;
4 აპრილი 2013      Johnny depp     9 კომენტარი     ნანახია 4255-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ცხოვრების წესები, ვარსკვლავების უჩვეულო ციტატები

ცხოვრების წესები, ვარსკვლავების მაგალითზე

როცა ადამიანი მიაღწევს გაკრვეულ ასაკსა და წარმატებას მისი გონება სხვანაირად ყალიბდება. იცვლება ადამიანი, იცვლება მისი შინაგანი სამყარო და ხვდება რომ შეუძლია გარკვეული გამოცდილება ან უბრალოდ რაიმე ცხოვრებისეულიეპიზოდი სხვისთვის მაგალითი იყო ან უბრალოდ "ცხოვრებისული გაკვეთილი" ბევრი ცნობილი ვარსკვლავი , რომლებსაცსაზოგადოება წლებია "იცნობს" ხშირად გამდხარან სხვა ადამიანების
"მასწავლებლები,"
ხშირად ურჩევიათ მათთვის, ან უბრალოდ გაუხსენებიათ რაიმე ეპიზოდი საკუთარი ცხოვრებიდან, მინდა შემოგთავაზოთ რჩევები, , რომლებსაც ჩვენი ვარსკვლავები გვთავაზობენ..


ციტატებით\ცხოვრებისული ეპიზოდებით გადმოცემული ამბები

ცხოვრების წესები, ვარსკვლავების უჩვეულო ციტატები

<<დასტინ ჰოპმანი >>

შესაძლოა, მარტო მე ვარ ასე, მაგრამ ზოგჯერ, როცა უსახლკაროებს, მკვლელებს, უბრალო არამზადებს ან ლოთებს ვუყურებ, უცებ მათ ჩვილობისდროინდელ ფოტოებს წარმოვიდგენ ხოლმე. ამ სურათებზე ისინი ისეთივე არიან, როგორც მე და თქვენ - ჩვენებზე. ჩვენ რომ ისეთები არ გავიზარდეთ, როგორებიც ისინი, მხოლოდ საოცარი, აუხსნელი შემთხვევითობაა.

[i]სიკვდილი მაშინ გვეხება, როცა ჩვენს ძველ ფოტოსურათებს ვუყურებთ. ვიღაც ამას მოგონებებს უწოდებს, მაგრამ ჩემთვის ეს ყოველთვის უფრო მეტად გულის ფიცარზე დარტყმას ჰგავდა, რაც საერთოდ ძალას გაცლის.


იმის განცდა, რომ სიკვდილი სადღაც შორიახლოა, თითქოს მაწვება. ყოველთვის ვცდილობდი, მასთან მეთამაშა. საკუთარ თავს ვეუბნებოდი: " ბიჭო, შენ ჯერ ნახევარიც არ გიცხოვრია" . როცა ორმოცი წელი შემისრულდა, ჩემს თავს ვუთხარი: "არაფერი ნახევარიც არ არის"... მერე ორმოცდაათის გავხდი და ვთქვი: "კარგი, ახლა შუა გზაში ვარ". 60 წელი რომ შემისრულდა, ჩემს სიმამრს ვუთხარი: "იცი, მგონი ნელ-ნელა ვგრძნობ, რაღაც საშუალო ასაკის კრიზისის მსგავსს", მან კი მიპასუხა: "ეშმაკმა დალახვროს, საშუალო ასაკის?! დასტინ, 120 წლის ადამიანი ბევრი იცი?"

ცხოვრების წესები, ვარსკვლავების უჩვეულო ციტატები

მსახიობებს არასოდეს არაფერი ჰკითხოთ. იმიტომ, რომ მათ მხოლოდ ყურადღება უნდათ. "შემომხედეთ - შხაპის მისაღებად წავედი! შემომხედეთ - ტუალეტში მივდივარ!"

ხელოვნების ფასეულობის ეჭვქვეშ დაყენება ძალიან ადვილია. წარმოიდგინეთ, რომ ლუვრი იწვის. ცეცხლში გახვეულ დარბაზში ორი რამ არის: მონა ლიზა და შემთხვევით შემომძვრალი ქუჩის კატა. თქვენ კი მხოლოდ ერთ-ერთის გადარჩენა შეგიძლიათ. წამები რჩება. რომელს აირჩევთ? მახსოვს, ოცი წლის რომ ვიყავი, ასეთ სიტუაციაზე ბიჭები ხშირად ვმსჯელობდით კარგ მოსაწევსა და ჭიქა ღვინოზე . ის კი არ მახსოვს, რა გადავწყვიტეთ...

