;

19 April 2013      Medea♥     Views 15151    
Category: Fun, Interesting

10 ოქროს წესი ჯანსაღად წონის დასაკლებად
წესი პირველი: რადიკალურად ნუ შეამცირებთ კალორიების რაოდენობას
თუ ორგანიზმი არაა საკმარისად ნაკვები, ის ანელებს მეტაბოლიზმს და ქმნის ცხიმის სარეზერვო მარაგს, რათა შეეჩვიოს მკაცრ პირობებს. შიმშილი მხოლოდ ამცირებს კატაბოლიზმს, ამიტომ დიეტით წონის დაკლების შემდეგ, როცა ადამიანი უბრუნდება ნორმალურ კვებას, ის იმატებს უფრო მეტად. შეეცადეთ ჭამოთ ორი მესამედი საკვები იმის, რასაც ჩვეულებრივ იღებთ. გამოიანგარიშეთ რა მინიმალური რაოდენობა კალორიების გესაჭიროებათ და არ ჩამოცდეთ ამ მნიშვნელობას. ზრდასრულ ორგნიზმს ესაჭიროება 1 კკალ 1 კილოგრამზე 1 საათში, რომ შეინარჩუნოს სასიცოცხლო პროცესები.
10 ოქროს წესი ჯანსაღად წონის დასაკლებად
წესი მეორე: ნუ ივარჯიშებთ შიმშილში
საკვები შეიძლება იყოს პატარა და ეფექტური. საუკეთესო ვარიანტია ჭამოთ ყოველ 3-4 საათში პატარ-პატარა ულუფებით ან მიირთვათ მხოლოდ ხილი ან ყველის პატარა ნაჭერი. საკვების მიღებამ დიდი პაუზებით, შეიძლება გამოიწვიოს ინსულინის ჭარბი სეკრეცია, რისი შედეგიცაა ცხიმის აკუმულირება.
10 ოქროს წესი ჯანსაღად წონის დასაკლებად
წესი მესამე: ერიდეთ დამუშავებულ ინდუსტრიულ მაკარონს
ისინი შეიცავენ გაწმენდილ ფქვილსა და შაქარს, რომლებსაც ორგანიზმი ძალიან სწრაფად შეიწოვს, რის შედეგადაც ძლიერდება ინსულინის სეკრეცია. ამის საპირისპიროდ თავს ნუ აარიდებთ ფქვილს და მთლიანად მარცვლეულს-შავი პური, მთელი მარცვლეულის ფანტელები. მაკარონი მზადდება ხორბლისა და ბრინჯისგან. გარკვეული რაოდენობა ვიტამინებისა და მინერალების აუცილებელია ორგანიზმისათვის. ზომიერად მოხმარება, არაა საშიში წონის დაკარგვისთვის.
10 ოქროს წესი ჯანსაღად წონის დასაკლებად

წესი მეოთხე: მიიღე ჯანსაღი ცხიმი
თავს ნუ აარიდებ ჯანსაღ ცხიმს, მაგალითად ისეთს, როგორსაც შეიცავს თევზის ხორცი, კაკლის ან მზესუმზირის ზეთი. განსაკუთრებით ჯანსაღ ცხიმს შეიცავს ზეითუნის ზეთი. ჯანსაღი ცხიმები არის სასარგებლო მრავალი თვალსაზრისით და აუცილებელი, რადგან ზოგიერთი ხსნადი-ცხიმის ვიტამინები(A;D;K;E) არის სასიცოცხლო მნიშვნელობის, ამიტომ ამ ვიტამინებს სჭირდებათ ცხიმი, რომ ორგანიზმმა შიწოვოს.
10 ოქროს წესი ჯანსაღად წონის დასაკლებად

წესი მეხუთე: ჭამე ნაკლები ნახშირწყლები და აანაზღაურე ცილების დეფიციტი
ეს წესი არ ვრცელდება ექსტრემალურ სიტუაციებში, რადგან ნახშირწყლები არის ენერგიის ძირითადი წყარო სხეულისთვის და ერთადერთი ენერგორესურსი ტვინისთვის. მეორეს მხრივ, პროტეინებზე დაფუძნებულმა დიეტამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაავადება. სათანადო დიეტა სამივე სახის საკვებ ნივთიერებებს უნდა თანაბრად შეიცავდეს: 33 % კარბონატები, 33% პროტეინები და 33 % ცხიმები.
10 ოქროს წესი ჯანსაღად წონის დასაკლებად
წესი მეექვსე: თავი აარიდეთ კომბინაციას ნახშირწყლებსა სა ცხიმებს შორის
ეს არის ყველაზე მავნე კომბინაცია კვებაში და სამწუხაროდ ყველაზე გავრცელებულია ჩვენს რეგულარულ კვებაში. სენდვიჩები სოსისით ან ყველით, პიცა, მაკარონი ყველით ან ხორცით, კარტოფილი ფრი, კარტოფილი და ხორცი ან ბრინჯი ერთად- ყველა ზემოდჩამოთვლილი არის დამღუპველი ჩვენი წონის ბალანსირებისათვის. მაკარონი შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეულთან ერთად, ხორციც ბოსტნეულთან, გამონაკლისია კარტოფილი, სიმინდი, ლობიო და ბარდა. საფრთხილოა სტაფილოც, რადგან მეტ შაქარს შეიცავს.
10 ოქროს წესი ჯანსაღად წონის დასაკლებად

წესი მეშვიდე: მიიღე ნახშირწყლები დილით და ცხიმები შუადღით
ეს შენ შეგავსებს მთლიანად ენერგიით დილით, როცა ორგანიზმს სჭირდება „საწვავი“ და ინსულინის მარაგს მთლიანად მოიხმარს და არ შეინახება.
წესი მერვე: აარჩიე საკვების რაოდენობა და ნუ დაარღვევ მას
ჭამე შიმშილის გამო და არა ვნების. გახსოვდეთ რომ „სისრულის“ გრძნობას განიცდით ცოტა მოგვიანებით, ამიტომ შეწყვიტეთ ჭამა, როცა იგრძნობთ რომ თქვენი კუჭი სავსეა.
წესი მეცხრე: ივარჯიშე
აერობული ვარჯიშები-სირბილის ჩათვლით-ველოსიპედით სიარული წვავს ცხიმებს.
10 ოქროს წესი ჯანსაღად წონის დასაკლებად
წესი მეათე: ივარჯიშეთ წონით
კუნთების განვითარება ხელს შეუწყობს კატაბოლიზმს, რადგან კუნთები არიან ენერგიის უზარმაზარი მომხმარებლები, განსხვავებით სხვა ქსოვილებისგან. მიიღე დანამატები- ეს ყოველთვის სასარგებლო და საჭიროა,რადგან წონის დაკლება დიეტიც ორგანიზმს აშიმშილებს საჭირო მინერალებითა და ვიტამინებით. დანამატები ასევე სასარგებლოა დიეტით წონის კლების დროს, ისინი შეიცავენ აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, ამიტომ შეგიძლიათ შეამციროთ საჭმლის ოდენობა მათ ხარჯზე, შიშის გარეშე, რომ თქვენს ორგანიზმს მოაკლებთ სასიცოცხლო ელემენტებს.
10 ოქროს წესი ჯანსაღად წონის დასაკლებად
გქონდეთ ნებისყოფა და იყავით მონდომებულები, გახსოვდეთ სასურველი შედეგისთვის აუცილებელია შრომა!


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top