;
8 აპრილი 2013      Johnny depp     40 კომენტარი     ნანახია 8086-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ამონარიდები წიგნიდან "დორიან გრეის პორტრეტი"
ამონარიდები წიგნიდან "დორიან გრეის პორტრეტი"

ამონარიდები ოსკარ უაილდის წიგნიდან "დორიან გრეის პორტრეტი"

გრძნობების მეტი სულს ვერაფერი ჰკურნავს. ისევე, როგორც გრძნობათა მკურნალობა შეუძლებელია სულის გარეშე.
სამყაროს ჭეშმარიტი საიდუმლო სწორედ ხილვადშია და არა უხილავში.

ცდუნების თავიდან ასაშორებლად ერთადერთი გზა ის გახლავთ, რომ ადამიანი მის გარდაუვალ ნებას დაემორჩილოს. ხოლო თუ მის წინააღმდეგ შებრძოლებას განიზრახავს, მაშინ აკძალულისადმი სწრაფვით იფერფლება და დაუცხრომლად ესწრაფვის ყოველივე მას, რაც თვითონ მის მიერვე გამონაგონმა კანონმა ბიწიერად და უკანონოდ აქცია.

ამქვეყნად მხოლოდ ორი ტიპის ადამიანთ ძალუძთ მოხიბლონ და დაატყვევონ გული: რომლებიც მისმის ალღოთი სწვდებიან ცხოვრების ყოველგვარ იდუმალებას და რომელთაც არავითარი წარმოდგენა არ აქვთ ამაზე.


ამონარიდები წიგნიდან "დორიან გრეის პორტრეტი"
[რამდენიმე ფაქტი ]

არსებობს დაავადება „დორიან გრეის სინდრომი“

„დორიან გრეის პორტრეტი“ ოსკარ უაილდის მის სიცოცხლეში გამოქვეყნებული ერთადერთი რომანია…

"დორიან გრეის პორტრეტის" დაწერის გამო ავტორი უზნეობაში დაადანაშაულეს.


ოსკარ უაილდს რომან “დორიან გრეის პორტრეტი” -ის დაწერა ძალიან ძვირად დაუჯდა. მან შეიძულა საკუთარი თავი რომანის გამო. საქმე იმაში იყო, რომ ღამით მწერალს აწუხებდა ჰალუცინაციები, ეცხადებოდა დორიან გრეი და მას სახის წართმევით ემუქრებოდა.ასე გრძელდებოდა ყოველ ღამე, სანამ მწერალს უძილობა არ დაემართა.ოსკარმა აღარ იცოდა რა ექნა, სად წასულიყო რომ შვება ეგრძნო. პარიზში ყოფნის დროს ის შევიდა ერთ-ერთ ეკლესიაში. სწორედ აქ იგრძნო მან შვება, ამის შემდეგ მას დორიანი აღარ დასიზმრებია. მწერალმა აღიარა რომ ამ დროს ჰქონდა ისეთი გრძნობა თითქოს ექსტაზში ოყო.ამ შემთხვევის შემდეგ მეამბოხე და ათეისტი ოსკარ უაილდი გახდა ღრმად მორწმუნე ადამიანი,იმდენად რომ სიცოცხლის ბოლოს კათოლიკობა მიიღო

ამონარიდები წიგნიდან "დორიან გრეის პორტრეტი"

როგორც ხელოვნება, ისე სიყვარულიც წამბაძველობის ფორმებია..

კაცს შეუძლია ბედნიერი იყოს ყოველ ქალთან, სანამ შეუყვარდება.

წვრილმანებით გონების დატვირთვა მდარე გემოვნების პირველი ნიშანია.

წარსულის მთელი მომხიბვლელობა სწორედ იმაშია, რომ ის წარსულია.

რაოდენი სიამოვნებით ავსებს გულს სხვა ადამიანთა გრძნობები! დიახ, ასეთ გრძნობებს გაცილებით დიდი სიამოვნების მინიჭება ძალუძთ ადამიანის სულისათვის, ვიდრე მათ აზრებს… საკუთარი სული და სხვა ადამიანთა, თუნდაც ახლობელ მეგობართა გრძნობანი – აი რაშია ცხოვრების მომხიბვლელობა.

