;
30 მარტი 2013      Nanuka.     22 კომენტარი     ნანახია 5344-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

შაკირა
ფაქტები და გამონათქვამები

გთავაზობთ კოლუმბიელი მომღერლისა და საყოველთაოდ ცნობილი ფეხბურთელის - ჟერარდ პიკეს მეუღლის, შაკირას გამონათქვამებსა და ბევრისთვის აქამდე უცნობ ფაქტებს.


● შაკირა ნიშნავს "მადლობელს" არაბულად, "სინათლის ქალღმერთს" კი ხინდურად.

● იგი საუბრობს 5 ენაზე: ინგლისურად, ესპანურად, იტალიურად, არაბულად და პორტუგალიურად

● შაკირასა და პიკეს დაბადების დღეები ერთ დღეს აქვთ - 2 თებერვალს. ამასთან, მომღერალი
თავის ქმარზე 10 წლით უფროსია.

● შაკირას "Waka-Waka (This Time for Africa)" ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი სინგლია
მსოფლიო ჩემპიონატის სინგლებს შორის.

შაკირა: ფაქტები და გამონათქვამები
● მომღერლის ყველაზე ცნობილი სინგლია - Pies Descalzos, რომლის 4 მილიონზე მეტი კოპიო გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით.

● სტივენ სპილბერგმა შაკირას შესთავაზა ელენა მონტეროს როლი ფილმში - "The Mask of Zorro" 1998 წელს, მაგრამ მან შემოთავაზებაზე უარი თქვა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მსახიობობა მისი საქმე არ იყო და დიდი ეკრანისათვის ინგლისურს საკმარისად კარგად ვერ ფლობდა.

● 2001 წელს შაკირა დაინიშნა არგენტინის იმდროინდელი პრეზიდენტის ვაჟ - ანტონიო დელა რუაზე, თუმცა 11 წლიანი ურთიერთობის მიუხედავად წყვილი ერთმანეთს დაშორდა. დღეს შაკირა ხერარდ პიკესთანაა, რომლისგანაც 2013 წლის იანვარში პატარა ბიჭუნა გაუჩნდა.

● 2002 წელს შაკირამ მე-9 ადგილი დაიკავა "Stuff"-ის ჟურნალში 102 ყველაზე სექსუალურ ქალბატონს შორის.

● შაკირას IQ არის 140, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

შაკირა: ფაქტები და გამონათქვამები

● ახალგაზრდობაში, როდესაც შაკირა ჯერ კიდევ კოლუმბიაში ცხოვრობდა, იყო საპნის ოპერის მსახიობი, თუმცა თავად ამ თემაზე საუბრისგან ყოველთვის თავს იკავებს.

● შაკირას სრული სახელია შაკირა იზაბელ მებარაკ რიპოლი, ზედმეტსახელი კი შაკი.

● შაკირას სიმაღლე მხოლოდ 157 სმ-ა.

● შაკირას განცხადებით მისი #1 შთაგონების წყარო ჯონ ლენონია.

● მისი საყვარელი მსახიობია ჰიუ გრანტი.


შაკირა: ფაქტები და გამონათქვამები

შაკირას გამონათქვამები


✔ "მე ვცდილობ რომ დავიყენო კარგი აქცენტი, რომ ჩემმა საუბარმა არავინ შეაწუხოს, მაგრამ იმის გამო რომ ვინმეს თავი ამერიკელად მოვაჩვენო, თავს არ გავიგიჟებ. მე ხომ კოლუმბიელი ვარ".

✔ "მე არ მაწუხებს ჩემს პირად ცხოვრებაზე საუბარი. ჩემი ცხოვრება წყალივითაა - ყოველთვის გამჭვირვალე".

✔ "მე ვადიდებ იმ ადამიანს, რომელსაც ხელოვნების სიყვარულით, შეუძლია გაიხადოს კამერის წინ. მაგრამ, მე ეს არ შემიძლია, ამისთვის ძალიან მშიშარა ვარ".

✔ "მჯერა, რომ ჩემი სხეულის ყველაზე ლამაზი ნაწილი, ჩემი ტვინია".

