;

1 May 2013      Johnny depp     12 Comments     Views 10676    
Category: Fun, Interesting

სალვადორ დალი

ერთადერთი განსხვავება ჩემსა და შეშლილს შორის ისაა, რომ მე არ ვარ შეშლილი.

სალვადორ დალიმ ერთხელ ასეთი რამ განახცადა: ”ყოველ დილას აღუწერელი ბედნიერების შეგრძნება მაღვიძებს მხოლოდ იმის გამო, რომ სალვადორ დალი ვარ. მართლაც უსაზღვროდ სასიამოვნოა , იყო სალვადორ დალი. როგორც კი გამოვფხიზლდები, საკუთარ თავს აღფრთოვანებით ვეკითხები, ნეტავ დღეს რა შესანიშნავი რამეების გაკეთებას აპირებს ეს სალვადორ დალი?”ამ სიტყვების შემდეგ ეს ექსცენტრიული ესპანელი დიდი ხალისით აკეთებდა ყველაფერს, რაც კი თავში მოუვიდოდა. თავში კი მართლაც გასაოცარი იდეები მოსდიოდა.ვერავინ უარყოფს, რომ სალვადორ დალი თავისი ასქციელით გარშემო ყველას აოგნებდა. სწორედ ამიტომ, ბევრი სვამდა კითხვას: ვინ არის სალვადორ დალი - გენიოსი თუ შეშლილი. ამ კითხვაზე ერთი და ისიც ყველასთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი არ არსებობს. მართალია, დალი ფსიქიკურად გაწონასწორებული ადამიანივით არ იქცეოდა, მაგრამ ვერავინ უარყოფს იმას, რომ მისი ნახატები მხოლოდ მის გენიაზე თუ მეტველებს.ცნობილია, რომ მას მართლაც ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები. დალის არაერთი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი ჰყავდა. ისინი იკვლევდნენ მიზეზს, თუ რამ გამოიწვია ფსიქიკური დისბალანსი ამ გენიალურ მხატვარში და დაადგინეს, რომ მათ პაციენტს დიოსკურების კომპლექსი ჰქონდა: დალი ცდილობს შეერწყას სამყაროს და ეს მის ბევრ ნახატში ჩანს. რატომ სურს სამყაროსთან შერწყმა? იმიტომ, რომ მარტოსულია და მარტოსულია იმიტომ, რომ გენიოსია.მათი მოსაზრების განსამტკიცებლად კი, რომლებისთვისაც დალი გენიოსი უფრო იყო, შეიძლება იტალიელი ფსიქიატრის, ჩეზარე ლომბროზოს მოსაზრება მოვიყვანოთ: გენიოსობა შეშლილობისგან იღებს სტიმულს, ის ავადმყოფობაა და ყველა გენიოსი ავადმყოფია.ამდენად, დალი ვერ შექმნიდა გენიალურ ტილოებს, თუ ფსიქიკურად ყველაფერი რიგზე ექნებოდა.
სალვადორ დალი

1921 წელს 16 წლისას დედა გარდაეცვალა.მამამ გადაწყვიტა ჭაბუკი სალვადორი მადრიდში გაეგზავნა, რათა ნიჭიერ ახალგაზრდას სწავლა გაეგრძელებინა სან-ფერნანდოს აკადემიაში. მადრიდში დალიმ გაიცნო ესპანური ხელოვნების წარმომადგენლები, ლუის ბუნიუელი, ფედერიკო გარსია ლორკა და პედრო გარფიასი. გატაცებული იყო ანარქისტული იდეებით, რომლებიც მაშინ საკმაოდ მოდაში იყო. ხელოვნებაში აინტერესებდა სიმბოლისტების ნაშრომები, მათი იდეები, ასევე, კუბისტები და ფუტურისტები. თავისთვის გაიაზრა ახალი ხელოვნების კონცეფცია და წერდა მანიფესტებს და ესეებს. პარალელურად, შეისწავლიდა ძველი ხელოვანების ოსტატობას.სწავლობდა ქალაქის მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში. 1914 წლიდან სწავლობდა მარისტების ორდენის აკადემიაში. 1916 წელს იმოგზაურა ქალაქ კადაკესში, სადაც გაეცნო თანამედროვე ხელოვნების მიღწევებს. 1917 წელს მამამ, თავიანთ სახლში, მოაწყო სალვადორის მიერ ნახშირით შესრულებული ნამუშევრების გამოფენა. 1919 წელს მოეწყო მისი პირველი საჯარო გამოფენა ფიგერასის მუნიციპალურ თეატრში.ს. 1925 წელს ბარსელონაში მოაწყო პერსონალური გამოფენა, რამაც წარმატება მოუტანა. 1926 წელს გამორიცხეს აკადემიიდან პედაგოგებთან უხეში მოპყრობისა და რაც მთავარია, სტუდენტებზე ცუდი ზეგავლენის მოხდენის გამო.

