;
4 აპრილი 2013      kathryn happyborn     6 კომენტარი     ნანახია 10471-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ჰარუკი მურაკამი "ნადირობა ცხვარზე"
თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ ჰარუკი მურაკამის " ნადირობა ცხვარზე " წინ დიდი ბედნიერება და მოულოდნელი მოგზაურობა გელოდებათ.იაპონური ლიტერატურის თანამედროვე გიგანტი მისი ტრილოგიის მეორე წიგნით დაუვიწყარ და ჯერ არ გაგონილ მოგზაურობის ამბავს გვიყვება - ეს არის მარადი ჰიპის მიერ მოყოლილი უნცაური ამბავი სადაც მსუბუქი ტექსტის მიმღმა საინტერესო ფილოსოფიური გამოცანები იმალება. ეს ნაწილობრივ საკუთარი თავის ძიებაა უსახელო გმირების სამყაროში, ჰოკაიდოს მთების რელიეფზე ვარსკვლავიანი ცხვრის აღმოჩენის პარალელურად. ტოკიოდან ვიდრე ჰოკაიდოს მთებამდე საც ისეთ რამეს წააწყდებით რომ არასოდეს დაგავიწყდებათ. გინდათ იპოვოთ საკუთარი თავი ან თუნდაც იმ კუთხიდან დაინახოთ რაც ჯერ თქვენს თავში არ აღმოგიჩენით? მაშინ მოკლედ გეტყვით თუ რატომ ღირს წაიკითხოთ ეს წიგნი რომელიც მსოფლიო ბესტსელერების სიაშია და 20 ენაზეა თარგმნილი.

ჰარუკი მურაკამი "ნადირობა ცხვარზე"
სულ ცოტას მის ავტორზეც მოგიყვებით რომ უფრო ცხადი იყოს თუ რატომ არის ის ასეთი საინტერესო: იაპონიის პატარა საპორტო ქალაქში დაბადებული მურაკამი პატარაობიდანვე გატაცებული იყო ბუდიზმითა და ევროპული ლიტერატურით ,რასაც შემდეგ ჯაზისა და ამერიკის სიყვარული დამეატა.მწერლობის უნარი ბეისბოლის მატჩის ყურებისას აღმოაჩინა და იქვე გადაწყვიტყა რომ წარმატებული მწერალი გახდებოდა. პირველივე წიგნები ბესტსელერი გახდა და მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. მომდევნო წლებში გამოვიდა მისი ყველაზე ცნობილი წიგნი "ნადირობა ცხვარზე" რომელიც " ვირთხის ტრილოგიის" მეორე ნაწილია. თავად მურაკამის უყვარს მოგზაურობა ისევე როგორც მისი მთავარ პერსონაჟებს, მუსიკა , წიგნები და ვისკი. ტრადიციულად გაზრდილი იაპონელი ამჟამად ამერიაკში ცხოვრობს და მოღვაწეობს ამბობს რომ აქდან უკეთესად ჩანს იაპონია და მასაც უფრო კარგად შეუძლაი შეიგრძნოს მისი საიდუმლოებები.ის სუბკულტურის დიდი მოყვარულია და ამავე სტილის მწერლადაც მოიაზრება. უყვარს " როლინგ სტოუნი", სტივენ კინგი, დავიდ ლინჩი , მოტოციკლეტით სერნობა და დეტექტივები. მის სამწერლო ანგარიშზე 12 რომანი და რამდენიმე ათეული მოთხრობაა. ახლა კი ჩვები საუბრის მთავარ საგანზე" ნადირობა ცხვარზე" გადავინაცვლოთ, რომელმაც ჰარუკი მურაკამი ზუსტად ერთ დღეში მსოფლიოში ყველაზე გავლენიან და გაყიდვად მწერლად აქცია.

მთავარი გმირი სრულიად ჩვეულებრივი ტოკიოელი კრეტაიული კლერკია, რომელიც ტვინის გამრეცხ რეკლამების ტექსტებს იგონებს და ჯერ კიდევ ვერ უპოვნია საკუთარი ადგილი.კრახით დასრულებული ქორწინების შემდეგ თავისუფალი მარტოხელა ტიპია, უყვარს მუსიკა განსაკუთრებით " ბითლები" .ჰყავს ახალი მეგობარი გოგონა რომელსაც ჯადოსნური ძალის ულაამზესი ყურები აქვს და მასზე გასაოცარი სიმშვიდით მოქმედებს.არაფერით საინტერესო სიუჟეტი თავიდან გგონია, რომ რომელიმე უმნიშვნელო ბულვარულ რომანს კითხულობ მაგრამ .., რიტმული მოწყენილობიდან "მას" დაუგეგმავი მოწვევა იხსნის თავად კი თვლის რომ ყველაზე გაუგებარ სიტუაციაში აღმოჩნდა და რომ არა ფულადი დაინტერესება არაფრის დიდიებით არ ჩერთვებოდა ამ საიდუმლობით მოცულ აბსურდულ მოგზაურობაში სინამდვილეში კი ყველაფერი სხვანაირადაა..
ჰარუკი მურაკამი "ნადირობა ცხვარზე"

