;
25 აპრილი 2013      Hermione...♥     22 კომენტარი     ნანახია 6868-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

პოპულარული ამერიკელი მწერლის, დენ ბრაუნის ბესტსელერი, და ვინჩის კოდი (The Da Vinci Code) პირველად 2003 წელს გამოიჩნდა წიგნის მაღაზიების თაროებზე. ნაწარმოების სიუჟეტმა, რომელიც საზოგადოების ნაწილმა ქრისტიანული მრწამსისთვის მიუღებლად ჩათვალა, დიდი სკანდალი გამოიწვია, რომელსაც სასამართლო გარჩევებიც კი მოჰყვა. მოვლენების ანალოგიური განვითარება გამოიწვია 2006 წელს რეჟისორ რონ ჰოვარდის ამავე რომანის მიხედვით გადაღებული ფილმის გამოსვლამ, რომელშიც ისეთი ცნობილი მსახიობები თამაშობენ, როგორებიც არიან: ტომ ჰენქსი, ოდრი ტატუ, იან მაკკელენი და ჟან რენო. საბედნიეროდ, რომანთან დაკავშირებულ გაუგებრობებს წერტილი დაესვა და დადასტურდა, რომ დენ ბრაუნს მისი წერისას ბოროტი ზრახვები არ ამოძრავებდა. წარმატებულმა მწერალმა მხოლოდ და მხოლოდ ლიტერატურული ფიქცია შექმნა და არა თეოლოგიური ნაშრომი.
და ვინჩის კოდი (The Da Vinci Code)

გთავაზობთ რომანის მოკლე მიმოხილვას, მასში მოყვანილ საინტერესო ფაქტებსა და ფრაზებს
და ვინჩის კოდი (The Da Vinci Code)

მოკლე მიმოხილვა

მიუხედავად რომანის დიდი მოცულობისა, მასში მოქმედება 24 საათში ვითარდება. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორს, რობერტ ლენგდონს, პარიზში ვიზიტისას ლუვრის კურატორის, ჟაკ სონიერის მკვლელობაში უსამართლოდ სდებენ ბრალს. პოლიციის ოფიცერი, ბეზუ ფაში თითქმის მზადაა ლენგდონის დასაკავებლად, როდესაც პროფესორს სონიერის შვილიშვილი და ნიჭიერი კრიპტოლოგისტი, სოფი ნევუ დაიხსნის. სულ რამოდენიმე საათში, ლენგდონი და ნევუ ინტერპოლის მიერ ძებნილებად ცხადდებიან. მიუხედავად ამისა, ისინი გაბედულად განაგრძობენ ჟაკ სონიერის მიერ სიკვდილის წინ დანატოვარი, დაშიფრული შეტყობინებების ამოხსნასა და ნამდვილი მკვლელის, სადო-მაზოხისტი საილისის ძებნას, რომელიც ერთ-ერთი ქრისტიანული სექტის, ოპუს დეის წევრია და უდანაშაულო ხალხს ღვთის სახელით ხოცავს.
და ვინჩის კოდი (The Da Vinci Code)

სოფი და რობერტი მარტივად მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ჟაკ სონიერი XI საუკუნეში შექმნილი საიდუმლო რელიგიური დაჯგუფების, სიონის პრიორატის მაგისტრი იყო. აღნიშნული დაჯგუფების შესახებ XX საუკუნეში, ფრანგული არქივების გამოკვლევისას გახდა ცნობილი და აღმოჩნდა, რომ თავის დროზე მას მეთაურობდნენ ლეონარდო და ვინჩი, ნიკოლას ფლამელი, აიზეკ ნიუტონი და ვიქტორ ჰიუგო. ექსპერტთა გარკვეული ნაწილის აზრით, აღნიშნული დაჯგუფების მაგისტრებმა იცოდნენ წმინდა გრაალის რეალური ადგილმდებარეობის შესახებ და საუკუნეების მანძილზე უფრთხილდებოდნენ ამ საიდუმლოს. ნაწარმოების მიხედვით, გრაალი არა ქრისტეს საწმისი, არამედ მარიამ მაგდალინელის სარკოფაგია.
და ვინჩის კოდი (The Da Vinci Code)

დილემაში მყოფი ნევუ და ლენგდონი დახმარების სათხოვნელად საფრანგეთში მცხოვრებ ინგლისელ რაინდს, სერ ლი თიბინგს მიმართავენ, რომელმაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი წმინდა გრაალის შესახებ ცნობების მოძიებას მიუძღვნა. თიბინგთან საუბარში და ვინჩის ცნობილი ტილოს, საიდუმლო სერობის არსი ტრადიციულისაგან რადიკალურად განსხვავდებულად წარმოჩნდება.
და ვინჩის კოდი (The Da Vinci Code)


შენიშვნა: ქვემოთ მოცემული ჰიპოთეზა ნაწარმოების სიუჟეტის ნაწილია და არ ემთხვევა სტატიის ავტორის პირად შეხედულებებს.

