;
2 მაი 2013      Sally ))     12 კომენტარი     ნანახია 6115-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

საინტერესო ისტორიები [3]

ქართველმა ფეხბურთელმა, მიხეილ მესხმა საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშისას ისე ოსტატურად მოატყუა ბრაზილიელი სანტოსი,რომ აღტაცებული მოწინააღმდეგე უკან გამოედევნა,მაისურში ხელი ჩაავლო, შეაჩერა და აღფრთოვანებული გადაეხვია.

ინგლისის დედოფალმა მეორე მსოფლიო ომის დროს ბუხარი ჩააქრობინა,რადგან მიიჩენვდა,რომ სირცხვირი იყო ამგვარი ძნელბედობის ჟამს სასახლის საკვამურიდან კვამლი ამოდიოდეს,როცა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები იყინებიან.

სპარსეთის დაპყორიბისას ალექსანდრე მაკედონელი გზად ბერძნულ ქალაქ ლამპასკს მიადგა, რომლის მოქალაქეებსაც სპარსული ორიენტაცია ეკავათ.ქალაქის მაცხოვრებელნი შეშინდნენ, ალექსანდრე ქალაქს მიწასთან გაასწორებსო და მაკედონელთან მეფეს მისი მამის, ფილიპეს, მეგობარი ფილოსოფოსი ანაქსიმენე მიუგზავნეს. ალექსანდრე ანაქსიმენეს დანახვისთანავე მიხვდა, რის სათხოვნელადაც მიდიოდა მასთან ფილოსოფოსი და შორიდანვე მიაძახა: ,,ვფიცავ ღმერთებს, არ შევასრულებ შენს თხოვნას''! ანაქსიმენე არ დაიბნა და ალექსანდრეს უთხრა: ,, მეფეო, მე გთხოვ, დაანგრიო ქალაქი!'' ალექსანდრემ ფიცი ვეღარ გატეხა და ლამპსაკი დანგრევას გადარჩენილა.

გალილეიმ ვერაფრით დაუმტკიცა ფლორენციის აკადემიის პროფესორებს პლანეტა იუპიტერის თანამგზავრთა არსებობა,მიუხედავად იმისა,რომ ისინი გარკვევით ჩანდა ტელესკოპში. უკლებრივ ყველა პროფესორმა კატეგორიული უარი თქვა, გაეხედა გალილეის მიერ დამზადებულ ხელსაწყოში.

პრუსიის მეფე ფრიდრიხ მეორეს პარიკის ტარებისთვის გადასახადი ჰქონდა შემოღებული. ურჩ გადამხდელებს კი საგანგებო მოხელეები მათ პირდაპირ ქუჩაში ხდიდნენ თავიდან პარიკებს.

ყველასთვის ცნობილია,რომ ლავრენტი ბერია თბილისის საფეხბურთო კლუბ ,,დინამოს'' მფარველობდა. ეს მფარველობა ,,დინამოელებს'' შემდგომში ძვირად დაუჯდათ. ბერიას ხალხის მტრად გამოცხადების წელს ,,დინამო'' საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, მაგრამ მომხდარი მოვლენების შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს მოგებული მატჩი არ ჩაუთვალეს, ხელახლა ათამაშეს, წააგებინეს და საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა დააკარგვინეს.


საინტერესო ისტორიები [3]

იოზეფ გებელსი მიტინგზე გამოსასველელი სიტყვის ტექსტს სხვადასხვა ფერის მელნით წერდა. იმის მიხედვით, თუ მოცემული ფრაზით რა ემოციის გამოწვევა სურდა მსმენელში.

მანქანების გამტაცებლები ირლანდიაში თაგვს მანქანის ღია ფანჯარაში მძღოლ ქალებს უგდებდნენ, რის შემდეგაც ეს უკანასკნელნი კივილით ტოვებდნენ მანქანას ისე,რომ სტარტერიდან გასაღების გამოღება აზრადაც არ მოსდიოდათ. მძარცველი სწრაფად ჯდებოდა საჭესთან და თავის მღრღნელ ,,კომპანიონთან'' ერთად უჩინარდებოდა.

