;
1 მაი 2013      Nanuka.     31 კომენტარი     ნანახია 20585-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ადოლფ ჰიტლერი - დიქტატორი, რომლის წამოწყებულმა ომმა 60 მლნ კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა...

არავინ დავობს, რომ მოუშუშებელია ის ტკივილი, რომელსაც ადოლფ ჰიტლერი მსოფლიო მოსახლეობას 7 წლის განმავლობაში აყენებდა... იგი იყო ადამიანი, რომელმაც წამოიწყო მსოფლიოში ყველაზე სისხლისმღვრელი და მასშტაბური კონფლიქტი და შეუერთდა ბენიტო მუსოლინის მიერ დაფუძნებულ ფაშისტურ იდეოლოგიას. ჰიტლერი თავის წიგნში "ჩემი ბრძოლა" წერდა: "გერმანია იქნება მსოფლიოში გაბატონებული ძალა ან საერთოდ არაფერი". და სწორედ ამ ბატონობის სურვილით იგი ყოველდღიურად აძლიერებდა ძარცვასა და ექსპანსიას დაპყრობილი ქვეყნების მიმართ, ნერგავდა ფაშისტურ და რასისტულ იდეოლოგიებს, უტევდა ნეიტრალურ ქვეყნებს, რაც საბოლოოდ გენოციდში გადაიზარდა...

ზემოთნახსენები ფაქტები კიდევ მცირედია იმ ტკივილისა, რომელიც ჰიტლერმა ხალხს, განსაკუთრებით კი ებრაელებს მიაყენა... ამას გარდა, არსებობს სხვა საყოველთაოდ ნაცნობი ფაქტები მის შესახებ და ახლა მათზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, წარმოგიდგენთ ისეთ საინტერესო ისტორიებს და ფაქტებს მსოფლიო დიქტატორის შესახებ, რომელიც შესაძლებელია არ იცოდეთ.

საინტერესო ფაქტები და ისტორიები ადოლფ ჰიტლერის შესახებ

ჰიტლერი და მხატვრობა


რომ არ იცოდეთ, ოდესმე იფიქრებდით, რომ ეს ნაზი და ჰარმონიული ფერებით გაჟღენთილი ნახატები ისეთი სასტიკი ადამიანის მიერ არის დახატული, როგორიც ადოლფ ჰიტლერია? რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ეს ასეა. წიგნში "ჩემი ბრძოლა" ჰიტლერი აგვიღწერს თუ როგორ უნდოდა ახალგაზრდობაში გამხდარიყო მხატვარი, მაგრამ მისი ოცნებები დაიმსხვრა, როდესაც ვენის სამხატვრო აკადემიის მისაღებ გამოცდაში ჩაიჭრა. იგი ორჯერ გაისტუმრა უარით ვენის აკადემიამ 1907 და 1908 წლებში, რადგან ინსტიტუტის კოლექტივი თვლიდა, რომ ჰიტლერი უფრო ნიჭიერი იყო არქიტექტურაში, ვიდრე მხატვრობაში. ჰიტლერისთვის ხატვა მხოლოდ ჰობი არ ყოფილა. იგი ყიდდა საფოსტო ბარათებსა და ნახატებს, რომ საარსებო ფული გამოემუშავა ვენაში ცხოვრების პერიოდში (1908-1913), თუმცა კომერციული თვალსაზრისით დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია. მხატვრობაზე გულაცრუებული ადოლფ ჰიტლერი 25 წლის ასაკში პოლიტიკით დაინტერესდა...
საინტერესო ფაქტები და ისტორიები ადოლფ ჰიტლერის შესახებ
საინტერესო ფაქტები და ისტორიები ადოლფ ჰიტლერის შესახებ
საინტერესო ფაქტები და ისტორიები ადოლფ ჰიტლერის შესახებ
საინტერესო ფაქტები და ისტორიები ადოლფ ჰიტლერის შესახებ
საინტერესო ფაქტები და ისტორიები ადოლფ ჰიტლერის შესახებ
საინტერესო ფაქტები და ისტორიები ადოლფ ჰიტლერის შესახებ

ჰიტლერი და სიყვარული

ეს მომხიბლავი ქალბატონი მარია რეიტერია. როგორც უამრავი ისტორიკოსი და მეცნიერი მიიჩნევს, მარია იყო ადოლფის ერთადერთი სიყვარული, თუმცა ამ ფაქტს უფრო სარწმუნოს ხდის ჰიტლერის უმცროსი დის, პაულას სიტყვები, რომელიც ამბობდა, რომ მარია იყო ერთადერთი ქალი, რომელსაც შეეძლო ადოლფის განადგურებისა და დანგრევისკენ მიმართული სურვილების აღმოფხვრა. როგორ დაიწყო მათი ურთიერთობა?

