;
5 აპრილი 2013      Nina√     42 კომენტარი     ნანახია 9352-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Travie McCoy - We'll Be Alright

Powered by mp3skull.com



ზაფხული წელიწადის ერთ-ერთი უმშვენიერესი დროა და მას ბევრი ჩვენგანი ყოველ
წელს სულმოუთქმელად ელოდება. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ თქვენგანს
სურს ამ სეზონს მომზადებული შეხვდეს და თავისი სხეულით იამაყოს კიდეც.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულამდე სულ რაღაც 2 თვე დარჩა და
თანდათანობით ძალიან ცოტა დრო გვრჩება საკუთარი
სხეულის ტონუსში მოსაყვანად
.


ამიტომ ჯობს დღეიდანვე დაიწყოთ!

პუბლიკაციაში შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო და სასარგებლო რჩევას,
რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ საკუთარი მიზნის მიღწევაში.


შევხვდეთ ზაფხულს მომზადებული! ☼


დავიწყოთ იმით, რომ ამ მიზნის მისაღწევად მხოლოდ ოცნება არ კმარა. რამდენადაც ბანალურად უნდა ჟგერდეს, მთავარი მონდომებაა. თუ მოინოდმებთ და გულით გააკეთებთ თითოუელ ვარჯიშს, თუ ზედმიწევნით შეასრულებთ იმ პუნქტებს, რომლებიც სასურველ შედეგზე გაგიყვანთ, ყველაფერი გამოგივათ! არ აგერიოთ თქვენი წამიერი სურვილი თქვენს მიზანში. რაც მთავარია, არ დაიზაროთ და დღევანდელი საქმე ხვალისთვის არ გადადოთ. წარმოიდგინეთ, თქვენი საოცნებო სხეული, ხშირად ათვალიერეთ მოდელების ფოტოები. ეს დაგეხმარებათ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ და არ
მოდუნდეთ.


აუცილებელი არ არის მკაცრი დიეტა დაიცვათ. თუ იდეალურ წონამდე სულ რაღაც 3-10 კილოგრამი გაშორებთ, კონკრეტული ვარჯიშითაც გახდებით, თუ მათ ზედმიწევნით სწორად შეასრულებთ. მაგრამ კვებაშიც მოგიწევთ გარკვეული შეზღუდვების დაწესება. შეამცირეთ ტკბილეული, ცომეული,შეეცადეთ იშიათად დალიოთ გაზიანი სასმელები და 7 საათის მერე უბრალოდ მსუბუქათ მიირთვით (უმჯობესია საერთოდ არ ჭამოთ).

შევხვდეთ ზაფხულს მომზადებული! ☼


რჩევები რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ

აუცილებლად ისაუზმეთ. საუზმე თქვენს წონაზე არ იმოქმედებს, რადგან დილით კუჭი ცარიელია. ამიტომაც ეცადეთ დილით მეტი ჭამოთ (რა თქმა უნდა ნორმის ფარგლებში), ვიდრე დღის სხვა პერიოდში.

ჭამეთ დღეში ბევრჯერ, მაგრამ ყოველ ჯერზე ძალიან ცოტა! ჩვენს ორგნიზმს, რა საკვირველია დღის განმავლობაში გარკვეული რაოდენობის კალორიები ესაჭიროება, რათა საქმის კეთებისას ადვილად არ დავიღალოთ. თუმცა, თუ ჩვენ დღის განმავლობაში ნორმაზე მეტ ანუ 1000 კალორიას მივიღებთ, ჯანმრთელობის მხრივ და ასევე გარეგნობის მხრივაც სერიოზული პრობლემები შეგვექმნება. იკვებეთ სწორად!

ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება ისეთი რამ, რაც სტრესულ მდგომარეობაში აგდებს მას. შესაბამისად მთელი დღეების განმავლობაში ანერვიულებული ვართ. რას ვაკეთებთ ჩვენ ამ დროს? რა თქმა უნდა ვჭამთ, რაც ორგანიზმზე ცუდ ზეგავლენას ახდენს. ამიტომაც ეცადეთ ამ პროცესს როგორმე თავი აარიდოთ! იპოვეთ რაიმე სხვა, ალტერნატიული საშულება სტრესისგან თავის დასაღწევად! დაიმახსოვრეთ, არასოდეს ჭამოთ, მაშინ როცა ცუდ ხასიათზე იქნებით. დამშვიდდით და შემდგომ მიირთვით!



ძილი ჩვენი ორგანიზმისთვის გაცილებით მნიშვნელოვნია, ვიდრე წყალი და საკვები! თუ ჩვენ არასაკმარისად გვძინავს, დიეტის ან ვარჯიშის მცდელობა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ამაოა!