სიამოვნება სირცხვილი არ არის. ადამიანს უბრალოდ უნდა რომ იყოს ბედნიერი. მაგრამ საზოგადოებას უნდა რომ ის იყოს კარგი,და როცა ის კარგია,ის იშვიათადაა ბედნიერი. მაგრამ როდესაც ის ბედნიერია,ის ყოველთვის კარგი



ამონარიდები წიგნიდან "დორიან გრეის პორტრეტი"

ეტყობა, მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებს შესწევთ უნარი სათუთად გამოძერწონ და დახვეწნ სრულიად ჩამოუყალიბებელი გრძნობანი. განა არის რამ ამქვეყნად სიტყვის ფასი და მასზე უფრო რეალური?

ახალგაზრდებს სურთ ერთგულნი იყვნენ და ვერ ახერხებენ, ხანდაზმულებს კი გულით სწადიათ ღალატი, მაგრამ არ ძალუძთ, ეს არის და ეს.

ხომ იცი სიყვარული როგორ ამაღლებს ადამიანს. ასე წარმოიდგინე საკუთარ თავზე მაღლაც აყენებს.

ბავშვებს მშობლები ძალიან უყვართ, მაგრამ როდესაც წამოიზრდებიან, მათ საქციელს განსჯას უწყებენ ხოლმე.

როგორც კი ბედნიერებას ვეზიარებით ადამიანის სული კეთილშობილებით ივსება ხოლმე, მაგრამ თვით ბედნიერება ხშირად არ არის კეთილშობილ ადამიანთა ხვედრი.

კეთილშობილს ან ნამდვილ ადამიანს ვუწოდებ ისეთს, ვინც ახერხებს უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან თანხმობით არსებობას.

ამონარიდები წიგნიდან "დორიან გრეის პორტრეტი"

ერთადერთი განსხვავება ჟინიანობასა და სამუდამო სიყვარულს შორის არის ის, რომ ჟინიანობა უფრო ხანგრძლივია

ტანჯვის გარდა ყველაფერში შემიძლია ვუთანაგრძნო ადამიანებს. ის იმდენად შემაძრწუნებელ და აუტანელ წამებას გვაყენებს, რომ მისი თანაგრძნობა არასგზით არ შემიძლია. უბედურებისადმი საყოველთაო თანაგრძნობაში არის რაღაც საზარლად ავადმყოფური

მამაკაცები ცოლს დაღლილობის გამო ირთავენ, ქალები კი იმიტომ თხოვდებიან, რომ ფრიად ცნობისმოყვარენი არიან. ორივე მხარე ბოლოს იმედგაცრუებული რჩება

ქალი გონებასა და სულზე მატერიის გამარჯვებას განასახიერებს, როგორც მამაკაცი ასახიერებს გონების გამარჯვებას მორალზე

ერთულებაში მესაკუთრის სიხარბეს ვხედავ. ჩვენ ბევრ რამეს მოვიშორებდით თავიდან, იმის შიში რომ არ გვქონდეს, რომ მას სხვები წაატანენ ხელს

შეყვარებული ადამიანი თავის მოტყუებით იწყებს და სხვების მოტყუებით ამთავრებს

ამონარიდები წიგნიდან "დორიან გრეის პორტრეტი"

მამაკაცს ცოლის მოყვანისკენ დაღლილობა უბიძგებს, ქალს – ცნობისმოყვარეობა. ბოლოს კი იმედი ერთნაირად უცრუვდებათ

ზნეობა პოზაა- ჩვენ მას ვიყენებთ იმ ადამიანთა წინააღმდეგ, რომელნიც ჩვენთვის არასასიამოვნონი არიან

მხოლოდ ორი კატეგორიის ხალხი აღმაფრთოვანებს: ისინი, ვინც მართლა ყველაფერი იცის და ისინი, ვინც საერთოდ არაფერი იცის

ცინიკოსი ადამანია, რომელმაც ყველაფრის ფასი, მაგრამ წარმოდგენაც კი არ აქვს მათ ფასეულობაზე

მე ვირჩევ მეგობრებს მათი იღბალით, ნაცნობებს- კარგი ხასიათით, ხოლო მტრებს- მათი ინტელექტით

დორიანი იმდენად ჭკვიანია, რომ არ შეიძლება დროდადრო სისულელე არ ჩაიდინოს.

ამონარიდები წიგნიდან "დორიან გრეის პორტრეტი"

თუ გსურს ადამიანის ბუნება დაამახინჯო, მის გარდაქმნასა და გამოსწორებას უნდა შეეცადო.

