;
31 მარტი 2013      NiNi_N     17 კომენტარი     ნანახია 15784-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

"ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა"

ერიხ მარია რემარკი - ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა

ერიხ მარია რემარკმა ამ რომაზე მუშაობა 1945 წელს დაიწყო (სწორედ ამ წელს გამოიცა პირველად "ტრიუმფალური თაღი"). რომანში მოქმედება ვითარდება 1944 წლის რუსეთში/გერმანიაში და მოგვითხრობს ოცდასამი წლის გერმანელ ჯარისკაც - ერნტს გრებერზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყების დღიდან ფრონტზე იმყოფება და ორწლიანი ლოდინის შემდეგ, სამკვირიანი შვებულებით ბრუნდება გერმანიაში. მშობლიურ ქალაქ ვერდენში დაბრუნებული გრებერი აღმოაჩენს, რომ მისი სახლი საჰაერო თავდასხმების შედეგად ნანგრევებად ქცეულიყო და მშობლებიც უკვალოდ დაკარგულიყვნენ. თავგზააბნეულ ერნსტს მოაგონდება იმ ექიმის მისამართი, რომელიც დედამისს მკურნალობდა. ექიმი უკვე საკონცენტრაციო ბანაკში წაეყვანათ გესტაპოებს, თუმცა შინ მისი ოცი წლის ქალიშვილი, ელიზაბეტ კრუზე დახვდა. საერთო გასაჭირით დაახლოებულ ქალ-ვაჟს ერთმანეთი შეუყვარდებათ და დაქორწინდებიან, თუმცა მათ სიყვარულს მომავალი არ უწერია...გრებერმა იცის რომ გერმანიამ ომი უკვე წააგო, და ისიც, რომ ჯარისკაცები მხოლოდ იმისთვის განაგრძობდნენ ბრძოლას, რომ მთავრობა, პარტია და ის ადამიანები, რომლებმაც ეს ყოველივე ჩაიდინეს, ერთხანს კიდევ დარჩნენ ხელისუფლების სათავეში და ქვეყნად უფრო მეტი უბედურება დაატრიალონ. ისე გავიდა სამი კვირა, რომ ერნსტმა მშობლების კვალს ვერ მიაგნო, თუმცა ქვეყანაში დატრიალებული არეულობის მიუხედავად, ელისაბეტთან სამი ბედნიერი კვირა გაატარა. ფრონტზე დაბრუნებული გრებერი, თავს ისე გრძნობდა თითქოს ქალაქი გერმანიაში, რომელშიც იგი ცხოვრობდა, აღარ არსებობდა, არც შვებულება ჰქონია ოდესმე და არც ელისაბეტი არსებობდა. ეს მხოლოდ ზმანება იყო სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. ფრონტზე მას რუსი პარტიზანების დახვრეტა დაავალეს, თუმცა მან ისინი შეიწყლა და გაუშვა. იმის მაგივრად, რომ რუს პარტიზანებს გრებერისთვის მადლობა მოეხსენებინათ, შაშხანა ესროლეს. გრებერის სხეული ბალახებში ჩაიძირა და სამუდამოდ დახუჭა თვალები.
ნოველის მიხედვით რეჟისორმა დუგლას სერიკიმ ფილმიც გადაიღო. A Time to Love and a Time to Die
"ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა"

"ჩვენი ცხოვრება უფრო გონიერია, ვიდრე ჩვენ თვითონ."

"თუ გინდა, რომ ვერავინ ვერაფერი შეგნიშნოს, არ უნდა ფრთხილობდე."

"სიკვდილი ყოველთვის გაუგებარია, თვითონ მაშინაც კი, როდესაც ესოდენ ხშირად ეჩეხები."

"ასეთია ადამიანი. ვერ მოასწრებს ერთი საფრთხიდან თავის დაღწევას, რომ უკვე მეორეში ბედავს ჩაიგდოს თავი."

"ჩვენ სინათლე მოგვეცა და მან ადამიანებად გვაქცია. ჩვენ კი ჩავკალით იგი და კვლავ გამოქვაბულთა მკვიდრებად ვიქეცით."

"ცხოვრებას, სადაც კი ხელი მიუწვდება, ყველგან იკრებს რეზერვს და საფრთხის დროს არ იცის, რა არის სისუსტე და სენტიმენტალობა."

"ვიდრე ადამიანს ათასგვარი კითხვა გაწვალებს, მანამდე ბევრი რამ არ ძალგიძს, და მხოლოდ მას შემდეგ, როცა უკვე არაფერს მოელი, შენი გული ღიაა ყველაფრისთვის და შიშიც არ არის."

"ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა"

"თუ არაფრის გაკეთება არ ძალგიძს, იმას მაინც ეცადე, რომ არ იღელვო."

"კარგი აზრი ყოველთვის მაშინ მოგდის კაცს თავში, როდესაც უკვე გვიან არის."

"ღამით ისეთია ადამიანი, როგორიც უნდა იყოს, და არა ისეთი, როგორადაც არის ქცეული."

თუ ქალმა ერთხელ უკვე შეიცნო, რა არის მამაკაცი, მერე უკვე დიდხანს ვერ გაძლებს მარტო და ვინმე სხვას მოძებნის."

"თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გააკეთო ყველაფერი. მსოფლიო პრობლემის უცებ გადაჭრა არ უნდა მოინდომო, როცა საფრთხეში იმყოფები."

"რა უსაზღვროდ მოგეჩვენება სიცოცხლე, თუ მას ბოლომდე გაადევნებ თვალს და რა უცნაურია იმის შეგრძნება, რომ მას შეუძლია გაგრძელდეს იმ კედლის მიღმაც, რომლის წინაშეც აქამდე თითქოს წყდებოდა, და რომ ის, რასაც აქამდე თითქმის ნაჩქარევად წაგლეჯილ ნადავლად მიიჩნევდი, შეიძლება ერთხელ გადასცე შენთვის უცნობ, ჯერ დაუბადებელ არსებას, გადასცე ყოფიერების ჯაჭვს, რომელსაც ბოლო არა აქვს და იმ სინაზითაა აღსავსე, რომელიც არასდროს გიგემია."

"ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა"

"სიკვდილი უფრო იოლია, ვიდრე სიცოცხლე."

"სიკვდილი ყოველთვის უდროოა, თუნდაც ადამიანი ოთხმოცდაათისა იყოს."

"მამაცი ის არის, ვისაც თავდაცვა შეუძლია. სხვა ყველაფერი ბაქიაობაა და მეტი არაფერი."

"წინათ ჩვენ ზეცაში სალოცავად ვიხედებოდით, ახლა კი წყევლა-კრულვისთვის. აი, სადამდე მივედით."

"პასუხი შეიძლება მხოლოდ იმაზე აგოს კაცმა, რაც თვითონ ჩაიდინა და ისიც მარტოოდენ მაშინ, თუ ეს მისთვის არავის უბრძანებია."

"ქვეყნად ჯერ კიდევ არ ყოფილა ისეთი ტირანია, რომელსაც ბოლო არ მოღებოდეს. კაცობრიობა გლუვ გზაზე კი არ მიიწევდა წინ, არამედ ბიძგებით, ნახტომებით, უკან დახევებითა და კრუნჩხვებით უხდებოდა წინსვლა. ჩვენ ერთობ ქედმაღალნი ვიყავით: წარმოვიდგენდით, რომ უკვე დაძლეული გვქონდა ჩვენი სისხლიანი წარსული. ამჟამად კი ვიცით, რომ საკმარისია ერთი უკან მივიხედოთ და იგი კვლავ წამოგვეწევა.
"
"ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა"

"სასწაული მარად სასოწარკვეთილების მიჯნაზე გელის."

"სიცილი სჯობია ტირილს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორივე ამაოა."

"როცა ვინმე გიყვარს, ათასნაირი ახალი შიში გიჩნდება, რომელთა შესახებ წინათ არაფერი იცოდი."

"საოცარია, რაოდენ იოლად ელევი ადამიანი იმას, რასაც ჯერ კიდევ გუშინ გეგონა, რომ ვერასოდეს განშორდებოდი."

"რა იოლია სხვა გაჰკიცხო და მამაცი დარჩე, როდესაც არაფერი გაქვს, მაგრამ როდესაც რამე გაგაჩნია, მთელი სამყარო იცვლება. ყველაფერი იოლდება და ძნელდება კიდეც, ხოლო ზოგჯერ მთლად შეუძლებელიც კი ხდება."

"- წიგნები ერთობ მძიმეა იმისთვის, რომ ზურგჩანთით მათი ტარება შეიძლებოდეს.
- ისინი ერთობ მძიმე იყვნენ იმისთვის, რომ თავით ეტარებინა კაცს. ისინი არ შეესაბამებოდნენ იმას, რაც ირგვლივ ხდებოდა. ხოლო იმ წიგნების წაკითხვა კი, რომლებიც შეესაბამებოდნენ, რატომღაც არ გსურდა ადამიანს."

"ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა"

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

17


  • aleqsandra თქვა:
    10 აპრილი 2015 14:17 - ID: 17,
    რემარკის არ აქვს ჰეფი-ენდი და ამ წიგნში ეს კარგდ ჩანს.უმაგრესი წიგნია.თითოეული წინადადება შედევრია

  • 2A თქვა:
    11 აპრილი 2013 16:43 - ID: 16,
    ზოგადად ძალიან მიყვარს რემარკი,ეს წიგნი კი ერთ-ერთი საუკეთესოა!:)

  • MELINDA თქვა:
    5 აპრილი 2013 15:13 - ID: 15,
    ეხლა ვკითხულობ.რემარკის ყველა რომანი იმდენად ცხივრებისეული და რეალურია რომ როცა ვკითხულობ,ასე მგონია მეც იქ ვარ და მისი ემოციებით ვივსები და ვმძიმდები

  • NiNi_N თქვა:
    3 აპრილი 2013 17:53 - ID: 14,
    Scouser Kate
    Mari Glonti
    Countess A.
    dajikunia
    willy
    elga

    მადლობა :)) love

  • willy თქვა:
    2 აპრილი 2013 23:39 - ID: 13,
    ვკითხულობ და ძალიან მომწონს.
    მადლობა ავტორს, კარგი სიახლეა love

  • fuck selena თქვა:
    2 აპრილი 2013 15:38 - ID: 12,
    რამდენი ხანია ვეძებ ამ წიგნს :(ბიბლუსში არ ქონდათ

  • Ana))))))) თქვა:
    1 აპრილი 2013 21:46 - ID: 11,
    არ წამიკითხავს:)) ვაპირებ ახლო მომავალში.

  • Scouser Kate თქვა:
    1 აპრილი 2013 20:32 - ID: 10,
    ძმახარ ავტორ love

  • linda_JB თქვა:
    1 აპრილი 2013 16:49 - ID: 9,
    აი უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად თუ როგორ მიყვარს ეს წიგნი და საერთოდ, რემარკის შემოქმედება....ერთი წიგნი მაინც თუ გაქვთ წაკითხული უდაოდ დამეთანხმებით რომ სურვილი გიჩნდებათ წიგნში ცხოვრებისა...ადრე წარმოუდგენლად მიმაჩნდა სურვილი წიგნის მუდამ გაგრძელებისა მაგრამ ფაქტი სახეზეა: როცა რემარკს კითხულობ, უბრალოდ რეალობა გავიწყდება და შენც ამ წიგნის თითოეული სიტყვისა თუ ბგერის განუყოფელი ნაწილი ხდები love გენისოია რემარკი!!!

  • elga თქვა:
    1 აპრილი 2013 16:41 - ID: 8,
    2კვირა იქნება რაც წავიკითხე და მალე ხელმეორედ დავუბრუნდები.
    ბოლომ დაგლიჯა .
    კარგი ნიუსია ძალიან

  • White Fang თქვა:
    1 აპრილი 2013 16:00 - ID: 7,
    ეხლა ვკითხულობ ამას.. მომწონს love

  • Mari Glonti თქვა:
    1 აპრილი 2013 13:22 - ID: 6,
    რემარკი ძალიან მიყვარს love ჟანი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა 2012 წლის ზაფხულში წავიკითე და არ ველოდი მაინც ასეთ მწარედასსრულს ნუ ზოგადად სჩვევია არაჰეფიენდები მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო და შთამბეჭდავი
    ძალიან კარგი ნიუსია love

  • dajikunia თქვა:
    31 მარტი 2013 21:38 - ID: 5,
    მიყვარს ეს წიგნი love
    NiNi N გაიხარე :* ძალიან კარგი ნიუსია. განსაკუთრებით ფრაზები მომეწონა love

  • Countess A. თქვა:
    31 მარტი 2013 21:00 - ID: 4,
    [/i] [/color] ბატონი რემარკის ეს ნაწარმოები არ მაქვს წაკითხული, მაგრამ სიუჟეტი ისეთი კარგია და ისეთი დამაფიქრებელი, ცხოვრებისეული და ღრმააზროვნული ფრაზები ამოვიკითხე, რომ აუცილებლად წავიკითხავ.. ჩემს ოქროს ბიბლიოთეკას კიდევ ერთ წიგნს შევმატებ და ისიც ბატონი რემარკის შემოქმედებიდან..!!
    ნიუსზე რა მეთქმის, უბრალოდ ბრწყინვალეა..!! ყოჩაღ..!![i]
    [color=#000066]

  • Gossip T თქვა:
    31 მარტი 2013 20:58 - ID: 3,
    დამპალი რუსები:D

  • ანა თქვა:
    31 მარტი 2013 20:53 - ID: 2,
    მაგარი წიგნია love

  • airwalk თქვა:
    31 მარტი 2013 20:30 - ID: 1,
    ყოფილან დასახვრეტი თურმე wink wink

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top