;
17 აპრილი 2013      Hermione...♥     22 კომენტარი     ნანახია 6701-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა ამერიკული ლიტერატურის ისტორიაში, არა მხოლოდ დიდებული მწერალი, არამედ შესანიშნავი იუმორისტი და ჟურნალისტიც იყო, რომელიც სატირულად წარმოაჩენდა პიროვნებისა და საზოგადოების მანკიერ ბუნებას. მდინარე მისისიპის დასავლეთით მდებარე მიყრუებულ ქალაქში გაზრდილ ბიჭუნას დაწყებითი სკოლაც კი არასოდეს დაუმთავრებია, მაგრამ მან განათლება პირადი გამოცდილებისა და დაკვირვების უნარის მეშვეობით მიიღო. მისი ნამდვილი სახელი სემუელ ლენგჰორნ კლემენსი იყო, მაგრამ მსოფლიო იცნობს, როგორც უბრალოდ მარკ ტვენს...
მარკ ტვენის შემოქმედებითი ცხოვრება
სემუელ ლენგჰორნი 1835 წლის 30 ნოემბერს დაიბადა აშშ-ს შტატ მისურიში. ჟღალთმიან სემს ხალისიანი ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ მამამისის სიკვდილმა წერტილი დაუსვა მის უზრუნველ ცხოვრებას. 12 წლის ბიჭუნამ გამომცემლობაში დაიწყო მბეჭდავის თანაშემწედ მუშაობა, 15 წლისამ კი თავისივე ძმის ჟურნალის რედაქციაში გადაინაცვლა. სწორედ ჟურნალის რედაქციაში მუშაობისას დაეუფლა მომავალი მწერალი წერის კულტურას და სულ მალე, მასში საკუთარი სახუმარო ლექსებისა და თანამედროვე მოვლენებზე იუმორისტული კომენტარების გამოქვეყნება დაიწყო.
მარკ ტვენის შემოქმედებითი ცხოვრება
17 წლისამ ნიუ-იორკში წასვლა გადაწყვიტა. გზა დიდი და დამღლელი იყო, სემი კი გზადაგზა, სხვადასხვა შტატებში არსებულ რედაქციებში ტოვებდა თავის სტატიებს. ნიუ-იორკის შემდეგ, იგი აიოვაში გაემგზავრა, მაგრამ სამშობლო მხარის ნოსტალგია მოსვენებას არ აძლევდა.
მარკ ტვენის შემოქმედებითი ცხოვრება
21 წლის ასაკში, სემი სამშობლოში დაბრუნდა და სურვილი გამოთქვა, რომ მისისიპიზე მოძრავი გემის კაპიტანი გამხდარიყო. 6 თვიანი მომზადების შემდეგ მან ლიცენზია მოიპოვა. სემი გემს 4 წლის განმავლობაში უძღვებოდა, იქ მიღებული გამოცდილება კი მან თავის ნაშრომში აღწერა სახელწოდებით ცხოვრება მისისიპის სანაპიროზე.
მარკ ტვენის შემოქმედებითი ცხოვრება
1861 წელს, სამოქალაქო ომისას დასრულდა სემუელის, როგორც გემის კაპიტნის კარიერა. ამ მოვლენამ დასაბამი დაუდო მის სამწერლო კარიერას მარკ ტვენის ფსევდონიმით. მან ჯერ ბრწყინვალე კარიერა აიწყო როგორც ჟურნალისტმა, შემდეგ კი ნოველებზე მუშაობა დაიწყო. 1871-1891 წლებში მან ორი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები შემატა თავის შემოქმედებას - ტომ სოიერის თავგადასავალი და ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი. მისი სხვა გამორჩეული ნაწარმოებებია მაწანწალა საზღვარგარეთ და პრინცი და მათხოვარი.
მარკ ტვენის შემოქმედებითი ცხოვრება
1870 წლის 2 თებერვალს ტვენი ოლივია ლენგდონზე დაქორწინდა. ისინი 20 წელი ცხოვრობდნენ ერთად და მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, ერთმანეთისადმი სიყვარულმა ყველაფერი გადაატანინათ. ტვენი და მისი ოჯახი გარკვეულ ხანს ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, მაგრამ შემდეგ ისინი გაკოტრდნენ და ევროპაში წავიდნენ ბედის საძიებლად. ტვენი გაუჩერებლად წერდა, მაგრამ ვერ შეძლო საკმარისი თანხის დაგროვება ვალების გასასტუმრებლად. 4 წლის შემდეგ, მან ყველა ვალი დაფარა, ოღონდ ამას ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება და მისი ქალიშვილის, სუზის გარდაცვალება მოჰყვა. ტვენი პოპულარობის ზენიტში იყო, როდესაც აშშ-ში დაბრუნება შეძლო, მაგრამ ბედნიერება მაინც არ დასცალდა და მალე მეუღლე და მეორე ქალიშვილიც გამოეცალა ხელიდან. ტვენი განადგურებული იყო, მაგრამ მაქსიმალურდა ცდილობდა, რომ მისი სულიერი მდგომარეობა მისი შემოქმედების მხიარულ ბუნებას არ შეხებოდა. მწერალი 1910 წლის 21 აპრილს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მარკ ტვენის შემოქმედებითი ცხოვრება
გამონათქვამები:

-არაფერი არსებობს ისეთი, რაც დღეს ვერ მოხდება.

-სიბრაზე მჟავას ჰგავს, რომელსაც ყველაზე დიდი და გამოუსწორებელი ზარალის მოყენება შეუძლია.

-ჯობია ჩუმად იყო და ხალხს სულელი ეგონო, ვიდრე ილაპარაკო და მათ შენზე დადებითი წარმოდგენა დააკარგვინო.

-სიკეთე ის ენაა, რომელიც ყრუებს ესმით და რომელსაც ბრმები ხედავენ.

-თუ სიმართლეს იტყვი, ტყუილების დამახსოვრებაზე დრო აღარ დაგეხარჯება.

-ნამდვილი მეგობრები, კარგი წიგნები და სუფთა სინდისი-ესაა იდეალური ცხოვრება!!!

-სიმამაცე შიშის უარყოფაა და არა შიშის არარსებობა.

-ცნობები ჩემი სიკვდილის შესახებ მეტად გაზვიადებული იყო.

-ადამიანი არასდროსაა იმაზე გულწრფელი ვიდრე მაშინ, როდესაც ის საკუთარ ტავს მატყუარად მოიხსენიებს.

-არ მისცეთ სკოლებს უფლება, რომ ნამდვილი განათლების მიღებაში ხელი შეგიშალონ!

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

22


  • anka-ann თქვა:
    9 მარტი 2014 17:44 - ID: 22,
    ძალიან კარგი ნამუშევარია!!! წარმატებებს გისურვებ!!!

  • Hermione...♥ თქვა:
    19 აპრილი 2013 12:55 - ID: 21,
    Afrodite...♥,
    უღრმესი მადლობა, ნენი love

  • Afrodite...♥ თქვა:
    19 აპრილი 2013 11:52 - ID: 20,
    მარკ ტვენის ტომ სოიერით ვისწავლე კითხვა, პირველი იყო ეს წიგნი, რომელმაც მეგობრობა და თავდადება მასწავლა, მეორე კი რა თქმა უნდა ჰარი პოტერი. ტომ სოიერიდან მიღებულმა შთაბეჭდილებამ დაჩრდილა ჰეკლბერი ფინი, რომელიც უინტერესო და გაწელილი მომეჩვენა. თიკა გილოცავ სიხარულო " 100 წლის იუბილეს" შენ უკვე შემდგარი ბუBლიცისტი ხარ და ისღა დამრჩენია მხოლოდ აქტიურად მოღვაწეობა გისურვო ამ საიტზე love

  • dancing queen თქვა:
    18 აპრილი 2013 18:49 - ID: 19,
    ვგიჟდები ამ მწერალზე! love

  • Hermione...♥ თქვა:
    18 აპრილი 2013 17:14 - ID: 18,
    NiNi_N,
    MARAUDER,
    ELE-elene,
    მადლობა, გოგონებო feel

  • ELE-elene თქვა:
    18 აპრილი 2013 16:42 - ID: 17,
    Hermione...♥,
    გილოცავ.. winked ასე გააგრძელე

  • MARAUDER თქვა:
    18 აპრილი 2013 00:07 - ID: 16,
    Hermione...♥,
    გილოცააავ smile როგორც დანარჩენი 99 ნიუსი, ესეც არაჩვეულებრივად საინტერესო იყო love
    ბავშვობაში ჩემი საყვარელი მწერალი იყო love