ცხოვრების წესები, ვარსკვლავების უჩვეულო ციტატები

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კირკეგორს იუმორის გრძნობა არ ჰქონდა. ეს სისულელეა - აი, მე რას ვიტყვი. ამ აზრის საპირისპიროდ საუკეთესო მტკიცებულებაა მისი მეტაფორა ცხოვრების შესახებ. მე, რა თქმა უნდა, მას დავამახინჯებ და ყველაფერს ავურევ, მაგრამ კირკეგორმა რაღაც ამის მსგავსი თქვა: "უკიდეგანო ოკეანეზე ხელებზე და ფეხებზე წვრილი მკედებით ხარ გადმოკიდებული ორმოცდაათი საჟენის სიმაღლიდან - ცხოვრება სწორედ ეს არის" . მგონია, რომ ეს გამონათქვამი სავსებით ამტკიცებს, რომ კირკეგორს იუმორის გრძნობა ჰქონდა. იმიტომ, რომ ამის მოსმენისას, შეიძლება მხოლოდ იცინო.

ნიჭი თუ გაქვს, მაშინ კარგად უნდა იცოდე, რომ მას მაგრად ჰყავხარ ჩაბღუჯული და ცხოვრებაში იქით მიჰყავხარ, საითაც თვითონ მოესურვება.

ცნობილი როცა ხდები, სიკვდილის აღარ გეშინია. იმ მომენტში, როცა ვარსკვლავი გახდი, შენ უკვე გარდაიცვალე. ან ცოცხლად დაბალზამდი.

ცხოვრების წესები, ვარსკვლავების უჩვეულო ციტატები

<<ნელსონ მანდელა>>

საზოგადოების - შეცვლა ძნელი არ არის, რთული საკუთარი თავის შეცვლაა.

ცხოვრებაში - ბევრი რამ გვეჩვენება მიუღწევლად, იქამდე სანამ არ მივაღწევთ

ჩემზე თქვეს - ის დაბადებიდან ხე იყო, რომელიც ირხეოდა, მოგვიანებით კი ნელსონ მანდელა გახდა და მთელი მსოფლიო შეძრა.. . არ მომწონს, როდესაც ჩემგან ღმერთის ხატის შექმნას ცდილობენ. მირჩევნია საზოგადოება მიცნობდეს, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, თავისი უამრავი სისუსტით.

აფრიკული მუსიკის - მთავარი ხიბლი იმსაა, რომ სევდიანი შინაარსის მიუხედავად, მხიარულად გვეჩვენება. შესაძლოა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდე, სახლი არ გქონდეს, სამსახური დაკარგო... მაგრამ ეს მუსიკა მაინც იმედს გაძლევს

ცხოვრების წესები, ვარსკვლავების უჩვეულო ციტატები

დრო - გონივურულად უნდა გამოვიყენოთ და ყოველთვის გვახსოვდეს, ნამდვილი საქმის კეთების დაწყება ნებისმიერ წუთს შეგვიძლია

ადამიანთან საუბარი - იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, ნიშნავს მის გონებასთან ლაპარაკს. მაგრამ, თუ მასთან მშობლიურ ენაზე საუბარი შეგიძლია, ეს ნიშნავს, რომ შენ მის გულს ესაუბრები.

ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევა - არცერთხელ დაცემა არ არის. უფრო მთავარია, რამდენჯერაც დაეცემი, იმდენჯერ ფეხზე წამოდგე.

არავინ იბადება - სიძულვლილის გრძნობით. განსხვავებული კანის ფერის, რელიგიის, ფასეულობების თუ პირადი ინტერესების გამო, ხალხი სიძულვილს დროთა განმავლობაში სწავლობს... და თუ თქვენ სიძულვილი უკვე ისწავლეთ, მაშინ სიყვარულის სწავლასაც შეეცადეთ, რადგან ადამიანის გულთან სიყვარული უფრო ახლოს დგას.