ლენგდონი და თიბინგი სოფის არგუმენტირებულად უმტკიცებენ, რომ უამრავი დოკუმენტი თუ ისტორიული წყარო არსებობს იმაში დასარწმუნებლად, რომ მარიამ მაგდალინელი იესო ქრისტეს მეუღლე გახლდათ. მათ ქალიშვილი, სარაც კი შეეძინათ, რომელმაც დასაბამი დაუდო ე.წ. სამეფო სისხლის წარმომადგენელთა შთამომავლებს. ბიზანტიის იმპერატორმა, კონსტანდინე დიდმა, რომელმაც ქრისტიანობა ნებადართულად იმპერიის ერთიანობის შესანარჩუნებლად გამოაცხადა, შეეშინდა ქალის კულტის ამაღლების, სამეფო სისხლის წარმომადგენელთა არსებობა უარყო და ისტორიული წყაროებიც კი შეცვალა, რომლებშიც მარიამ მაგდალინელი მეძავად მოიხსენია. მიუხედავად ამისა, მოხერხდა გარკვეული დოკუმენტების გადარჩენა და მათი ზუსტი შინაარსი მხოლოდ სიონის პრიორატის წარმომადგენლებისთვისაა ცნობილი. ხოლო, და ვინჩიმ, რომელიც ამ დაჯგუფების მაგისტრი იყო, ოსტატურად გამოსახა ქრიტესა და მარიამ მაგდალინელის ურთიერთობა საიდუმლო სერობაში.




***

* ჟაკ სონიერის ცხედარს და ვინჩის ვიტრუვიანელი ადამიანის პოზაში პოულობენ.
და ვინჩის კოდი (The Da Vinci Code)

* რომანის კვანძის გახსნა შოტლანდიაში არსებულ როსლინის კაპელაში ხდება, რომელშიც კერპთაყვანისმცემლური, იუდაისტური, კათოლიკური, პროტესტანტული და მასონული სიმბოლოები და რელიქვიებია გაერთიანებული.
და ვინჩის კოდი (The Da Vinci Code)


გამონათქვამები:

-ხალხი ბევრად უფრო დიდ გზას გადის იმის თავიდან ასაცილებლად რისიც ეშინიათ, ვიდრე თავიანთი მიზნების მისაღწევად.

-რწმენა იმის ბრმად მიღებაა რაც სიმართლე გვგონია და რისი დამტკიცებაც არ შეგვიძლია.

-ისტორია ყოველთვის სუბიექტურ შეხედულებებს გვინახავს.

-მხოლოდ იმას აქვს მნიშვნელობა, რისიც ხალხს სჯერა.

-ცხოვრება უამრავი საიდუმლოთია სავსე, თავად კი უდიდეს იდუმალებას წარმოადგენს.

და ვინჩის კოდი (The Da Vinci Code)

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

22


  • Hermione...♥ თქვა:
    27 აპრილი 2013 16:20 - ID: 22,
    Countess A.,
    elga,
    ძალიან დიდი მადლობა love

  • elga თქვა:
    27 აპრილი 2013 12:39 - ID: 21,
    წიგნი არ მაქვს წაკითხული სამწუხაროდ არადა მაგრად მინდა .მარტო ფილმი მაქვს ნანახი და საკმაოდ შინაარსიანი და დაძაბული სიუჯეტი იყო.

