;
6 მაი 2013      Deakoo     1 კომენტარი     ნანახია 3561-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Freedom..☮


Freedom


თავისუფლება ეს არის შინაგანი ჰარმონია რომელიც გატავისუფლებს ყოველგვარი ვნებისგან, არ ნერვიულობ და ხარ თავისუფალი.

თავისუფლება შეუცნობელი საგანია რომელიც იმდენია რამდენიც დღესდღეობით ადამიანია ამ დედამიწაზე, ის ყველგანაა სადაც არ გაიხედები.. )))

როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ადამიანი მონაა ცოდვისა და მხოლოდ მას შეიძლება ეწოდოს თავისუფალი, რომელიც ცოდვებისგანაა გათავისუფლებული.

"თავისუფლება სულის სხეულზე ბატონობაა!" - წმ. ქსენოფონტე ათონელი... მაცხოვარი ბრძანებს:''სცანთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ.''

Freedom..☮


ზოგადად, ადამიანი საზოგადოების წინაშე თავისუფალი ვერასდროს ვერ იქნება, სანამ ის სხვის მოვალეობებს ასრულებს და პასუხისმგებელია თავის თავზე, ის ვალდებულებებს კისრულობს და ა.შ. მაგრამ თავისუფლება სიყვარულთან არის მჭიდრო კავშირში რაც ადამიანის პიროვნულ მდგომარეობაზე აისახება.

თავისუფლებას ძალიან ბევრი მნიშვნელობა აქვს და ამ მნიშვნელობებს დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მაგალითად "გათავისუფლებული ხარ სამსახურიდან" --> ეს არის უარყოფითი თვისება, ასევე როდესაც მასწავლებელი ამბობს "კარგით ბავშვებო თავისუფლები ხართ" --> ეს კიდევ უკვე დადებითია.. ))))

"სამი უმთავრესი ცნება არსებობდა სანდროსთვის: ბავშვობა, თავისუფლება და სიყვარული, მაგრამ ბავშვობა რა - ჩავლილია, თავისუფლება რომელ ერთს უგემნია ცხოვრებაში, სიყვარული კი, იმ სიმღერისა არ იყოს, ძნელი რამ გახლდათ..." "იქამდე" გურამ დოჩანაშვილი.

Freedom..☮


თავისუფლება ისეთი მდგომარეობაა, როდესაც პიროვნებას არავინ აძალებს ამა თუ იმ საქმის გაკეთებას. არსებობს აკრძალვები სისხლის სამართლის კოდექსი და სხვა კანონებში, მაგრამ მთავარი ცენზორი, პასუხისმგებლობის თავისუფლების აუცილებელი პირობაა.

დადებითი მნიშვნელობით თავისუფლება მხოლოდ ადამიანის მოქმედების დასახასიათებლად იხმარება. ადამიანის ქცევა შეიძლება იყოს ან არ იყოს თავისუფალი. ადამიანი თავისუფალია, როდესა მოქმედებს საკუთარი ნებით - ნებაყოფლობით, ხოლო არ არის თავისუფალი, როდესაც მოქმედებს სხვისი ნებით, კარნახით, იძულებით.

ადამიანმა შეიძლება არჩევანი გააკეთოს არა საკუთარი, არამედ სხვისი ნების კარნახით ე.ი. იძულებით თავისუფალია მხოლოდ ისეთი ქცევა, რომელიც სრულდება ნებაყოფილობით და არა იძულებით. საკუთარი და არა სხვისი ნების რეალიზაცია არის თავისუფალი ქცევის აუცილებელი პირობა.
Freedom..☮


ადამიანის სიდიადე სწორედ იმაშია, რომ იგი თავისუფლებისთვისაა დაბადებული და მინიჭებული აქვს არჩევანის შესაძლებლობა კეთილსა და ბოროტს, სიწმიდესა და ცოდვას, სიკვდილსა და მარადიულობას შორის.

"თავისუფლება" თვითონ სიტყვა გვეუბნება 'თავის' 'უფლება' ანუ შენს თავზე შენთვითონ ხარ პასუხისმგებელი, საკუთარი თავი მხოლოდ შენ გეკუთვნის და ის უნდა გააკეთო რას შენ გსურს.

,,რაც უნდა, ის მინდა! აი, ეს არის თავისუფლება''. ---> იმანუილ კანტი .. ძალიან დამაფიქრებელია ეს სიტყვები. რაც თავისუფლებას უნდა ის მინდა მეც და აი ეს არის თავისუფლება.

საერთოდ ყველა ადამიანი თავისებურად ანუ სხვაგვარად აღიქვამს თავისუფლებას, ეს პირველ რიგში სიტყვისა და შენი არჩევნის ტავისუფლებაა. ადამიანებს არად უღირთ უბედურება, როცა თავისთვის აქვთ თავისუფლება..


Freedom..☮

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

1


  • Eleniko♥ თქვა:
    6 მაი 2013 23:36 - ID: 1,
    freeeeeeeeeeeeeeeedoooooooooooom♥ good job!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top