დიდი ხნის გამქრალი მეგობარი ვირთხას წერილი მისთვის საბედისწერო გამოდგა- მთელი მისი სამომავლო გეგმები რადიკალურად შეცვალა , წერილში ბევრი ქარაგმული წინადადება იყო, რომელიც მოგზაურობის დროს სრულიად გასაგები ხდება მისთვის.საქმეში ჰოკაიდოს მთებიანი სურათი ერთვება, რომლის ფონზე უამრავი ცხვარია გამოსახული მაგრამ მხოლოდ ერთი ვარსკვლავიანი ცხვარია განსაკუთრებით საყურადღებო. თავად ადრესატს ეს არაფრად ჩაუგდია ჩვეულებრივი ღია ბარათი ეგონა შემთხვევით შერჩეული ხედით , სამაგიეროდ სურათის წარმომავლობა სენსეის მსახურს -ერთერთ ძალაუფლების მოყვარე ლიდერის ნდობით აღჭურვილ პირს დააინტერესა.ჰეარში დენთის სუნი იგრძნობა. შემდეგ მომნუსხველი ძალის მქონე მსახური მთავარ გმირს გასაოცარ ისტორიას უყვება და ცხვრის საძებნელად წასვლას თხოვს. პირობები ორივესთვის მისაღებია: მან უნდა იპოვოს ვარსკვლავიანი საფოლკის ჯიშის ცხვარი ის რომელიც ფოტოზეა გამოსახული სანაცვლოდ კი საკმაოდ დიდი ფულად კომპენსაციას მიიღებს და სამსახურებრივი პრობლემებიც დალაგდება. ისიც თავის უცნაურ უნარიან გოგონასთან ერთად რომელსაც საოცარი ყურები აქვს და ყურების მოდელად მუშაობს , მასაც ისევე როგორც მთავარ გმირს სახელი არ აქვს,სამოგზაუროდ მიდიან. ზუსტად არ იციან ძებნა საიდან უნდა დაიწყონ ,მაგრამ ის იციან რომ ერთ თვეში უნდა მოასწრონ მისი პოვნა ანუ იქამდე სანამ სენსეი გარდაიცვლება , მისი სიცოცხლე ამ ცხვარზეა დამოკიდებული. რა ძალა აქვს ამ ცხვარს და რატომ მაინც და მაინც ეს ცხოველი? ჰარუკი მურაკამი აქ ერთ ლეგენდის მიხედვით მოქმედებეს რომ არსებობს ძალაუფლების მოყვარე საფოლკის ჯიშის ვარსკვლავიანი ცხვარი, რომელიც გასნაკუთრებულ ადამიანებს უსახლდება და მას სრულიად ცვლის. შიეძლება ითქვას იდეების გენერატორია და ადამიანებს მათ განხორციელებაში ეხმარება . ისეთ უნარებს ავლენინებს რაზედაც მათ წარმოდგენაც კი არ ქონდათ, ხოლო როცა ცხვარი მის მისიას ამოწურავს სუბიექტს ტოვებს და ის "გამოცხვარებული " ჩვეულებრივი მოკვდავი ხდება და სწორედ ეს არიას ამ ადამიანებისთვის სიკვდილის ტოლფასია. როგორ განვითარდება ეს მოგზაურობა ამის გარკვევა თქვენთვის მომინდვია რადგან ყველაზე საინტერესო სწორედ აქ იწყება. აქ ეხსნება ფარდა მთელ საიდუმლოებას ღირდა თუ არა ცხვარზე სანადიროდ წასვლა. როგორც კი კითხვას ასრულებ იმწუთსავე გიჩნდება სურვილი თავიდან დაიწყო თითქოს რამე გამოგრჩა ან წაკითხვის სიამოვნება მოკლე ვადიანი იყო. იმდენად მარტივი თხრობის მანერაა რომ ვერც აცნობიერებ წიგნს კითხულობ თუ პირადად ხედავ ავტორს რომელიც ერთ ამოსუნთქვით გიყვება ამბავს უცნაურ მეგობარ ვირთხაზე და მის იმ საიდუმლო ტრასნფორმაციაზე, რომელმაც რამდენიმე ადამიანი სამუდამოდ გარდაქმნა თვითონ კი წარმოუდგენელი ნაბიჯი გადაადგმევინა.