    მახსოვს ეს ფილმი რო გამოვიდა ჩემს სკოლაში ერთი ამბავი იყო სატანისტობააო და მკრეხელობაო . არადა მე და ჩემი რამდენიმე კლასელი ვაპირებთ წასვლას კინაღამ სკოლიდან გაგვაგდეს wink

    სტატია საოცარია ყველაფერი სრულყოფილათ გაქვს გაკეთებული love

  • Countess A. თქვა:
    26 აპრილი 2013 21:04 - ID: 20,
    წიგნი არ მაქვს წაკითხული და შესაბამისად ვერ ვიმსჯელებ მასზე საღად.. როგორც სტატიიდან ჩანს წიგნი რელიგიურ მოტივებზეა აგებული.. იმისდა მიუხედავად რომ არ ვემხრობი რელიგიური ფაქტების დამახინჯებას და ამ რელიგიის მიმდევართა გაკრიტიკებას ძალიან დამაინტერესა წიგნმა.. მიყვარს პარალელის გავლება და შემდგომ დასკვნის გამოტანა.. ფილმი არ მაინტერესებს მაინც და მაინც..
    ჰერმიონ ძალიან გამიხარდა რომ ამ ნაწარმოებთან დაკავშირებით გააკეთე ნიუსი.. სიახლე ბრწყინვალედაა შედგენილი..

  • megi:) თქვა:
    26 აპრილი 2013 19:29 - ID: 19,
    ვნანობ რომ ამ ფილმს ვუყურე და ამ იდიოტობაზე გული მერევა angry

  • liliana თქვა:
    26 აპრილი 2013 19:21 - ID: 18,
    Hermione...♥,
    კი დაგეთანხმები რომ წიგნი ბევრ მკითხველს იზიდავს თუმცა ჩემთვის ერთხელ წასაკითხი წიგნების კატეგორიას მიეკუთვნება..გარდა ამისა საშინლად გამაღიზიანა ბაბუას მისტიკურმა სექსის სცენებმა სარდაფში...და ზედმეტმა უაზრო და უშინაარსო ინფორმაციის დატვირთვამ წიგნში..თან არაზუსტმა...რაც შეეხება გამხნევებას არაფრის love love

  • Hermione...♥ თქვა:
    26 აპრილი 2013 19:04 - ID: 17,
    liliana,
    მე კი ყურადღებით წავიკითხე შენი კომენტარი და მადლობას გიხდი გამხნევებისა და დადებითი შეფასებისათვის smile ჰო, ნაწარმოებში არაერთი უზუსტობაა (მათ შორის, რამდენიმე თავადაც კი აღმოვაჩინე მანამ, სანამ რომანზე დამატებით დეტალებს გავეცნობოდი), მაგრამ მასში მაინც ძალიან ბევრი საინტერესო ისტორიაა მოთხრობილი და პირადად მე, სურვილი გამიჩინა, რომ უკეთ გავცნობოდი გარკვეულ საკითხებს. მართალია, დენ ბრაუნი უკვდავ შედევრებს ვერ ქმნის, მაგრამ ნიჭიერ მწერლად მივიჩნევ. მისი "ანგელოზები და დემონებიც" წაკითხული მაქვს, რომელშიც არაფერია სკანდალური, მაგრამ საკმაოდ კარგად დაწერილი რომანია დამაინტრიგებელი შინაარსით.
    ELE-elene,
    MARAUDER,
    Anachkaa ♥,
    უღრმესი მადლობა, გოგონებო love
    ✿GiRL From VoGue✿☆,
    მიხარია, რომ მოგეწონა feel მისტიციზმი მეც ძალიან მიზიდავს.
    MELINDA,
    დამერწმუნე, "ჰარი პოტერი" უბრალო ზღაპარი ნამდვილად არ არის, მასში უდიდესი სიბრძნეა თავმოყრილი. თუმცა, მის შესახებ ატეხილი სკანდალი მართლა უმიზეზო და ამაზრზენი იყო, რადგან როულინგი თავისი წიგნებით არა ჯადოქრობას, არამედ სიკეთეს, სიმამაცეს, მეგობრობისთვის თავგანწირვასა და სიყვარულს უნერგავს მკითხველს.

  • liliana თქვა:
    26 აპრილი 2013 18:41 - ID: 16,
    MELINDA,
    MARAUDER,
    ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თქვენი კომენტარების კითხვისას რომ წიგნი აქ გაქვთ წაკითხული და მხოლოდ ფილმის სიუჟეტის მიხედვით მსჯელობთ..რა მოსატანია აქ ჰარი პოტერი?სად არის მაგ ნაწარმოებში რელიგიური თუ ანტირელიგიური ასპექტები განხილული?ან ისტორიული ფაქტები?რთულია საერთო მოუძებნო ამ ორ სრულიად განსხვავებულ ნაწარმოებს,,განსაკუთრებით შინაარსის მიხედვით მაგრამ რატომღაც თქვენ არ გაგიჭირდათ...ეს ჩემი აზრია შეგიძლიათ არ გამომეკიდოთ winked

  • MARAUDER თქვა:
    26 აპრილი 2013 17:50 - ID: 15,
    MELINDA,
    მართალი ხარ, რამე გახდება ძაან პოპულარული და დაიწყებენ სატანისტურიაო და ათას უბედურებას დააბრალებენ...