საახალწლოდ მოსკოვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს უკიდურესად დატვირთული გრაფიკით უწევს მუშაობა. მორიგე ექიმებს დასვენების შანსიც არ ეძლევათ. კომპიტერი უთვალთვალებს, თუ რომელი მანქანა სად იმყოფება. ექიმები იმისათვის,რომ ცოტათი მაინც დაისვნენონ რომელიმე ახლობელს არეკინებენ სადისპეჩეროში და ცრუ გამოძახებაზე გადიან. ამ დროს ისინი ოციოდე წუთით მეგობრებთან შერბენას და ორი-სამი ჭიქა შამპანიურის დალევას ასწრებენ.უკან დაბრუნებულები კი აცხადებენ,რომ ავადმყოფმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა. ,,კინუტ ლოჟნიაკ'' - ასე ეძახიან ამ ფანდს თავად ექიმები.


საინტერესო ისტორიები [3]


ამ მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, რუსულის გარდა, უცხო ენები არ იცოდა. ერთხელ ნიკო ხიზანიშვილმა უთხრა, სანახევროდ სომეხი ხარ, დედა სომეხი გყავდა და ეს სომხური მაინც გესწავლა, ენაში ჩაგეთვლებოდაო. მან უპასუხა, მერე და ფილოსოფიური ტრაქტატები უნდა წამეკითხა სომხურად და ბაზარში კიდე მე არ დავდივარ, მოურავი დადისო. ეს გახლდათ ილია ჭავჭავაძე.

წითელ მოედანზე აღლუმის დროს ტანკებისთვის მეტი ადგილის გამოსანთავისუფლებლად ერთმა საბჭოთა მაღალჩინოსანმა სტალინს ჰკითხა, ვასილი ნეტარის ტაძარი ხომ არ მოგვეშორებინაო და მეტი თვალსაჩინოებისათვის წითელი მოედნის გეგმიდან ტაძრის მაკეტი აიღო.
,,პასტავ საბორ ნა მესტა!'' - თვალები დაუბრიალა ბელადმა.






საინტერესო ისტორიები [3]

ერთხელ ალფონს არაგონელი თანმხლები ამალით იუველირს ეწვია. სტუმრებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ძვირფასი სამკაულებით სავსე თაროები, მაგრამ სულ მალე ერთი მსხვილი ბრილიანტი თვალსა და ხელს შუა გაქრა. მეფეს შეეძლო ბრძანება გაეცა და ოთახში მყოფი ყველა დიდებული გაეჩხრიკა. ამის სანაცვლოდ მან ნახერხით სავსე სათლის მოტანა ბრძანა და თავის თანმხლებ დიდებულებს სთხოვა, რიგრიგობით ჩაეყოთ შიგნით მუჭად შეკრული ხელი, ამოღებისას კი ხელისგული გაეშალათ. მაგალითი თავადვე აჩვენა. როცა პროცედურა დასრულდა და სათლის შიგთავსი მაგიდაზე გადმოყარეს, დაკარგული ბრილიანტი ნახერხში აღმოჩნდა. ამრიგად, მეფის კეთილშობილებისა და გამჭრიახობის წყალობით არც იუველირი დაზარალდა და ერთ-ერთი სტუმარიც გადაურჩა ღირსების შელახვას.

პოეტესა ალინა ვიტუხნოვსკაიამ ბუტირის ციხეში ცრუ ბრალდებით ერთი წელი გაატარა. პატიმრობის მესამე კვირას მან კედელზე დაწერა გეგმა,თუ რაუნდა გაეკეთებინა ციხიდან გამოსვლისთავანავე. გეგმა სულ ორი პუნქტისგან შედგებოდა. მეორე პუქნტში ეწერა: ,, ჩამოვაგდებ მთავრობას’’ ხოლო პირველ პუნქტში: ,,მივიღებ ცხელ აბაზანას’’.