ქალები ყველაზე უძვირფასესს, რაც კი ცხოვრებაში გააჩნიათ, მამაკაცებს სწირავენ.

ის ადამიანი, ვინც მხოლოდ სხვებთან შეთანხმებით არსებობს, საკუთარ თავთან მუდმივ უთანხმოებაშია.

ქორწინების მთელი სიმახინჯე იმაშია, რომ ერთ-ერთ მხარეში მაინც აქრობს ეგოიზმს. ეგოიზმის გარეშე კი ადამიანები ინდივიდუალობას კარგავენ.

ამონარიდები წიგნიდან "დორიან გრეის პორტრეტი"

იმ ადამიანთა ტანჯვა-წამებაში, ვინც მიატოვეს და აღარ უყვართ, ყოველთვის არის რაღაც სასაცილო.

ქალები ამქვეყნიურ უდიდეს იდეალებსა და საქმეებს შთაგვაგონებენ, მაგრამ ყოველთვის ხელს გვიშლიან მათ განხორციელებაში.

ჩემს სიყვარულს გულიდან ვერასოდეს ამოიღებ, რადგან მე შენს თვალში ყველა იმ აღსრულებულ ცოდვათა წარმომადგენელი ვარ, რომელთა ჩასადენად შენ გამბედაობა არ გყოფნის.

ქალს მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეუძია გარდაქმნას მამაკაცი და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც თავს იმდენად მოაბეზრებს, რომ ამქვეყნიური ცხოვრების ინტერესს სრულიად დაუკარგავს.

ადამიანი სიკეთეს მხოლოდ ისეთთათვის არ იშურებს, რომელთა მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაშია.

ამონარიდები წიგნიდან "დორიან გრეის პორტრეტი"

ქალები ვერასოდეს გრძნობენ, რომ ფარდა დაეშვა, ყოველთვის მეექვსე მოქმედებას მოითხოვენ. მათთვის რომ უფლება მიგვეცა თავისი გზით ევლოთ, ყოველ კომედიას მუდამ ტრაგიკული დასასრული მოჰყვებოდა.

თუ ქალი მეორედ თხოვდება, მხოლოდ იმიტომ, რომ პირველი ქმარ ეზიზღებოდა, ხოლო თუ მამაკაცი ცოლს მეორედ ირთავს, მაშინ ის უცილოდ პირველ ცოლს აღმერთებდა.

ოქროს სათაყვანო კერპს რომ თიხის ფეხები არ ჰქონდეს, განა ასე ძვირად დავაფასებდით?

მხოლოდ გონებაშეზღუდულ ადამიანებს ესაჭიროებათ წლები, რომ განცდები თავიდან მოიშორონ..

თითოეული ჩვენგანი თავის არსებაში ერთდროულად ითავსებს ცასა და ჯოჯოხეთს..

ჩვენს ეპოქაში მიღებულია ზურგს უკან იმსჯელონ ისეთ ამბებზე, რაც აბსოლუტური ჭეშმარიტებაა..

ამონარიდები წიგნიდან "დორიან გრეის პორტრეტი"

წარსული შეიძლება ამოშალო მეხსიერებიდან სინანულით, უარყოფითა და დავიწყებით, მაგრამ მომავალი ხომ გარდაუვალია?!

ძირითადად ორი კატეგორიის ქალი არსებობს : 1. ქალები, რომლებიც უარყოფენ ყოველგვარ კოსმეტიკას.. 2. ქალები, რომლებიც მხოლოდ კოსმეტიკით არსებობენ.. თუ გინდა პატივცემული ადამიანის რეპუტაცია მოიხვეჭო - პირველი კატეგორიის ქალი უნდა მიიწვიო ვახშმად, მეორე ტიპის ქალები მეტისმეტად მომხიბვლელნი არიან,მაგრამ ისინი ყოველთვის უსვენებ ერთ შეცდომას : მხოლოდ ახალგაზრდობისკენ ისწრაფვიან..

ბეზილი : ''მგონი საღვთო წერილში ამომიკითხავს - შესაძლოა ცოდვანი თქვენი სისხლისფერია, მაგრამ მე ძალმიძს თოვლის სითეთრე მივცე მათ''..

ადამიანის წარმოსახვა აიძულებს სინდისის ქენჯნას ფეხდაფეხ სდიოს ჩადენილ ცოვას..

