;
21 აპრილი 2013      ta_mo     18 კომენტარი     ნანახია 5846-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

დიატლოვის ექსპედიციის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 9 წევრი

1959 წლის ოქტომბრის თვეში, რუსეთში, სვერდლოვსკის პოლიტექნუკური უნივერსიტეტის
10 სტუდენტი, იგორ დიატლოვის ხელმძღვანელობით გაემგზავრა ექსპედიციაში ჩრდილოეთ
ურალში. ზინაიდა კოლმოგოროვა, იგორ დიატლოვი, რუსტემ სლობოდინი, იური დოროშენკო, გეორგი
კრივონიშენკო, ნიკოლაი ბრინოლი, ლიუბმინა დუბინინა, ალექსანდ ზოლიატაროვი, ალექსანდ კოლოვატოვი
და იური იუდინი, ათივე მათგანი გამოემშვიდობა ოჯახის წევრებს და უღელტეხილის დასალაშქრად გაემართნენ,
თუმცა გზად იურიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და შინ დაბრუნება გადაწყვიტა(იგი ჯგუფის ერთადერთი გადარჩენილი
წევრია). მათი მოგზაურობა დაუსახლებელ სივრცეში საწყის ეტაპზე მშვიდობიანად მიმდინარეობდა, ერთ-ერთი
ახალგაზრდა დღიურს აწარმოებდა, რომელშიც დეტალურად აღწერდა ყოველდღიურობას ველურ გარემოში.
1 კვირის შემდეგ, სტუდენტთა ოჯახის წევრებმა სამართალდამცავებს მიმართეს, რადგან აღელვებულები
იყვნენ ახლობლების გაუჩინარების გამო, მალევე დაიწყო მასშტაბური საყოველთაო ძიება ურალის
მიდამოებში.

დიატლოვის ექსპედიციის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 9 წევრი

ტურსიტებს ათობით ადამიანი ეძებდა -29 გრადუს ყინვაში. საწყის ეტაპზე მათ დახეული
კარვები აღმოაჩინეს, რომლების მეშვეობით გაირკვა, რომ სტუდენტებმა შოკის მიღების შედეგად,
საღამურებში გამოწყობილებმა შიგნიდან გაჭრეს კარვები და ღამით გაურკვეველი მიმართულებით
გაიქცნენ. მალევე მილიციამ პირველი გვამი იპოვა, რომელსაც თვალები ქონდა დათხრილი,
იმავე ტერიტორიაზე 8 სხეული აღმოაჩინეს სხვა და სხვა ფიზიკური დაზიანებებით, ერთ-ერთ მათგანს
ენა ქონდა ამოგლეჯილი, იურის მძიმე თავის ქალის ტრამვა აღმოუჩინეს ყველაზე უცნაურად კი
ექსპერტიზის დროს სპეციალისტებმა რადიაციის შედეგად მიღებული მუქად
შეფერილი ცხედრების კანი მიიჩნიეს.

დიატლოვის ექსპედიციის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 9 წევრი
^ სტუდენტების მიერ გადაღებული ერთ-ერთი უკანასკნელი კადრი ექსპედიციიდან.

ექსპერტიზის შედეგების შემდეგ საზოგადოებამ 64 ვერსიის განხილვა დაიწყო, ერთ-ერთი
ვერსიის თანახმად სტუდენტების გარდაცვალება ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში დასახლებულ ძირძველ
მოსახლეობას ბრალდება, მათ შეეძლოთ ახალგაზრდებისათვის მოწამლული ჰალუცინოგენები მიეწოდებინათ,
აგრეთვე საზოგადოებამ უბედური შემთხვევა უცხოპლანეტელებს, რადიაციას, თოვლის კაცს, მისტიურ გარემოსა
და სამხედრო პირებს მიაწერეს, გარდა ამისა ერთ-ერთ ყველაზე რეალურ ვერსიად მიიჩნიეს საიდუმლო ექსპერიმენტი,
რომლის მომსწრეები შემთხვევით გახდნენ ისტორიის მთავარი გმირები, თუმცა მაინც აუხსნელია დასახიჩრებული
სხეულების ფაქტი. მიცვალებულთა ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ საქმის გახსნა ვერ მოხერხდა, რადგან
სამთავრო ორგანიზაციებსა და პოლიტიკის გავლენიან წარმომადგენლებს არ სურდათ სიმართლის
გახმაურება. ჟურნალისტთა ნაწილი თავდაპირველად ყველაფერს ზვავს აბრალებდა, თუმცა
ეს ვერსიაც გამოირიცხა, რადგან კარვები დაზიანებული არ იქნა სტიქიური მოვლებების
შედეგად.

დიატლოვის ექსპედიციის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 9 წევრი


1559 წლის 2 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ ახალგაზრდებს მთელი
რუსეთი და მსოფლიო გლოვობდა, მათ დაკრძალვაზე ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი,
ისინი იმედოვნებდნენ რომ ყველაფერს ფარდა აეხდებოდა, თუმცა დღემდე ამ შემთხვევას
ახსნა ვერავინ მოუძებნა.