მარიამ ადოლფი გაიცნო, როდესაც ის ბავარიის ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა. რეიტერის განცხადებებზე დაყრდნობით, 37 წლის ადოლფი მოხიბლა 16 წლის გოგონამ და აუხსნა მას სიყვარული. ამ საღამოსვე ჰიტლერს ჰქონდა მარიასთან უხეში სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობა, რაზეც გოგონა არ დათანხმდა, თუმცა ერთმანეთს მაინც აკოცეს. ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ და ადოლფს სულ უფრო უძლიერდებოდა ვნება მარიას მიმართ. ერთ-ერთი სტატიის თანახმად, ჰიტლერმა უთხრა რეიტერს, რომ უნდოდა მასთან ოჯახის შექმნა, შვილების ყოლა, მაგრამ იმ დროისთვის ამაზე ფიქრი არ შეეძლო, რადგან რაღაც მისია ჰქონდა შესასრულებელი... ადოლფმა უთხრა შეყვარებულს, რომ დაეცადა მისთვის და ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში აიგნორებდა, რამაც მარია დეპრესიაში ჩააგდო და თავის ჩამოხრჩობისკენაც უბიძგა.


დიდი ლოდინის შემდეგ, რეიტერმა ხელი აიღო ჰიტლერზე და დაქორწინდა გერმანელ სასტუმროს მფლობელზე. ეს ქორწინება წარმატებული არ გამოდგა და 1931 წელს მარიამ ოჯახი დატოვა და ადოლფის სანახავად მიუნხენში გაემგზავრა. რეიტერი ამტკიცებს, რომ სწორედ მიუნხენში გამგზავრების შემდეგ ღამე გაატარა ჰიტლერთან. ადოლფმა მარიას საყვარლობა შესთავაზა, თუმცა მარიას ქორწინება სურდა. ჰიტლერმა მიიჩნია, რომ იმ ქალზე დაქორწინება, რომელიც ქმარს იყო გაშორებული პოლიტიკურ ზიანს მიაყენებდა მას, ამიტომაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

1934 წელს, მარია და ადოლფი შეხვდნენ ერთმანეთს და ადოლფმა კვლავ შესთავაზა მას საყვარლობა, რაზეც კვლავ უარი მიიღო. ამის შემდეგ, მარია კვლავ გათხოვდა. მათი უკანასკნელი შეხვედრა შედგა 1938 წელს, რომლის დროსაც ერთ-ერთ სტატიაზე დაყრდნობით, ჰიტლერს უკმაყოფილება გამოუხატავს მისი და ევა ბრაუნის (ცოლის, რომელზეც იგი 1945 წელს დაქორწინდა) ურთიერთობის გამო. მე-2 ქმარი მარიას 1940 წელს გარდაეცვალა, რის შემდეგაც ადოლფმა მას 100 წითელი ვარდი გაუგზავნა.

საინტერესო ფაქტები და ისტორიები ადოლფ ჰიტლერის შესახებ

ჰიტლერი და ებრაელები

ბევრ ადამიანს აინტერესებს თუ რატომ გააჩნდა ადოლფ ჰიტლერს განსაკუთრებული სიძულვილი ებრაელების მიმართ. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს და მე შევეცდები თითოეულ მათგანზე ამომწურავად ვისაუბრო. (არსებობს ჭორი, რომ ჰიტლერი თავად იყო ებრაელი, რაც მცდარია. იგი წარმოშობით არც გერმანელი ყოფილა და არც ებრაელი. ჰიტლერი დაიბადა ავსტრიაში).

1) ჰიტლერი ძალიან ამბიციური იყო. მას სურდა, რომ გერმანია ყოფილიყო მსოფლიოს ერთპიროვნული ბატონი. მისი ამბიციები I მსოფლიო ომის შემდეგ უფრო გაიზარდა. იგი ადანაშაულებდა ებრაელებს გერმანელების ტანჯვისა და იმედგაცრუების გამო და აკისრებდა I მსოფლიო ომში განცდილი მარცხის პასუხისმგებლობას. იგი ამბობდა, რომ ებრაელებს ყოველთვის ეკავათ მაღალი თანამდებობები და იყვნენ ძალიან მდიდრები.

