;
1 აპრილი 2013      Johnny depp     11 კომენტარი     ნანახია 8050-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

უხმო კინოს მეფე- ჩარლი ჩაპლინი უხმო კინოს მეფე- ჩარლი ჩაპლინი

"მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი, ეცადე შენც…"

კინოს განვითარების ყველა ეტაპზე იყვნენ გენიოსები, რომლებიც მათ ხელთ არსებული საშუალებებითაც ახერხებდნენ ხელოვნების შედევრების შექმნას. პირველ მსოფლიო ომამდე ერთ-ერთი ასეთი ვარსკვლავთაგანი კომედიური მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი იყო .კინომცოდნეების აზრით პირველად ჩაპლინმა შექმნა ეკრანზე პერსონაჟის ფსიქოლოგიური მხარე, რითაც გააბათილა კრიტიკოსების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გმირის ფსიქოლოგიას მუნჯი კინო ვერ გადმოსცემს. “პარიზელ ქალში” გმირის ფსიქოლოგია მეტად ფაქიზი შტრიხებითაა გახსნილი ". მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ." “დიახ, ეს ჩარლი ჩაპლინია… ჩაპლინი, რომელიც 1915 წელს შემოიჭრა ომებით გახლეჩილ მსოფლიოში, მოიტანა კომედია, ღიმილი და ნუგეში, და ეს იმ დროს, როდესაც სამყარო პირველი მსოფლიო ომის გამო იხლიჩებოდა. შემდეგი 25 წლის მანძილზე, დიდი დეპრესიისა და ადოლფ ჰიტლერის აღზევების პერიოდში, იგი კვლავ აგრძელებდა თავის საქმეს. საეჭვოა, მოუტანია თუ არა ოდესმე სხვა პიროვნებას მასზე მეტი გართობა, სიამოვნება და ნუგეში ამდენი ადამიანისათვის – მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.


უხმო კინოს მეფე- ჩარლი ჩაპლინი
^რამდენიმე ფაქტი^

✤ ჩარლი ჩაპლინის სიმაღლე 165 სანტიმეტრი,ხოლო წონა 60 კილოგრამი გახლდათ.✤

✤ იგი ცაცია იყო და ვიოლინოსაც მარცხენა ხელით უკრავდა.✤

✤ მისი სამსახიობო მოღვაწეობა 14 წლის ასაკიდან დაიწყო,უფრო ადრეულ ასაკში ვიდრე წერა-კითხვას ისწავლიდა.✤

✤ სპორტის სახეობებში ყველაზე გამორჩეული ადგილი კრივს ეჭირა,ხოლო ცეკვებში ტანგოს დიდი მოტრფიალე გახლდათ და შესანიშნავადაც ასრულებდა ამ ცეკვას.✤

✤ ჩარლი ჩაპლინმა აბსოლუტურად ყველა მისი აქცია ამერიკაში 1928 წელს გაყიდა,ეს გახლდათ დრო როდესაც ამერიკაში "დიდი დეპრესიის" ხანა იწყებოდა.✤

✤ ერთადერთი ტრამვა რომელიც მან ფილმის გადაღების დროს მიიღო გახლდათ ფილმი "წყნარი ქუჩა".✤

✤ ჩარლი 28 წლის ასაკში დაქორწინდა 16 წლის მილდრედ ჰარისზე.35 წლის ასაკში დაქორწინდა 16 წლის ასაკში ლიტე გრეიზე.44 წლის ასაკში
იქორწინა 19 წლის პოლეტ გოდარზე.54 წლის ასაკში დაქორწინდა 18 წლის უნე ო'ნილზე და მასთან მისი მერვე შვილი 72 წლის ასაკში შეეძინა.✤

✤ როგორც ჩარლი ჩაპლინის ბიოგრაფი ჯოის მილტონი წერდა,სწორედ ჩარლი ჩაპლინისა და ლიტე გრეის სასიყვარულო ურთიერთობა გახდა საფუძველი ნაბოკოვის შესანიშნავი რომანისა "ლოლიტა".✤

✤ ჩარლი ჩაპლინი გარდა იმისა რომ უდიდესი მსახიობი გახლდათ,იგი საკმაოდ კარგი მუსიკალური ნიჭითაც გამოირჩეოდა.მის ფილმებში არაერთი კომპოზიცია მის მიერვე იქნა დაწერილი.✤