ცხოვრების წესები, ვარსკვლავების უჩვეულო ციტატები

<< ჯორჯ კლუნი>>

მახსოვს, ბავშვები ოჯახურ თავყრილობაზე ბიძია ჯორჯს შემოვუსხდებოდით ხოლმე, ის კი ამბობდა: "ჩიკ, მოიხსენი თითი ჯორჯის, ტიმოთისა და ადა ფრენსისთვის". ბიძიას ხელოვნური თითი ჰქონდა, თავს გვაჩვენებდა, თითქოს მას იძრობდა და მაგიდაზე დებდა. "ახლა კი, ჩიკ, კბილები გამოიღე". ის პროთეზსაც მაგიდაზე დებდა. "ახლა კი თვალი ამოიღე, რომ ახალგაზრდებმა შეხედონ!" ჩიკიც მინის თვალს ამოიღებდა და წინ გვიდებდა. ბიძია ჯორჯი განაგრძობდა: "ახლა კი, ჩიკ, თავი მოიხრახნე". და ყველანი აქეთ-იქით გავრბოდით , ოთხი წლისას ხომ ყველაფერი გჯერა...

ერთ-ერთი , რაც დედაჩემისგან გამომყვა, იყო მრავალმხრივობა. დედა სილამაზის დედოფალი იყო და თავისი ტელეშოუ მიჰყავდა. მაგრამ დაბადების დღეზე თავისთვის ცირკულარული ხერხი იყიდა და ჩვენი სახლის სახურავი შეაკეთა. უფრო მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ მან მასწავლა რეალისტი ვყოფილიყავი და რთულ სიტუაციაში თავი გამეტანა. იტალიაში მეგობარი მყავს, ჯოვანი. ზაფხულში, ღმერთმა იცის, ველოსიპედებით სად აღარ ვსეირნობთ. მოულოდნელად, სად იყო, სად არა, მანქანა გამოვარდა, საჭესთან ქალი იჯდა, და ჯოვანის ფეხი გაუბრტყელა. საშინელი სანახავი იყო: ფეხი სისხლიან ფაფად იქცა. ირგვლივ, ათას მეტრში საავადმყოფო არ იყო. ხალხი მოგროვდა. ენა არ ვიცი, მაგრამ როგორღაც ვაგებინებ: "თქვენგან ეს მინდა, თქვენგან - ის". პირსაწმენდები, ბამბუკი, რეზინის ბინტი მიშოვეს, არტახი დავადეთ, მერე ავტომობილიც მოიძებნა. საქმე ბოლომდე მიიყვანე - აი, რა ვისწავლე დედაჩემის შემხედვარემ.

ცხოვრების წესები, ვარსკვლავების უჩვეულო ციტატები

ცხოვრებაში ყველაზე უკეთესი რაც მაქვს, ეს მეგობრები არიან, რომელთაც უკვე 25 წელია ნამდვილ ოჯახად ვთვლი. ბიჭები, რომლებიც ხელიდან არაფერს მაცლიან, და მეც იმავეთი ვპასუხობ. ისინი სულ არ დაგიდევენ, სად ვმუშაობ. მათ სამსახური, თავისი ცხოვრება და ოჯახები აქვთ, მაგრამ ყოველ კვირას კინოში დავდივართ, კალათბურთს ვთამაშობთ, ოჯახურ თავყრილობებზე ვიკრიბებით ან სადმე ერთად მივდივართ. ჩვენს მეგობრობას ვუფრთხილდებით. მე მას ჩემს ქორწინებაზე ბევრად ძლიერად ვუფრთხილდებოდი.

დეიდაჩემმა როზმარიმ ბევრი რამ მასწავლა, ამასთან ისე, რომ სიტყვაც არ უთქვამს. მისგან ვისწავლე წარმატებისთვის სწორად შემეხედა, თუმცა მისი მაგალითი დადებითი კი არა, უარყოფითი იყო. 1951 წელს ის დიდების მწვერვალზე იყო, ყველა ჟურნალის გარეკანზე იბეჭდებოდა. მაშინ ცხრა ცნობილ მომღერალ ქალზე ერთი მომღერალი მამაკაცი მოდიოდა . ხუთი წელი გასტროლებით მოგზაურობდა, დაბრუნდა და ის იყო, მოდაში როკ-ენ-როლი შემოვიდა. ელვისი მეფე იყო, და ესტრადაზე მამაკაცები მეფობდნენ. დეიდა უფრო ცუდად კი არ მღეროდა, უბრალოდ, სიტუაცია, წესები შეიცვალა და ამან მოტეხა. დაიჯერა, რომ ნიჭს კარგავს და შეტევები დაეწყო, წამლებს შეეჩვია. მას ცუდი მენეჯერი ჰყავდა, რომელმაც უამრავი ფული გაანიავა, მერე კი თავს დაატყდა საგადასახადო სამსახური, და ის ცხოვრების ბოლომდე უქონელი დარჩა. საბედნიეროდ, ძალა ეყო ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდა. აქედან რა უნდა ისწავლო? ერთ ძალიან სასარგებლო დასკვნას გამოიტან: ისეთი კარგი არ ხარ, როგორც შენზე ლაპარაკობენ და არც ისეთი ცუდი ხარ, რასაც შენს შესახებ ამბობენ.

