;
28 აპრილი 2013      Britain     7 კომენტარი     ნანახია 2081-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

მისთვის ყოველთვის ყველაზე საამაყო ეროვნულ ნაკრებში თამაში იყო. ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მილიონები, რომლებსაც კლუბებში თამაშისთვის უხდიდნენ. ნაკრების კაპიტნობაზეც იმიტომ გიჟდებოდა, რომ იცავდა არგენტინას და ებრძოდა მათ, ვინც ფეხბურთელებს ებრძოდა. თავიდან რომ დაბადებულიყო, ღმერთს ზუსტად იმის მიცემას სთხოვდა, რაც მისცა. ღმერთმა კი მართლა ბევრი რამ მისცა - ნიჭი და საშუალება იმისა, რომ საკუთარი თამაშითა და გოლებით სიხარული მიენიჭებინა არგენტინელებისათვის და უამრავი ადამიანისთვის, ვისაც ფებურთი უყვარს. ეამაყება, რომ ყოველთვის თავისი რწმენის, შეხედულებებისა და პრინციპების ერთგული იყო. მის თქმით , ნებისმიერ ასაკში შეეძლება თვალი გაუსწოროს მოფლიოს, რადგან ერთადერთი ადამიანი ვისაც ცუდად მოექცა ეს საკუთარი თავია. "უსამართლობას ვერასდროს შევეგუები და ყოველთვის სიმართლის მომხრე ვიქნები და ყოველთვის მემახსოვრება ჩემი ბავშვობის სახლი და ჩვენი სიღარიბე. ყოველთვის მეცოდინება, რომ ყველაფერს შრომითა და ბრძოლით მივაღწიე. და რასაც მივაღწიე, ეს მე ვარ და ვიცი რომ ჩემს მართვას ვერავინ შეძლებს.იმაშიც ვერავინ დამარწმუნებს, რომ ჩემი შეცდომები რომ არა, სხვანაირი ვიქნებოდი. მაინც ვერაფერი შეცვლიდა ჩემს გრძნობებს და მაინც ის ვიქნებოდი, რაც ვარ დღეს. ვარ იგივე, რაც ვიყავი. ყოველთვის ის ვიქნები, ვინც ვარ, რადგან
მე ვარ დიეგო მარადონა. მე ვარ დიეგო..."

დიდი მაესტრო ფეხბურთელების შესახებ

პელე : როგორც მოთამაშეს, მაქსიმალური მონაცემები ჰქონდა, მაგრამ ვერ შეძლო ამ მაქსიმუმის ფეხბურთში გამოყენება, რადგან ფეხბურთს ისე მიუდგა როგორც პოლიტიკას და ეგონა, რომ შეეძლო ბრაზილიელების პრეზიდენტი გამხდარიყო. მე კი არ მჯერა, რომ ფეხბურთელი ან ყოფილი ფეხბურთელი უნდა ფიქრობდეს საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტობაზე. მე მგონია, რომ უკეთესი იქნებოდა თუ პელე ფეხბურთელების დაცვაზე იზრუნებდა და ურჩხულებისგან დაიხსნიდა გარინჩას, რომელიც ნანგრევებში მოკვდა.

რობერტო რიველინო : მას ყოველთვის ვახასიათებ ხოლმე როგორც ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელს და ბევრს ძალიან უკვირს. არ ვიცი რატომ. არადა იყო დაუმორჩილებელი და თანაც ძალიან ელეგანტური საფეხბურთო მოედანზე გამოსაყვანად. თანაც ის ყოველთვის უწევდა წინააღმდეგობას მათ, ვისაც მხოლოდ ძალა და ფული ჰქონდა. თავიდან შემიყვარდა როგორც ფეხბურთელი და მერე, როდესაც პირადად გავიცანი, მისი პიროვნული თვისებებითაც აღვფრთოვანდი.,

მიშელ პლატინი : ფენომენალური მოვლენა იყო და იტალიაში ყველაფერი მოგიო, მაგრამ ჩემზე ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა ხოლმე, რომ ფეხბურთის თამაშისას ვერ ერთობოდა. ზედმეტად ცივი იყო.

ხრისტო სტოიჩოვიკი : ბარსელონაში ყოფნისას, დიდი ფეხბურთელი გახდა, მაგრამ მანამდე მხოლოდ გოლეადორი იყო და მერე კი მოვლენად იქცა.

დიდი მაესტრო ფეხბურთელების შესახებ


ენცო ფრანჩესკოლი : არ არის აუცილებელი მსოფლიო ჩემპიონობა იმისათვის, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდ ფეხბურთელებს შორის მოხვდე. ასეთია ენცო, რომელსაც არავისი არ შურდა და ის როგორც ადამიანი, უბრალოდ საუკეთესოა.

პაოლო მალდინი : კიდევ ერთი დიდი ფეხბურთელი, რომელიც პროფესიის არჩევისას შეცდა. მისი გარეგნობის კაცს აუცილებლად ექნებოდა ძალიან წარმატებული მსახიობის კარიერა.

მარკო ვან ბასტენი : გოლების მანქანა, რომელიც ზუსტად მაშინ დაიმტვრა და გაჩერდა, როცა საუკეთესო ფეხბურთელიც უნდა გამხდარიყო.