დიატლოვის ექსპედიციის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 9 წევრი
დიატლოვის ექსპედიციის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 9 წევრი
დიატლოვის ექსპედიციის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 9 წევრი
დიატლოვის ექსპედიციის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 9 წევრი
დიატლოვის ექსპედიციის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 9 წევრი
დიატლოვის ექსპედიციის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 9 წევრი
დიატლოვის ექსპედიციის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 9 წევრი
დიატლოვის ექსპედიციის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 9 წევრი
დიატლოვის ექსპედიციის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 9 წევრი
დიატლოვის ექსპედიციის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 9 წევრი

ზემოთაღნიშნულ ისტორიას ყველასათვის ცნობილმა რეჟიზორმა
რენი ჰარლინმა მხატვრული ფილმი მიუძღვნა, რომელის პრემიერაც რამოდენიმე თვის წინ
შედგა ნიუ-იორკის კინოთეატრში. ფილმის სიუჟეტი საკმაოდ საინტერესოთ ვითარდება, ნაჩვენებია
ექსპერტთა რამოდენიმე დასკვნის სინთეზი, თუმცა ორიგინალური დასასრულის მეშვეობით
რენის ნამუშევარს დიდი გამოხმაურება მოყვა მსოფლიოს მასშტაბით.





დიატლოვის ექსპედიციის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 9 წევრი

უყურეთ ფილმს ენჯელ.ჯი -ზე ონლაინ რეჟიმში!

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

18


  • megi:) თქვა:
    24 მაი 2013 19:01 - ID: 18,
    რად უნდა ამას ბევრი წვალება... რა თქმა უნდა ყველაფერი კომუნისტების და ნაცისტების ერთობლივი ნამოქმედარია am

  • gdc თქვა:
    23 აპრილი 2013 19:34 - ID: 17,
    :))))))

  • Mariammm13 თქვა:
    23 აპრილი 2013 10:42 - ID: 16,
    რამდენიმე დღის წინ ვუყურე ამაზე გადაცემას. ვისაც უნდა უყურეთ- http://www.youtube.com/watch?v=BxvGFMgq5Z4 უბრალოდ ორ ნაწილიანია და მეორე მოძებნეთ თქვენ. კარგი ნიუსია, მაგრამ ერთ-ერთი ვერსია რომ განგეხილა უკეთესი იქნებოდა. ისე მაინც ყოჩაღ! smile

  • niniiiiiii თქვა:
    22 აპრილი 2013 21:54 - ID: 15,
    შგნიდან გამოგლეჯილი კარვები belay რადიაციული დასხივება ჰალუცინაციებს იწვევს, არ ვიცი დასხივება სად მიიღეს მაგრამ დანარჩენი თავიანთი ნამოქმედარია ალბათ ჰალუცინაციების გამო... ნუ ყველაზე რეალურად ეს ვერსია მეჩვენება... მაგრამ ერთი მაინც ხომ უნდა დარჩენილიყო ცოცხალი, პრინციპში ის ერთი შეიძლება გაიყინა მერე ან რადიაციამ მოკლა... და კიდევ ერთი ვერსია უცხოპლანეტელები, მათ ხომალდებს და მათაც დიდი რადიაცია აქვთ, ეს ცნობილი ფაქტია და ალბათ მათ დამართეს ეს საშინელება, რადიაციაც აქედან აიხსნება belay

  • Hermione...♥ თქვა:
    22 აპრილი 2013 21:51 - ID: 14,
    პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ უბრწყინვალესი ნიუსია love
    რაც შეეხება უშუალოდ ექსპედიციას, პირველად გავიგე მის შესახებ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ საქმეში კომუნისტური მთავრობის ხელი უნდა ერიოს...

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    22 აპრილი 2013 20:59 - ID: 13,
    პირველ რიგში, საოცარია ნიუსია და კარგია რომ შემთხვევაზე უფრო მეტი წერე, თამო, ვიდრე ფილმზე. ყოველთვის საინტერესო მოსასმენია ასეთი მძაფრი ისტორიები, როცა საჭიროა ყოველი დეტალი დააფიქსირო და დააკავშირო, ჩემი აზრით, სტუდენტის დღიურით ბევრი რამის გაგება შეიძლებოდა და ამ საქმის მართლა გამოძიება, რომ მოესურვებინათ, საბოლოო შედეგამდე მივიდოდნენ. სარწმუნო ვერსიებად მაინც უცხოპლანეტელები და იქ მცხოვრები ძველი მოსახლეობა მიმაჩნია. ბუნებას და ხალხს არ უყვარს, როცა ურღვევენ სიმშვიდეს და რაღაცის გამოკვლევას ცდილობდნენ. ისე მაინც, რა გული ქონდათ ამ საწყალი ბავშვების მშობლებს.:(

  • bla თქვა:
    22 აპრილი 2013 20:56 - ID: 12,
    ძალიან საინტერესო ისტორიაა
    ეხლა ვცადე ჩემი "გენიალური" ტვინის ამოქმედება მარა :D დავიბენი :D ეს შიგნიდან გამოგლეჯილი კარვები, დათხრილი თვალები, ამოგლეჯილი ენა და შავი შეფერილობა რა იყო უუფ :D

  • RAMMSTEIN_TINA თქვა:
    22 აპრილი 2013 20:02 - ID: 11,
    ძალიან საინტერესო და უცნაური შემთხვევაა. წარმომიდგენია მათი მშობლები და ნათესავები რა დღეში იყვნენ. ამ საქმის განხილვას სხვათაშორის რუსული ექსტრასენსების ბრძოლაში ვუყურე და მაშინ საშინლად შემეშინდა.