ცხოვრების წესები, ვარსკვლავების უჩვეულო ციტატები

ჩემმა ქორწინებამ ბევრი ვერაფერი მასწავლა, იმიტომ, რომ მაშინ სწავლისთვის განწყობილი არ ვიყავი. ეს არ ნიშნავს, რომ ქალი, რომელიც ცოლად მოვიყვანე, არ მიყვარდა. მაგრამ რისთვისაც მზად ნამდვილად არ ვიყავი, ის იყო, რომ სანამ საქმე მართლა ცუდად წავა, მისი გამოსწორება უნდა მოინდომო. 28 წლის ვიყავი. მოთმინება და მომზადება არ მეყო, რომ კომპრომისებზე წავსულიყავი. ცოტა უფროსი რომ ვყოფილიყავი, ალბათ ნორმალური ოჯახური ცხოვრების აწყობას შევძლებდი.

ცხოვრების წესები, ვარსკვლავების უჩვეულო ციტატები

<<ალბერტ აინშტაინი>>

შეისწავლეთ თამაშის წესები და მას თქვენსავით ვერავინ ითამაშებს

ჯობია ისწრაფო იმისკენ რომ იყო საჭირო ვიდრე წარმატებული "ნუ დახარჯავთ თქვენ დროს იმისთვის რომ იყოთ წარმატებული, არამედ ის მოახმარეთ იმას რომ გახდეთ საჭირო , თუ გახდებით საჭირო ეს ნიშნავს იმას რომ ხართ წარმატებული.

ცხოვრების წესები, ვარსკვლავების უჩვეულო ციტატები

,,ადამიანს რომელიც არ უშვებს შეცდომებს , არასოდეს უცდია გააკეთოს რამე ახალი "არასოდე შეგეშინდეს შეცდომის დაშვების , შეცდომა ეს არ ნიშნავს დაღუპვას . შეცდომას შეუძლია გაგხადოს უკეთესი , ჭკვიანი და სწრაფი მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიქვავს მას სწორედ.

,,წარმოდგენა ეს ყველაფერია,მას შეიუძლია გვანახოს წინასწარ ,როგორ განვითარდება მოვლენები,წარმოდგენა ცოდნაზე ძვირფასია

ცხოვრების წესები, ვარსკვლავების უჩვეულო ციტატები

, ,ყველაფერი ეს იმის დამსახურება კი არ არის რომ ჭკვიანი ვარ, არამედ იმის რომ მე არ ვნებდები გადაწყვეტილების მიღების დროს "

მე არ ვარ ნიჭიერი ,უბრალოდ ცნობისმოყვარე ვარ"რა გააღვიძებს თქვენ ცნობისმოყვარეობას ? მე მაინტერესებს სხვა ადამიანების ერთი ნაწილის წარმატების მიზეზი , მეორე ნაწილის კი დაღუპვის სწორედ ამიტომ მოვანდომე ამდენი წელი ,იმის სწავლას თუ როგორ მივაღწიო წარმატებას . ცნობისმოყვარეობა გაახლოვებთ თქვენს მიზანთან.

ცხოვრების წესები, ვარსკვლავების უჩვეულო ციტატები

<<რიჩარდ გირი>>

ყოველთვის, როცა 18 წლის გოგონები სიყვარულში გამომიტყდებიან ხოლმე, ერთ რამეს ვფიქრობ: ჩვენს სამყაროში რაღაც მთლად კარგად ვერ არის.