✤ 1975 წელს ჩარლი ჩაპლინს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბედ II-ემ,რაინდის ტიტული მიანიჭა.✤


უხმო კინოს მეფე- ჩარლი ჩაპლინი

დავიბადე 1889 წლის 16 აპრილს, საღამოს 8 საათზე, უოლვორთში. დიდი ხანი არ გასულა ჩემი დაბადებიდან, რომ ლემბეტში გადავსახლდით. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავით ღარიბები და გემოვნებით მორთულ სამოთახიან ბინაში ვცხოვრობდით.” ჩარლის მშობლები — მამა ჩარლზ სპენსერ ჩაპლინ უფროსი და დედა — ჰანა ჩაპლინი მიუზიკ-ჰოლის მსახიობები იყვნენ. სწორედ, მშობლების პროფესიამ აზიარა ჩარლი სცენას ადრეული ბავშვობიდანვე.„არ ვიცი მამაჩემის ლოთობის გარდა, კიდევ რა გახდა მიზეზი, მაგრამ ერთი წლისა, რომ შევსრულდი, მშობლები გაიყარნენ“. ჩარლის ერთადერთი პატრონი დედა იყო. ოჯახი წარმოუდგენელ სიღატაკეში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ჰანა ჩაპლინმა ხმა დაკარგა. სწორედ ამ დრამატულ შემთხვევასთანაა დაკავშირებული ჩარლის სასცენო „ნათლობა“. მახსოვს, კულისებში ვიდექი, ხმა რომ წაუვიდა დედაჩემს. დარბაზში ხარხარი ატყდა და დედა იძულებული გახდა, სცენიდან გასულიყო“.პუბლიკა არ ცხრებოდა და დარბაზის დირექტორმა, რომელსაც ადრე ნანახი ჰქონდა პატარა ჩარლის ოინბაზობა, ხალხის დასაშოშმინებლად ბიჭუნას ხელი წაავლო და სცენაზე ისროლა. „ხელადვე დავიწყე მაშინდელი პოპულარული სიმღერა. ჯერ შუაზე არ ვიყავი მისული, რომ დარბაზიდან სცენაზე სეტყვასავით წამოვიდა მონეტები. სიმღერა შევწყვიტე და ხალხს მივმართე: მოდი, ჯერ ამ მონეტებს მოვკრებ და მერე გავაგრძელებ სიმღერას-მეთქი… ასეთი გახლდათ ჩემი პირველი და დედაჩემის უკანასკნელი გამოსვლა სცენაზე“ .მატერიალური გასაჭირის და პირადი ტრაგედიის გამო ჰანა ჩაპლინს ფსიქიური დაავადების ნიშნები აღმოაჩნდა, რის გამოც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბავშვები კი დროებით თავშესაფარში მიაბარეს. „ თითქმის ერთი წელი დავრჩით თავშესაფარში, ერთი მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო წელი. სწავლას შევუდექი და ჩემი გვარის დაწერა ვისწავლე — „ჩაპლინი“. მოჯადოებული ვიყავი ამ სიტყვით, თითქოს, მართლა მე მგავდა“.

