;
5 აპრილი 2013      Lolipop..     15 კომენტარი     ნანახია 6472-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

საინტერესო ფაქტები თვალებზე
ორგანოთა შორის თვალის მგრძნობელობას განსაკუთრებული ადგილი უკავია, გარედან მიღებული ინფორმაციის 80%-ს თვალიდან ვღებულობთ.

ცნობილია, რომ გრიგორ რასპუტინი ავარჯიშებდა თავისი მზერის გამომხატველობას, მის სისასტიკეს და ძალას, რომ საზოგადოებაში თავისი ადგილი დაეკავებინა. ბოლო იმპერატორი ავგუსტუსი კი ოცნებობდა, რომ მის გამოხედვაში გარშემომყოფებს ზებუნებრივი ძალა ეპოვათ.

თვალის ფერი აძლევს ადამიანს ინფორმაციას მის გენებზე. მაგალითად, ცისფერი თვალები ხშირად გვხვდება ჩრდილოეთ რეგიონებში, ყავისფერი-ზომიერ კლიმატში, ხოლო შავი-ეკვატორის რაიონებში.


დილით, ან უკიდურეს სიცივეში თვალის ფერი შეიძლება შეიცვალოს (ამას ქამელეონს ეძახიან)

დღეისათვის მიჩნეულია, რომ ხალხი მუქი თვალებით არის ჯიუტი, ამტანი, მაგრამ კრიზისულ სიტუაციაში გაღიზიანებული. ნაცრისფერი თვალების მქონე ადამიანი მიზანდასახულია, ყავისფერთვალებიანი-ჩაკეტილი, ხოლო მწვანე-სტაბილური და ორიენტირებული.

საინტერესო ფაქტები თვალებზე
დედამიწაზე დაახლოებით 1%-ს შეადგენენ ადამიანები, რომელთაც ორივე თვალი განსხვავებული ფერის აქვთ.

ადამიანის თვალის მექანიზმი-შესაძლებელია თუ არა ეს?! რა თქმა უნდა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ასეთი მოწყობილობა უკვე არსებობს. მიცუბი ელექტრიკმა უკვე შეიმუშავა ელექტრონული თვალის ჩიპზე, რომელიც უკვე გამოიყენება ზოგიერთ პროდუქციებში. ეს თვალი ფლობს ისეთივე თვისებებს, როგორც ადამიანის.

რატომ ხუჭავენ ადამიები თვალებს კოცნის დროს ?! მეცნიერებმა ეს დაადგინეს! კოცნის დროს ჩვენ ვადუნებთ ქუთუთოებს, რომ გული არ წაგვივიდეს მოწოლილი გრძნობებისაგან. კოცნის დროს ტვინი განიცდის სენსორულ გადატვირთვას, ამიტომაც ჩვენ უნებლიეთ ვამცირებთ მოზღვავებულ ვნებებს.

დიდი ვეშაპის თვალები იწონის დაახლოებით 1 კგ-ს.
ამისდა მიუხედავად, ისინი ვერ ხედავენ საგნებს ახლოს.


როგორ მოვიხსნათ თვალის დაღლილობა? ხშირ-ხშირად ახამხამეთ თვალები, აღმოჩნდა რომ, მონიტორის წინ თვალი ზარმაცდება და ის წყვეტს ხამხამს, რაც ვნებს ადამიანის მხედველობას.

როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ყველა თვალს ლამაზს ხდის: შინაგანი ენერგია, ჯანმრთელობა, სიკეთე, ინტერესი გარშემომყოფ ხალხთან.


რატომ ფუჭდება მხედველობა? სპეციალისტები ამბობენ, რომ თვალი არის მაჩვენებელი იმის თუ როგორ ვუყურებთ სამყაროს. თუ ადამიანს მხედველობა უფუჭდება, ე.ი მას არ მოსწონს რაღაც მის გარშემომყოფ ხალხთაგან. იგი ჩაკეტილი ხდება. რა თქმა უნდა არსებობს სხვა მიზეზებიც.

ძალიან მოტკეცილი ტანსაცმელი უარყოფითად მოქმედებს მხედველობაზე. ეს არღვევს სისხლის მიმოქცევას, რაც შემდგომ თვალზე ისახება.

მეცნიერები თვლიან, რომ ოქროს ფერი ეხმარება მხედველობის აღდგენას.

პარადოქსია, მაგრამ სწრაფი კითხვა შედარებით ნაკლებად ღლის თვალს, ვიდრე ნელი.