✔ "მე ვადიდებ მადონას, რადგან ის ყოველთვის აკეთებდა იმას, რაც სურდა. მან გამოიარა პერიოდი, როდესაც ხალხი არ იღებდა მის ქცევებს, თუმცა ის არასდროს გაჩერებულა".

✔ "ხალხს ჰგონია, რომ მე მიყვარს ჩემი სხეულის წარმოჩენა. ეს ასე არაა. ამას ვაკეთებ მხოლოდ იმის გამო, რომ ცეკვის ილეთები მოითხოვს".

შაკირა: ფაქტები და გამონათქვამები

✔ "ინგლისურად წერა ჩემთვის უდიდესი გამოცდა იყო. მე არ მინდოდა კომპოზიტორებს დაეწერათ ჩემთვის სიმღერები. მინდოდა შემენახა სულისკვეთება, რომელსაც ჩემს სიმღერბში ვაქსოვ".

✔ "ცხოვრებაში მცირეოდენი მსხვერპლის გაღების გარეშე ვერაფერს მიაღწევ".

✔ "თავს ძალიან იღბლიანად ვგრძნობ, რომ მყავს ოჯახი, რადგან სხვა შემთხვევაში საკუთარ თავზე ზედმეტად შეყვარებული გავხდებოდი".

✔ "ლამაზ ტყუილს, ყოველთვის მახინჯი სიმართლე მირჩევნია. მთელ ჩემს გულს ვაძლევ იმ ადამიანებს, რომლებიც სიმართლეს ამბობენ".

✔ "ვფიქრობ, რომ საკმაოდ რომანტიკული ადამიანი ვარ. მაგრამ, ამას გარდა მაქვს ძალიან, ძალიან დისციპლინირებული მხარე და ძალიან მომთხოვნი. ზოგჯერ, ჩემი პასუხისმგებლობის გრძნობა, ჩემი მთავარი მტანჯველია".

✔ "მე ვამჩნევ, რომ ჩემთან მუშაობა მარტივი არაა. მარტივი არაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემნაირად მაქსიმალისტები არ არიან".

შაკირა: ფაქტები და გამონათქვამები

✔ "მე ვარ ადამიანი, რომელსაც ბევრი ოცნება აქვს. მაგრამ, როდესაც ავისრულებ ერთ-ერთს, მაშინვე შემდეგის ასრულებას ვიწყებ. ასეთია ჩემი ბუნება. ადამიანები საკუთარი ოცნებების მონები არიან, მეც მათ შორის".

✔ "ვფიქრობ, რომ ყველა ხელოვანის ცხოვრებაში სცენიდან გასვლის შემდეგ დგება მომენტი, როდესაც ის გრძნობს მარტოობას. თუმცა იმ სიყვარულისა და ყურადღების გამო, რომელსაც ფანები გჩუქნიან, ყველაფერი გავიწყდება".

✔ "არ მიყვარს შეჯიბრები ფეხბურთში. ეს არის ომი შორტებში. მე ხელოვნება მირჩევნია".

✔ "პოპულარულობა ხალხს რეალობისგან იზოლირებულს ხდის. ეს ბევრ მომღერალს დაემართა და არ მინდა, რომ მეც დამემართოს".

✔ "ადრე, ვცდლობდი რომ არ გამომეჩინა მუცელი, რადგან მეგონა რომ ის არ იყო იდეალური და ძალიან მსუქანი გამოვჩნდებოდი. მაგრამ ეს ახლა აღარ მაწუხებს. როგორც მამაჩემი ამბობს, არაფერია იმაზე ლამაზი, ვიდრე ცოტა ხორცი ძვლებზე".

✔ "მე მახსოვს ის დღე, როდესაც პირველად ვუყურე "Smells Like Teen Spirit"-ის ვიდეოს. ეს დღე არასდროს დამავიწყდება. მე უბრალოდ მინდოდა რომ მენახა კურტ კობეინის სახე. საბოლოოდ, როდესაც ის ვნახე, ის უფრო საყვარელი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა".

შაკირა: ფაქტები და გამონათქვამები

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

22


  • baobab თქვა:
    31 მარტი 2013 20:31 - ID: 22,
    ვაბშე ყველაზე მაგარი ქალიააა

  • beonce თქვა:
    31 მარტი 2013 16:57 - ID: 21,
    "პოპულარულობა ხალხს რეალობისგან იზოლირებულს ხდის."
    ეს ფრაზა ყველაზე ძალიან მომეწონა.ზოგადად,შაკირას ფანი არ ვარ და არ ვუსმენ მის სიმღერებს,მაგრამ გამონათქვანები მომეწონა.დალაგებულ ადამიანს გავს ზოგიერთებისგან განსხვავებით.

