;
16 აპრილი 2013      Britain     13 კომენტარი     ნანახია 2813-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ბოსტონში საქველმოქმედო მარათონის მსვლელობისას, სხვადასხვა ადგილას ჩამოვარდნილმა ორმა ბომბმა იმსხვერპლა სამი ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბავშვი და დაჭრა 140. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, აფეთქება დაახლოებით 14:50-ზე მოხდა. პრეზიდენტმა ობამამ ინციდენტის შესახებ განაცხადა : "ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ვინ და რატომ ჩაიდინა ეს. და მე მოვუწოდებ ხალხს, არ გააკეთონ წინასწარი დასკვნები სანამ ფაქტები არ გვეცოდინება. ჩვენ ამ საწმეს ბოლომდე გამოვიძიებთ". მართალია, ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გამოუქვეყნებიათ, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ბომბები სახლში დამზადებული იყო. რამდენიმე საინფორმაციო გამოშვებაში გაიჟღერა ასეთმა ფრაზამ : "პოლიციას აქვს ვიდეო, სადაც დაფიქსირებულია თუ როგორ დებენ ბომბს ადგილზე აფეთქებამდე ოცი წუთით ადრე". ნიუ-იორკის პოლიციამ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღო. თეთრი სახლი ამ წუთამდე გაძლიერებული დაცვის ქვეშაა.
ბოსტონის ტრაგედია

საავადმყოფოები აცხადებენ, რომ რამდენიმე დაზარალებული კრიტიკულ მდგომარეობაშია. ერთ-ერთი საავადმყოფოს ემერჯენსის დირექტორმა თქვა : "ასეთი რამ, აქ მუშაობის 25 წლის მანძილზე არც ერთხელ არ მინახავს..ასეთი რაოდენობის და სიმძიმის დაშავებულებს მხოლოდ ომში თუ ნახავთ". საქველმოქმედო მარათონში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და მასშტაბურია, წელს 23,000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.
საეჭვოა, ის, რომ აფეთქების ადგილზე, ერთ-ერთი შენობის თავზე შმჩნეულ იქნა ადამიანი. პოლიციამ დაკითხა ოცი წლის ბიჭი, რომლის სახელსაც შეგნებულად არ ამჟღავნებენ. ასევე დაიკითხა მისი მეგობარი, რომელიც ფიქრობს, რომ იგი არ შეიძლება იყოს ეჭვმიტანილი.

ბოსტონის ტრაგედია
ბოსტონის ტრაგედია

მარათონს ესწრებოდა უამრავი ბავშვი. მათ შორის ერთს, რვა წლის მარტინ რიჩარდს ახალი დამთავრებული ჰქონდა სირბილი, ჩაეხუტა მამას და იდგა დედამისის გვერდზე, როდესაც ბომბი მის ახლოს დაეცა და სამწუხაროდ ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ, სოციალურ ქსელ "თვითერში" რამდენიმე საათის განმავლობაში ტრენდებში იყო "#PrayForBoston" . აგრეთვე, რამდენიმე ქალაქში შენობებზე გაკეთდა ორგინალური განათება ბოსტონის მხარდასაჭერად.

ბოსტონის ტრაგედია

ბოსტონის ტრაგედია

ბოსტონის ტრაგედია

ბოსტონის ტრაგედია

ბოსტონის ტრაგედია

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

13


  • koko :)) თქვა:
    18 აპრილი 2013 19:28 - ID: 13,
    Pray For Boston recourse

  • Let It be Me ♥ თქვა:
    17 აპრილი 2013 22:34 - ID: 12,
    ეს ვინც გააკეთა ფეხებით უნდა დაკიდო და ცოცხლად გაატყაო.. ჭიებმა უნდა შეჭამონ და დამპალი სული ჯოჯოხეთში უნდა იხრჩობოდეს

  • Nina√ თქვა:
    17 აპრილი 2013 22:30 - ID: 11,
    რა საშინელებაა recourse

    რატომ უნდა გააკეთო ესეთი რაღაც ვერ ვხვდები

  • ℬℯýℎìvℯ✌ თქვა:
    17 აპრილი 2013 18:33 - ID: 10,
    არვიცი რა ვთქვა...ძალიან დიდი ტრაგედიაა და ამ ბოლო დროს მოხშირდა ასეთები,იღუპება უამრავი ადამიანი და მათ შორის ბავშვები,ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს არვიცი,ძალინ ვწუხვარ,ღმერთმა ყველას სული ნათელში ამყოფოს

  • Ana smiley თქვა:
    17 აპრილი 2013 18:23 - ID: 9,
    ვაიმე რატო უდა უშვებდე ასეთ ტრაგედიას უფალო :(((

  • bird-y თქვა:
    17 აპრილი 2013 17:27 - ID: 8,
    რამ გააბოროტა ეს ხალხი ? ან სხვებს რას ერჩიან ? სადანდე უნდა მივიდეს მათი სიძულვილი ღირსია ეგ ადამიანი ტანჯვით მოკლა

  • gvancii111 თქვა:
    17 აპრილი 2013 17:03 - ID: 7,
    ვაიმე :( რა საშინელებაა ღმერთოო :( ესეთი რამე როგორ უნდა გააკეთო.. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ყველა

  • MARAUDER თქვა:
    17 აპრილი 2013 15:53 - ID: 6,
    ამის გამკეთებელი სიცოცხლის ღირსია? wassat angry
    საწყლები recourse

  • beonce თქვა:
    17 აპრილი 2013 14:46 - ID: 5,
    საშინელებაა! ასეთი რამ როგორ უნდა ჩაიდინო?! recourse ღმერთმა ნათელში ამყოფოს ყველა

  • elga თქვა:
    17 აპრილი 2013 11:32 - ID: 4,
    ეს ვინც გააკეტა უნდა დაიჭირო და დახვრიტო.
    ღმერტო რამდენი ბავშვი იხოცება ვიღაც ფსიქოპატის გამო რა საშინელებაა. ამერიკა ყველაზე საშიში ქვეყანაა მოკლედ.
    დიდი ტრაგედიაა ეს ამ წელს უკვე მეორე ტერაქტია ამერიკაში სადაც ბავშვები იღუპებიან უმიზეზოდ.

  • barsutka))) თქვა:
    17 აპრილი 2013 11:20 - ID: 3,
    ვაიმეე,გუშინ ვნახე ტელევიზორშიი და....აი არ ვიცი რა ვთქვაა
    ვლოცულოობ :((((

  • Nanuka. თქვა:
    17 აპრილი 2013 00:52 - ID: 2,
    აი არ ვიცი რა ვთქვა, შეძრწუნებული ვარ, მართლა!!!!!
    3 სიცოცხლე, 3 მომავალი, 3 იმედი ((((((

  • liliana თქვა:
    16 აპრილი 2013 23:40 - ID: 1,
    უსაშინელესი ტრაგედიაა...ღმერთო დაიფარე ყველა ,,,

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top