საინტერესო ფაქტები თვალებზე

ადამიანის თვალი ანსხვავებს შვიდ ძირითად ფერს. მაგრამ, ამის გარდა, ადამიანს შეუძლია გამოარჩიოს ასი ათასამდე ტონალობა. ხოლო პროფესიონალურ თვალს (მაგალითად მხატვრისას) მილიონი ტონალობა.

კატა უფრო ზუსტად ხედავს გარშემომყოფ საგნებს, ექვსჯერ უფრო ნაკლებ განათებაზე, ვიდრე ადამიანს ესაჭიროება.

ბერძენი ფილოსოფოსები თვლიდნენ, რომ ცისფერი თვალები წარმოიშვა ცეცხლის წყალობით, სიბრძნის ქალღმერთს ხშირად ეძახოდნენ ''ცისფერთვალებას''.

ფსიქოლოგებმა დაადგინეს მიზეზი თუ რა გვიზიდავს უცნობ ხალხში. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხშირად ჩვენ გვხიბლავს მოციმციმე, ბრწყინვალე, ნათელი თვალები, რომლებიც ემოციებს გამოხატავენ.


საინტერესო ფაქტები თვალებზე

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

15


  • Ggvantsa თქვა:
    8 აპრილი 2013 21:53 - ID: 15,
    საინტერესო იყო, ყოჩაღ

  • Lolipop.. თქვა:
    6 აპრილი 2013 22:48 - ID: 14,
    დიდი მადლობა ყველას request love

    niniiiii,
    როგორც კი საინტერესო ინფორმაციას ვნახავ აუცილებლად დავდებ love

  • FML თქვა:
    6 აპრილი 2013 20:32 - ID: 13,
    საინტერესო ნიუსიაა XX :*
    ● დილით, ან უკიდურეს სიცივეში თვალის ფერი შეიძლება შეიცვალოს (ამას ქამელეონს ეძახიან) <<< მეცვლებაა არამარტოო დილით და სიცივეში.. გააჩნიაა როგორი ფერის ზედა მაცვიაა იმის მიხედვით იცვლლის ფერს :P

    https://fbcdn-sphotos-a-a.akamaihd.net/hphotos-ak-prn1/522126_390142587684994_800845755_n.jpg << ეს ჩემი დიშვილია :D მე მგავს თვალებში :D :D

  • ani:) თქვა:
    6 აპრილი 2013 13:36 - ID: 12,
    ბოლო მართალია wink wink
    მე ცისფერი მაქვს ძაან მომწონს და დილით რო გავიღვიძებ ისეთი ლამაზი მაქვს და ტირილის დროს მუქიი რაღაც საოცრებაა feel fellow

  • lady_tamo თქვა:
    6 აპრილი 2013 00:38 - ID: 11,
    საინტერესო ნიუსია

  • koko :)) თქვა:
    5 აპრილი 2013 22:13 - ID: 10,
    love

  • tiko_lovely თქვა:
    5 აპრილი 2013 21:47 - ID: 9,
    მაგარი ნიუსიაააააააააააააააააააააააააააა

  • Let It be Me ♥ თქვა:
    5 აპრილი 2013 21:17 - ID: 8,
    თვალები თვალებიი.. მეტყველი თვალებიი მიყვარს.. და ბიჭს რო ვუყურებ თუ მეტყველი თვალები აქვს ეს უკვე ჩემთვის ბევრს ნიშნავს
    ..ისე ფერს დიდი მნიშვნელობა არ აქვს..მთავარია თვალის ჭრილის სილამაზე..თუმცა თუ ფერიც კარგია მაგას რა ჯობია

  • Afrodite...♥ თქვა:
    5 აპრილი 2013 20:16 - ID: 7,
    თვალები ხომ სულის სარკეა და გაცნობისას პირველი შთაბეჭდილება მე პირადად მე თვალებიდან ვიღებ. სიახლე კი ძალიან ძალიან მომეწონა love

  • niniiiii თქვა:
    5 აპრილი 2013 20:08 - ID: 6,
    ესეთი სიახლეები დადეე :лове: მაგარია ძაანნ

  • KeSso13 თქვა:
    5 აპრილი 2013 19:19 - ID: 5,
    საინტერესოა მომეწონა love

  • im888 თქვა:
    5 აპრილი 2013 17:45 - ID: 3,
    მადლობა ავტორს საინტერესო ნიუსისთვის! მე ხან ცისფერი მაქ, ხან ნაცრისფერი, ხან მწვანე love დამოკიდებულია რა მაცვია

  • ANGEL თქვა:
    5 აპრილი 2013 16:37 - ID: 2,
    ვაჰჰ ინფორმაციის 80%-ს თვალიდან ვღებულობთ.

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    5 აპრილი 2013 16:25 - ID: 1,
    ძალიან კარგი სიახლეა მომეწონა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top