სალვადორ დალი

იმავე წელს დალი პირველად მიემგზავრება პარიზში, სადაც პაბლო პიკასოს ეცნობა. საკუთარი სტილის ძიებაში დალი 1920–იანი წლების ბოლოს პიკასოსა და ხუან მიროს შემოქმედების ზეგავლენით ქმნის საკუთარ ნამუშევრებს. 1929 წელს ლუის ბუნიუელთან ერთად მონაწილებას იღებს სიურეალისტური ფილმის “ანდალუსიელი ძაღლის” შექმნაში. სწორედ მაშინ ხვდება პირველად იგი თავის მომავალ მეუღლე გალას (ელენე დიაკონოვა), რომელიც იმ დროისთვის ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე გახლდათ.დალის ნახატები სხვადასხვა გამოფენებზე მონაწილეობენ, იგი პოპულარობას იხვეჭს. 1929 წელს დალი ანდრე ბრეტონის მიერ შემქნილ სიურელისტების ჯგუფში ერთიანდება.1934 წელს დალი ოფიციალურად ქორწინდება გალასთან. იმავე წელს ის პირველად ეწვია აშშ–ს.ესპანეთში ფრანკოს მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მერე დალი უთანხმოებაში მოვიდა “სიურეალისტების ჯგუფთან”, რომლებიც მემარცხენე აზრებს იზიარებდნენ. დალი გაირცხეს ჯგუფიდან. სწორედ მაშინ წარმოთქვა მან: “სიურეალიზმი – ეს მე ვარ”. ამასტან დაკავშირებით ანდრე ბრეტონმა დალის უწოდა “Avida Dollars”, შექმნა რა მისი სახელისა და გვარისგან ანაგრამა.


სალვადორ დალი

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დალი მეუღლესთან ერთად აშშ-ში გადაბარგდა, სადაც მან ცხოვრების 9 წლიანი პერიოდი დაჰყო 1940 წლიდან 1948 წლის ჩათვლით. 1942 იგი გამოსცემს ავტობიოგრაფიულ რომანს "სალვადორ დალის საიდუმლო ცხოვრება". მისი ლიტერატურული ცდები ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც მხატვრული - წიგნი ბესტსელერად იქცა.. ანდრე ბრეტონმაც არ დაახანა პასუხი და სალვადორ დალის თურმე უწოდა Avida Dollars. საერთოდ უნდა ითქვას, რომ სიურრეალისტებმა არა ერთი ადამიანი გარიცხეს თავისი ჯგუფიდან.უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ პიკასოს მისამართით სალვადორ დალის ასეთი რამ აქვს ნათქვამი: "პიკასო ესპანელია. მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია. მეც გენიოსი ვარ. პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ. მეც მიცნობენ. პიკასო კომუნისტია. მე კი – არა." იქნებ ეს უფრო თავისი თავის დახასიათება გახლდათ. ყოველ შემთხვევაში ცნობილია, რომ სალვადორ დალის ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნდა თავისი პერსონა.

