განრიდებით ადამიანს სათნოება ემატებოდეს…”


გზა, მხატვრობამდე

შეიცვალა მარტოოდენ ჩემი ცხოვრება – მაშინ ისე არ მიჭირდა , არც მომავალი მეჩვენებოდა ასე დუხჭირად, რაც შეეხება ჩემ შინაგან არსს, აზროვნების ად ხედვის მანერას, არ შეცვლილა, იგივე დარჩა. და თუ ცლილება მაინც მოხდა, მხოლოდ იმ მხრივ, რომ აზროვნებას უფრო მეტი სიღრმე მიეცა, ახლა უფრო ღრმად მწამს და მიყვარს, ვიდრე უწინ.”

ახლა სიმდარის, უფერულობის ტრიუმფია, მოაზროვნეთა და მხატვართა ადგილს სნობები და უნიჭონი იკავებენ, თანაც ამას არავინ ამჩნევს, ცხადია ისიც არაა კმაყოფილი, მაგრამ ნივთიერ სიკეთეს ხომ ისიც ტაშს უკრავს. მაინც გვახსოვდეს, ეს წარმატება მარტოოდენ წამიერია და ვინც ამ ტაშს დაუკრავს, მხოლოდ მოდის ამყოლია, ნადიმს კი მუდამ ნაბახუსევის უგუნებობა მოყვება ხოლმე, ღრიანცელს ცვლის სიცარიელე, სიჩუმე და
გულგრილობა.

გზა, მხატვრობამდე

ისევე როგორც მატარებელს რუანისა და ტარასკონისკენ მივყავართ ხოლმე, სიკვდილი ჩვენ ვარსკვლავებისკენ გაგვიტაცებს, თუმც ერთი რამ უდავოა, ვიდრე ვცოცხლობთ ვარსკვლავებზე გამგზავრება არ შეგვიძლია, ისევე როგორც მატარებელში ვერ ჩავსხდებით სიკვდილის შემდეგ. ალბათ ქოლერა, ათაშანგი, ჭლექი და კიბო სხვა არაფერია, თუ არა ცაში მიმოსვლის და მოგზაურობის საშუალებანი. იგივე საქმე, რომ აკისრია რაც ომნიბუსებს, გემებსა და მატარებლებს დედამიწაზე. ბუნებრივი სიკვდილი კი, სიბერით სიკვდილი, მხოლოდ ფეხით სიარულია და სხვა არაფერი.

განა ცოდვაა, სიცოცხლე რომ უსიყვარულოდ არ შეგიძლია. მე კი სწორედ ასეთ სიცოცხლეს მივიჩნევდი უზნეობად, ასეთ სიცოცხლეს ჩავთვლიდი ცოდვად… მხოლოდ ერთს ვნანობ, იმ დროს ვნანობ, იმ დაკარგულ დროს, მისტიკური და თეოლოგიური აბდაუბდა კარჩაკეტილ ცხოვრებას, რომ მაიძულებდა. თანდათან აზრი შემეცვალა… როცა დილით გაიღვიძებ და გაგახსენდება, მარტო არ ვარო, როცა შენს გვერდით დილის ბინდბუნდში სხვა არსებას დიანახავ, ქვეყანა ბევრად ალერსიანი, ბევრად კარგი მოგეჩვენება, ვიდრე ჭკუის დამრიგებელი სამოძღვრებო წიგნები და ეკლესიის კირიანი, თეთრი კედლები მღვდლებს, რომ ასე მოსწონთ და უყვართ…


გზა, მხატვრობამდე

ის ბოლომდე საკუტარი, ორიგინალური სტილის ერთგული დარჩა, რომელიც ამ მხატვრებამდე და მათ გაცნობამდე გააჩნდა.მაგრამ ეს ყვალფერი არაა, მხტვარს წინ კიდევ დიდი თავგადასავალი ელოდებოდა ...ამბობენ, დიდ ადამიანებს პირად ცხოვრებაში არ უმართლებსო, არც ვან გოგი იყო გამონაკლისი, ჰოლანდიელ ფერმწერს არამც თუ გაუმართლა, არმედ ცხოვრებამ მწარედ დასცინა და შესაბრალისი ბედის ადამიანად აქცია. მისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ლუკმა-პურის შოვნაზე დაიკარგა : ,,ფუთაში მქონდა ნახატები, გზაში ზოგან ამ ნახატებს პურის ნამცეცებზე გავცვლიდი ხოლმე და ლუკმას ასე ვშოულობდი”.რატომღაც ოსტატს ბედმა დასცინა და თავისი დეიდაშვილი კეი ვოსი შეუყვარდა, რომელიც ვან გოგის სიყვარულს სიყვარულითვე არ პასუხობდა. გულმოკლულ მხატვარს სიცოცხლის ბოლომდე აღარავინ ჰყვარებია. თუმცა, მის ცხოვრებაში კიდევ ერთი ქალი იყო, ,,ქალი მეძავი”, რომელიც ვინსეტმა თავისთან შეიფარა და თავის საქმინობაზე უარი ათქმევინა , სანაცვლოდ კი გარკვეულ თანხას უხდიდა. მეძავი ქალი კი უდიდესი მხატვრის წინაშე პოზირებდა. ვინსეტმა ეს გააკეთა არ იმიტომ, რომ მას მუზა სჭირდებოდა, არამედ იმიტომ, რომ ქალი ფეხმძიმედ იყო და ქუჩა-ქუჩა წანწალით, ისეთ სიცივეში, როგორიც მაშინ ჰააგაში იყო შესაძლოა დაღუპილიყო. მართალია, ვან გოგს თვითონაც უჭირდა ლუკმა-პურის შოვნა, მაგრამ იმისთვის, რომ ქალს არაფერი მოჰკლებოდა ყველაფერს აკეთებდა. ,,მე მინდა ოჯახური ცხოვრების სიმწარეც და სიხარულიც თავად გამოვცადო, რათა მერე ტილოზე გადატანის დროს საკუთარ გამოცდილებას ვეყრდნობოდე”, _ ამბობდა მხატვარი. საოცარია მაგრამ, მის ცხოვრებაში არის ისეთი ფაქტიც, რომელიც დაღს ასვამს მხატვრის ისედაც ტრაგიზმით აღსავსე ცხოვრებას, ვან გოგმა ყური მოიჭრა, თუ რატომ ან რისთვის გააკეთა ეს, ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს დღესაც ვერავინ სცემს .ცხოვრების ეკლებით დაჩხვლეტილმა, მარტოსულმა და უკიდურესაც გაჭირვებულმა მხატვარმა ცხოვრებაში კიდევ ერთი მძიმე გააწყვეტილება მიიღო, 1853 წელს, 27 ივლისს, ვან გოგი გულმკერდში იხლის ტყვიას და ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებს.და მაინც, რა არის ხატვა ან თუნდაც მხატვრობა? პოსტიმპრესიონალიტი ვინსენტ ვან გოგი მას შემდგენაირად პასუხობს: , ,ეს უნარია იმ უხილავ რკინის კედელში გაღწევისა, რასაც გრძნობ და რაც შეგიძლია...”