უხმო კინოს მეფე- ჩარლი ჩაპლინი

მამის გარდცვალების შემდეგ ძალიან გაუჭირდათ, პატარა ჩარლი ფულის საშოვნელად ესტრადებზე გამოდიოდა, მეეტლედაც მუშაობდა ქუჩაში და ხანდახან უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობდა.14 წლისამ, როგორც იქნა თეატრალურ ჯგუფში დაიწყო მუშაობა. სკეტჩში “საფოსტო კანტორა” ჩარლიმ მთელი თავის უნარი გამოავლინა, რადგან ეს გადაწყვიტავდა თეატრში მისი ყოფნა-არყოფნის საკითხს. თუ დირექტორი დაიწუნებდა მთელ ოჯახს კვლავ შიმშილი ელოდა. ჩარლიმ ანგაჟემენტი(მიწვევა თეატრში გარკვული დროით და პირობებით) მიიღო.19 წლის ჩარლი ცნობილი ანტრეპრენიორის, ფრედ კარნოს დასში მიიწვიეს, სადაც თამაშობდა მთვრალ კაცს სკეტჩში “ღამე ინგლისურ კლუბში”. ამ პიესით ჩარლმა მთელი ევროპა შემოიარა, ხოლო ამერიკაში მისი მეორე ვიზიტისას შეხვდა იმ დროის ყველაზე პოპულარულ პროდუსერს მარკ სენეტს, რომელმაც “კისტოუნის” კინოკომპანიაში მსახიობად მიიწვია. ჩარლი მიწვევას დასთანხმდა და ამერიკაში დარჩა საცხოვრებლად.მიუხედავად იმისა, რომ ჩარლი სხეულის პლასტიკას ვირტუოზულად ფლობდა მაინც არ ეთანხმებოდა იმ დროისათვის კინოში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს : მხოლოდ გარეგან დინამიურობას და “სლეპსტიკის” ანუ გასილაქების მეთოდს.კატეგორიულად არ ეთანხმებოდა რეჟისორ ლერმანს, რომელიც ძალით ახვევდა პრიმიტიულ გარეგან ტრიუკებს. სულ მოკლე ხანში თავად მოიპოვა რეჟისორის უფლება და ამგვარად მხატვრულ დამოუკიდებლობას მიაღწია.1914 წლის, მაისში გადაიღო “წვიმაში მოხვედრილი”. ეს იყო ჩარლის პირველი საავტორო ფილმი. სადაც სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი გმირის შემსრულებელი თავად იყო. მან მოიფიქრა თავისი გმირის იმიჯი, ფართხუნა შარვალი, წელზე შემოჭერილი მოკლე ქურთუკი, ქვაბურა ქუდი, დიდი ფრატუნა ფეხსაცმელები და ხელში ჯოხი. ჩაცმულობამ და გრიმმა თვითონ უკარნახა ვინც იყო, დაუსრულებლად მოსდიოდა თავში კომიკური სიტუაციები და ეპიზოდები “ხალხმა არ იცის, რომ იგი, ჩვენი დროის უდიდესი დრამატურგი და რომანისტია, მისმა სამსახიობო ტალანტმა მისი სამწერლო გენია დაჩრდილა.” წერდა ფრანგი კინორეჟისორი რენე კლერი “პარიზელი ქალი”-სადმი მიძღვნილ წერილში. ჩაპლინი იყო ამ ფილმის ავტორი და რეჟისორი. იგი არ თამაშობდა ამ ფილმში, მხოლოდ რამდენიმე წამით ჩანდა კადრში.

უხმო კინოს მეფე- ჩარლი ჩაპლინი

1903 წელს ჩარლი თეატრში იწყებს მუშაობას. აქ მიიღო პირველი როლი სპექტაკლში “შერლოკ ჰოლმსი”. „გასამრჯელოდ მთავაზობდნენ ორ გირვანქასა და ათ შილინგს. ამდენი ფული ჩემთვის წარმოუდგენელი ბედნიერება იყო, მაგრამ სიხარული არ შევიმჩნიე“… „შერლოკ ჰოლმს“ არნახული წარმატება ხვდა… ამჯერად, მე და სიდნეიმ გადავწყვიტეთ, ხეირიანი ბინა დაგვექირავებინა… გველების დარად, ვეშურებოდით მალე გამოგვეცვალა კანი და წარსულის ყოველგვარი კვალი წაგვეშალა“.„ფეხი შევდგი ადამიანური ცხოვრების რთულსა და არცთუ მომხიბლავ პერიოდში, როდესაც ყმაწვილ კაცს თავისებური განცდები და ხუშტურები აქვს. ვაღმერთებდი ყოველგვარ განუსჯელობას, ვიყავი მეოცნებე, მელანქოლიით დამძინებული, თან გულმოსული ვიყავი ცხოვრებაზე და თან მიყვარდა…სიტყვა ხელოვნება არც თავში მომსვლია იმხანად და არც ენაზე გამკარებია.“1908 წლიდან იწყება ჩარლის სამსახიობო კარიერა — იგი მსახიობის როლს იღებს ფრედ კარნოს-ის დასში, რომელთან ერთადაც 1910-12 წლებში მიემგზავრება ამერიკის შეერტებულ შტატებში.1913 წლის 23 სექტემბერს, მაკ სენეტი «კისტოუნის» ფირმის ერთ-ერთი მფლობელი ჩარლით ინტერესდება და მასთან ერთწლიან კონტრაქტს აფორმებს. „დიდი აღფრთოვანებული არ ვყოფილვარ კისტოუნის კომედიებით, მაგრამ მივხვდი, რომ სახელის მოხვეჭისთვის გამომადგებოდა. თანაც ეს უკვე ახლებურ ცხოვრებასა და სასიამოვნო გარემოში მოხვედრას ნიშნავდა“.პირველი ხმოვანი ფილმი ჩაპლინისა არის “ The Great Dictator” რომლის პრემიერაც 1940 წლის 15 ოქტომბერს შედგა… ეს ფილმი ჩაპლინის უკანასკნელი ნამუშევარია, სადაც ის მონაწილეობას იღებს როგორც ღატაკი და მაწანწალა …1964 წელს ჩაპლინმა გამოსცა თავისი მემუარები, რომლის საფუძველზეც 1992 წელს შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი “Chaplin”.