რაც უფრო ნაკლებად გულწრფელია ადამიანი და ნაკლებად სწამს იდეა, მით ღირსეულია ეს იდეა, რადგან იგი პიროვნების სურვილს საჭიროებს და ცრურწმენას არ გამოხატავს.

სულისა და სხეულის ჰარმონია, ოჰ, რა დიდებულია ეს ყოველივე! ჩვენ, ადამიანებმა ჩვენი უგუნურებით ერთურთს დავაშორეთ ეს ორი, და გამოვიგონეთ ვულგარული რეალიზმი და უშინაარსო, არაფრის მაქნისი იდეალიზმი.

მხატვარმა ხელოვნების უბრწყინვალესი ძეგლი ისე უნდა შექმნას, რომ მასში თავისი პირადი ცხოვრებიდან არაფერი შეიტანოს.

ერთადერთი განსხვავება ჟინიანობასა და სამუდამო სიყვარულს შორის ის არის, რომ ჟინიანობა ცოტა უფრო ხანგრძლივია.

ამერიკელი ქალიშვილები ისე ჭკვიანურად და მოხერხებულად მალავენ თავის მშობლებს, როგორც ინგლისელი ქალები – თავიან წარსულს.

ამონარიდები წიგნიდან "დორიან გრეის პორტრეტი"

ვისაც სურს ახალგაზრდობა დაიბრუნოს, მხოლოდ ის სისულელეები უნდა გაიმეოროს, რაც ახალგაზრდობაში ჩაუდენია.
ჩვენს დროში ხალხმა ყველაფრის ღირიბულება იცის, მაგრამ ფასი კი არ იციან მისი.

უსულგულო და თავქარიან ადამიანებად იმათ ვთვლი, რომელთაც მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ სიყვარული მთელი სიცოცხლის მანძილზე, რასაც ისინი თავიანთი რწმენით ერთგულებასა და თავდადებას უწოდებენ.

ზოგიერთ ადამიანს ძალიან უყვარს გასცეს ისეთი რამ, რის საჭიროებასაც ყველაზე მეტად თვითონ განიცდის.

გენიალური ნიჭით დაჯილდოებული მხატვრები, რადგან თავიანთი ხელოვნების სამყაროში ცხოვრობენ, თავისთვად როგორც პიროვნები, სრულიად უინტერესო ადამიანები არიან.

სულის განშორება სხეულთან ისეთივე მიუწვდომელი საიდუმლოა, როგორც სულისა და ხორცის მთლიანობა.
ოპტიმიზმის საფუძველშიც ხომ წმინდა შიშია ჩაკირული.

ცხოვრების წვრილმანებით გონების დატვირთვა ხომ მდარე გემოვნების პირველი ნიშანია.

ხელოვნება გაცილებით უკეთ ახერხებს დაფაროს მხატვარი, ვიდრე გამოავლინოს მისი შინაგანი სამყარო.

საუკეთესო ქცევა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თვით ზნეობა.

ამონარიდები წიგნიდან "დორიან გრეის პორტრეტი"

თითოეული ჩვენგანი თავის თავში ითავსებს ცასა და ჯოჯოხეთს.

ის რაც კვდება, ხშირად დიდხანს განაგრძობს სიცოცხლეს ადამინის სულში და ამქვეყნად აბარგებას არ ჩქარობს.

თუ ქალი მეორედ თხოვდება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას პირველი ქმარი ეზიზღებოდა, ხოლო თუ მამაკაცი ცოლს მეორედ ირთავს, მაშინ ის უცილოდ პირველ ცოლს აღმერთებდა.

მიყვარს მომავლის მქონე კაცები, ხოლო ქალებში კი მათი წარსული მიტაცებს.

-ხელოვნება სნეულებაა.

-სიყვარული?

-ილუზია მხოლოდ.

-რელიგია?

-ეს ხომ თანამედროვე რწმენის შენაცვლება გახლავთ უბრალოდ.

უმნიშვნელო ურვა და უგულო სიყვარული მარად ცოცხლობს. დიდი სიყვარული და უსაზღვრო მწუხარება გრძნობათა სიჭარბისაგან იღუპება.

მხოლოდ გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნა გვატყვევებს ჩვენ. ბურუსში ყოველივე შესანიშნავად წარმოგვიდგება
არის წიგნები, რომელთაც მსოფლიო ამორალურს უწოდებს, მაგრამ სწორედ იმ წიგნებში, როგორც სარკეში, მკითხველი საკუთრ მანკიერებას და სამარცხვინო საქციელს ხედავს.

