;
8 აპრილი 2013      ANGEL     19 კომენტარი     ნანახია 7479-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა



იოგა = ლამაზი სხეულისთვის
იოგის სარგებელსა და ეფექტურობაში დარწმუნებული ვართ და მტკიცებაც აღარ სჭირდება. იოგა = ლამაზი სხეულისთვის
იოგით დაკავებული არიან ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარნი და მათგან გამოვარჩევდით სუპერმოდელებს, რომელთათვისაც ფორმაში ყოფნა და მოქნილი სხეული მაღალ-პრიორიტეტულია. მათ შორისაა სუპერმოდელი კრისტი ტარლინგტონი, რომელიც იოგით 18 წლის ასაკში დაკავდა და წიგნიც გამოსცა Living Yoga -ს შესახებ. დღეს კი მირადა კერი ეწევა იოგის პოპულარიზაციას Earth Hour -ის ფარგლებში, ასევე იოგით არიან დაკავებულები ბრაზილიელი სუპერმოდელები ჟიზელ ბიუნდჰენი და ალესანდრა ამბროსიო, რომელთაც იოგის დახმარებით შეძლეს ორსულობის პერიოდში შესანიშნავი სხეულის შენარჩუნება. მსახიობები გვინეტ პელტროუ და ჯენიფერ ენისტონი კი ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო უკეთეს ფორმაში დგებიან. ახალგაზრდა მსახიობი ნინა დობრევის ოცნება კი საკუთარი იოგის სტუდიის გახსნაა და ვერ წარმოუდგენია ცხოვრება იოგის გარეშე.









მოდელმა ბრუკლინ დეკერმა რამოდენიმე მარტივ პოზას გაუწია დემონსტრირება
ELLE-ს სპეციალურ გამოშვებაში ELLE Fitness




მირანდა კერი იოგას ვარჯიშების გამოყენებას საქველმოქმედო
და სარეკლამო დანიშნულებითაც ეფექტურად ახერხებს :)








ჟიზელ ბიუნდჰენი
იოგით და საბრძოლო ხელოვნებით არის გატაცებული. სწორედ იოგის ვარჯიშები დაეხმარა ორსულობის პერიოდში ფორმის შენარჩუნებაში


ისევე როგორც კიდევ ერთ ბრაზილიელ სუპერმოდელს - ალესანდრა ამბროსიოს.



ახალგაზრდა მსახიობი ნინა დობრევი ბავშვობიდან ტანვარჯიშით იყო დაკავებული. მუდამ სპორტულ ცხოვრებას მისდევდა და ამბობს, რომ მრავალი სპორტის სახეობას იცნობს, ხოლო იოგის გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება. მისი ოცნებაა იოგა სტუდია გახსნას. HOT იოგით კვირაში 3-ჯერ არის დაკავებული, თუ გადატვირთული გრაფიკი აქვს ინსტრუქტორი მას სახლში აკითხავს.





გვინეტ პელტროუ
კარგა ხანია დაკავებულია იოგით, ის ასევე პილატესის ვარჯიშებს ასრულებს. 2001 წლის ინტერვიუში ის საუბრობს ashtanga yoga -ს შესახებ და მის პოზიტიურ გავლენასა და ცვლილებებზე მის აზროვნებაში. დღეს მსახიობი ანტიგრავიტაციული იოგის ფორმას მიმართავს.






დღესაც შესანიშნავად, და კიდევ უკეთ გამოიყურება მსახიობი ჯენიფერ ენისტონი.
რომელიც თვალსაჩინო მაგალითია იმის, თუ როგორ სტაბილურად ინარჩუნებენ ფორმას იოგები.







სწორედ ამიტომ რეალითი შოუ "TOP გოგო" -ს მონაწილეები
Yoga House -ში აქტიურად ვარჯიშობენ

იოგას სახლის პროგრამა ეხმარებათ ჩადგნენ ფორმაში, შეჰმატონ სხეულს სილამაზე, გახდნენ უფრო ძლიერნი და მოქნილნი, რაც ნინო ცქიტიშვილის მთავარი რჩევაა მოდელებისთვის. აგრეთვე ეფექტურია გონების განტვირთვისათვის და რელაქსაციისთვის, რაც იდეალურია შოუს მონაწილე მოდელებისთვის.





იოგას სახლი
facebook.com/pages/ იოგას-სახლი / www.yoga.ge
მისამართი: რ. თაბუკაშვილის 46; ტელეფონი: 298 25 16; 555 11 52 88;
იოგას საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი - საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაცია

აბონიმენტი: ფასები და განრიგი >> yoga.ge/?show=classes#menupanel











კატეგორია: საინტერესოა
Tags:

19


  • psychopath თქვა:
    12 აპრილი 2013 23:02 - ID: 19,
    დამეხმარება იოგა წონის დაგდებაში??

  • Ana smiley თქვა:
    9 აპრილი 2013 15:57 - ID: 18,
    სიგამხდერ აუცილებელია?