ზინედინ ზიდანი : მინდა დავიცვა იმიტომ, რომ მართლა საოცრებაა, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო მეტად მეჩვენება, რომ მას თამაშის სურვილი აღარ აქვს. ბოლო წლებში, პლატინიც ასე იყო და ისინი სიხარულის გარეშე თამაშობდნენ.

ლოტარ მათეუსი : ჩემი საუკეთესო მეტოქე ჩემს საფებურთო კარიერაში და მგონი, ეს არგუმენტი სრულიად საკმარისია, იმისთვის, რომ იგი საუკეთესოდ დავახასიათო.

ხორხე ალბერტო ვალდანო: სრულიად არაორდინალური მოვლენა, ვისთან თამაში და საუბარი, ყოველთვის მომწონდა, ახლაც მომწონს და მომავალშიც მომეწონება.

ჯორჯ ბესტი : იყო დიდი ფეხბურთელი, მაგრამ ჩემზე გიჟი იყო.

დიდი მაესტრო ფეხბურთელების შესახებ


ჩირო ფერარა : ერთხელ მას ვუთხარი, რომ მსოფლიოს საუკეთესო მცველი იყო და არ ვიცი ეს სიმართლე იყო თუ არა, მაგრამ ძალიან კი მინდოდა რომ ასე ყოფილიყო, რადგან ის ჩემი საუკეთესო მეგობარია მათ შორის, ვინც ნეაპოლში დავტოვე.

უგო ორლანდო გატი : ამ გიჟმა მეკარემ ერთხელ ჩემზე თქვა მსუქანიაო და საპასუხოდ ოთხი გოლი გავუტანე, მაგრამ მერე აღმოჩნდა რომ სინამდვილეში შესანიშნავი ადამიანია და ბევრჯერ, როცა ძალიან დამჭირდა, სწორედ ის დამიდგა გვერდში,

რაული : მაინც სხვა კლასია. როცა პირველად ათამაშა ვალდანომ "რეალშ", ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, მაგრამ გუნდის წევრი მაინც ძალიან სწრაფად გახდა. თან რა გუნდის. ასეთებს ყოველთვის ეყრდობიან.

ერიკ კანტონა : მეგობარი, ჩემსავით გიჟი და დაუმორჩილებელი მეამბოხე, რომელსაც ჩემსავით სულ ებრძოდნენ , მაგრამ მაინც პირველი იყო.

დიდი მაესტრო ფეხბურთელების შესახებ


მარსელო ტრობბიანი : მოწინააღმდეგეს არასოდეს ასვენებდა. გარდა ამისა, ისეთი მეგობარი იყო, რომლებმაც მოედნის გარეთაც იციან ადამიანური დახმარება.

ჯორჯ ვეა : ფეხბურთელის მაგარი იყო და მოედნის გარეთაც მაგრად იბრძოდა თავისი ქვეყნის დასაცავად და ახლაც იბრძვის მშობლიური ლიბერიისთვის.

დევიდ ბექჰემი : საფეხბურთო მოედნისთვის თვითონაც ზედმეტად ლამაზია და თავის ცოლსაც იმდენად ზედმეტ ყურადღებას აქცევს, რომ ნაკრებისთვის ჯერჯერობით ვერაფერი გააკეთა. არადა მანჩესტერში ყველაფერი მოგებული აქვს და ნაკრებთან ერთადაც უნდა შეძლოს სერიოზული წარმატების მიღწევა...


დიდი მაესტრო ფეხბურთელების შესახებ

დიდი მაესტრო ფეხბურთელების შესახებ

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

7


  • ninS თქვა:
    29 აპრილი 2013 00:44 - ID: 7,
    რაული love love

  • Sally )) თქვა:
    28 აპრილი 2013 22:51 - ID: 6,
    ჯორჯ ბესტ!

  • ELE-elene თქვა:
    28 აპრილი 2013 21:48 - ID: 4,
    love

  • Tatia_M. თქვა:
    28 აპრილი 2013 21:00 - ID: 3,
    love

  • likliklik101 თქვა:
    28 აპრილი 2013 20:01 - ID: 2,
    ზინედინ ზიდანი : მინდა დავიცვა იმიტომ, რომ მართლა საოცრებაა, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო მეტად მეჩვენება, რომ მას თამაშის სურვილი აღარ აქვს. ბოლო წლებში, პლატინიც ასე იყო და ისინი სიხარულის გარეშე თამაშობდნენ. love რაული : მაინც სხვა კლასია. როცა პირველად ათამაშა ვალდანომ "რეალშ", ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, მაგრამ გუნდის წევრი მაინც ძალიან სწრაფად გახდა. თან რა გუნდის. ასეთებს ყოველთვის ეყრდობიან. love დევიდ ბექჰემი : საფეხბურთო მოედნისთვის თვითონაც ზედმეტად ლამაზია და თავის ცოლსაც იმდენად ზედმეტ ყურადღებას აქცევს, რომ ნაკრებისთვის ჯერჯერობით ვერაფერი გააკეთა. არადა მანჩესტერში ყველაფერი მოგებული აქვს და ნაკრებთან ერთადაც უნდა შეძლოს სერიოზული წარმატების მიღწევა... love

  • ReaL-gvaNca თქვა:
    28 აპრილი 2013 19:56 - ID: 1,
    ზინედინ ზიდანი <3 რაულ <3 love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top