პორტრეტი თითქოს მის სინდისად იქცა. დიახ, სინდისად, ამიტომაც უნდა მოესპო.

ამონარიდები წიგნიდან "დორიან გრეის პორტრეტი"

"თუ ადამიანი მართლა ამაღლდა საკუთარ თვისტომთა შორის რამე გამოსარჩევი თვისებით, რაღა თქმა უნდა, უცილოდ მტრებს იმრავლებს...საშუალო მდგომარეობას უნდა ესწრაფვოდეთ, თუ პოპულარობა გწადიათ..."

გამოვავლინოთ ხელოვნება დადავფაროთ ხელოვანი–აი,ეს არის ხელოვნების მიზანი.

კრიტიკოსი ის არის,ვისაც ძალუძს ახლებურად ან ახალი მასალით გვამცნოს მშვენიერებით მინიჭებული საკუთარი შთაბეჭდილება.

მაღალი თუ მდაბალი კრიტიკის ფორმა ავტობიოგრაფიის ერთ–ერთი სახეობაა.

ისინი,ვინც სილამაზეში მახინჯ მხარეებს ჰპოვებენ,ბილწი სულის ადამიანები არიან.და არც მომხიბვლელობა გააჩნიათ.

ისინი, ვისაც შესწევთ სილამაზის მაღალ აზრს ჩასწვდნენ,განსწავლული ადამიანებია,მათ უიმედოდ ვერ ჩავთვლით.

რჩეული შეიძლება მხოლოდ იმას ვუწოდოთ,ვისთვისაც მშვენიერება მხოლოდ მშვენიერებას
ნიშნავს.

ამონარიდები წიგნიდან "დორიან გრეის პორტრეტი"

არ არსებობს უზნეო ან ზნეობრივად სრულყოფილი წიგნი,წიგნები ან გარგადაა დაწერილი,ან ცუდად.ეს არის და ეს.

მეცხრამეტე საუკუნის რეალიზმისადმი სიძულვილიც კალიბანის სიძულვილია,რომელიც საკუთარ გამოსახულებას ვერ ხედავს სარკეში.

ადამიანის ზნეობრივი ცხოვრება ხელოვანის შემოქმედების ერთ–ერთი თემაა,მაგრამ ხელოვნების ეთიკა სრულყოფილ გამოყენებაში მდგომარეობს.

არც ერთ ხელოვანს არა აქვს სურვილი რაიმე დაამტკიცოს უდავო ჭეშმარიტებათა მტკიცებაც კი შესაძლებელია.

ხელოვანი ზნეობის მქადაგებელი არ არის.ზნეობის ქადაგებისადმი მიდრეკილება მიუტევებელი მანერვულობაა სტილისა.

ამონარიდები წიგნიდან "დორიან გრეის პორტრეტი"

ნურც ერთ ხელოვანს ნუ დააბრალებთ ავადმყოფულ ტენდენციებს.ხელოვანს უფლება აქვს ყოველივე ასახოს.

აზრი და სიტყვა ხელოვნებას საშუალებებს წარმოადგენს.

მანკერება და სათნოება ხელოვნების მასალაა. ფორმის თვალსაზრისით ყოველგვარი ხელოვნების ნიმუშად მუსიკოსის ხელოვნება უნდა ჩაითვალოს

ყოველგვარი ხელოვნება ერთდროულად ზედაპირიცაა და სიმბოლოც.ვინც ცდილობს ზედაპირის შიგნით შეჭრას,თავს საფრხეში იგდებს .
ისიც საფრტხეში იგდებს თავს ვინც სიმბოლოს ჩასწვდება.

ხელოვნება ცხოვრების სარკე არ არის,ის მხოლოდ მაყურებელს აირეკლავს.

თუ ხელოვნების ნაწარმოები აზრთა სხვადასხვაობას იწვევს მაშინ ის ახალი, რთული და სასაცილო ყოფილა.

თუნდაც კრიტიკოსები არ ეთანხმებოდნენ ხელოვანს–ხელოვანი მაინც ეთანხმება თავის თავს

მანამდე შეგვიძლია მივუტევოთ ადამიანს,რომელც სასარგებლო საგნებს ქმნის,ვიდრე ის ვინც ამით აღტაცებული არ არის.