გზა, მხატვრობამდე გზა, მხატვრობამდე

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

9


  • Tatia_M. თქვა:
    31 მარტი 2013 13:59 - ID: 9,
    მიყვარს ვან გოგი <3 აი ნიუსიიი შესანიშნავი

  • elga თქვა:
    28 მარტი 2013 21:20 - ID: 8,
    გენაცვალე შენ ერთი სიამოვნება იყო ამის წაკითხვა .
    როგორი რთული და და გაჭირვებული ცხოვრება ქონია სიკვდილის მერე ყველა ხელოვანი მდიდრდება.
    შემეცოდა ამეტირა კიდეც რო ვკითხულობდი.
    მისი ნამუშევრები რაც ვიცი ყველა მომწონს.
    კარგი ნიუსია კიდევ და კიდევ ვიტყვი love

  • _KoLini_ თქვა:
    28 მარტი 2013 17:05 - ID: 7,
    ნამუშევრები ისეთივე თბილი აქვს როგორიც თვითონ იყო feel <3

  • Ancho. თქვა:
    27 მარტი 2013 23:14 - ID: 6,
    რომ ვკითხულობდი გონება მექანიკურად წინ უსწრებდა წინადადებებს..
    იმდენაც ჩემთვის ჩემი სულის ნაწილს წარმოადგენს ეს ადამიანი
    მთელი ცხოვრება არ მბეზრდება მასზე კიხტვა თუნდაც იმის რაც
    დიდი ხანია კარგად ვიცი <3
    საოცარია <3 ნიუსიც შეეფერებოდა ნამდვილად...

  • elenikojoe თქვა:
    27 მარტი 2013 20:18 - ID: 5,
    ვინსეტი, არ ვიცი, შეიძლება თუ არა მოკვდავისთვის შესაფერისი სიტყვებით მისი აღწერა, კაცია, რომელიც ჩემში მთლიანად ჯდება.
    მისი ბიოგრაფიული წიგნი,რომ წავიკითხე, უბრალოდ გავოგნდი. ის, არ ვიცი, ესეთი ადამიანები ან როგორ იბადებიან, ან როგორ ხდებიან.
    უბრალოდ შეუდარებელი იყო. ჩემთვის გენიაა, მგონი არამარტო ჩემთვის.

  • different... თქვა:
    27 მარტი 2013 19:17 - ID: 4,
    ვგიჟდები ვან გოგზე... ძალიან უიღბლო ცხოვრება ჰქონდა, მარტო თეოს სჯეროდა მისი, თუმცა გაუძლო ყველანაირ სირთულეებს, სიღარიბეს და არ დანებდა....
    "წყურვილი სიცოცხლისა" არის უძალიანესად მაგარი წიგნი ვან გოგზე.. არ არსებობს რომ წაიკითხო და გულგრილი დარჩე...
    რა ვიცი დაინტერესებულ პირებს გირჩევთ.. love winked

  • McMurphy თქვა:
    27 მარტი 2013 19:11 - ID: 3,
    თაკო, ძალიან კარგი სიახლე იყო, საერთოდ ბოლოს ნადმვილად სრულყოფილ სიახლეებს დებ, რაც ყველას მოგვწონს ^^
    რაც შეეხება ვან გოგს, არ მინდა გაცვეთილი ფარზებით ვისაუფრო მაგრამ ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით "პატიმრების გასეირნება"
    მოკლედ, ვისიამოვნე სიახლით!

  • anuka-gaga თქვა:
    27 მარტი 2013 19:05 - ID: 2,
    თაკუშ, ჩემს არ ყოფნაში როგორ დაგიხვეწია და დაგისერიოზულებია სიახლეების სტილი ♥ ძალიან მაგარი გოგო ხარ love

  • Johnny depp თქვა:
    27 მარტი 2013 19:04 - ID: 1,
    ვან გოგი - ზუსტად ის იყო დღეს ჩემი და ჩემი ხელოვნების მასწავლებლის სალაპრაკო ტემა. დიდად ვისიავმოვნე მასსსზე ლაპარაკით და გადავწყივტე თქვენთვისაც გამეზიარებინა მისი ცხოვრების ეს მძიმე მხარე. ძალიან კარგი (ჩემთვის ) მხატავარი იყო. მის ნახატებში ბევრი სითბო მოდის, ბევრი ტკივილი და დიდი სიყვარული.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top