სალვადორ დალი
იგი პარიზის ცნობილ სასტუმრო ,,მაურისში” ხშირად დადიოდა. მომსახურე პერსონალი მხატვრის წასვლის შემდეგ მასზე დაუჯერებელ ისტორიებს ჰყვებოდა.როგორც წესი, დალი მთელ სართულს იკავებდა იმის გამო, რომ სასტუმროს დერეფანში ველოსიპედით სეირნობა უყვარდა. უდტრტვინველი სახით ითხოვდა თხის არვეს მოყვანას. თხები ძვირადღირებული სასტუმროს ოთახებში დარბოდნენ და კიკინებდნენ . დალი კი მათ ფუჭ ვაზნებს ესროდა. მისი ბრძანებით , აივანზე კუპრით სავსე კასრებს დგამდნენ, ის კი მანეკენებს აიძულებდა , თავი შიგ ჩაეყოთ.შთაგონებისათვის ზოგჯერ ბუზები სჭირდებოდა. სასტუმროს მომსახურე პერსონალი მათ ბაღში იჭერდა , მხატვარი კი თითოეულს 5 ფრანკად ყიდულობდა. დალის შეეძლო დარბაზში, სადაც მეტად პატივსაცემი სტუმრები ელოდნენ, საკუთარ წარმომადგენლად ცხენი ან აქლემი შეეშვა. ზოგჯერ თავიდან ფეხებამდე მწვანე ფერის სამოსს იცვამდა, მწვანე ფერის ღია ”კადილაკში”ჯდებოდა, გვერდით იმავე ფერის სამოსში გამოწყობილ ცოლს , გალას, ისვამდა და ქუჩაში მოძრაობას აჩერებდა. სასტუმროდან გასვლის საკუთარი წესი ჰქონდა. მანქანის ბორბლებქვეშ მონეტებს ყრიდა და ამაყად აცხადებდა , მთელ პარიზში მანქანას ოქროებზე დავაქროლებო.გარდა ამისა, მას საკუთარი ნომრის კედლების მოხატვა ჩვევად ჰქონდა გადაქცეული, როდესაც სასტუმროდან მოდიოდა , მთელ სართულს არემონტებდნენ, კედლებს კი თავიდან ღებავდნენ. დღეს დალის თაყვანისმცემლები მისი შედევრების ამგვარად განადგურებას მკრეხელობად მიიჩნევენ.


სალვადორ დალი

სალვადორ დალი საკუთარ თავს”ღვთაებრივ დალის” ეძახდა. სურდა , ერთი შეხედვით ეცნოთ, არასოდეს არავისში შეშლოდათ, ამიტომ ატარებდა გრძელსა და აპრეხილ ულვაშებს, უცნაურ ქუდს, უცნაურ სამოსს, აწყობდა სკანდალებს. ხატავდა თავის მოგონებებს , შიშებს, ოცნებებს, გასაოცარ შეგრძნებებს, ილუზიებსა და კოშმარულ სიზმრებს.საკუთარ თავს გენიოსად მიიჩნევდა, გარშემომყოფნი კი შეშლილად და უგუნურად თვლიდნენ. ამის პასუხად ამაყად აცხადებდა, ჩემსა და შეშლილს შორის ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ მე შეშლილი არ ვარო. უმეტესობა გენიოსად მიიჩნევს, თუმცა ოპონენტებიც ჰყავს. ისინი აცხადებენ, რომ დალის იმაზე მეტ ყურადღებას აქცევდნენ, ვიდრე იმსახურებდა. სამშობლოში ისე არ სცემდნენ თაყვანს, როგორც მის ფარგლებს გარეთ. ესპანეთში მოღალატესაც კი ეძახდნენ იმის გამო, რომ ფრანკოს ფაშისტურ რეჟიმს უჭერდა მხარს.ასე თუ ისე, მის მიმართ გულგრილი არავინაა. იგი მართლაც გასაოცარი ადამიანი იყო. საკუთარ თავს დიდ პროვოკატორს ეძახდა და ამბობდა, რომ დედის მუცელშივე პროვოკატორი იყო.