2) ებრალების მიმართ სიძულვილი, ჰიტლერის ერთ-ერთი ხერხი იყო, გერმანელების ნდობის მოსაპოვებლად. ის ხალხს არწმუნებდა, რომ იცოდა მათი ეკონომიკური პრობლემების მიზეზი და ის იყო ადამიანი, რომელიც ამას გამოასწორებდა. მან გამოიყენა ანტისემიტიზმი (მკვეთრად აგრესიული დამოკიდებულება ებრაელი ხალხის მიმართ), გერმანელი ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

3) კიდევ ერთი ვერსია, თუ რატომ სძულდა ჰიტლერს ებრაელები ვენის სამხატვრო აკადემიას უკავშირდება. როგორც ამბობენ იმაში, რომ ჰიტლერი 2-ჯერ ჩაიჭრა მისაღებ გამოცდაში ისევ და ისევ ებრალეებს ადანაშაულებდა.

4) ჰიტლერი ებრაელ მოსახლეობას სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მთავარ მიზეზად მიიჩნევდა. მას სწამდა, რომ ებრაული ოჯახები იყვნენ ყველაზე ანჩხლები და საზოგადოების კეთილდღეობის კონტროლს, საზოგადოების სხვადასხვა წევრის შევიწროვებით ახერხებდნენ. ამას გარდა, ჰიტლერი ამბობდა, რომ ებრაელები არ იყვნენ გერმანიის მკვიდრი მაცხოვრებლები, ამიტომაც მოქალაქეობრივი სარგებელი არ უნდა ენახათ.

საინტერესო ფაქტები და ისტორიები ადოლფ ჰიტლერის შესახებ

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ჰიტლერის ცხოვრებიდან

● ევა ბრაუნი და ადოლფ ჰიტლერი 1945 წელს დაქორწინდნენ და ქორწინებიდან ზუსტად 36 საათის შემდეგ ორივემ ერთად თავი მოიკლა. ევა 33 წლის იყო, ადოლფი კი 56-ის. მანამდე, ევას 2-ჯერ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა ადოლფის ყურადღების მოპოვების მიზნით.

● ჰიტლერი დაიბადა 1889 წლის 20 აპრილს ავსტრიაში შაბათს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა დღეს.

● ჰიტლერს ღრმად სწამდა, რომ გერმანია I მსოფლიო ომში მარქსისტების ღალატის გამო დამარცხდა.

● მიუხედავად იმისა, რომ "ფოლკსვაგენის" ფირმის განვითარებაში ჰიტლერს უდიდესი წვლილი მიუძღვის, თავად მანქანის ტარება არასდროს სცოდნია...

● ჰიტლერის დედ-მამა კათოლიკეები იყვნენ. თავად ადოლფი ღრმად რელიგიური ყოფილა, თუმცა ხედვა ანტი-ქრისტიანული ჰქონდა. იგი ჩინელებისა და მუსულმანების რელიგიას ქრისტიანობაზე მაღლა აყენებდა, რადგან თვლიდა, რომ ქრისტიანობა ზედმეტად თავმდაბლური იყო.

● 1939 წლის 20 აპრილს, როდესაც ჰიტლერს 50 წელი შეუსრულდა, მან უთხრა თავის გენერლებს, რომ სანამ ძლიერი იყო, ბრძოლის დაწყება სურდა. 5 თვეზე ნაკლებ დროში, 1-ელ სექტემბერს მან დაბომბა პოლონეთი და წამოიწყო II მსოფლიო ომი. იმ დროისთვის, რუზველტი 57, ხოლო ჩერჩილი 65 წლის იყო.

● ერთხელ ჰიტლერს თავისმა თანამოაზრემ (მან, ვისაც ეკუთვნის ცნობილი ფრაზა: "Sieg Heil"), უთხრა, რომ მოკლე ულვაში ძალიან არამოდური იყო. ადოლფმა მას უპასუხა: "თუ ის ახლა არამოდურია, ის გახდება, რადგან მე ვატარებ".

● სახელი ადოლფი (Adolph) იშიფრება, როგორც კეთილშობილი მგელი, ხოლო ჰიტლერი (Hitler), როგორც პატარა მფლობელი.

● ჰიტლერის მამის ნამდვილი გვარი იყო შიკლგრუბერი. მან გვარი ჰიტლერად გადაიკეთა 13 წლით ადრე, სანამ ადოლფი დაიბადებოდა. ადოლფმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მამამისისგან არაფერი გახარებია ისე, როგორც გვარის შეცვლა.

ჰიტლერს სძულდა სკოლა. მას უყვარდა მხოლოდ ისტორიის მასწავლებელი, რომელსაც მოგვიანებით დიდ მადლობებს უხდიდა გერმანული სულისკვეთების ჩამოყალიბებისთვის.