მართალია, ძალიან ძნელია ყოველ დილით ადგომა და ვარჯიში, თუმცა თუ სურველი შედეგის მიღება გსურთ, უნდა იბრძოლოთ და რაც მთავარია, არ დანებდეთ! როცა ჩვენ ვიკლებთ ზედმეტ კილოგრამებს, შემდეგ გვავიწყდება, რომ ოდესღაც ბევრი ვიწვალეთ ამ შედეგის მისაღწევად და როგორც კი რაიმე გემრიელს დავინახავთ, ყოველგვრი ფიქრის გარეშე, დიდი სიამოვნებით მივირთმევთ მას. შესაბამისად წონაში კვლავ ვიმატებთ. ეს კი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ არ ვვარჯიშობთ. თუ გინდათ სასურველ შედეგს მიაღწიოთ ბევრი ივარჯიშეთ! ეს საუკეთესო გამოსავალია ზედმეტი კალორიების დასაწვავად.

სვით ბევრი წყალი! ვარჯიშის დროს ეცადეთ არ გამოშრეთ. გააკეთეთ მცირე პაუზები და წყალი მცირე ყლუპებით სვით (ცივი არ შეიძლება). დაიმახსოვრეთ, რომ თვქენ ცხიმის წვის ხარჯზე უნდა გახდეთ, და არა წყლის დაკარგვის. თუ წყალს არ დალევთ, ამან შეიძლება თავბრუსხვევა და მოთენთილობა გამოიწვიოს.

ისენთქეთ სწორად! ცხიმის წვაში ჟანგბადი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, უმჯობესია ჰაერზე ივარჯიშოთ(მაგ. ზღვის სანაპიროზე)

შევხვდეთ ზაფხულს მომზადებული! ☼


ივარჯიშეთ სწორად! თუ დამწყები ხართ, არ არის საჭირო, პირველივე ვარჯიშზე ბოლომდე დაიხარჯოთ. დაიწყეთ 15 წუთიანი ვარჯიშით და დრო ყოველ დღე გაზარდეთ. მოძრაობები ზუსტად შეასრულეთ, რათა თავიდან აიცილოთ კუნთებისა და სახსრების ტკივილი!











12 მიზეზი, თუ რატომ უნდა ივარჯიშოთ

1. სხეული ფორმაშია
2. გძინავს კარგად
3. აძლიერებს იმუნიტეტს
4. ამცირებს ამინდზე დამოკიდებულებას
5. ებრძვის დეპრესიას
6. გხდის ბედნიერს
7. აუმჯობესებს კანის ფერს
8. ებრძვის სიმსივნეს
9. ეხმარება გონებას კონცენრტაციაში
10. ახანგრძლივებს სიცოცხლეს
11. გხდის კრეატიულს
12. გამშვიდებს და გამხნევებს












კატეგორია: საინტერესოა
Tags:

42


  • Elen123 თქვა:
    27 აპრილი 2013 17:14 - ID: 42,
    Diana♥,
    მეც შენ დღეში ვარ .. საუკეთესო მუსლის პრესი მაქ მაგრაამ ფეხებს ვერაფერი მოვუხერხეე.. მსხვილლ ძვლიანი ხაროოო (( პრესებსაც ვალეკეთებ ბუქნებსააც აქტიურრიი ვარ მაგრამ შედექი ? ზაფხულლს ველოდეებიი მაგრად რომ გამოთბება უნდა ვირბინო დილაობით

  • lovejohnnydepp თქვა:
    10 აპრილი 2013 20:17 - ID: 41,
    Airplanes,
    litvuri puri winked

  • giuliko თქვა:
    9 აპრილი 2013 13:36 - ID: 40,
    რამე ადვილი დიეტა დადე რა მოზარდისთვის

  • Ms.Casillas თქვა:
    8 აპრილი 2013 20:30 - ID: 39,
    დავიწყე კი,2 კვირაა პრესის ვარჯიშებს ვაკეთებ.

  • Airplanes თქვა:
    8 აპრილი 2013 15:47 - ID: 38,
    FML,
    0%იანი პური რომელია ? :?