  • bird-y თქვა:
    22 აპრილი 2013 20:02 - ID: 10,
    ძალიან საინტერესოა და ძალიან იშვიათი ისტორიაა რადგან წესით გვამებს ვერ პოულობენ ხოლმე, შეიძლება იქ ცხოვრობენ "სხვანაირი" ადამიანები და შეაშინეს ისინი და მერე მოკლეს ნუ მოკლედ არვიცი ბევრის მოფიქრება შეიძლება
    ავტორ ყოჩაღ love

  • Ggvantsa თქვა:
    22 აპრილი 2013 18:16 - ID: 9,
    ვააა რა ძალიან საინტერესო ისტორიაა, მეც ჩავფიქრდი what რენი ჰარლინი ის არაა ჩვენი აგვისტოს ომი რო გადაიღო? თუ ჰო მაშინ ეს ფილმიც დებილობა იქნება belay

    პ.ს. აუ მეც წამიყვანეთ რა ექსპედიციაში, მამაცი გოგო ვარ wink

  • chyipina თქვა:
    22 აპრილი 2013 15:54 - ID: 8,
    ყოჩაღ თამ, სწორედ ისეთი გამოვიდა როგფორიც წარმომედგინა, ძალიან საინტერესო წასაკითხი, ფილმს ამ საღამმოსვე ვნახავ აუცილბელად, ისტორიამ კი უკვე შეძლო ჩემი მოხიბვლა

  • 22 აპრილი 2013 15:29 - ID: 7,
    ძაან საინტერესოა,ავტორ ყოჩაღ ძალიან მომეწონა

    Johnny depp,
    მეც ეგერე ვარ ხოლმე,მიყვარს სიბნელეში ჯდომა :D

    ჟრუანტელმა დამიარა ტანში ფილმის ყურების დროს,ძალიან შემეცოდნენ და მერე კიდე ვეღარ დავიძინებ ღამე recourse

  • elga თქვა:
    22 აპრილი 2013 02:20 - ID: 6,
    აუ საინტერესო იყო დამბურძგლა რო ვკითხულობდი,. კი შემეშინდა რაღა დავმალო. მეც მინდა სადმე ექსპედიციაში წასვლა მაგრამ მეშინია რამე არ დამემართოს.
    ყოჩაღ თამო შეუდარებელი ხარ.

  • liliana თქვა:
    22 აპრილი 2013 01:08 - ID: 5,
    ვაუ ძალიან საინტერესო ისტორიაა თამო,თუმცა საშიში .ზოგადად რაც უფრო ბურუსით მოცულია გარკვეული თემა მით უფრო ბევრ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში,ფანტასტიური ნიუსია,,შენგან ნაკლებს არ უნდა ელოდოს კაცი.. love love

  • INNA თქვა:
    22 აპრილი 2013 00:24 - ID: 4,
    ta_mo,
    ხო არ გავაკეთოთ ახალი ექსპედიცია ? smile მამაჩემისგან მსმენია რომ მანდ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი გაუჩინარდა უგზო-უკვლოდ მგზავრებითურთ და არამარტო.. ჩემი სუბიექტური აზრით კომუნისტების ექსპერიმენტებს შეეწირა ყველა ეს დაკარგული ადამიანი,(მაგრამ არა ფილმისეულს) თუმცა რას გაიგებ ))

  • silver-jones თქვა:
    22 აპრილი 2013 00:23 - ID: 3,
    ეს ტნტზე იყო მახსოვს

  • Johnny depp თქვა:
    22 აპრილი 2013 00:01 - ID: 2,
    თამო მინდა ვტქვა რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ნიუსია რაც კი დაგიდია. ისეთი ინტერესით ვკითხულოობდი სათვალე ჩამომივარდა.მოკლედ ვიჯექი ჩემთვის ბნელ ოთახში (სიბნელეში მიყვარს ყოფნა ,ეკრანი რომ მანატებს ) უცებ გავხსენი სტატია და ყველა სიტყვის კითხვის მერე ვატყობდი რომ უნებურად გამიელვა შიშმა და შუქი ავანთე.შემზარავი ფოტოებია :( რა საინტერესოა რა მოხდა

  • INNA თქვა:
    21 აპრილი 2013 23:58 - ID: 1,
    ისტორია ზოგადად ძაან საინტერესოა რა თქმა უნდა, მე პირადად სიამოვნებით წავიდოდი ახალ ექსპედიციაში ამ ადგილას )) მაგრამ ფილმი არის სრული იდიოტიზმი, ყველაზე სულელური გაუჩინარების ვერსიით ))

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top