ადოლფ ჰიტლერის ნაკლებად ცნობილი ფოტოები:

საინტერესო ფაქტები და ისტორიები ადოლფ ჰიტლერის შესახებ
პატარა ჰიტლერი

საინტერესო ფაქტები და ისტორიები ადოლფ ჰიტლერის შესახებ
ჰიტლერს საჩუქრად გადასცეს "პორშეს" ფირმის ავტომობილი

საინტერესო ფაქტები და ისტორიები ადოლფ ჰიტლერის შესახებ
ჰიტლერი დაბადების დღეზე

საინტერესო ფაქტები და ისტორიები ადოლფ ჰიტლერის შესახებ
საინტერესო ფაქტები და ისტორიები ადოლფ ჰიტლერის შესახებ
საინტერესო ფაქტები და ისტორიები ადოლფ ჰიტლერის შესახებ
საინტერესო ფაქტები და ისტორიები ადოლფ ჰიტლერის შესახებ
ფოტოები მხარდამჭერებთან ერთად










კატეგორია: საინტერესოა
Tags:

31


  • asdffdsa თქვა:
    8 ივნისი 2013 14:53 - ID: 31,
    ციტატა: tata ۰۪۫۰
    ჰიტლერს ვერ ვიტან, საზიზღარი ადამიანია, მძულს, და საერთოდ სტალინს პატივი ეცით ყველაფერს თავი დავანებოთ კაცმა ფაშიზმი დაამარცხა

    და უარესი დანერგა,სოციალიზმი,სადაც ყველა "ბედნიერი"იყო

  • fuck selena თქვა:
    7 ივნისი 2013 22:34 - ID: 30,
    ჰიტლერს ვაღმერთებ !

  • Isabelle Fuhrman თქვა:
    6 ივნისი 2013 18:43 - ID: 29,
    ძალიან მიყვარს ჰიტლერი love

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    9 მაი 2013 15:49 - ID: 28,
    ჰიტლერს ვერ ვიტან, საზიზღარი ადამიანია, მძულს, და საერთოდ სტალინს პატივი ეცით ყველაფერს თავი დავანებოთ კაცმა ფაშიზმი დაამარცხა

  • fuck selena თქვა:
    5 მაი 2013 01:25 - ID: 27,
    hitleris ''chemi brdzola'' rom wavikitxe 2 kvira emociebs ver vmalavdi

  • candy)))) თქვა:
    3 მაი 2013 15:07 - ID: 26,
    Tangela,
    ეგ თქვი გადარჩებოდა ხალხი :D

  • Tangela თქვა:
    3 მაი 2013 12:13 - ID: 25,
    ძალიან მაგარი იყო. იმათ გაუხმათ თავები ეს ვინც აკადემიაშია არ მიღო wink

  • Let It be Me ♥ თქვა:
    2 მაი 2013 22:40 - ID: 24,
    ძაან კარგი ნიუსიაა.. ვიცოდიი რო ხატავდა და რო გავიგე გამიკვირდა

  • im888 თქვა:
    2 მაი 2013 22:13 - ID: 23,
    ამ ყველა მოსაზრებას ვკითხულობ და ერთი აზრი მებადება, ნუთუ როგორ შეიძლება ესეთი გამანადგურებელი (თუნდაც ძალზედ ჭკვინი) ადამიანები იყვნენ ქვენის სათავეში...

  • Qeti♥ თქვა:
    2 მაი 2013 21:03 - ID: 22,
    მართალია დიქტატორი და ბოროტი ადამიანი იყო სხვა ეროვნების წარმომადგენელი ადამიანებისთვის, მაგრამ გერმანია მისი წყალობით უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. გარდა ამისა ჰიტლერი საკმაოდ განათლებული იყო. რაღაც მაინც უნდა დავუფასოთ smile

  • asdffdsa თქვა:
    2 მაი 2013 17:23 - ID: 21,
    უმაგრესი ორატორი და საერთოდ უჭკვიანესი ადამიანი!

  • liliana თქვა:
    2 მაი 2013 15:41 - ID: 20,
    Nanuka.,
    wink wink არაფრის...

