;
3 აპრილი 2013      Tatia_M.     19 კომენტარი     ნანახია 6744-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ბრემ სტოკერის ,,დრაკულა''

გოთიკური ჟანრის ყველაზე ცნობილი რომანის ,, დრაკულა ''_ს ავტორი ირლანდიელი მწერალი ბრემ სტოკერია.
სტოკერი თავის დროზე სულაც არ გახლდათ ცნობილი მწერალი.მისი წიგნები პოპულარობით არ სარგებლობდა. 1882 წელს გამოვიდა სტოკერის ფანტასტიკური ნოველების პირველი კრებული.,რომელიც თავის ვაჟს მიუძღვნა. მისი ცოლი გახლდათ ფლორენს ბელკომბი,რომელზეც ასევე ოსკარ უალდი ყოფილა შეყვარებული.
ბრემ სტოკერის ,,დრაკულა''

რომანი დრაცულა სტოკერმა 1897 წელს გამოაქვეყნა. მიიჩნევა,რომ ავტორმა ის შერიდან ლე ფანიუს, კერძოდ კი მისი გოთიკური ნოველის ,,კარმელა''_ს გავლენით დაწერა.როგორც ავტორი აღნიშნავს, მას ბიძგი წიგნის შესაქმნელად მისცა უცნაურმა სიზმარმა:ეზმანა მოხუცი,რომელიც კუბოდან დგებოდა.გაიღვიძა თუ არა რომანის ჩანაფიქრის ქაღალდზე გადატანა დაიწყო უკვე იცოდა,რომ მთავარი გმირი გრაფი იქნებოდა,მოქმედება კი ავსტრიაში ხდებოდა. შემდეგ საკურორტო ქალაქ უათბის სანატორიუმის ბიბლიოთეკაში შემთხვევით წააწყდა წიგნს; ,,მოლდავეთის,ტრანსილვანიისა და ვლახეთის ისტორია''. წიგნი წაიკითხა და თავისი გმირიც აღმოაჩინა._,, ვლახეთის მთავარი ვლად ბესარაბი,გრაფი დრაკულა,რომელსაც ცეპეში შეარქვეს,რადგან მტრების ძელზე გასმა უყვარდა
ბრემ სტოკერის ,,დრაკულა''

პერსონაჟების ამბავი დღიურებისა და წერილების სახითაა წარმოდგენილი,
რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მკითხველისთვის იდუმალ მოვლენებსა და სიტუაციებს.

რომანის პერსონაჟები კეთილშობილი ქალიშვილები და გაბედული ჯენლტმენები არიან,
რომლებიც ებრძვიან ჯოჯოხეთის მაშხალას_ გრაფ დრაკულას.

ბრემ სტოკერი 1012 წელს გარდაიცვალა.მისი შექმნული რომანი კი მანამ იცოცხლებს
სანამ დედამიწაზე მძაფრი შეგრძნებების მოყვარული ადამინები იარსებებენ.
ბრემ სტოკერის ,,დრაკულა''

გამონათქვამები ბრემ სტოკერის ,,დრაკულადან ''

,,მეგობარი უფრო იშვიათობაა,ვიდრე შეყვარებული,
ყოველ შემთხვევაში მეგობარი ნაკლებ ეგოისტია.''

,,სიცოცხლე სხვა არაფერია,თუ არა რაღაც დიდის მოლოდინი გაცილებით დიადის,
ვიდრე ჩვენი ამქვეყნიური ამაოებაა, და სიკვდილი ერთადერთია,რისი იმედიც ნამდვილად გვაქვს''

,,მეჯვარე ქალები პატარძლის მომლოდინეთა თვალებს იქამდე ახარებენ თავიანთი ბრწყინვალებით,
სანამ პატარძალი გამოჩნდება,პატარძლის გამოჩენის შემდეგ კი არათუ ბრწყინავენ, ბჟუტვასაც ვეღარ ახერხებენ''.

,,ვისაც თავაუღებელი გონებრივი შრომა გვიწევს,ჩვენ ნერვები არც ისე მტკიცე,
ხოლო სისხლი არც ისე ხასხასაა.''