უხმო კინოს მეფე- ჩარლი ჩაპლინი

ჩაპლინმა თავის ფილმებში და შემოქმედებაში უარყო სრული ბოროტება და პირწმინდა სიკეთე. ისინი ერთ მთლიანობაში მოაქცია, თუმცა კონტრასტები ერთდროულობის გარდა დანაწევრებულიცაა, მაგალითად “დიდ დიქტატორში” ჰენკელი ინფანტილური ბოროტებაა, დალაქი კი შეშინებული სიკეთე.ჩაპლინის შემოქმედება ქმნის კონტრასტს პრეტენზიასა და სინამდვილეს შორის, თუმცა მერე პრეტენზიიდან სინამდვილეზე, გამომეტყველებიდან კი შინაარსზე გადადის. დიდი ძალის ბოროტების წარმოსაჩენად ჩაპლინი კარიკატურას ქმნის, უფრო მეტი ბოროტების წარმოსაჩენად კი ტრაგიკომედიამდე მიდის.ჩარლის საყოვლთაო აღიარება ხვდა წილად. მის კომედიებზე იცინოდა ყველა, მაგრამ როგორც კი კომიზმის გარეშე გამოსახავდა ზოგადსაკაცობრიო საკითხებს, მაყურებელთა რაოდენობა კლებულობს. მასას ჩარლის ფილმები გასართობად სჭირდებოდა, ერთეულებს კი სევდაც აღაფრთოვანებდა. ჩარლი ჯიუტად განაგრძობდა მუნჯი ფილმების გადაღებას, ხმოვან ფილმთა შორის. ჯერ მუსიკა და ხმაური გაისმა “დიდი ქალაქის ჩირაღდნებში”, შემდეგ მისი სიმღერა, “ახალ დროებაში”. დაიწერა ხმოვანი სცენარი კინოშედევრისთვის “დიდი დიქტატორი”. ჩაპლინმა ხიდი გასდო მუნჯ და ხმოვან, ძველ და ახალ კინოს შორის, რომელზეც ასობით კინემატოგრაფისტი იკვლევდა გზას. მისი გენია ხმოვანი კინოს ახალმა ესთეტიკამ ვერ დაჯაბნა.ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო, სცენარი დაწერა და საკუთარი მუსიკაც კი შექმნა ყველა თავისი ფილმისათვის. მისი შემოქმედებითი გზა მოიცავს 65-წლიან პერიოდს, 88 წლის ასაკამდე. მისი პირადი ცხოვრობა ბევრჯერ გამხდარა განხილვებისა და ჭორების მიზეზი. მან ერთმანეთზე მიყოლებით სამი ცოლი გამოიცვალა, მაგრამ მალევე ხვდებოდა, რომ არც ერთი ქალი არ იყო მისი შესაფერისი, თუმცა სულ სხვა იყო უნა ო’ნილი. ლამაზი ამერიკელი ქალიშვილი ყველას მოწონებასა და ყურადღებას იმსახურებდა, მას ეტრფოდა მწერალი ჯერომ სელინჯერიც, რომელმაც უნას არაერთი მოთხრობა მიუძღვნა, მაგრამ გოგონა გულის კარს არავის უღებდა. ჩარლი და უნა ერთმანეთს როლის განხილვაზე შეხვდნენ, მაგრამ გოგონამ ის ვერ იცნო. არც იყო გასაკვირი. მუდამ მაწანწალად გადაცმული მსახიობის მიღმა ძნელი ამოსაცნობი იყო სიმპათიური ცისფერთვალება მამაკაცი. მოგვიანებით უნა აღფრთოვანებული უამბობდა მეგობარ გოგონას, სახელგანთქმული ჩარლი ჩაპლინი გავიცანი, რომელსაც შავი კი არა, ულამაზესი ლურჯი თვალები ჰქონიაო. ჩარლი კი გააოცა უნას სინორჩემ, სილამაზემ, განათლებამ და ხასიათის სიმტკიცემ. იგი წერდა: “რაც მეტად ვეცნობოდი, მით უფრო მომწონდა მისი მოთმინება, იუმორი, სხვისი აზრის პატივისცემა. ისე შემიყვარდა, როგორც პატარა ბიჭს შეუძლია თავდავიწყებით შეყვარება, მაგრამ მეშინოდა იმ ასაკობრივი სხვაობის, ჩვენ შორის რომ იყო. მამამისი ხომ სულ ერთი წლით გახლდათ ჩემზე უფროსი. ეს შიში თავად უნამ დამაძლევინა. მან კარგად იცოდა, რა უნდოდა…და ჩვენ გადავწყვიტეთ ფილმის დასრულებისთანავე დავქორწინებულიყავით”.