მგონია, თანამედროვე სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამის გაგება: მოზღვავებული ინფორმაცია ვერ იძლევა მისი სანდოობის გარანტიას

ტყუილი შეიძლება ძალიან სხვადასხვანაირი იყოს: რენე მაგრიტს აქვს ცნობილი სურათი. მასზე ფოტოგრაფიული სიზუსტითაა გამოსახული ჩიბუხი, დაბლა კი აწერია: ეს ჩიბუხი არ არის. ნახატს უყურებ და ფიქრობ: ეს როგორ? მაგრამ თუ საკუთარ თავს რამდენიმე წუთს მისცემ, გაიგებ, რომ ეს ნამდვილად ყალიონი კი არ არის, არამედ მისი გამოსახულებაა და ყველაფერი, რისი თქმაც მაგრიტს თავისი ნახატით უნდოდა, ის არის, რომ ტყუილი შეიძლება ძალიან დახვეწილი იყოს. ისეთი დახვეწილი, რომ საზიზღრად თითქმის აღარ გეჩვენებ

ცხოვრების წესები, ვარსკვლავების უჩვეულო ციტატები

სავსებით სწორია, რომ მსოფლიოში არიან მსახიობები, რომლებიც ჩემზე გაცილებით უკეთ თამაშობენ. მაგრამ მათ კარიერის გაკეთება ვერ მოახერხეს. ასე რატომ მოხდა? ჩემი პასუხი იმედს გაგიცრუებთ: არ ვიცი.

ყოველი ადამიანი არაჩვეულებრივის მუდმივ ძიებაშია, მაშინაც კი თუ არასოდეს და არავის ამაში არ უტყდება.

ოდესღაც მეჩვენებოდა, რომ მაქსიმუმი, რაც შემიძლია - ეს არის, ოცდაათ წლამდე ვიცოცხლო. ახლაც კი მგონია, რომ მთელი ეს წლები, რაც ამის მეტი ვიცხოვრე, რაღაც საოცარი შემთხვევითობაა. არცთუ დიდი ხნის წინ სარაევოში ვიღებდით "ჰანტის ნადირობას" (2007 წელი, რეჟისორ რიჩარდ შეპარდის ტრილერი). ჩვენს ჯგუფს პრესკონფერენცია ჰქონდა და იქ ერთი ახალგაზრდა, მორცხვი გოგონა იჯდა. რაღაც მომენტში მან ხელი ასწია და თქვა: "რიჩარდ, ჩემი ოჯახის სამი თაობის - ჩემი, დედაჩემის და ბებიაჩემის -სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ ისევ განაგრძობთ კინოში გადაღებას" . მახსოვს, პირველად თავში რამაც გამიელვა იყო: რა სასიამოვნოა. მერე კი გავიფიქრე: "მაინც რა მოხუცი ვარ."

ცხოვრების წესები, ვარსკვლავების უჩვეულო ციტატები ცხოვრების წესები, ვარსკვლავების უჩვეულო ციტატები

როცა უკვე შვილები გეყოლება, შენთვის ახალ სამყაროს აღმოაჩენ. თუნდაც იმის გამო, რომ უფრო ადრე დგები და ფანჯრის მიღმა ხედავ დილის ცხოვრებას, რომელსაც ადრე ვერ ხედავდი.

კამერას ყოველთვის უფრო მეტის დანახვა შეუძლია, ვიდრე ადამიანის თვალს.

არავინ იცის, სინამდვილეში მე ვინ ვარ. ჟირაფი რომ ვყოფილიყავი, ვინმე გამოჩნდებოდა, რომელიც მტკიცებას მოჰყვებოდა, რომ გველი ვარ, მე კი ვეტყოდი: "საერთოდ, მე ჟირაფი ვარ".

ცხოვრების წესები, ვარსკვლავების უჩვეულო ციტატები

<< კვენტინ ტარანტინო>>

შეკითხვაზე - რატომ იღებს კინოს? - ტარანტინო პასუხობს: სხვა არჩევანი არ მაქვს.

გული არ მწყდება, შავკანიანი რომ არ ვარ. უბრალოდ, ასე მოხდა - მე სადაც გავიზარდე, უამრავი შავკანიანი იყო. თუ თქვენ საფრანგეთში გაიზარდეთ, ფრანგულად ილაპარაკებთ და ყველაფერი ფრანგული გეყვარებათ. მე კი შავკანიანთა შორის გავიზარდე. ერთი ჩემი უფროსი მეგობარი ორდელას ჰგავდა (იარაღით მოვაჭრე ფილმიდან "ჯეკი ბრაუნი"). ის ხალხს არ ხოცავდა, მაგრამ ბნელ საქმეებს კი ატრიალებდა.