სალვადორ დალი

მისი მუზა, ცხოვრების თანამგზავი, სიყვარული, შემოქმედების ნათელი წერტილი -გალა

დალის მუზა, სულიერი მეგობარი და თანამოაზრე მასზე 10 წლით უფროსი , გათხოვილი ქალი გალინა დიაკონოვა, გალა იყო. მათ ერთმანეთი 1929 წელს გაიცნეს. გალა მაშინ ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე და მაქს ერნესტის საყვარელი გახლდათ. გალა დალის მოდელი გახდა , ისინი მალე დაახლოვდნენ და არასოდეს დაცილებიან ერთმანეთს. ამ ქალის გამო სალვადორი მამამ სახლიდან დაითხოვა.ყველა დიდი მამაკაცის უკან დიდი ქალი იდგა. ფრანგი მხატვრის, სალვადორ დალისთვის ასეთი იყო გალა, რუსი ქალი, არალამაზმანი, მაგრამ დალი აღმერთებდა, გაიხსენეთ ქალის მისეული სახეები – სულ გალაა…გალინა დიაკონოვა იდუმალი და წინააღმდეგობრივი ნატურა იყო, მაგრამ დალის მასზე ერთგული მეგობარი და დამხმარე არ ჰყავდა.1929 წლის სექტემბერში სოფელ კადაკესში, რამდენიმე კილომეტრში პორტ-ლიგატადან, სადაც მაშინ დალი ცხოვრობდა, ჩამოვიდა ფრანგი პოეტი პოლ ელიუარო თავისი რუს ცოლთან ელენე დიაკონოვასთან ერთად. გალას ჯერ კიდევ რუსეთში ეძახდნენ.25 წლის სალვადორ დალისა და 36 წლის გალას პირველი შეხვედრა მეხის დაცემას ჰგავდა. დალის მომენტალურად და ვნებიანად შეუყვარდა. და ქალიც, მოხიბლული ახალგაზრდა მხატვარი, ყოყმანის გარეშე დარჩა კადაკასში.

სალვადორ დალი

დალი აღარ დაეზებდა რეალობას, მის წარმოსახვაში უკვე გადაწყდა ყველაფერი: ამიერიდან გალა მხოლოდ მისია.თავის ასაკზე ახალგაზრდად გამოიყურებოდა, გლუვი კანი ჰქონდა, ძლიერი ზურგი, პატარა მკერდი, მოქნილი წელი და ზამბარისებური სიარული. მაგრამ საქმე მისი გარეგნობა არ იყო – აქ რაღაც სხვა ზემოქმედებდა. სალვადორისთვის აღარც გალას ქმარი არსებობს და არც ქალიშვილი სესილი. გაუთლელსა და ვნებიან ესპანელ ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ქალი მის გრძნობას უპასუხებდა. ისინი მოგვიანებით დაქორწინდნენ და საოცარი ქორწილიც გადაიხადეს. მათ შვილები არ ჰყავდათ. ”გენიოსების შვილები არასოდეს არაფრით გამოირჩევიან ”- განახცადა დალიმ – არ მინდა ეს კიდევ ერთხელ დავამტკიცო. საკუთარი თავის მემკვიდრე მხოლოდ მე ვარ” . თავის მუზას ციხესიმაგრე უყიდა და ისინი ზაფხულობით სულ იქ იყვნენ. თუმცა ამბობენ, რომ სიცოცხლის ბოლოს დაძაბული ურთიერთობა ჰქნდათ. გალას უამრავი ახალგაზრდა საყვარელი ჰყავდა და მათ ბევრ ფულს ახარჯავდა.

სალვადორ დალი

გალა ერთ-ერთი იყო იმ იშვიათ ქალთაგან, ვისაც სიურეალისტები სერიოზულად უსმენდნენ. ქმარი ხშირად უღებდა დედიშობილა გალას სურათებს და შემდეგ ყველას აჩვენებდა (მათ შორის დალისაც).გალას ეს მოსწონდა. განშორების შემდეგ ფოტოები ერთადერთ ნუგეშად იქცა პოეტისთვის. უყვარდა თუ არა ქმარი, ისეთი მნიშვნელოვანი არაა. მთავარია, რომ არ შეეფერებოდა: თვითონ ჩამოყალიბდა და გამოსაძერწი არაფერი რჩებოდა. გალას კი რბილი თიხა სჭირდებოდა.დალიზე უკეთესზე ვერც ვერავიზე იოცნებებდა. 1934 წელს ქმარს გაშორდა. დალის გალას გარდა არავინ სჭირდებოდა. 30-იანი წლების დასაწყისში თავის სურათებს “გალა-სალვადორ დალის” აწერდა, თითქოს ერთი ადამიანი იყვნენ; 40-იანი წლებისთვის ეს პრაქტიკა ჩვეულებრივი გახდა.ჯერ მხოლოდ ისე უყურებდა, როგორც ქალს. შემდეგ ისე, როგორც დედას. როცა წყვილი პირველად გაიქცა, კარი-ლე რუეს სასახლეში ჩაიკეტა და თავი მთალი სამყაროსგან მოკვეთა, ასე გაგრძელდა მათი მეუღლეობის ბოლომდე.ჩემო ბიჭო, არასდროს დავშორდებითო, უთხრა ერთხელ ვნებიანად შეყვარებულ დალის გალამ.