უხმო კინოს მეფე- ჩარლი ჩაპლინი

სიყვარულის ისტორია

თავის დროზე ამ წყვილმა მსოფლიო აალაპარაკა. ყველა ფიქრობდა, რომ ეს რომანი მორიგი გატაცება იყო სახელგანთქმული კომიკოსისთვის. ჩარლი ჩაპლინს ხომ ქალების მუსუსს ეძახდნენ. მან ერთმანეთზე მიყოლებით გამოიცვალა სამი ცოლი, მაგრამ მალევე ხვდებოდა, რომ არც ერთი ქალი არ იყო მისი შესაფერისი, ამიტომაც ტოვებდა და ბედნიერებას სხვასთან ეძებდა. ჩარლის სახელს უკავშირდება ერთი სკანდალიც: მსახიობი ჯოან ბერი ირწმუნებოდა, რომ იგი ჩაპლინმა შეაცდინა და მისგან ორსულად იყო. ჩარლი ამას მტკიცედ უარყოფდა. როცა სასამართლოს გადაწყვეტილებით სისხლის ანალიზი ჩატარდა, ბავშვი მართლაც არ აღმოჩნდა ჩაპლინის შვილი, ჩარლის მოწინააღმდეგეებს კი მიაჩნდათ, რომ ცნობილმა მსახიობმა სამართალდამცავები მოისყიდა. ამ და კიდევ ათასი მიზეზის გამო უნას მამას, ცნობილ დრამტურგ იუჯინ ო’ნილს კატეგორიულად არ უნდოდა, რომ მისი ულამაზესი ქალიშვილი 37 წლით უფროსს კაცს გაჰყოლოდა მეოთხე ცოლად. უნამ არ გაიზიარა მამის რჩევა, რის გამოც მშობელი დიდხანს არ ელაპარაკებდა.ჩარლი ჩაპლინთან პირველი შეხვედრისას უნამ ის ვერ იცნო. თუმცა, კინემატოგრაფის კომიკოსს ცოტა თუ ვინმე ცნობდა ცხოვრებაში, რადგან რეალობაში თავის ’’მაწანწალას’’ სულაც არ ჰგავდა. ყველა ფიქრობდა, რომ თვალები შავი ჰქონდა. სინამდვილეში ჩარლის თვალები ცის სილურჯით გამოირჩეოდა. ეს იყო პირველი შტრიხი, რამაც ნორჩი უნა მოხიბლა. პირველი შეხვედრიდან მოსულმა დაქალს დაურეკა სასწრაფოდ: ახლახან ჩარლი ჩაპლინი ვნახე. საოცარი ცისფერი თვალები აქვსო!”უნა და ჩარლი ერთმანეთს როლის განხილვაზე შეხვდნენ. ფილმი პიესა “მოჩვენება და სინადვილის” მიხედვით უნდა გადაეღოთ. კონტრაქტს ხელი მოაწერეს. ჩარლი გოგონაში სინორჩის და ხასიათის სიმწიფის შეუთავსებლობამ გააოცა: “რაც მეტად ვეცნობოდი, მით მეტად მომწონდა მისი მოთმინება, იუმორი, სხვისი აზრის პატივისცემა. მეშინოდა ასაკში უზარმაზრი სხვაობის, მაგრამ უნამ იცოდა, რა უნდოდა და რა უნდა გვექნა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ფილმის გადაღების დასრულებისთანავე დავქორწინებულიყავით”, — წერდა ჩარლი ჩაპლინი.