  • Medea♥ თქვა:
    7 აპრილი 2013 14:16 - ID: 37,
    ნინააჩკაა ძაალიაან მაგარი ნიუსიაა <3

  • mari.bedoidze თქვა:
    6 აპრილი 2013 21:52 - ID: 36,
    მე ვვარჯიშობ ..დღეში ორჯერ ვაკეთებ მუცლისა და საჯდომის ვარჯიშებს ... ჯერ ეხლა დავიწყე და ვნახოოთ შედეგი თუ მექნება :X კვებასაც ვაკონტროლებ..ცომეულს არ ვჭამ

  • effy stonem თქვა:
    6 აპრილი 2013 21:18 - ID: 35,
    მაგარი პოსტია ძაან <3<3

  • FML თქვა:
    6 აპრილი 2013 20:17 - ID: 34,
    კარგი ნიუსიააა.. მე კაი ხანიაა რაც დავიწყეეე ზაფხულისთვის მზადებაა... უკვე 1 თვეაა დიეტაზე ვარ.. ვჭამ ბოსტნეულს და ხილს მხოლოდ და ბოლო 1 კვირაა 0% იან პურსაც .... ვსვამ ბევრ წყალს.. ვვარჯიშობ ..ფეხით დავდივარ ხშირად ... და შედეგიი უკვე გამოიღოო .. მაგრამ კიდე მინდა ცოტას დაკლებაა :D

  • tusia თქვა:
    6 აპრილი 2013 19:41 - ID: 33,
    როგორ მინდა სულ არღაც რამდენიმე კილო მოვიკლოო, აუ ბარემ ვარჯიშებიც დადე შენგახარებას :)მუცელს რომლები ჭირდება, ბარძაყებს რომლები და ა.შ, <3

  • Diana♥ თქვა:
    6 აპრილი 2013 18:57 - ID: 32,
    უკვე 2თვეა ვვარჯიშობ და მუცელი კარგ ფორმაში მაქვს,თუმცა ფეხებს ვერაფერს ვერ ვუხერხებ :X თუ ვინმემ იცით ფეხებს რომ ახდუნებს ისეთი ვარჯიში მითხარით რა :**

  • tata____tata თქვა:
    6 აპრილი 2013 18:14 - ID: 31,
    აუუ კაი პოსტი იყო, ძაან მომეწონა love ვარჯიში მართლაც მაგარია, სულ თუ არაფერი დატვირთული დღის მერე დეპრესიას მართლა ადვილად მიხსნის

  • lovejohnnydepp თქვა:
    6 აპრილი 2013 18:13 - ID: 30,
    Nina√,
    nina gaixare raaa...ai eseti niusebi stimuls madzlevs xolme...da mec gtxoov rom konkretul varjishze gaaketo niusi....tan me plius cekvaze davdivaar da iqac bevrs vvarjishobt xolme klasikidan dawyebuli xtomebit damtavrebuli...tan me presebsac vaketeb xolme winked

  • eva თქვა:
    6 აპრილი 2013 16:37 - ID: 29,
    me ukve 4 tvea varjishob da magari muceli maqvs <3 exla laxitatc viwyeb xtunaobas :))

  • elenuca44 თქვა:
    6 აპრილი 2013 15:36 - ID: 28,
    ე.ი მე საღამოს ვვარჯიშობ იმიტომ რომ დილით ვერ ვახერხებ სკოლაში მივდივარ, საღამოობით ვხტუნაობ ლახტით რომელიც მართლა კარგად ახდუნებს, ვატრიალებ რგოლს, და ასევე ხანდახან პრესებსაც ვაკეთებ, 1 კვირააა რაც დვაიწყე და ყოველ დღე მცირე შედეგი მაქ .... ამ შედეგებით კი დარწმუნებული ვარ მალე მივაღწევ სასურველ ფორმას

  • Ana smiley თქვა:
    6 აპრილი 2013 15:04 - ID: 27,
    მხოლოდ 3 კილოო მინდა დავიკლო უეჩველი მოვახერხებ love

  • Nina√ თქვა:
    6 აპრილი 2013 14:32 - ID: 26,
    nin115,
    მალე დავდებ მაგ თემაზე ნიუსს

  • nin115 თქვა:
    6 აპრილი 2013 14:27 - ID: 25,
    მორჩა უნდა ვივარჯიშოო!! 55 კილო ვარ და მინდა მუცელი მოვიშორო :Dდ ისე სირბილი არ უნდა ხომ მაგას?? რა ვარჯიშები გავაკეთო პრესები? :D :))

  • mariami222 თქვა:
    6 აპრილი 2013 14:05 - ID: 24,
    ძალიან კარგი ნიუსიაა <3 წონის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ძალიან პოზიტიური ნიუსი იყო და სიამოვნებით წავიკითხე <3 მადლობა ავტორს :* :*

  • Nini...♥ თქვა:
    6 აპრილი 2013 14:05 - ID: 23,
    Nina√,
    ნინა ძალიან მაგარიაა!! ძალიან გთხოვ დადე რა ვარჯიშებიი love

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top