სალვადორ დალი

60-იანების ბოლოს დალისა და გალას ურთიერთობა შეიცვალა. გალას თხოვნით, დალიმ სასახლე იყიდა და გალა ახალგაზრდა მამაკაცების გარემოცვაში ბევრ დროს იქ ატარებდა. უკვე სამოცდაათის იყო, მაგრამ რაც უფრო ბერდებოდა, მით მეტი სიყვარული სურდა.“სალვადორისთვის სულ ერთია, ორივეს ჩვენი ცხოვრება გვაქვს” – არწმუნებდა ქმრის მეგობრებს, როცა საწოლში ითრევდა. “გალას იმდენი საყვარლის ყოლის უფლება აქვს, რამდენიც მოესურვება, ვაქეზებ კიდეც, რადგან ეს სასიამოვნოდ მაღელვებს”.1982 წელს გალა გრადაიცვალა. დაკრძალვაზე დალი არ იყო. თვითმხილველების მოწმობით, სამარხი რამდენიმე საათის შემდეგ ნახა. «შეხედე, არ ვტირი», – მხოლოდ ეს თქვა.გალას სიკვდილის შემდეგ დალის ცხოვრება განაცრისფერდა, სიგიჟე და სიურეალისტური გასართობები სამუდამოდ გაქრა. აღარც ჭამდა, ყვიროდა, აფურთხებდა მედდებს, უკაწრავდა ფრჩხილებით სახეს, ძლივს ლაპარაკობდა, ტირილში სულს ძლივს ითქვამდა, საათობით ყმუოდა…ის, თუ რა დაკარგა დალიმ გალას წასვლით, მხოლოდ თავად იცოდა.სალვადორ დალიმ გალას შემდეგ 7 წელი იცოცხლა.სალვადორ დალი პარკინსონით იყო დაავადებული. იგი 1989 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. ის დაკრძალულია ფიგერასში , საკუთარი სახლის ეზოში . თავისი ქონება და ნახატები ესპანეთს დაუტოვა, ესპანეთის მთავრობას მოელაპარაკა, თუ გადასახადებს არ გადაახდევინებდნენ , ყველაფერს დაუტოვებდა.

ყველაზე საინტერესო მსოფლიოში – ეს მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი – სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით.

სალვადორ დალი

დალი თურმე არც თაღლითობაზე ამბობდა უარს. დღეს სალვადორ დალის ბევრი ნახატის ადგილსამყოფელი არავინ იცის. ზოგიერთ კატალოგში მითითებულია, რომ მისი რამდენიმე ნახატის ზუსტი ზომა უცნობია. ეს კი ყალბი ნახატის ორიგინალურისგან გამოსარჩევად აუცილებელია. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ამ უმდიდრეს ადამიანს ფულისთვის თაღლითობაც შეეძლო. ერთხელ თქვა კიდევაც : ” ძალიან მდიდარი ვარ, მაგრამ მაინც უსაზღვროდ მიყვარს ფული და ოქრო”.1974 წელს საფრანგეთ-ანდორის საზღვარზე, საბაჟოზე, ფურცლებით სავსე დიდი სატვირთო მანქანა დააკავეს. ცარიელ ფურცლებს სალვადორ დალის ხელმოწერა ამშვენებდა. როდესაც ისინი გადათვალეს , გაოცდნენ – 40 000 მეტი იყო. სულ მალე გაირკვა – 10 დოლარის ფასად სუფთა ფურცელს თვით დალი აწერდა ხელს, საათში კი ათას ხელმოწერას ასწრებდა. ეს ისტორია გახმაურდა და მისი ნახატების ფასი მთელ მსოფლიოში დაეცა. მიუხედავად ამისა მაინც ყველაზე ძვირი ღირდა.
დღემდე უკვირს ადამიანებს ვინ იყო სალვადორ დალი , ხელოვნების უბადლო წარმომადგენელი თუ უბრალოდ ერთი შეშლილი მხატვარი


სალვადორ დალი

ჩემთვის ფული ეს არის მისტიკა.