უხმო კინოს მეფე- ჩარლი ჩაპლინი

ახალგაზრდა და საყვარელ ცოლთან ჩარლი ჩაპლინმა ისევ იგრძნო ცხოვრების სიტკბო და ხალისი. ”ჩარლი მეხმარებოდა გაზრდაში, მე კი იმაში ვეხმარებოდი, რომ ახალგაზრდა დარჩენილიყო," — აღიარებდა უნა.როგორც კი ქალიშვილი, ჯერალდინა გააჩინა, უნამ ჩარლის გაუმხილა, რომ მსახიობობა აღარ სურს და თავი მთლიანად ოჯახს უნდა მიუძღვნას. ”ძალიან გამეხარდა. როგორც იქნა, ჩემ გვერდით ნამდვილი ცოლი იყო, და არა ქალი, რომელსაც კარიერის გაკეთება სურდა, — წერდა ჩაპლინი. — მართალია, დარწმუნებული ვიყავი, რომ უნას სახით კინომ შესანიშნავი კომედიური მსახიობი დაკარგა, მშვენიერი, ფაქიზი იუმორის გრძნობით. მაგრამ მისი გაყოფა არავისთან და არაფერთან მსურდა".ევროპაში ჩასული ჩაპლინები შვეიცარიაში, ვევეში დასახლდნენ. იყიდეს სახლი ბაღით და ნაკვეთი. უნა თვითონ მართავდა მეურნეობას. მხოლოდ ბავშვების აღზრდაში ეხმარებოდა ორი ძიძა. ოჯახური ყოფა ისე მოაწყო, რომ ქმრის შემოქმედებითი ცხოვრებისთვის ხელი არ შეეშალა. ჩარლიმაც განაგრძო კინოფილმებისთვის სცენარებისა და მუსიკის წერა. სამი ვაჟიშვილი (კრისტოფერი, ევგენი და მაიკლი) და ხუთი ქალიშვილი (ჯერალდინა, ჟოზეფინა, ჯეინი, ვიქტორია და ანა-ემილია) ჰყავდათ. უმცროსი შვილი, კრისტოფერი მაშინ დაიბადა, როცა ჩარლი 72 წლის გახდა.

<< როცა სახლში ვბრუნდები და ბავშვების ხმაურიანი შეძახილები, პატარების ტირილი, უფროსების სიცილი და ცოლის დაყვავების ხმა მესმის, ჩემს თავს ვეუბნები: მადლობა ღმერთს, სახლში ვარ-მეთქი …” >>

უხმო კინოს მეფე- ჩარლი ჩაპლინი

ამაღლევებელი წერილი ჯერალდინას !

“შენ ჩემი გვარისა ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!…”ჩემო გოგონა,ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა. შენ ისე შორს ხარ ჩემგან … მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ.ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე.მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას. მე მამაშენი ვარ ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!
…იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწია ზღაპრებს გიყვებიდი! ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი: „გამშორდი“! მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან! მე ვხედავდი შენს ოცნებებს, ჯერალდინა. ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზემოფარფატე ფერიას. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში: „ხედავთ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?“ ჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა.დღეს შენი ჯერია. იცეკვე! მე ფართხუნა, დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის.გაფრინდი, გაფრინდი იქით … მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება – ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ!მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულისფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი: „ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?“ შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა … იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია … ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი … მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი ზღაპარი!მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ.


