;
7 აპრილი 2013      Sally ))     26 კომენტარი     ნანახია 22693-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

საინტერესო ისტორიები

მოკლე და საინტერესო ისტორიები

ერთხელ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკის ხელმძღვანელის გაუთავებელ წუწუნს იური ანდროპოვმა შავი იუმორით უპასუხა: ,,თუ თითში ხიჭვი შეგერჭო,გიხაროდეს,რომ თვალში არ მოგხვდა. თუ ჯიბეში ასანთის კოლოფი აგიფეთქდა, გიხაროდეს, რომ იქ დენთი არ გქონდა და თუ ცოლმა გიღალატა, გიხაროდეს,რომ მან სამშობლოს არ უღალატა."

ერთხელ პეტრე პირველი თავის მეუღლეს, ეკატერინეს საკუთარ კაბინეტში სპარსეთში ლაშქრობის შესახებ საიდუმლოდ ეთათბირებოდა.რაოდენ დიდი იყო რუსეთის იმპერატორის განცვიფრება,როცა მეორე დღეს მთელი სამეფო კარი ამის შესახებ ლაპარაკობდა. ეკტერინეს თუთიყუშმა, რომლის გალიაც იმავე კაბინეტში ეკიდა, სადაც იმპერატორი თავის ქვეშევრდომს ეთათბირებოდა, წინა დღით გაზიპრებულ სიტყვებს მთელი ხმით გაჰყვიროდა: ,,იდიომ ნა პერსიუ! იდიომ ნა პერსიუ!''

ეს ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ხუმრობდა, მე რომ ბავშვობიდან ხეიბარი არ ვყოფილიყავი, აუცილებლად ფირალი ვიქნებოდიო. იგი ხშირად ვინმე კერძო პირს იშვიათი ნაკეთობის ნივთს გამოართმევდა და ეტყოდა: ,,სახლში წავიღებ, შევისწავლი და ხვალ დაგიბრუნებ.'' მეორე დღეს კი გაზეთსი აქვეყნებდა ინფორმაციას, რომ ამა და ამ ადამიანმა საქართველოს მუზეუმს ესა და ეს ნივთი ნებაყოფლობით უსახსოვრაო. ეს გახლდათ ექვთიმე თაყაიშვილი.

ქართველი კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე რესტორანში საქეიფოდ შესვლისას დამკვრელებს ფულს გადაუგდებდა, სანამ აქ ვიქნებით თქვენი ხმა არ გავიგონოო.

მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ავსტრალიაში მდებარე სამხედრო ტყვეთა ბანაკები იაპონელი ჯარისკაცებით იყო სავსე.მიუხედავად იმისა,რომ მათ კარგად ექცეოდნენ , არ ამუშავებდნენ, ნორმალურად კვებავდნენ და დღის განმავლობაში ბანაკის ტერიტორიაზე სეირნობისა და ბეისბოლის თამაშის უფლებასაც კი აძლევდნენ , იაპონელები საშინლად განიცდიდნენ ტყვეობას. ხშირი იყო მასობრივი თვითმკვლელობები. ერთ ბანაკში ერთი ღამის განმავლობაში 90-მა იაპონელმა ჩამოიხრჩო თავი. თავის მოსაკლავად მათ რიგში უწევდათ დგომა, რადგან თოკი,რომლითაც ისინი თავს იხრჩობდნენ, ერთადერთი იყო ბანაკში.



საინტერესო ისტორიები

ერთხელ სპეკტაკლის დროს ვერიკო ანჯაფარიძე წაიქცა , ხელი მოიტეხა და გულწასული წაიყვანეს საავადმყოფოში. გონზე მოსვლისთანავე მოითხოვა , თეატრში დამაბრუნეთო. თაბაშირში ხელ ჩასმული ისევ თეატრში მიიყვანეს, სანად ორსაათიანი ანტრაქტის მიუხედავად დარბაზი არავის დაუტოვებია და მსახიობმა სპეკტაკლი ბოლომდე ითამაშა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ლონდონის მოქალაქე მხოლოდ ერთი სიტყვისთვის დააჯარიმეს 5 გირვანქა სტერლინგით, როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი . მან პოლიციელის მეძებარ ძაღლს უთხრა: ,,მიაუ''