  • Tatia_M. თქვა:
    31 მარტი 2013 13:50 - ID: 20,
    შაკირა love ნიუსი love

  • NiNi_N თქვა:
    31 მარტი 2013 13:37 - ID: 19,
    "პოპულარულობა ხალხს რეალობისგან იზოლირებულს ხდის."
    - ჰმ, რა კარგი სიტყვებია, თანაც მართალი!

  • candy)))) თქვა:
    31 მარტი 2013 13:10 - ID: 18,

    ღმერთმა ეს ქალი ყველაფრით დააჯილდოვა რა სილამაზით ჭკუით ნიჭით ჰუმანურობით <3

  • nini♥ თქვა:
    31 მარტი 2013 11:40 - ID: 17,
    love love love

  • lul თქვა:
    31 მარტი 2013 11:38 - ID: 16,
    აააააა მიყვარს ძაააან love

  • shakira love me თქვა:
    31 მარტი 2013 11:33 - ID: 15,
    ყველაფერი მაგარი ქალია მევასება როგორც მომღერალი და ქალიც.ჩემი სუნთქვააა love მაგრამ მადონაზე არამგონია მასე ეთქვა ალბათ სულ სხვა რამ იგულისხმა მაგაში,რომ ბევრი კრიტიკის მიუხედავათ მაინც არ დანებდა ეს იგულისხმა ალბათ.

  • F.C.B თქვა:
    31 მარტი 2013 02:23 - ID: 14,
    ეგ ყველაფერი კარგი და მადონა როგორ უნდა ადიდოს ადამიანმაა? დედამიწაზე ერთ-რთი ყველაზე გარყვნილი და ბინძური დედაკაცი....ისე კიიი ,,კრძლად'' მივიღე შაკირა... wink

  • Ana smiley თქვა:
    30 მარტი 2013 23:04 - ID: 13,
    love

  • beauty queen თქვა:
    30 მარტი 2013 22:20 - ID: 12,
    მე ვადიდებ მადონას, რადგან ის ყოველთვის აკეთებდა იმას, რაც სურდა. მან გამოიარა პერიოდი, როდესაც ხალხი არ იღებდა მის ქცევებს, თუმცა ის არასდროს გაჩერებულა".

    სიმართლეა.

  • koko :)) თქვა:
    30 მარტი 2013 22:07 - ID: 11,
    love love

  • SuZiii თქვა:
    30 მარტი 2013 22:03 - ID: 10,
    საუკეთესოა საუკეთესოთა შორის.. შეუდარებელია, ძალიან მიყვარს, არა მარტო მისი შემოქმედება არამედ თვითონ პიროვნება ... love love

  • TaakuuSha)))))))) თქვა:
    30 მარტი 2013 21:10 - ID: 9,
    მე და ამის შვილს ერთი და იმავე დღეს გვაქვს დაბადების დღე wink


    Follow me on We♥it
    Tumblr

  • menabde თქვა:
    30 მარტი 2013 20:40 - ID: 8,
    ეე როგორ მიყვარს love მაგარი მომღერალია

  • RanDom თქვა:
    30 მარტი 2013 20:30 - ID: 7,
    მეც 2 თებერვალს მაქვს დაბადების დღე wink

  • pau თქვა:
    30 მარტი 2013 20:26 - ID: 6,
    მაგარი განათლებული,ნიჭიერი და ულამაზესი ქალია და ყოჩაღ რაა love

  • facebookze თქვა:
    30 მარტი 2013 20:16 - ID: 5,
    ვაბოდეეეეეეეეეეებ love ავტორ მაგარი ხარ ძააან მაგარი ნიუსია იდელუარი

  • ReaL-gvaNca თქვა:
    30 მარტი 2013 20:14 - ID: 4,
    ეს კიდევ ცოცხალიაა?:დ

  • elenikojoe თქვა:
    30 მარტი 2013 20:13 - ID: 3,
    მიყვარს love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top