ხოლო მისი ერთადერთი გამართლება,ვინც უსარგებლო საგნებს ქმნის,საკუთარი ქმნილებისადმი დაუცხრომებელი სიყვარულია.

ამონარიდები წიგნიდან "დორიან გრეის პორტრეტი"

-კარგი გავლენა არ არსებობს მისტერ გრეი. ყოველგვარი გავლენა უზნეობაა.

- რატომ?

- ალბათ იმიტომ, რომ გავლენის მოხდენა ადამიანზე ნიშნავს, მთლიანად მას გადასცე შენი საკუთარი სული. მაშინ ის არც ფიქრობს და არც არსებაში ჩასახული გრძნობებით იწვის. ვერც უამრავ კეთილ საქმეს და სათნოებას მიიჩნევს თავისად. ხოლო ცოდვები, თუ წარმოიდგნეთ, რომ ისინი საერთოდ არსებობს, უეჭველად ნასესხებია. აბა, დააკვირდით, ადამიანი ასეთ შემთხვევაში სხვისი მელოდიის ექოდ გადაიქცევა ხოლმე, ისეთი როლის შემსრულებელ მსახიობად, რომელიც მისთვის არ არის დაწერილი. ცხოვრების მიზანი საკუთარი თავის გამოვლენაა. სრულოფილად გამოვავლინოთ ჩვენი ბუნებრივი რაობა, აი, რისთვის ცხოვრობს თითოეული ჩვენგანი ამქვეყნად


ამონარიდები წიგნიდან "დორიან გრეის პორტრეტი"

ლორდ ჰენრი უიტონი: რა ხარ?

დორიან გრეი: მე ვარ ის რაც შენ შემქმენი! მე ვცხოვრობდი ცხოვრებით რომლითაც შენ გინდოდა გეცხოვრა მაგრამ არასდროს გიცდია. მე ვარ ყველაფერი , რადაც ყოფნისაც შენ გეშინოდა!

ამონარიდები წიგნიდან "დორიან გრეის პორტრეტი"

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

40


  • Anni თქვა:
    18 აგვისტო 2013 20:13 - ID: 40,
    მართლაც ბევრი კარგი ფრაზაა ამ წიგნში, აზრიც ძალიან კარგია რაც მასში დევს , მაგრამ ფორმა როგორც არის მოწოდებული და თვითონ წიგნი დიდად არ მომეწონა.. ბოლოს თითქოს ფანტასტიკა ხდება და იქამდე წაკითხული ყველა ჭეშმარიტებაც ფანტასტიკის იერს იღებს. შეურაწყოფას არანაირად არ ვაყენებ უბრალოდ ჩემიაზრია!

  • Amber Rose თქვა:
    12 აპრილი 2013 23:59 - ID: 39,
    არვიცი რა ვთქვა <3

  • Afrodite...♥ თქვა:
    12 აპრილი 2013 20:35 - ID: 38,
    არ ვიცი ამ წიგნზე რა ვთქვა, ოსკარ უაილდი თავისი საქმის ოსტატი იყო როგორც ჩანს რადგან დორიან გრეის ორი უკიდურესად განსხვავებული მხარე არაჩვეულებრივად წარმოაჩინა და ეს პერსონაჟი ძალიან, ძალიან შემაყვარა. წიგნის მორალით იმდენად მოვიხიბლე რომ ახლა მეორედ ვკითხულობ და უახლოეს მომავალში ვაპირებ ორიგინალში წაკითხვასაც.
    თაკო დაგღალე, მაგრამ ძალიან მაგარი ხარ და შენი საქმის ოსტატი love

  • dangerous თქვა:
    12 აპრილი 2013 15:49 - ID: 37,
    მაფანატებს ამ წიგნზე აი მაბოდებს

  • Anch_Bey თქვა:
    10 აპრილი 2013 20:52 - ID: 36,
    ახლა ვკითხულობ, მეორედ:3

  • evergreen_angel თქვა:
    9 აპრილი 2013 23:31 - ID: 35,
    ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნი

  • Nini...♥ თქვა:
    9 აპრილი 2013 15:45 - ID: 34,
    დიდი მადლობა ამ ნიუსისთვის. love
    ეს წიგნი 2-3 წლის წინ წავიკითხე და ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა რომ ამ წიგნშია სრულიად თავმოყრილიი ცხოვრებისეულიი საცდურები და სილამაზისს ნაკლი.ძალიან მიყვარს ეს წიგნი.ფრაზებიი საოცარია.ოსკარ უაილდს დიიდი მადლობა იმისთვის რომ ასე კარგად დამანახა რა შედეგები მოაქვს ცოდვებს,გარყვნილებას,ამპარტავნებას.ამის შემდეგ უამრავი წიგნი წამიკითხავს.უამრავიი მომეწონა მაგრამ დორიან გრესინაირი შთაბეჭდილების მოხდება რთულია love
    [u][/u]

  • bibi თქვა:
    9 აპრილი 2013 14:53 - ID: 33,
    ბოლომდე ვერ წავიკითხე სამწუხაროდ
    ______________
    __________
    ________
    Creatiuli.com

  • natuka555 თქვა:
    9 აპრილი 2013 13:16 - ID: 32,
    არაჩვეულებრივი წიგნია ნამდვილად, თუმცა საკმაოდ რთული და მომენტებში დამღლელი საკითხავია, სრულიად მობილიზებული ვკითხულობდი, წამით არ გამფანტვია ყურადღება, საკმარისია ორი წუთით წაგიღოს ფიქრებმა და ჩათვალე ორი-სამი ფურცლით უკან უნდა დაბრუნდე. ბევრის სწავლა შეიძლება დორიანის გამოცდილებიდან. მათთვის ვისაც ჯერ არ წაუკითხავს ჩემი რჩევაა ფილმს წაკითხვამდე ნუ უყურებთ, მე ნანახი მქონდა ფილმი კითხვა რომ დავიწყე და რატომღაც მთელი წიგნის განმავლობაში ერთ-ერთ პერსონაჟს ველოდებოდი, რომელიც როგორც აღმოჩნდა წიგნში საერთოდ არ არის.

  • ℳarvelous ♥ თქვა:
    9 აპრილი 2013 12:20 - ID: 31,
    ინგლისურად მაქვს წაკითხული და არვიცი ძალიან მაგარია,ჯობია ჯერ წაიკითხოთ და მერე უყუროთ,მაგრამ ალბათ წიგნი ჯობია ფილმი არ მინახავს.

  • megi:) თქვა:
    9 აპრილი 2013 10:47 - ID: 30,
    love

  • ek-u თქვა:
    9 აპრილი 2013 10:22 - ID: 29,
    წაკითხული მაქვს,მომწონს ზოგადად მაგრამ ამ კაცის მიმართ ცუდი განწყობა მაქვს...:)

  • KeSso13 თქვა:
    9 აპრილი 2013 02:31 - ID: 28,
    წაკითხული მაქვს და უზომოდ მიყვარს love ძალიან კარგი და საინტერესო წიგნია love

  • lizaliza4 თქვა:
    9 აპრილი 2013 01:32 - ID: 27,
    უბრალოოოოდ ვგიჯდებიი..მეტირებოდა კითხვის დროოოს

  • Ana smiley თქვა:
    8 აპრილი 2013 22:42 - ID: 26,
    ვგიჯდებიიი love

  • Ancho. თქვა:
    8 აპრილი 2013 22:38 - ID: 25,
    მართლაც დიდი მასალაა დორიან გრეიში
    გამოთქმული ჭეშმარიტებანი..
    მე წიგნი იმდენად არ მომწონებია

  • Tamo Gallagher თქვა:
    8 აპრილი 2013 22:00 - ID: 24,
    ძალიან მიყვაარს <3 ავტორ, ყოჩაღ!!

  • -Diana- თქვა:
    8 აპრილი 2013 21:59 - ID: 23,
    - ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნია, თითოეული ფრაზა დამაფიქრებელი და ძალიან საინტერესოა, ასევე სიუჟეტიც ძალიან მომწონს.. რაც შეეხება ფილმს არ მომეწონა, მხოლოდ ბენის და კოლინის გამო ვუყურე.. თაკო ბრწყინვალე სტატიაა love

  • -Sally- თქვა:
    8 აპრილი 2013 20:55 - ID: 22,
    ერთ-ერთი ჩემი საყვარელი წიგნია love
    ძალიან კარგი ნიუსია

  • cqito თქვა:
    8 აპრილი 2013 20:36 - ID: 21,
    ძალიან მიყვარს ეს წიგნი და ავტორიც
    მათში არის რაღაც მისტიური და ამოუცნობი... love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top