უხმო კინოს მეფე- ჩარლი ჩაპლინი

შენ ჩემი გვარისა ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!…ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის შოფერს ცოლის ამბავი გამოჰკითხო. შეიძლება ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს და იმის ფულიც არა აქვთ რომ თავიანთი პირმშოსთვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში.მე ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. სხვას კი მუდამ ყველას ზუსტად გადაუხადე!დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც შენს თავს უთხარი: „მეც ერთ-ერთი ამათგანი ვარ!“ დიახ, შენ ერთ-ერთი იმათაგანი ხარ, ჩემო გოგონა.ჩარლი წავა, ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ … მე არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს – ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს: ორ ფრანკს რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, რომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა …ჯერალდინა, მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი, რა მინდა გითხრაჩემო გოგონა … ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე.შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს, ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის.იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა. მინდა მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი, – ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა.ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე – იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი.მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.
გკოცნი, ჯერალდინა


შენი ჩარლი1965 წლი დეკემბერი

ეს იყო მამის მიერ ჯერალდინასათვის დანატოვარი უკანასკნელი წერილი, წერილი რომელიც მსოფლიოს დღემდე ატირებს.

უხმო კინოს მეფე- ჩარლი ჩაპლინი

საკუთარი თავის უნდა გწამდეს - ესაა საიდუმლო. მაშინაც კი, როცა ობოლთა თავშესაფარში ვცხოვრობდი და ქუჩაში საკვებს ვეძებდი, ვფიქრობდი საკუთარ თავზე, როგორც უდიდეს მსახიობზე მსოფლიოში. მე უნდა მქონდეს აბსოლუტური თავდაჯერებულობა, მის გარეშე დავმარცხდებოდი.
მაპატიეთ, მაგრამ მე არ მინდა იმპერატორობა – ეს არაა ჩემი საქმე. არ მინდა ვინმეს ვმართავდე ან ვიპყრობდე. მინდა დავეხმარო ყველას, ვისაც შემიძლია – ებრაელს, წარმართს, ზანგს, თეთრკანიანს. ჩვენ ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ადამიანები ასეთები ვართ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის სიხარულით და არა უბედურებით. არ უნდა გვძულდეს და გვეზიზღებოდეს ერთმანეთი. ამ მსოფლიოში ყველასთვისაა ადგილი, დედამიწა მდიდარია და ყველას დაგვიტევს.

ცხოვრების გზა თავისუფალი და ლამაზი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ეს გზა. სიხარბემ მოწამლა ადამიანთა სულები, მსოფლიო სიძულვილისგან ბარიკადებით გადაიღობა. ჩვენ განვავითარეთ სისწრაფე, მაგრამ მასში ჩავიკეტეთ. მანქანებმა გზა გაგვიხსნეს სიმდიდრისკენ, ცოდნამ ცინიკურები გაგვხადა, ნიჭიერებამ კი – გაგვაბოროტა. ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. მანქანებზე მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება, ნიჭიერებაზე მეტად – სიკეთე და თავაზიანობა. ამ თვისებების გარეშე ცხოვრება ძალადობრივი გახდება და თავის ნამდვილ არსს დაკარგავს.

უხმო კინოს მეფე- ჩარლი ჩაპლინი

მე ვერ ვეგუები მშვენიერების ისეთ ნიმუშს, რომელიც ყველასთვის გასაგებია. როდესაც მშვენიერება არ საჭიროებს დამატებით ინტერპრეტაციას ვინმე სხვა შემოქმედისგან, მაშინ მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მან შეასრულა მისი ჭეშმარიტი დანიშნულება.
ჩემი ტკვილი შეიძლება იყოს ვინმეს სიცილის მიზეზი, მაგრამ ჩემი სიცილი არასდროს იქნება ვინმეს ტკივილის მიზეზი
ფილმში გადაღება არის მჭირვეულობა. აუდიტორიას ნამდვილად სურს ცოცხალი მსახიობი სცენაზე