შედევრი და დღესასწაული შეუთავსებელია

ნარკოტიკი მე ვარ, თუ გნებავთ გამომიყენეთ

არ გიყვარდეს ქალი - დანაშაულია, გიყვარდეს - სასჯელი.

ისტორიასთან ერთად პოლიტიკა ეს ანეგდოტზე მეტია .

არ უარყო შენი ხედვა, შენი მანერები და შენი წარმოდგენები

სრულყოფილების ნუ გეშინიათ, ის თქვენ ოდნავაც არ გემუქრებათ.

სალვადორ დალი

ირონია აუცილებელი ესთეტიური გამოვლინებაა აზროვნების

მანამდე სანამ ჩემს ულვაშებს აკვირდებიან მე ჩემს საქმეებს ვაგვარებ

მე ვიცოდი, რომ ახლოვდება დიდებული გამოცდის ჟამი დიდებული სიყვარულის გამოცდა

შეცდომა ღმერთისგანაა. ამიტომ ნუ ეცდებით გამოასწოროთ.უბრალოდ შეეცადეთ გაიგოთ

დიდი მადლობა ჩემს მტრებს. ისინი რომ არა, მე ვერ გავხდებოდი ის, რაც მე ახლა ვარ.

დიდმა ფსიქოლოგებმა ვერ გაიგეს სად მთავრდება გენიალობა და საიდან იწყება სიგიჟე

სალვადორ დალი

ხელოვნება უსაშინლესი დაავადებაა, მაგრამ მის გარეშე სიცოცხლე ჯერჯერობით შეუძლებელია

მე ყოველთვის ვხედავდი იმას, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ, და რასაც სხვები ამჩნევდნენ, მე ვერ ვამჩნევდი

მხატვარს ურჩევნია სიმდიდრეში სიღარიბე ამიტომ ასწავლე შენს ფუნჯს დაბადოს ოქრო და ძვირფასი ქვები

და მაინც, რაა ზეცა? ზეცა არც მაღლაა, არც დაბლა, არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. ზეცა პირდაპირ იმ ადამიანის გულშია, რომელსაც სწამს.

სალვადორ დალი

მე მექნება ბოლოებში წაწვეტებული, იმპერიალისტური, ზერაციონალისტური, ვერტიკალური მისტიციზმის, და ვერტიკალური ესპანური სინდიკატების მსაგავსად ზეცისკენ აშვერილი ულვაშები.

პიკასო ესპანელია. მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია. მეც გენიოსი ვარ. პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ. მეც მიცნობენ. პიკასო კომუნისტია. მე კი – არა.

სალვადორ დალი

ხელოვნების ნაწარმოები ჩემში არანაირ გრძნობებს არ იწვევს. შედევრის შეხედვის შემდეგ მე ექსტაზში შევდივარ იმის გამო, თუ რა შემიძლია ვისწავლო. მე თავშიც კი არ მომდის გრძნობებმა გამიტაცოს

სალვადორ დალი

“ექვსი წლისა მე ვოცნებობდი გავმხდარიყავი ნაპოლეონი — მე ის ვერ გავხდი.

თხუთმეტი წლისას მინდოდა ვყოფილიყავი დალი — მე ის გავხდი.

ოცი წლისას მინდოდა გავმხდარიყავი მსოფლიოში ყველაზე განსაცვიფრებელი მხატვარი — ეს მე გამომივიდა.

ოცდათხუთმეტი წლისას მსურდა მიმეღწია წარმატებისა და კეთილდღეობისათვის — ეს მე მაქვს.

ახლა, ორმოცდახუთი წლის ასაკში, მე მსურს შევქმნა შედევრი და გადავარჩინო თანამედროვე ხელოვნება ქაოსისა და უმაქნისობისგან. და მე ამას მივაღწევ!”

სალვადორ დალი


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top