დიდი იდეები კინოს აფუჭებს. კინოში მთავარია - კარგი კინო გააკეთო. შესანიშნავია, თუ მუშაობის პროცესში თავში რაიმე იდეა მოგივა. მაგრამ ეს დიდი კი არა, პატარა იდეა უნდა იყოს, რომლიდანაც ყველა თავისას გამოიტანს. მხედველობაში მაქვს, რომ თუ ფილმს იმაზე იღებ, რომ ომი ცუდია, მაშინ საერთოდ რა საჭიროა ფილმის გაკეთება? თუ სულ ეს არის შენი სათქმელი - მხოლოდ ორი სიტყვა თქვი: ომი ცუდი რამაა, ანუ სამი სიტყვა. თუმცა ორი სიტყვა უკეთესია: ომი ცუდია.

ცხოვრების წესები, ვარსკვლავების უჩვეულო ციტატები

კინოსკოლაში არ მივლია, კინოში დავდიოდი.

ფანტელებით საუზმობა ორი მიზეზის გამო მიყვარს: პირველ რიგში, იმიტომ, რომ მართლა გემრიელია, მეორეც - მისი მომზადება იოლია. ფანტელები პიცასავით არის, იქამდე ჭამ, სანამ ცუდად არ გახდები. ყოველთვის მომწონდა, რომ დღემდე მისი მწარმოებლები ბავშვებზე არიან ორიენტირებულნი. ფანტელები მოდიდან უფრო სწრაფად გამოდის, ვიდრე რეპერის "კრასოვკები". ისინი სამი თვე აწყვია სუპერმარკეტში, შემდეგ კი ქრება. მორჩა, ისინი მხოლოდ ნახეთ.

არავითარ "თეთრ დანაშაულს" არ ვგრძნობ და რასობრივ წინააღმდეგობაში გაბმის არ მეშინია. ჩემზე რას იფიქრებდნენ, ამისი არასოდეს მეშინოდა, იმიტომ, რომ გულწრფელი ადამიანი ყოველთვის ცნობს გულწრფელს. ის ხალხი, კი რომელიც თვითონ არის სიძულვილით სავსე, ყველაფერს დამაბრალებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ჩემს ფილმებთან პრობლემები გაქვს, ნიშნავს, რომ რასისტი ხარ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მართლა ასე ვფიქრობ.

ცხოვრების წესები, ვარსკვლავების უჩვეულო ციტატები

ამაჩემს არასოდეს შევხვედრივარ და ეს განსაკუთრებით არასოდეს მდომებია. მხოლოდ იმის გამო, რომ დედაჩემთან იწვა, ჩემი მამა არ არის. მას ოცდაათი წელი ჰქონდა იმისთვის, რომ ვენახე, მაგრამ ჩემთან შეხვედრა მოულოდნელად გადაწყვიტა, როცა ცნობილი გავხდი. ოდესღაც, როცა მის გვარს ვატარებდი, ის კი არ ჩანდა, ვფიქრობდი: "მაგარიც კი არის. რაღაც სტილშია"... მაგრამ ეს წყეული სახელი ადამიანებს იზიდავს.

ქალებსა და მამაკაცებს შორის მუდმივად დაძაბულობა. ამას ვგრძნობ. ქალი ქუჩაში მიდის, მე უკან მივყვები, და უეცრად დაძაბულობა ჩნდება. ჩვენ, უბრალოდ, ერთი გზა გვაქვს. ის კი ფიქრობს, რომ მე მოძალადე ვარ. მეც თავს დამნაშავედ ვგრძნობ. თუმცა ცუდი არაფერი გამიკეთებია.

თუ წლის ბოლოს შევძლებ ვთქვა, რომ ათი ნამდვილად კარგი ფილმი - ყოველგვარი შეღავათის გარეშე - ვნახე, ნიშნავს, რომ წარმატებული წელი იყო.

აღიარებამდე უხეში ბიჭი ვიყავი, რადგან ვგრძნობდი, რომ ისეთივე კარგი ვიყავი, როგორც ახლა ვარ, მაგრამ ეს აზრადაც არავის მოსდიოდა. ოცი წლამდე ლოს-ანჯელესის შემოგარენის იქით არ გავსულვარ. ის კი არა, თოვლი პირველად ვნახე, როცა სანდენსის ფესტივალზე წავედი.