  • Ana smiley თქვა:
    17 აპრილი 2013 23:24 - ID: 15,
    -არ მისცეთ სკოლებს უფლება, რომ ნამდვილი განათლების მიღებაში ხელი შეგიშალონ! wink

  • NiNi_N თქვა:
    17 აპრილი 2013 23:14 - ID: 14,
    როგორც საბავშვო მწერალი გენიალურია love აშკარად კარგად აღიქვამდა ბავშვურ განცდებს, აზრებს, მოქმედებებს...♥ თუმცა მაინტერესებს როგორ პოზიციას დაიჭერდა, როგორც არა-საბავშვო მწერალი ;( კარგი სტატიაა, გილოცავ მეასე ნიუსს love

  • liliana თქვა:
    17 აპრილი 2013 22:55 - ID: 13,
    Johnny depp,
    lol lol wink wink არადა დიდად არ ვგიჟდები ჯეკ ლონდონზე...მარტინ იდენი მომწონს....ჯეკ ლონდონმა ძალიან ჩაწვრილმანებული ახსნა და აღწერა იცის,,, winked winked

  • Hermione...♥ თქვა:
    17 აპრილი 2013 22:39 - ID: 12,
    Johnny depp,
    და ასეთი კომენტარების შემდეგ ისევ მე ვარ ტკბილი? თაკო, აღარ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო love

  • Johnny depp თქვა:
    17 აპრილი 2013 22:23 - ID: 11,
    liliana,
    ვაიმე მეცზუსტად ესე მივწერე :დ wink
    Hermione...♥,
    თიკუნ კიდე გილოცავ, საოცარ სტატიებს აკეთებ და კკიდე უფრო კარგი დაგედოს ( მეტი კარგი რა არის მეცარ ვიცი ). კარგი ხარ და ასეთივე მოღვაწეობა გქონოდეს ენჯელზე. ტკბილო love

  • Hermione...♥ თქვა:
    17 აპრილი 2013 21:28 - ID: 10,
    margaux,
    camilla,
    elga,
    liliana,
    beonce,
    ყველას ძალიან დიდი მადლობა!!! love თქვენი სიტყვები სტიმულს მაძლევს, რომ სტატიების წერა გავაგრძელო და სტილიც გავაუმჯობესო feel

  • beonce თქვა:
    17 აპრილი 2013 21:24 - ID: 9,
    Hermione...♥,
    გილოცავ!ყოველთვის კარგ ნიუსებს აკეთებ.მარკ ტვენი ერთ-ერთი მათგანია.

  • liliana თქვა:
    17 აპრილი 2013 20:56 - ID: 8,
    candyyy,
    ეგ ჯეკ ლონდონისაა winked winked

  • candyyy თქვა:
    17 აპრილი 2013 20:55 - ID: 7,
    მარტინ იდენი ჩემი საყვარელი წიგნია smile

  • liliana თქვა:
    17 აპრილი 2013 20:55 - ID: 6,
    Hermione...♥,
    გილოცავ 100 ნიუსს wink wink 1000 მომელოცოს lol lol ...მომეწონა მოკლე მიმოხილვა მისი ბიოგრაფიული ცნობებისა...კარგად ამოგიკრებია...ტომ სოიერის და ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი მეეჭვება ვინმეს არ ჰქონდეს წაკითხული,სწორედ ამ ნაწარმოებებიდან გავიცანი და შემიყვარდა ეს მწერალი.კარგი და სასიამოვნო სიახლეა და 100 % ვეთანხმები..მის გამონათქვამს 5 ფოტოზე

  • anna_ anna თქვა:
    17 აპრილი 2013 20:49 - ID: 5,
    ნამდვილი მეგობრები, კარგი წიგნები და სუფთა სინდისი-ესაა იდეალური ცხოვრება!!!

  • elga თქვა:
    17 აპრილი 2013 20:41 - ID: 4,
    მეასე ნიუსი უმაგრეს ადამიანზე . მიყვარს ტვენი ჩემი ფავორიტი მწერალია. დღემდე სიგიჯემდე მიყვარს ტომი, ჰელკბერი.
    ძალიან კარგი ნიუსია love

  • camilla თქვა:
    17 აპრილი 2013 20:39 - ID: 3,
    Hermione...♥,
    გილოცაააავ ეს მეასეც ისეთივე საუკეთესოა როგორიც სხვა დანარჩენი love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top