;

15 May 2013      psiqologia     Views 7455    
Category: Fun, Interesting

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წიგნი, ოთარ ჭილაძის ნაწარმოებს "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" ნამდვილად ეკუთვნის ეს წოდება, შეიძლება ბევრ თქვენგანს არ აქვს ეს წიგნი წაკითხული, ამიტომ შევეცდები დაგაინტერესოთ ამ გენიალური ნაწარმოებით:

ოთარ ჭილაძის რომანი "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" XIX საუკუნის საქართველოს ფონზე იშლება. მკითველის თვალწინ იბადება ახალი ხასიათის ადამიანი, რომელმაც დასაბამი უნდა მისცეს მომავალ ცხოვრებას.
ნაწარმოები პირველად გამოიცა 1982 წელს, ხოლო მეორედ ერთი წლის შემდეგ.

შემოგთავაზებთ ციტატებს წიგნიდან

კაცს ქალი რყვნის, არცერთი მამამკაცი, და მათ შორს არც მაიორიც, არასდროს არ იტყვის უარს,თუკი ქალი დაუძახებს და თუკი ქალს ეს საქმე სხვებზე უკეთესად გამოსდის

ანას ქმრის მკლავებს მზისა და მიწის სურნელი დიოდა,და როდესაც ანას ამ მკლავებში ეძინა,მშობლები ახსენდებოდა,რომლების არასდროს ენახა, შიშნარევ ნეტარებსას განიცდიდა ხოლმე ამ დროს და ასე ნელ-ნელა ცრემლდანთხეული ქალდებოდა ერთადერთი პატრონის მხურვალე მკლავებში

ყველა ბავშვმა იცის,რომ სადაც დედა იქ მამაც უნდა იყოს, ეს მისი თანდაყოლილი ცოდნაა და ამავე დროს საფუძველიც ყველაფრისა, რაც მერე უნდა დახოს და შეისწავლოს


უიარაღო კაცს სალამსაც კი ამადლიან, როცა იარაღის მქონეს და მომხმარებელს მიწამდე უკრავენ თავს
"ყოველმან ჩემმან მპოვნელმან"

ბედმა უმუხთლა იაგორას, ბედი შეხვდა გულღრძო და უბირი, და ვერაფერი,რომ ვერ გააწყო ბედთან, მესაფლავეობას მიჰყო ხელი, რათა ბედისგან ცოცხლად დამარხულს სხვისი დამარხვით მოეოხებინა გული

შვილი, მისი სისხლი და ხორცი, მისი არსებობს გამმამართლებელი ჯერ კიდევ სუსტი, ჯერ კიდევ პატრა, მაგრამ მაინც სიცოცხლე: ჯიუტი, მზარდი, თამამი, ხალისიანი..


ქვეყანა რთულია, მაგრამ მიანც უყვართ, მაინც კითხულობენ ერთმანეთის ამბებს, მიანც უფრთხილდებიან, იმედი აქვთ და მოლოდინიც ადამიანებს

ადამიანი იმის წარმოდგენამ შეზარა, რომ მარადიული მოწმე იქნებოდა საკუთარი თუ სხვისი მონობისა, მაგრამ მაინც ვერ შეელია უკვდავებას და ღმერთი მოიგონა, კი არ მოიგონა უკვდევაბეაზე სინანულმა გაუჩინა ღმერთი, უკანონო შვილივით, რადგან ღმერთი სხვა არაფერია თუ არა სინდის ის ქენჯნა


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top