ფრანგი ზოოფსიქოლოგის,დიდეს,მტკიცებით ტაქსას ჯიშის ძაღლის მეპატრონეები დიდსულოვანნი არიან,დოგის პატრონები- სიმამაცით გამოირჩევიან, პუდელის მეპატრონეები მომჭირნეები არიან, გერმანული ნაგაზის მფლობელებს არ აქვთ იუმორის გრძნობა, ხოლო ვისაც ფოქსტერიერი ყავს , უბრალოდ კარგი ადამიანია. როდესაც ფრანგ ზოოფსიქოლოგს გერმანული ნაგაზის მფლობელმა სასამართლოში უჩივლა, დოდემ მხოლოდ ერთი ფრაზით იმართლა თავი. ეს იყო : ,,ხომ გეუბნებოდით..''!

როდესაც ლევან თედიაშვილმა სპორტს თავი დაანება, პარტიამ კახეთში ერთ-ერთი ჩამორჩენილი კოლმეურნეობის თავმჯდომარედ დანიშნა . ერთხელ მან რუსები დაპატიჟა და სოფელში ტურისტებით სავსე ავტობუსები ჩაიყვანა. ვენახში ნახევრად შიშველი ქალების დანახვაზე მთელი სოფელი რთველში ჩაება. იმ წელს კოლმეურნეობამ გეგმა გადაჭარბებით შეასრულა. ლევან თედიაშვილი კი რაიკომში დაიბარეს და მადლობის მაგივრად საყვედური გამოუცხადეს ,, სოფლი გარყვნითვინ''


საინტერესო ისტორიები

1972 წელს ერთმა ახალგაზრდა ინდოელმა ჯონ ლენონს წერილი გაუგზავნა, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ვოცნებობ და ეგებ ფინანსურად დამეხმაროო. ლენონმა წერილითვე უპასუხა: ,, მიმართე მედიტაციას და შეძლებ მთელი მსოფლიო საკუთარ წარმოსახვაში იხილო''. 1995 წელს ეს ინდოელი მაინც გაემგზავრა მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ, ფულით რომელიც აუქციონზე გაყიდული ლენონის წერილით იშოვა.

ნაციზმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი ოთხი წლის ასაკში პოლიომოელიტით დაავადდა. მას ოპერაცია გაუკეთეს , როს შედეგადაც ცალი ფეხი 10 სანტიმეტრით დაუმოკლდა, ამიტომ კოჭლობდა. თუმცა თავად გებელსი ყველგან, განსაკუთრებით კი ქალთა გარემოცვაში, ამტკიცება ფეხი ფრონტზე მიღებული ჭრილობის გამო დამისახიჩრდაო.


1911 წლის აგვისტოში საფრანგეთის მთელი პოლიცია ლუვრიდან მოპარულ ,,ჯოკონდას'' ეძებდა. ეძებდნენ ყველგან საგიჟეთშიც კი. საგიჟეთში იმიტომ, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფოს რამდენიმე პაციენტი ჯოკონდას საყვარლად ასაღებდა თავს. ნახატი მხოლოდ 1913 წლის დეკემბერში იპოვეს


ერთ ებრაელ ჯარისკაცს ნიქტოფობია,სიბნელის პანიკური შიში სტანჯავდა. ამ მიზეზით არმიიდან რომ არ დაეთხოვნათ დედამისი მის ნაწილში ჩადიოდა და საგუშაგო კოშკზე შვილთან ერთად მორიგეობდა.

1918-20 წლებში საბჭოთა რუსეთში ისეთი უმნიშვნელო დანაშაულისთვის, როგორიცაა ქათმის მოპარვა, არყის გამოხდა, ადამიანის შეურაცხყოფა, დამნაშავეს ესჯებოდა თავისუფლების აღკვეთა მსოფლიო რევოლუციის სრულ გამარჯვებამდე.