ცხოვრების წესები, ვარსკვლავების უჩვეულო ციტატები ცხოვრების წესები, ვარსკვლავების უჩვეულო ციტატები

<< ალ პაჩინო >>

ჩემი მშობლები რომ გაშორდნენ, სულ პატარა ვიყავი. დედისერთა ვიყავი და სამხრეთ ბრონქსში, მრავალბინიან სახლში დედასთან, ბებიასთან და პაპასთან ერთად ვცხოვრობდი. თავი ძლივს გაგვქონდა. ამიტომ ჩემთვის ნამდვილი დღესასწაული იყო, როცა გავიგე, რომ შვრიის ფანტელების ყუთისგან შეიძლებოდა კუპონი გამოგეჭრა და მასში ტომ მიქსის დეზები მიგეღო. კოვბოი ტომ მიქსი ვესტერნების ძალიან ცნობილი ვარსკვლავი იყო! დეზებს ბანდეროლით, ფოსტით გიგზავნიდნენ და ამის გამო ისინი უკვე არაჩვეულებრივი იყო. მოკლედ, დეზები შევუკვეთეთ. ექვსი წლის ვიქნებოდი, როცა დიდი ბებია გარდაიცვალა. მახსოვს, დაკრძალვიდან შინ დავბრუნდით და აღმოჩნდა, რომ ამანათით მიქსის დეზები მოსულა. მე გავიბადრე, მაგრამ მაშინვე გამახსენდა, რომ ახლახან ბებია მოკვდა. ისე მინდოდა გამეხარა, მაგრამ... იმ დღეს გავიგე, რა ყოფილა შინაგანი კონფლიქტი.

ერთხელ, ბავშვობაში, ერთ ქუჩის ბალაგანში შევედი, ბურთი ვისროლე და რამდენიმე ბოთლი წავაქციე, მაგრამ პრიზი არ მომცეს. ჩემთვის დღემდე წარმოუდგენელია, როგორ შეიძლებოდა ასე მოქცევა. რა უსამართლობა იყო! შინ რომ მივედი, ყველაფერი პაპას ვუამბე. მან ისეთი სახე მიიღო... დღემდე თვალწინ მიდგას. სახეზე ეწერა: “შენი აზრით, მეექვსე სართულიდან უნდა ჩავიდე, ხუთი კვარტალი ფეხით გავიარო, და ვიღაც ტიპს ბალაგანში დავუმტკიცო, რომ შენ ბოთლები წააქციე და პრიზი დაიმსახურე?!” ეს ყველაფერი მის სახეზე ამოვიკითხე. იმავე დროს, მან სცადა, ჩემთვის აეხსნა, რომ ცხოვრებაში ხანდახან ასეთი რამ ხდება. ამაში მართალი იყო. ხდება და მერე როგორ.

ცხოვრების წესები, ვარსკვლავების უჩვეულო ციტატები

იყო დრო, როცა მეკიოსკეებს გაზეთ “შოუ ბიზნესს” ვურიგებდი. არასოდეს დამავიწყდება, რამდენს მიხდიდნენ: 12 დოლარს. ათ და ორ ერთდოლარიანს. ათიანს მაშინვე ვახურდავებდი, რომ თორმეტი ერთდოლარიანი კუპიურა მქონოდა. ბარში იხდი, შეკვრიდან დოლარიანს აძრობ, და ჰგონიათ, რომ უამრავი ფული გაქვს.

თუ მსახიობს ძალიან ბევრი ფული აქვს, მან, ჩვეულებრივ, იცის, რაში გაანიავოს. პირადად მე ფული საკუთარ ფილმზე “ადგილობრივი სტიგმატიკოსი” დავხარჯე, რომელიც მერე გაქირავებაში არც გამიშვია

ცხოვრების წესები, ვარსკვლავების უჩვეულო ციტატები

იყო წელი, როცა ალკოჰოლითა და ტაბლეტებით უზომოდ ვიყავი გატაცებული. სხვათა შორის, ამ ყველაფერს დიდი ხანია თავი დავანებე. მაგრამ აი, ცერემონიალზე ვზივარ და ვფიქრობ: “რომ დამაჯილდოონ, სცენამდე მივაღწევ? დარწმუნებული არ ვარ”.

დედაჩემი ჩემს წარმატებას ვერ მოესწრო. მახსოვს, ათი წლის ვარ. ჩვენი სახლი ზედა სართულზეა. საშინლად ცივა. დაბლიდან, შესახვევიდან, მეგობრები ქუჩაში მიხმობენ. დედა კი არ მიშვებს. ძალიან ვბრაზობდი და სულ დავყვიროდი. ის ჩემს საყვედურებს იტანდა და. .. ამით სიცოცხლე შემინარჩუნა. გესმით, ყველა ის ბავშვი, სასეირნოდ რომ მეძახდა, ამქვეყნად აღარ არის. დედას უნდოდა, ქუჩაში კი არ მეყიალა, გაკვეთილები მომემზადებინა. და ამის წყალობით ახლა აქ ვზივარ და გელაპარაკებით. ყველაფერი გასაგებია, არა? მაგრამ ჩვენ ისეთი გულმავიწყები ვართ..