საინტერესო ისტორიები [3]

ერთ-ერთ ინტერვიუში წარმოთქმული სიტყვების გამო ჯონ ლენონს საჯაროდ ბოდიშის მოხდა და ახსნა-განმარტების მიცემა დასჭირდა. მან თქვა ,,არ ვიცი,რა უფრო მნიშვნელოვანია-ქრისტიანობა თუ როკენროლი. ქრისტე ნორმალური იყო, ოღონდ მოწაფეები ჰყავდა არანორმალური. დღეს ბითლზი იესო ქრისტეზე პოპულარულია’’.


მონტე-კარლოში გამართულ ჩარლი ჩაპლინის მიმბაძველთა კონკურსზე ინკოგნიტოდ თავად ჩარლი ჩაპლინმაც მიიღო მონაწილეობა. მან მესამე ადგილი დაიკავა

ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს სჭეროდათ,რომ თუ ცისარტყელას ერთ ბოლოს იპოვნიდნენ და იქიდან ,,გამაიჭვრეტდნენ’’, მეორე ბოლოში საქართველოს დაინახავდნენ.

იტალიის ქალაქ სიენაში მცხოვრები ქალი,თუკი სახელად მარია ჰქვია ვერ აირჩევს მეძავის პროფესიას.


საინტერესო ისტორიები [3]

აინშტაინის უკანასკნელი სიტყვები სამუდამოდ უცნობი დარჩა კაცობრიობისთვის რადგან მომვლელმა ქალმა გერმანული არ იცოდა.

ლონდონში, ჰაიდპარკში შეკრებილი ორატორები სიტყვით გამოსვლისას ყოველთვის ხის ყუთებზე დგანან,რადგან ინგლისის კანონმდებლობა უკრძალავს სიტყვით გამოსვლისას ბილწსიტყვაობას ყველას,ვინც ინგლისურ მიწაზე უდგას ფეხი.

ჩინეთში სიკვდილმისჯილის დასახვრეტი ტყვიის საფასურს სიკვდილმისჯილის ოჯახს ახდევინებენ. თუ სიკვდილმისჯილს ახლობელი არა ჰყავს, მას გარკვეული დროით ციხეში ამუშავებენ, რათა ტყვიის საფასური, 9 იუანი გამოიმუშაოს.

ლონდონში ტაქსებად ძველი მოდელის ინგლისური ავტომობილები, ეგრეთ წოდებული კებები, მოძრაობენ. მათ სხვა მანქანებზე უფრო მაღალი სახურავი აქვთ, რადგან ეს მანქანები თავდაპირველად იმაზე იყო გათვლილი,რომ ინგლისელ ჯენტლმენებს ავტომობილში ჩაჯდომისას ცილინდრის მოხდა არ დასჭირვებოდათ.

მადამ ტიუსოს მუზეუმში ბრედ პიტის ცვილის ფიგურას სახე ყოველთვის დასვრილი აქვს პომადით. დამთვარიებელი ქალბატონები გამუდმებით ჰკოცნიან საოცნებო მამაკაცის ორეულს.

ქართულ ფულზე გამოსახული ადამიანებიდან მხოლოდ ზაქარია ფალიაშვილი არ იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი. იგი კათოლიკე გახლდათ.


საინტერესო ისტორიები [3]
ნაპოლეონთან ბანქოს თამაში არავის არ უყვარდა,რადგან თამაშორის დროს უსინდისოდ თაღლითობდა.

გადანაჭერზე რგოლების დათვლით ხის ასაკის განსაზღვრის წესი ლეონარდო და ვინჩიმ დაადგინა.

წიგნის დღე 23 აპრილს აღინიშნება,რადგან 1616 წლის 23 აპრილს ორი უდიდესი მწერალი - უილიამ შექსპირი და მიგელ სერვანტესი - გარდაიცვალა.

ძველი ბერძენი მოქანდაკეები პერიკლეს ყოველთვის მუზარადით თავშემკულს გამოსახავდნენ,რადგან მახინჯი თავის ქალა ჰქონდა.

ილია ჭავჭავაძემ საგურამოს სახლის ისევე,როგორც სხვა ქონება ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებ საზოგადოებას დაუტოვა.

ეიფელის კოშკი შვიდ წელიწადში ერთხელ წონაში იმატებს,რადგან შვიდ წელიწადში ერთხელ მას ღებავენ.