საინტერესო ისტორიები
ინგლისელმა მწერალმა ტომას მორმა სიკვდილის წინ მშვიდად სთხოვა ჯალათეებს, ხელი არ ეხლოთ მისი წვერისთვის, რადგან მის წვერს ოდნავადაც კი არ ედო ბრალი სახელმწიფო დანაშაულში.


მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში ლონდონში ჩატარდა სოციოლოგიური გამოკვლევა,რომელის მიზანი იყო , დაედგინათ, მოსახლეობის აზრით, რა საფრთზე დაემუქრებოდა ბრიტანეთის დედაქალაქს უახლოესი ასი წლის განმავლობაში. გამოკვლევის შედეგად, ლონდონელთა უმრავლესობა შიშობდა, რომ დედაქალაქი ცხენის ნაკელით აივსებოდა.

როდესაც ალექსანდრე მაკედონელს მინისგან დამზადებული უამრავლი ნაკეთობა მიართვეს, მან მათი დამტვრევა ბრძანა, რათა სამომავლოდ ის გულისტკენა აეცილებინა თავიდან, რასაც დაუდევარ მსახურთა მიერ მათი გატეხვა მოუტანდა.

ერთხელ ვერგილიუსმა უზარმაზარი თანხა გადაიხადა ბუზის დასამარხად. ეს მას ახირებულობით არ მოსვლია,უბრალოდ ეშინოდა,რომ მიწებს ჩამოართმევდნენ და ვეტერან მეომრებს დაურიგებდნენ. სასაფლაოსთვის გამოყოფილი მიწა კი კონფისკაციას არ ექვემდებარებოდა.

ბირმელი მეფრინველეები ტურსიტებს ფულს ართმევდნენ და უფლებას აძლევდნენ მათი გალიიდან ბეღურა გამოეშვათ. ტურისტების ფული წყალში იყო გადაყრილი,რადგან ბეღურა გაწვრთნილი იყო და თავისით ბრუნდებოდა გალიაში.


ერთხელ იმპერატორი კალიგულა და ცნობილი მსახიობი აპელევსი იუპიტერის ქანდაკებასთან იდგნენ. კალიგულამ ჰკითხა აპელევსს: ,,ვინ უფრო დიდია, მე თუ იუპიტერი? '' წამიერი დუმილის შემდეგ აპელევსმა უპასუხა: ,,რა თქმა უნდა შენ, იმპერატორო''! კალიგულამ განკარგულება გასცა სიკვდილით დაესაჯათ აპელევსი. იმპერატორმა მსახიობს პასუხის გაცემამდე დაფიქრება არ აპატია.

ერთხელ ერთი ჟურნალის გამომცემელმა ხაჩატუროვმა , ილია ჭავჭავაძეს უთხრა , გამიგია,რომ დედა სომხის ქალი გყავდა და იმიტომ გამოხვედი ეგეთი ჭკვიანიო. ილიამ უპასუხა: ,,შენ დედაც სომეხი გყავს და მამაც და რატომ ხარ ასეთი სულელი? ''


საინტერესო ისტორიები

ერთხელ სევა ელიავას , თბილისელ კოლორიტს ოპერაცია გაუკეთეს. მის მოსანახულებლად საავადმყოფოში მეგობარი მივიდა. ხედავს, ზეწარშემოხვეული სევა ლოგინზეა წამოწოლილი. ,,ვაა შენ რა რუბენსის ტილოს ჰგავხარო''-გაეცინა მეგობარს. სევამ უპასუხა: ,, შენ კიდე ,,პოლის'' ტილოსო''.

ერთხელ აკაკი კვანტალიანს ბაზარში ერთმა გლეხმა კიტრი არ მიჰყიდა. : შენ ისარახარ ,,მაგდანას ლურჯაში'' საწყალ ქვრივს ვირი რომ წაართვიო?