  • MELINDA თქვა:
    26 აპრილი 2013 16:47 - ID: 14,
    Hermione...♥,
    ეგრე ჰარი პოტერზეც რა ამბავი ატყდა გახსოვს? :D კუდიანობის და ჯადოქრობის პროპაგანდააო :)) არადა ზღაპარია უბრალოდ

  • Katerina Petrova თქვა:
    26 აპრილი 2013 15:00 - ID: 13,
    წაკითხული არ მაქვს და ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ ფილმი ნანახი მაქვს და მომეწონა love საერთოდ ასე სერიოზულად რატომ მიიღო ხალხმა ვერ ვხვდები? wink

  • im888 თქვა:
    26 აპრილი 2013 12:10 - ID: 12,
    საინტერესოდ დაწერილი და გადაღებული ფილმია რაც ინტრიგას იწვევს ხალხში და ფულის/სახელის მოხვეჭას იწვევს. აქ საუბარი იმაზე ეს ფაქტები ნამდვილია თუ არა არც კი უნდა განიხილებოდეს...

  • be-delicious თქვა:
    26 აპრილი 2013 02:21 - ID: 11,
    მართლა ძალიან საინტერესოა და განსხვავებული smile

  • 25 აპრილი 2013 23:38 - ID: 10,
    Hermione...♥,

    ძალიან კარგი ქენი,რომ ამ თემაზე გააკეთე სტატია და საიტზე გამოაშუქე, ვფიქრობ, რომ ენჯელის მკითხველს არ აწყენს ამდაგვარი საკითხების "ფართოდ" მიმოხილვა. "მონა ლიზაშიც" ხომ არის მოდის რაღაც ნაპერწკალი wink

    რაც შეეხება ნაწარმოებს, დიდად არ აღმაფრთოვანა, თუმცა ნამდვილად დამაინტრიგებელი და საინტერესოა, ფილმი მეტისმეტად გადატვირთული მომეჩვენა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მისტიციზმი - ჩემი სტიქიაა და ყოველთვის ყურადღებით და თვალსაჩინოთ ვუდგები მის თემატიკებს.

    რატომღაც ყოველთვის მიზიდავდა და ვინჩის ბრილიანტი - "მონა ლიზა", მომაჯადოებელი ძალისა და აურის მქონდე სურათია, ვფიქრობ, რომ უდიდესი საიდუნლოება იმალება მასში, მრავალმხრივი დატვირთვის მქონეა და რაც მთავარია - შეუცნობელი.

  • MARAUDER თქვა:
    25 აპრილი 2013 22:58 - ID: 9,
    წაკითხული არ მაქვს, მაგრამ უახლოეს მომავალში წავიკითხავ აუცილებლად....
    Hermione...♥,
    საინტერესო სტატიაა love

  • liliana თქვა:
    25 აპრილი 2013 22:53 - ID: 8,
    Liza-Kerr,
    არაა პრობლემა შენთვის არც მომიწერია wink wink

  • ELE-elene თქვა:
    25 აპრილი 2013 22:48 - ID: 7,
    Hermione...♥,
    კარგი სტატიაა ნამდვილად, თუმცა მეც დავეთანხმები MELINDA-ს smile რელიგია ყველაზე მნიშვნელოვანია და არა არის სწორი მისი დამახინჯება..