ცოდნამ ჩვენ ცინიკოსებად გვაქცია, ჭკუამ- გულქვა და ბოროტ არსებებად. ვფიქრობთ ზედმეტად ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებზე მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება. საჭიროა ვიყოთ კეთილები და მიმტევებლები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოზე ძალადობა გაბატონდება და ყველანი დავიღუპებით"
"
"თითქოსდა წინ მივიწეთ, მაგრამ გაუთვიცნობიერებლად ვაფერხებთ საკუთარ თავს.ტექნოლოგიებმა მუდმივი სურვილის მდგომარეობაში ჩაგვაგდო. საკუთარმა ცოდნამ ცინიკოსები გაგვხადა და ნიჭიერებამ გაგვაბოროტა.ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. არადა ტექნოლოგიებზე მეტად ადამიანობა გვჭირდება და სიჭკვიანეზე მეტია

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

11


  • MARAUDER თქვა:
    2 აპრილი 2013 22:57 - ID: 11,
    ჩარლი არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობი love გენიოსად ვთვლი ამ ადამიანს love
    "წერილი ჯერალდინას" მეექვსე თუ მეშვიდე კლასში ვისწავლე და დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი love
    არაჩვეულებრივი სიახლეა.. ამომწურავი და საინტერესო love

  • Flight_attendant თქვა:
    2 აპრილი 2013 21:10 - ID: 10,
    ადამიანის იდეალი - ჩარლი

  • Ana smiley თქვა:
    2 აპრილი 2013 12:37 - ID: 9,
    საოცარი კაიც იყოო რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო ეს წერილი არ მბეზრდებააა love

  • elga თქვა:
    2 აპრილი 2013 00:46 - ID: 8,
    salome55555
    ხოო მეც მიყვარს ბექა ელბაქიძის გახმოვანებით წაკითხული ეგ წერილი ცრემლები მომდის ხოლმე.
    მიყვარს ჩარლი მისი ფილმები მიყვარს კომედიური, სევდიანი .
    კარგი ნიუსია თაკუშ ფავორიტებში

  • salome55555 თქვა:
    1 აპრილი 2013 23:19 - ID: 7,
    ჩარლიზე ზედმეტია ლაპარაკი.
    ჯერალდინას რომ წერილი მიწერა აი ამ წერილზე ჭკუა მეკეტება რამდენჯერაც არ უნდა მოვუსმინო არ მბეზრდება. ბექა ელბაქიძე კითხულობს კარგად.
    ავტორ ძალიან კარგი სტატიაა love

  • kristi_ თქვა:
    1 აპრილი 2013 22:50 - ID: 6,
    ჩარლიი love ჩემთვის ჩარლი ყოველთვის გამორჩეული იქნება. მისი ყველა ფილმი ნანახი მაქვს.
    არაჩვეულებრივი ნიუსია

  • Afrodite...♥ თქვა:
    1 აპრილი 2013 20:26 - ID: 5,
    საუკეთესო კომიკოსი და არაჩვეულებრივი თავის სფეროში. ერთადერთი ფილმები რომლებზეც გულიანად მიცინია, მხოლოდ ჩარლი ჩაპლინის მონაწილეობით ყოფილა. შეასრულო უხმოდ, მხოლოდ ეს მეტყველებს მის პროფესიონალიზმზე და ორიგინალურობაზე. მე მისი ავტობიოგრაფიაც მაქვს წაკითხული და ასეთი კომიკური სახის უკან დასანანია რომ საკმაოდ ტრაგიკული ბედი იმალება.
    თაკ არ ვიცი რა გითხრა არაჩვეულებრვი გოგო ხარ, ძალიან მიყვარხარ და გაფასებ. მოხიბლული ვარ შენი სტატიით
    love

  • Johnny depp თქვა:
    1 აპრილი 2013 19:29 - ID: 4,
    გენია იყო მართლა. საქმის ნადვილი "მანიაკი" ერთგან წავიკითეხე
    რომ 50-ჯერაც გაუფუჭებია კადრი, მანამ სანამ არ მიაღწევდა სასურველ შედეგს. ვაფასებ მისნაირ შრომისუნარიან ადამიანებს

  • elenikojoe თქვა:
    1 აპრილი 2013 19:19 - ID: 3,
    ჩარლი იმდენად დიდი პიროვნება იყო, მოსიარულე პოზიტივი, ზედმეტიც კი არის, შეაფასო და კომენტარი გააკეთო.

  • kato_kato თქვა:
    1 აპრილი 2013 19:19 - ID: 2,
    გენიოსიიიი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top