ცხოვრების წესები, ვარსკვლავების უჩვეულო ციტატები

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

9


  • Johnny depp თქვა:
    5 აპრილი 2013 10:58 - ID: 9,
    ვერასოდეს ვერ "ვუმუღამებდი" ჯორჯ კლუნს, რატო არ ვიცი .რაც შეეხება დანარჩენებს ყველა უდავოდ კარგია, რიჩარდ გრიზე ჭკუა მეკეტება, უსაყვარლესია და დადებითი პიროვნებაა
    NiNi_N,ta_mo,Lolipop..,kristi_,Afrodite...♥,Hermione...♥,elga, ყველას უღრმესი მადლობა love

  • Ninikoo_18 თქვა:
    5 აპრილი 2013 08:14 - ID: 8,
    love ყველა მაგრამ << ალ პაჩინო >> სულ სხვაა ჩემთვის ,, <3

  • elga თქვა:
    5 აპრილი 2013 00:34 - ID: 7,
    ტარანტინო ნამდვილი გიჟია.
    დასტინმა გამაოცა.
    აინშტაინის ფრაზები ჩემი ფავორიტია.
    თAკო ხო იცი არაჩვეეულებრივი ხარ

  • Hermione...♥ თქვა:
    4 აპრილი 2013 22:44 - ID: 6,
    აქედან, ჯორჯ ქლუნის გარდა, ყველას დიდ პატივს ვცემ tongue
    განსაკუთრებით აინშტაინისა და ტარანტონოს ციტატებმა მომხიბლა. ნუ, შენით მუდამ მოხიბლული და აღფრთოვანებული ვარ, თაკო love

  • ani_1008 თქვა:
    4 აპრილი 2013 20:24 - ID: 5,

    იმის განცდა, რომ სიკვდილი სადღაც შორიახლოა, თითქოს მაწვება. ყოველთვის ვცდილობდი, მასთან მეთამაშა. საკუთარ თავს ვეუბნებოდი: "ბიჭო, შენ ჯერ ნახევარიც არ გიცხოვრია". როცა ორმოცი წელი შემისრულდა, ჩემს თავს ვუთხარი: "არაფერი ნახევარიც არ არის"... მერე ორმოცდაათის გავხდი და ვთქვი: "კარგი, ახლა შუა გზაში ვარ". 60 წელი რომ შემისრულდა, ჩემს სიმამრს ვუთხარი: "იცი, მგონი ნელ-ნელა ვგრძნობ, რაღაც საშუალო ასაკის კრიზისის მსგავსს", მან კი მიპასუხა: "ეშმაკმა დალახვროს, საშუალო ასაკის?! დასტინ, 120 წლის ადამიანი ბევრი იცი?"

    :D:D

  • Afrodite...♥ თქვა:
    4 აპრილი 2013 18:20 - ID: 4,
    ზოგიერთი ცნობილი პიროვნება ნამდვილად გამოცდილი იყო ცხოვრებაში და ბრძენი, ამიტომ საჭიროა, რომ მათი რჩევა-დარიგებები გავითვალისწინოთ. სიახლე ძალიან მომეწონა თაკო, არაჩვეულებრივი ხარ თაკო ამ სფეროში და არ შეეშვა love

  • kristi_ თქვა:
    4 აპრილი 2013 18:15 - ID: 3,
    დასტინს როგორც დიდ მსახიობს ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემდი თუმცა ეხლა მივხვდი ბევრად მეტია ვიდრე 2 ოსკარის მფლობელი მსახიობი.
    არაჩვეულებრივი ნიუსია

  • Lolipop.. თქვა:
    4 აპრილი 2013 18:09 - ID: 2,
    საინტერესო იყო ძაან love

  • NiNi_N თქვა:
    4 აპრილი 2013 17:55 - ID: 1,
    დიდი მადლობა ამ სტატიისთვის love
    ვაღიარებ, რომ ეს ერთადერთი "დიდი" სტატიაა რომელიც ბოლომდე წავიკითხე wink

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top