ბრემ სტოკერის ,,დრაკულა''

,,დაძინება,ეს ხომ ის სიკეთეა,რაც ყველას გვწყურია''

,,ვამპირი არ კვდება,როგორც ფუტკარი მას შემდეგ ,რაც ერთხელ დაგესლავს. ის მხოლოდ ძალას იკრებს, ხოლო გაძლიერებით კიდევ უფრო მეტი ბოროტების ჩადენის შესაძლებლობას იძენს.''

,,ღმერთი არ ყიდულობს სულებს,არამედ ეშმაკი, და თუ ყიდულობს კიდეც არასოდეს ასრულებს თავის დაპირებას. მაგრამ უფალი მოწყალე და სამართლიანია, მას თქვენი ტანჯვაც ესმის და თქვენი სიყვარულიც. იფიქრეთ,როგორი მძიმე ასატანი იქნება მისთვის თქვენი უგუნური სიტყვები.''

,,ყველაფერი ღვთის ნებით მოხდება და მხოლოდ მაშინ,როცა იგი მოისურვებს. ნუ გეშინიათ,თუმცა ნაადრევი სიცარულიც არ ღირს, შესაძლოა სწორედ ის,რაც გვსურს ,ჩვენი დაღუპვის მიზეზი გახდეს.''

,,დამნაშავე ყოველთვის ერთგავრ დანაშაულს სჩადის,ანუ ნამდვილი დამნაშავე ისაა,ვისაც დანაშაულის გარკვეული ხარისხის მიმართ აქვს მიდრეკილება და რომელსაც სხვა დანაშაულის ჩადენა არ შეუძლია. არც ერთ დამნაშავეს არც აქვს მოწიფული ადამიანის ტვინი. ის ჭკვიანია, ცბიერი და გერგილიანი. მაგრამ ტვინის მხრივ მოწიფული ადამიანი არ არის.. ბევრი რამით მას ბავშვის ჭკუა აქვს.''

ბრემ სტოკერის ,,დრაკულა''

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

19


  • Xatia_00 თქვა:
    12 ივლისი 2014 01:01 - ID: 19,
    რატომ ამბობთ რომ სტერობაა? სიანტერესო სიუჟეტია,მე იმან მომხიბლა,რომ დღიურების სახითაა გადმოცემული.ყველა პერსონაჟის ხასიათი,თვალთახედვა და აზრია დაფიქსირებული.
    შეიძლება ფანტასტიკაა,მაგრამ ნამდვილად განსხვავებული სახისაა და საინტერესო წასაკითხიცაა love love

  • darkangel თქვა:
    2 ივნისი 2013 14:15 - ID: 18,
    წავიკითხე მაგრამ რატომღაც დიდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია და სულაც არ შემშინებია :დ
    არა კარგი ნაწარმოებია მაგრამ გამაგიჟებელი ნამდვილად არ არის :)

    ციტატა: INNA
    წიგნი მაგარი შტერობაა : ))))))) უფრო მეტს ველოდი აშკარად

    მეც მეტს მოველოდი ვიცოდი როგორ მოხდებვოდა და როგორ დამთავრდებოდა ყველაფერი ძაან უბრალო იყო:დ

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    5 აპრილი 2013 15:31 - ID: 17,
    დამაინტერესა წიგნმა და აუცილებლად უნდა წავიკითხო ნიუსი არაჩვეულებრივია

  • MELINDA თქვა:
    5 აპრილი 2013 15:08 - ID: 16,
    ერთი კვირის წინ წავიკითხე ეს წიგნი და ისე იმოქმედა,2 დღე შიშით ღამე გარეთ ვერ გავდიოდი,ვერც ფანჯრიდან ვიყურებოდი :) საერთოდ,მშიშარა არ ვარ არანაირად,თინეიჯერობის ასაკიდანაც კარგა ხნის წინ გამოვედი მაგრამ სერიოზულად შემეშინდა :)) თან ვკითხულობდი და თან ყველა გაფაჩუნებაზე გული მისკდებოდა,საოცრად ჩამითრია ამ წიგნმა,ერთ ღამეში წავიკითხე,ვერ მოვწყდი.