ჰარუკი მურაკამი "ნადირობა ცხვარზე"

❝ რაღაც განსაკუთრებული თვისება გაქვს, როგორც ქვიშის საათს. ქვიშა სულ რომ ჩამოიცლება, ვიღაც აუცილებლად გადააბრუნებს და ყველაფერი თავიდან იწყება.
❝ მე ახლაც მიყვარხარ მაგრამ საქმე სხვა რამეა.. თვითონაც მშვენივრად ვხედავ ყველაფერს.
❝ შეიძლება მოხეტიალე კაცის ბუნება მაქვს,რაც ნებისმიერ ადგილათან და პირობებებთან შეგუებაშ გეხმარება. არ ვიცი ვირაც წერდა, რომ ხანგძლივი მაწანწალა ცხოვრებისათვის ადამიანს სამიდან ერთი მაინც უნდა იზიდავდეს: მქადაგებლობა, ხელოვნება , ფსიქოანალიზი.თუ ამ სამიდან ერთერთის მიმართ მაინც არ იჩენ მიდრეკილებას დიდხანს ვერ იხეტიალებო.
❝ არ გამოიყურებოდა არანაირად.
❝ რა უცნაური რამ გამოდის - გავიფიქრე. ნუთუ მხოლოდ საათის ისრების საშუალებით შეუძლიათ ადამიანებს დარწმუნდნენ რომ ისინი არსებობენ ?ამქვეყნად აუცილებლად უნდა არსებობდეს ამგვარი თვითშემოწმების სხვა საშუალებები.
❝ ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი ის არის რომ საკმარისია ჩემს სულში მივაგნო თუნდაც სულ ერთი ციცქნა ნაკლს , რომ ის მაშინვე იწყებს გაზრდას.
❝ ნებისმიერ ქალს აუცილებლად აქვს რაღაც ლამაზი: კარადა, უჯრა, კოლოფი, რომელიც პირამდეა სავსე გაურკვეველი დანიშნულების ხარხაურით.საოცრად მიყვარს ეს ყველაფერი, რადგან იმ ხარახურაში შეძლება ერთიმეორეის მიყოლებით ამოქექო მიმზიდველი რაღაც რაღაცეები, მტვერი გადააცალო და შეეცადო გამოიცნო მათი ჭეშმარიტი დანიშნულება. ჰოდა,ნეს მინდოდა მეთქვა:სექსუალურობას ასეთივე მიმზიდვეობა აქვს მე ის ჩემში აღმოვჩინე.
❝ კარგი ისაა (და ეს მართლაც კარგია)ჩემს ახლანდელ ცხოვრებში არაფერი არ არის ისეთი რისი თავიდან მოშორებაც შეიჩლება მინდოდეს. შესანიშნავი გრძონაა. თუ რამის გადაგდება შეიჩლება ჩემი ახლანდელი ცხოვრებიდან ისევ საკუთარი თავისა.
❝ რა სიჩქარითაც არ უნდა იმოჩაროს მატარებელმა მოწყენილობაას მაინც ვერსად გაექცევი. პირიქით რაც უფრო მეტია სიჩქარე , მით უფრო ღრმად ეფლობა სული მოწყენილობის ჭაობში. სწორედ ეს არის მოწყენილობის მთავარი პრინციპი.
❝ ტყუილად ამბობენ წლები აბრძენებს კაცსო.როგორც ერთმა რუსმა მწერალმა თქვა -წლები მხოლოდ ხასიათს ცვლის. ადამიანის გონებაშეზღუდულობა კი სიკვდილამდე უცვლელია. ხანსახან რუსები გონივრულ რაღაცას იტყვიან ხოლმე.



კატეგორია: საინტერესოა
Tags:

6


  • Rain Cloud თქვა:
    5 მარტი 2014 13:45 - ID: 6,
    ქართულად არის ნათარგმნი და თუ არის, სად იყიდება?

  • lady_tamo თქვა:
    4 აპრილი 2013 21:47 - ID: 5,
    ძალიან დამაინტერესა
    კარგი ნიუსია
    ვაპირებ წაკითხვას

  • haru-chyan თქვა:
    4 აპრილი 2013 21:29 - ID: 4,
    წაკითხული მაქ :დ კაია

  • Nini )) თქვა:
    4 აპრილი 2013 20:11 - ID: 3,
    ეს წიგნი დიდიხანია რაც წიგნის თაროზე მიდევს მტვერი დაედო, არ დამაინტერესა წასაკკითხად თავიდან, მაგრამ ახლა ინტერესი გამიჩნდა აუცცილებლად წავიკიტხავ request

  • someone თქვა:
    4 აპრილი 2013 19:02 - ID: 2,
    მაინტერესებს...

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top