  • liliana თქვა:
    25 აპრილი 2013 22:25 - ID: 6,
    Hermione...♥,
    წაკითხული მაქვს ..მახსოვს წიგნის გამოსვლიდან რამდენიმე თვეში წავიკითხე..მართალია მაშინ პატარა ვიყავი და გვერდით ენციკლოპედია მედო რომელშიც განმარტებებს ვეძებდი ,მაგრამ მაინც წავიკითხე იმ სკანდალის გამო რაც აგორდა მის ირგვლივ,მაინტერესებდა რამ გამოიწვია ასე ხალხის გაღიზიანება და მივხვდი რომ სულ არაფერმა.არც ვცდილობ გაგაკრიტიკო ან ვინ უნდა გაგაკრიტიკოს და რის გამო?იმის გამო რომ ინფორმაცია მიაწოდე ხალხს წიგნის შინაარსის გამო?დარწმუნებული ვარ ხალხი რომელსაც ფეხებზე ეკიდა დებ ბრაუნი იყვნენ ათეისტები და მეორე ჭკვიანი ხალხი რომელიც მიხვდა რომ ამ კაცმა უბრალოდ გადაწყვიტა ეშოვა ფული ,რადგან არ აქვს სერიოზული ნაწარმოებების შექმნის ნიჭი,უცებ გამახსენდა ფილმი the words-ის მთავარი პერსონაჟი ბრედლი კუპერი ,რომელიც დაწერს რამდენიმე წიგნს და რომელიც ხალხს არ აინტერესებს.კარგით რა არ შეიძლება რელიგიით მანიპულირება,არვიცი ვინმემ თუ ნახეთ მუსულმანებზე გადაღებული სკანდალური ფილმი, რომელმაც 4 ამერიკელი შეიწირა. მე მაგალითად იმ ფილმში ვერაფერი ვიპოვე აგრესიული ,ტიპიური შავი იუმორია მაგრამ მუსულმანებისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა,ყველაფერი ინდივიდუალურია,ვერ გეტყვი ავტორო რომ სიამოვნება მივიღე კითხვისას,არვიცი წიგნის კრიტიკა გაქვს თუ არა წაკითხული და ის ისტორიული ასიმეტრიები რაც აშკარაა და ნათელია წიგნში შეამჩნიე თუ არა ,,და ის ლიტერატურული თუ ისტორიული უცოდინარობა რასაც მწერალი ამჟღავნებს თავისი წერის სტილით რაც ერთზე მეტყველებს რომ მან უბრალოდ კარგად გასაყიდი წიგნი დაწერა.სკანდალური სათაურით და შიგთავსით ,,ნიუსი მომეწონა და დაიკიდე თუ ვინმე აგიჯანყდება..ან ქრისთიან დედათა კავშირის წევრები თუ გამოგიხტებიან. lol lol ..მე მგონია რომ ესეც უნდა წაიკითხო და ისიც..ცუდიც და კარგიც..იმისთვის რომ გაარჩიო 21 საუკუნის ახალი ხელოვნება:მარკეტინგული ლიტერატურა და ნამდვილი ლიტერატურა..

  • Hermione...♥ თქვა:
    25 აპრილი 2013 22:19 - ID: 5,
    MELINDA,
    მადლობა feel წინას წერისას შენი კომენტარი მხედველობაში არ მქონია, ზოგადად დავწერე. მესმის, რომ რელიგია ბევრისთვის მტკივნეული თემაა და შეიძლება არც ისე ლამაზია ამ თემის არატრადიციული ინტერპრეტაცია, მაგრამ ხალხის უმეტესობა ისე აჯანყდა, რომ რომანი წაკითხულიც კი არ ჰქონდათ. მაგალითად, ჩემი კლასელების უმრავლესობას რომ ჰკითხო, "და ვინჩის კოდში" უამრავჯერ მეორდება სამი ექვსიანი, გვიბიძგებენ სატანისტების სექტაში გაწევრიანებისკენ, წერია ოკლუტური შელოცვები, რომელთა მეშვეობითაც ლუციფერის გამოძახებაა შესაძლებელი და ა.შ. არადა, მსგავსიც არაფერია wink

  • tata____tata თქვა:
    25 აპრილი 2013 22:17 - ID: 4,
    საკმაოდ საინტერესო ნამუშევარია ვაღიარებ, თანაც კარგადაა აკინძული, უბრალოდ მორწმუნე ხალხისთვის მართლაც ცოტა მიუღებელია ასეთი ნაშრომები, მაგრამ ყველაფერს აქვს 2 მხარე და მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს წაკითხული და არც ფილმი მაქვს ნანახი, დარწმუნებული ვარ რომ მართლაც მრავალი ინფორმაციის მომცემი იქნება.

  • MELINDA თქვა:
    25 აპრილი 2013 22:07 - ID: 3,
    Hermione...♥,
    კრიტიკას ნამდვილად არ დავიწყებ,ძალიან საინტერესოდ გაქვს სტატია დაწერილი.მე საერთოდ ვამბობ რომ რელიგიების ასე შეხება არაა სწორი,რა რელიგიაც არ უნდა იყოს.ეს ძალიან სათუთი და მტკივნეული თემაა მილიონობით ადამიანისათვის

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top