გადმოცემის თანახმად, ცნობილი მეიგავე ეზოპე კოჭლი მონა ყოფილა. ერთხელ მას პატრონმა დაავალა წადი და ნახე აბანოში ბევრი ხალხი არის თუ არაო. ადგილზე მისულმა ეზოპემ შესასვლელში დაგდებულ დიდ ქვას მოჰკრა თვალი, რომელსაც აბანოში შემსვლელ-გამომსვლელნი ფეხს წამოკრავდნენ ხოლმე და წყევლა-კრულვით იკლებდნენ იქაურობას. მხოლოდ ერთმა მათგანმა შეიწუხა თავი და ქვა გზიდან გადააგორა. როდესაც ეზოპე პატრონთან დაბრუნდა მან უთხრა აბანოში მხოლოდ ერთი ადამიანი არისო.

ერთხელ ტირანმა დიონისემ საკუთარი ლექსები წაუკითხა პოეტ ფილოქსენეს და რა აზრის ხარო ჰკითხა. პოეტმა ლექსები დაუწუნა. გაბრაზებულმა დიონისემ დასაჯა და ქვის სამტეხლო კარიერზე სამუშაოდ გაამწესა. გარკვეული დროის შემდეგ დიონისეს წყენამ გაუარამ ძველი შეასწორა, კვლავ ფილოქსენე მოიხმო ლექსები საუკითხა და რა აზრის ხარო ჰკითხა. ფილოქსენემ ყურადღებით მოუსმინა,წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა.-სად მიდიხარ? გაუკვირდა დიონისეს. - ქვის სამტეხლო კარიერზე! - უპასუხა პოეტმა.


ევროპაში არსებობდა ლეგენდა : ერთი ქალღმერთი მდინარეში ბანაობდა. მეორე მიეპარა და ტანსაცმელი მოჰპარა. მას მერე პირველი შიშველი დადის , მეორეს კი მისი ტანსაცმელი აცვია. ესენი იყვნენ სიმართლე და სიცრუე.

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

26


  • mari mari mari თქვა:
    11 აპრილი 2013 23:52 - ID: 26,
    მაგარიიააა მადლობა დამეხმარე დზალიააან

  • marika0704 თქვა:
    8 აპრილი 2013 21:45 - ID: 25,
    "გადმოცემის თანახმად, ცნობილი მეიგავე ეზოპე კოჭლი მონა ყოფილა. ერთხელ მას პატრონმა დაავალა წადი და ნახე აბანოში ბევრი ხალხი არის თუ არაო. ადგილზე მისულმა ეზოპემ შესასვლელში დაგდებულ დიდ ქვას მოჰკრა თვალი, რომელსაც აბანოში შემსვლელ-გამომსვლელნი ფეხს წამოკრავდნენ ხოლმე და წყევლა-კრულვით იკლებდნენ იქაურობას. მხოლოდ ერთმა მათგანმა შეიწუხა თავი და ქვა გზიდან გადააგორა. როდესაც ეზოპე პატრონთან დაბრუნდა მან უთხრა აბანოში მხოლოდ ერთი ადამიანი არისო."

    'ევროპაში არსებობდა ლეგენდა : ერთი ქალღმერთი მდინარეში ბანაობდა. მეორე მიეპარა და ტანსაცმელი მოჰპარა. მას მერე პირველი შიშველი დადის , მეორეს კი მისი ტანსაცმელი აცვია. ესენი იყვნენ სიმართლე და სიცრუე.'


    აუცილებლად გააგრძელე. love ძალიან საინტერესო იყო. ყოჩაღ! love

  • ELiSo xD თქვა:
    8 აპრილი 2013 20:45 - ID: 24,
    კარგი იყო ძალიან! რაც შეიძლება მეტი და მეტი ასეთი სტატიები!!! winked

  • fashion-girl თქვა:
    8 აპრილი 2013 16:04 - ID: 23,
    უმაგრესია love აუცილებლად გააგრძელე რა, ჩემი დიდი სურვილი იქნება love love

  • ane4ka თქვა:
    8 აპრილი 2013 13:32 - ID: 22,
    ღოჩაღ ავტორო, ძალიან კარგი ნიუსი იყო love

  • Gvanciola თქვა:
    8 აპრილი 2013 00:24 - ID: 21,
    კარგი იყო, ძალიან ^^

  • Pink Floyd Fan თქვა:
    7 აპრილი 2013 18:33 - ID: 20,
    კარგი ნიუსია^^

  • -kristi თქვა:
    7 აპრილი 2013 18:23 - ID: 19,
    ბავშვებო რამე სტატია რომ დადოთ არ
    შეგიძლიატ სათვალეებზე... როგორი სათვალეებია 2013ში მოდაში... :))))))))) მადლობა წინასწარ :* :* love
    Eს სტატია მომეწონა :)) <3

  • F.C.B თქვა:
    7 აპრილი 2013 17:37 - ID: 18,
    საინტერესოა სტატიაა ....