  • natuka555 თქვა:
    9 აპრილი 2013 13:37 - ID: 17,
    nini:)(:,
    არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენად მოქნილი/გამხდარი ხარ. დაიწყებ ვარჯიშს და თანდათან გამოიმუშავებ ყველაფერს. მე ინტერნეტიდან დავიწყე http://www.youtube.com/watch?v=AI9CvLUXUc8 აი ეს ვიდეოები ნახე, სულ რვა ნაწილია და ძირითადი პოზების კეთებას ისწავლი მარტივად, სახლის პირობებში. მთავარია მოინდომო, არაფერი რთული არაა, საოცარი შედეგი აქვს, გამშვიდებს და ენერგიით გავსებს

    იოგა არც რელიგიაა და არც რაიმე აკრძალული ხილი. უბრალოდ ვარჯიშია ისევე როგორც სპორტ დარბაზში ფიტნესით რომ კავდებით. მცდარი წარმოდგენების და სტერეოტიპების ნუ გჯერათ, ჯერ ყველაფერი გაარკვიეთ

  • Girl_with_curlyHair თქვა:
    9 აპრილი 2013 13:27 - ID: 16,
    თუ არ გჯერათ რომ ცოდვაა შეგიძლიათ ნებისმიერ მამაოსთან განიხილოთ და ლოცვანშიც ნახოთ :)) მეც ასე ვამბობდი - დიდი ამბავი თუ ვვარჯიშობ, მე ხომ მხოლოდ სხეულს ვავარჯიშებ და მორჩა, ხომ არ ვმედიტირებ და სხვას ხომ არაფერს ვაშავებ?- მაგრამ ეს იქამდე იყო სანამ ეკლესიაში სიარულს დავიწყებდი და ეხლა ჩემო კარგებო ჩემი კომპიდან წაიშალა ყველა ვიდეო რაც იოგას ეხებოდა
    აბა თქვენ იცით love და თუ ვინმე ჩხუბს დამიპირებს ვეტყვი რომ ეკლესიას მიმართოს რჩევისთვის და მერე ყველაფერს თვითონვე მიხვდება. უკაცრავად თუ ვინმე შეურაცხყოფად მიიღებს ამას smile

  • elga თქვა:
    9 აპრილი 2013 12:17 - ID: 15,
    იოგა როგორაა ცოდვა.
    ყველაფერს ცოდვას ნუ მივაწერთ ხოლმე.
    მინდა იოგას ვარჯიშEბი

  • nini:)(: თქვა:
    8 აპრილი 2013 22:08 - ID: 14,
    უეჩველი გამხდარი უნდა იყო?
    და კიდევ მოუქნელი ვარ ძაან და შევძლებ ნეტა? no

  • elenikojoe თქვა:
    8 აპრილი 2013 21:06 - ID: 13,
    რა ცოდვა? -_- სისულელეა
    ძალიან მიზიდავს იოგა :) და მომწონს

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    8 აპრილი 2013 19:43 - ID: 12,
    იოგა ძალიან კარგიააა love მირანდაა <33

  • Hope თქვა:
    8 აპრილი 2013 19:34 - ID: 11,
    გასახდომად რომელი იოგის ვარჯიშებია კარგი? ლინკი დადეთ რა...

  • ninaninia თქვა:
    8 აპრილი 2013 15:21 - ID: 10,
    მე რო ესენი გავაკეთO გადავტტყდები წელში. :დდ სუსტი ძვლები მაქ ალბათ:Dდდ

  • Katyn თქვა:
    8 აპრილი 2013 14:16 - ID: 9,
    მე დავდიოდი ზუსტად აააქ, საქართველოს იოგის ფედერაციაში და ძალიან კმაყოფილი ვარ, ყველას გირჩევთ :)

  • ANGEL თქვა:
    8 აპრილი 2013 14:06 - ID: 8,
    Taakuus :)),
    ეს სტატია ნახეთ: http://www.angel.ge/index.php?newsid=108040
    იოგა დღეს რელიგიისგან გამოთავისუფლებული ფორმით არის, როგორც ევროპასა და ამერიკაში, და საქართველოშიც:)
    ნახეთ ლინკზე სტატია

  • ale თქვა:
    8 აპრილი 2013 14:04 - ID: 7,
    Taakuus :)),
    რა სისულელელააა :D აზზე არ ხარ რა არის იოგაა ხოო ალბათ ერთ ერთი მიმდევრობა გგონია

  • keetaa თქვა:
    8 აპრილი 2013 12:32 - ID: 6,
    არაა ცოდვა ნუ გაქვთ ეს არასწორი შეხედულება, ეგ სხვა რაღცაა, უკვე რამდენისგან გავიგე. ეს უბრალოდ ვარჯიშებია სხეულისთვის ვისაც სკოლიოზი აქვს მისწრებაა. მე 13 წლიდან დავიწყე 2 წელი ვიარე მერე სახლში ვაკეთებდი ეხლა კიდე უნდა დავიწყო სიარული.

  • tako_takunebi თქვა:
    8 აპრილი 2013 12:27 - ID: 5,
    აუუ რა მაგარია სიამოვნებით ვისწავლიდი love

  • Taakuus :)) თქვა:
    8 აპრილი 2013 11:16 - ID: 4,
    იოგას ვარჯიშები ცოდვაა.... :(

  • im888 თქვა:
    8 აპრილი 2013 10:06 - ID: 3,
    მე ვაკეთებ რამოდენიმე ილეთს და ძალიან კმაყოფილი ვარ, მადლობა ნიუსისთვის ავტორს ბევრი საინტერესო ილეთია რასაც დავამუშავებ მალე :)

  • kristi_ თქვა:
    8 აპრილი 2013 08:37 - ID: 2,
    სამწუხაროდ ძალიან სუსტი ფეხები მაქვს და ვერ გავბედავ დავტვირთო იოგისთვის არადა საშინლად მინდა :\

  • ek-u თქვა:
    8 აპრილი 2013 07:44 - ID: 1,
    მინდა ძაააან... love აუცილებლად დავიწყებ...

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top