  • Sk8er თქვა:
    4 აპრილი 2013 20:54 - ID: 15,
    ზუსტად ორი დღის წინ მომიტანა მამიდაჩემმა ეს წიგნი love

  • m.a.r.i თქვა:
    4 აპრილი 2013 12:08 - ID: 14,
    დამაინტერესა ალბათ წავიკითხავ smile

  • muraba თქვა:
    4 აპრილი 2013 00:45 - ID: 13,
    დაწყებული მაქვს ამ წიგნის კითხვა ძალიან მომწონს

  • sweet__girl თქვა:
    3 აპრილი 2013 21:24 - ID: 12,
    ეხლა გამოვიდა ზუსტად ეგ წიგნიი და დვიწყე კითხვა. :) ძაან მომწონს

  • WatsonT თქვა:
    3 აპრილი 2013 20:56 - ID: 11,
    მე როგორ არ მესიზმრება რამე სიზმარი wink wink ვინც ვამპირებზე წერს ყველა სიზმრის შთაგონებით როგორ წერს. რა სასაცილოა, "ბინდი" "დღიურების" შთაგონებით (ჩემი აზრით) დაიწერა "დრაკულა" კი "კარმელას" შთაგონებით და ორივე ავტორი სიზმარს აბრალებს შთაგონებას! ise degeneratuli wigni drakula :))

  • nini:)(: თქვა:
    3 აპრილი 2013 20:48 - ID: 10,
    ძალიან საინტერესოა მაგრამ ერთი ფაქტი მაეჭვებს
    ,,ვამპირი არ კვდება,როგორც ფუტკარი მას შემდეგ ,რაც ერთხელ დაგესლავს. ის მხოლოდ ძალას იკრებს, ხოლო გაძლიერებით კიდევ უფრო მეტი ბოროტების ჩადენის შესაძლებლობას იძენს.''
    ზუსტად ვიცი, რომ ფუტკარი როდესაც კბენს მაშინვე კვდება, ალბათ კრაზანა იყო ნაგულისხმევი

  • Hermione...♥ თქვა:
    3 აპრილი 2013 20:11 - ID: 9,
    ძალიან მიყვარს ეს რომანი, მისი ეკრანიზაციებიდან კი ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმს გამოვარჩევდი გარი ოლდმენის, ვაინონა რაიდერისა და ენტონი ჰოპკინსის მონაწილეობით love სირცხვილია, რომ ასეთი ნაწარმოებისა და ფილმის არსებობის მიუხედავად, ხალხი "ბინდსა" და "ვამპირის დღიურებზე" გიჟდება wassat
    NiNi_N,
    ნამდვილად დიდი სიამოვნება გელის წინ feel

  • Gia Carangi თქვა:
    3 აპრილი 2013 20:06 - ID: 8,
    გარი ოლდმანი <- ჩემი ოცნების მამაკაცი! love

  • nin1 თქვა:
    3 აპრილი 2013 19:20 - ID: 7,
    საინტერესოა, წავიკითხავ wink

  • INNA თქვა:
    3 აპრილი 2013 18:53 - ID: 6,
    წიგნი მაგარი შტერობაა : ))))))) უფრო მეტს ველოდი აშკარად

  • marika)) თქვა:
    3 აპრილი 2013 18:49 - ID: 5,
    აუ ეს წიგნი ძალიან მაგარია love უსაინტერესოესია love love

  • NiNi_N თქვა:
    3 აპრილი 2013 18:15 - ID: 4,
    Tatia_M.
    ჰო ვიცი...ამ წიგნზე იმდენი მაქვს წაკითხული (ზოგადი მოსაზრებები სხვა მწერლებისა თუ კრიტიკოსებისა). პრინციპში ნაწილობრივ წიგნიც წაკითხული მაქ (ეგრე გამოდის) :D აი მართლა ვეღარ ვითმენ! უკვე არ მინდა რომ დავამთავრო (ოდესმე) ვიცი რომ მაგარი იქნება და დამწყდება გული როცა დავამთავრებ :( love

  • Tatia_M. თქვა:
    3 აპრილი 2013 18:08 - ID: 3,
    NiNi_N,
    ძალიან დიდი სიამოვნება გელის წინ

  • NiNi_N თქვა:
    3 აპრილი 2013 17:48 - ID: 2,
    ამ წიგნის თითქმის ყველა კინოეკრანიზაცია ნანახი მაქვს და
    ბევრი კარგია მაგრამ ეს ყველაზე მეტად მომწონს
    1992
    წიგნის კითხვას მომავალ კვირას შევუდგები :)) ერთი სული მაქ...
    კარგი სტატიაა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top