  • anaki თქვა:
    7 აპრილი 2013 16:23 - ID: 17,
    ერთხელ სევა ელიავას , თბილისელ კოლორიტს ოპერაცია გაუკეთეს. მის მოსანახულებლად საავადმყოფოში მეგობარი მივიდა. ხედავს, ზეწარშემოხვეული სევა ლოგინზეა წამოწოლილი. ,,ვაა შენ რა რუბენსის ტილოს ჰგავხარო''-გაეცინა მეგობარს. სევამ უპასუხა: ,, შენ კიდე ,,პოლის'' ტილოსო''.


    wink

  • Sally )) თქვა:
    7 აპრილი 2013 15:36 - ID: 16,
    გმადლობთ :*
    მიხარია,რომ მოგეწონათ <3

  • kristi_ თქვა:
    7 აპრილი 2013 15:29 - ID: 15,
    ძალიან მაგარი ნიუსია ^^ ფავორიტებში

  • MARAUDER თქვა:
    7 აპრილი 2013 15:25 - ID: 14,
    გააგრძელე რა... მაგარი იყო love

  • anaki თქვა:
    7 აპრილი 2013 15:03 - ID: 13,
    ამ კაცმა იმდენი გაჭირვება გამოიარა რომ დაეცვა საქართველოს კულტურული ძეგლები რომ არ შეიძლება რომ არ ვიცოდეთ ვინაა.ექვთიმე თაყაიშვილი ნამდვილი პატრიოტია საქართველოს,სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ დღეს ამდენი ცნობა და კულტურული ძეგლები გვაქვს შემონახული წარსულ ისტორიაზე.

  • NiNi_N თქვა:
    7 აპრილი 2013 14:41 - ID: 12,
    ეს ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ხუმრობდა, მე რომ ბავშვობიდან ხეიბარი არ ვყოფილიყავი, აუცილებლად ფირალი ვიქნებოდიო. იგი ხშირად ვინმე კერძო პირს იშვიათი ნაკეთობის ნივთს გამოართმევდა და ეტყოდა: ,,სახლში წავიღებ, შევისწავლი და ხვალ დაგიბრუნებ.'' მეორე დღეს კი გაზეთსი აქვეყნებდა ინფორმაციას, რომ ამა და ამ ადამიანმა საქართველოს მუზეუმს ესა და ეს ნივთი ნებაყოფლობით უსახსოვრაო. ეს გახლდათ ექვთიმე თაყაიშვილი. - აუ რა მაგარია! ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს და მის ღვაწლს საქართველოსადმი love ყველა ისტორია ძალიან მაგარი იყო, კიდე რაა love

  • Johnny depp თქვა:
    7 აპრილი 2013 14:24 - ID: 11,
    აუცილებლად ველოდები სტატიის მეორე ნაწილს love კარგი იყო ძალიან

  • Nanuka. თქვა:
    7 აპრილი 2013 13:21 - ID: 10,
    ძალიან საინტერესო იყო:)
    მე-2 ნაწილიც კარგი იქნებოდა <3

  • psiqologia თქვა:
    7 აპრილი 2013 12:41 - ID: 9,
    საინტერესოა

  • Ancho. თქვა:
    7 აპრილი 2013 11:34 - ID: 8,
    გავგიჟდი ისეთი ნასიამოვნები ვარ ყოჩაღ!

  • kikimaari თქვა:
    7 აპრილი 2013 11:32 - ID: 7,
    სუპერ საინეტრესო იყო!! გააგრძელეე :)))

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top