საინტერესო ისტორიები [3]

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

12


  • Girl_with_curlyHair თქვა:
    7 მაი 2013 21:50 - ID: 12,
    ძააააალიან მაგარი პოსტია :*:*

  • Ana smiley თქვა:
    7 მაი 2013 11:57 - ID: 11,
    ძაან საინტერესო იყოო :))

  • nuka თქვა:
    5 მაი 2013 15:58 - ID: 10,
    ჩინეთში სიკვდილმისჯილის დასახვრეტი ტყვიის საფასურს სიკვდილმისჯილის ოჯახს ახდევინებენ. თუ სიკვდილმისჯილს ახლობელი არა ჰყავს, მას გარკვეული დროით ციხეში ამუშავებენ, რათა ტყვიის საფასური, 9 იუანი გამოიმუშაოს.

    სამწუხაროა, მაგრამ ეს საქართველოშიც ხდებოდა, ჯინსების თაობის ყველა ოჯახს მოუწია შვილის დახვრეტისტვის საჭირო ტყვიის საფასურის გადახდა, გეგა კობახიძის დედამ კი ორმაგად გადაიხადა, რადგან პირველი ტყვია არ გავარდა, განა ამაზე მეტი დამცირება და დაცინვა კიდევ შეიძლება? აი ასეთ ქვეყანაში ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და უდიდესი დაფასება სჭირდებათ რომ მომავალ თაობას მაინც შემოგვინახეს სამშობლო

  • Natuka3 თქვა:
    3 მაი 2013 22:47 - ID: 9,
    Nutty,
    Sally )),
    მეც ისე ვიცი რომ ილიას დედა სომეხი ჰყავდა

  • Sally )) თქვა:
    3 მაი 2013 19:08 - ID: 8,
    ვისაც მოგწონთ გმადლობთ.

    ილია ჭავჭავაძის დედას რაც შეეხება, სანდო წყაროებიდან ვიღებ ამ ინფორმაცის და რავი : ) თუ არასწორია ბოდიშით.

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    3 მაი 2013 15:48 - ID: 7,
    ძაან მაგარი ნიუსიაა love

  • Nutty თქვა:
    3 მაი 2013 13:22 - ID: 6,
    ილია ჭავჭავაძეს დედა სომეხი არ ჰყოლია... ნუ შეგყავთ ხალხი შეცდომაში რა სისულელეა... ისე კარგი ნიუსია

  • mary...p თქვა:
    3 მაი 2013 12:08 - ID: 5,
    იოზეფ გებელსი მიტინგზე გამოსასველელი სიტყვის ტექსტს სხვადასხვა ფერის მელნით წერდა. იმის მიხედვით, თუ მოცემული ფრაზით რა ემოციის გამოწვევა სურდა მსმენელში.
    ----- დედა მეც ესე ვაკეთებ.. :D :D

  • katokato თქვა:
    3 მაი 2013 11:24 - ID: 4,
    liliana
    აუ ეგ მეც გამიკვირდა არადა მგონი ადრე ვიღაცსიგანაც გავიგე თუმცა არსად წამიკითხვას არც მის ბიოგრაფიაშია ცნობილი,
    ძალიან საინტერესო ნიუსი იყო ფალიაშვილზე ვიცოდი

  • Let It be Me ♥ თქვა:
    2 მაი 2013 23:04 - ID: 3,
    liliana,
    მეც ეგრე ვიცი

    გადანაჭერზე რგოლების დათვლით ხის ასაკის განსაზღვრის წესი ლეონარდო და ვინჩიმ დაადგინა.
    ეს არ ვიცოდიი და გამიკვირდა
    ეიფელზე კიდე ვიცი რო მგონი გაზაფხულზე სიმაღლე უფრო მეტი აქვს თუ რაღაც ეგეთი :D

  • liliana თქვა:
    2 მაი 2013 22:40 - ID: 2,
    ავტორო ილია ჭავჭავაძე დედით სომეხი იყო?მარიამ მევურიშვილი იყო დედამისი

  • kikimaari თქვა:
    2 მაი 2013 21:54 - ID: 1,
    აუ ძაან საინტერესოა :)))

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top