  • Hermione...♥ თქვა:
    2 მაი 2013 15:25 - ID: 19,
    ნანუკა, სრულყოფილი ნიუსია, ბრავო! love

  • Nanuka. თქვა:
    2 მაი 2013 15:22 - ID: 18,
    psiqologia,
    tiko...,
    MARAUDER,
    just,nino,
    tia,
    Nina√,
    NiNi_N,
    QiQiTo:):),
    tata____tata,
    magda:):):),
    -Sally-,

    ძალიან დიდი მადლობა!!:)

    liliana,

    ბუდიზმის ნაცვლად ჩინელების რელიგია იმიტომ ჩავსვი, რომ ჩინელები სამი ძირითადი რელიგიის მიმდევრები არიან: კონფუციანელობა, დაოსიზმი და ბუდიზმი, ყველას კი კონფუციანელები სჭარბობენ. სამივეს ერთად ჩინურ ან ჩინელების რელიგიებად მოიხსენიებენ.

    რაც შეეხება მეორე კითხვას, ერთ-ერთ საიტზე მაქვს წაკითხული, რომ ჰიტლერი თავად ამბობდა, რომ პროფესორები, რომლებმაც ვენის აკადემიაში არ მიიღეს, ებრაელები იყვნენ და ამ ფაქტმაც განაპირობა მისი ანტისემიტიზმისკენ მიდრეკილება.
    დიდი მადლობა, რომ მოგეწონა სიახლე:)

  • likalikalika101 თქვა:
    2 მაი 2013 15:16 - ID: 17,
    ძალიან საინტერესო ნიუსია მე მომეწონა თანაც გერმანულ ენას კარგად ვფლობ და ძალიან მიყვარს გერმანია love

  • liliana თქვა:
    2 მაი 2013 14:48 - ID: 16,
    ძალიან საინტერესო სტატიაა,,რაღაცეები ნამდვილად სიახლე იყო ჩემთვის..სტალინს სასულიერო აკადემია აქვს დამთავრებული მაგრამ ჰიტლერზე 3 ჯერ მეტი ადამიანის მკვლელობა ჩაიდინა .პოეტიც იყო და მწერალიც მაგრამ მმართველობაში სისხლიანი ლიდერი და მწერლებისდა პოეტების მკვლელი ,,ეს რადიკალურად განსხვავებული გატაცებები ალბათ იმიტომ აქვთ სისიხლისმსმელ ლიდერებს რომ მათში მიუხედავად ყველაფრისა არის ადამიანური ელემენტებიც და სწორედ ამ გზით ახარხებენ ემოციების გადმოცემას. ჰიტლერის დედ-მამა კათოლიკეები იყვნენ. თავად ადოლფი ღრმად რელიგიური ყოფილა, თუმცა ხედვა ანტი-ქრისტიანული ჰქონდა. იგი ჩინელებისა და მუსულმანების რელიგიას ქრისტიანობაზე მაღლა აყენებდა, რადგან თვლიდა, რომ ქრისტიანობა ზედმეტად თავმდაბლური იყო.-ჩინელების და მუსულმანების რელიგია სასჰინელებაა...ჯობდა ბუდიზმი და ისლამი ჩაგესვა..
    კიდევ ერთი ვერსია, თუ რატომ სძულდა ჰიტლერს ებრაელები ვენის სამხატვრო აკადემიას უკავშირდება. როგორც ამბობენ იმაში, რომ ჰიტლერი 2-ჯერ ჩაიჭრა მისაღებ გამოცდაში ისევ და ისევ ებრალეებს ადანაშაულებდა.-ეს ცოტა გაუგებარია--ებრაელმა ჩაჭრა?

  • -Sally- თქვა:
    2 მაი 2013 13:59 - ID: 15,
    რამდენი ბოროტება ჩაიდინა ამ ადამიანმა:||
    ძალიან საინტერესო ნიუსია.

  • magda:):):) თქვა:
    2 მაი 2013 13:57 - ID: 14,
    საინტერესო და ამომწურავი ნიუსია.

  • ReaL-gvaNca თქვა:
    2 მაი 2013 13:44 - ID: 13,
    ფუ მოაწყვიტეთ აქდან ეს ფაშისტი

  • Ana))))))) თქვა:
    2 მაი 2013 12:38 - ID: 12,
    ჩემ თვალში ადოლფ ჰიტლერი ,საკმაოდ უცნაური პიროვნებაა.რატომღაც მგონია ,რომ მის ცხოვრებაში მოხდა რაღაც ძალიან ტრაგიკული ,რამაც ასეთი გახადა.
    რაც შეეხება ებრაელებს ,სხვაგვარი მოსაზრებაც მაქვს მოსმენილი,თითქოს მისი მამინაცვალი ,რომელიც ებრაელი იყო,მუდიმავად სცემდა და ცუდად ექცეოდა ,ამის გამო კი ჩამოუყალიბდა ასეთი სიძულვილი მათ მიმართ.

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top