;
3 მაი 2013      Lolipop..     10 კომენტარი     ნანახია 5452-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ციტატები წიგნიდან ''სამეფო კარის თამაში''

● როდესაც კეთილშობილი ლორდები სამეფო კარის თამაშებს თამაშობენ, ყველაზე მეტად უდანაშაულო ხალხი ზარალდება.

● მამაცი ინფორმატორი ისეთივე უსარგებლოა, როგორც მშიშარა რაინდი.

მსახიობებმა მასწავლეს ის, რომ ყველა ადამიანს თავისი როლი აქვს-ცხოვრებაში, სპექტაკლში და სამეფო კარზე.. სამეფო ჯალათი უნდა იყოს საშიში, მონეტის ოსტატი-ძუნწი, გვარდიის სარდალი-მამაცი, ჭორების ოსტატი კი ეშმაკი, უსინდისო და პირფერი.

ციტატები წიგნიდან ''სამეფო კარის თამაში''

● შიშს შეუძლია უფრო ღრმად დაგჭრას, ვიდრე ხმალს.

● სიკვდილი არის ყოველივეს დასასრული, ხოლო სიცოცხლე სავსეა უთვალავი შესაძლებლობებით.

- მე დავიფიცე, რომ მოვკლავდი რეიგარს, იმის გამო რაც მას გაუკეთა.
- შენ მოკალი ის-გაახსენა ნედმა.
- მაგრამ მარტო ერთხელ-მწარედ უპასუხა რობერტმა,-მესიზმრება, რომ ყოველ ღამე ვკლავ მას. მაგრამ, ათასჯერ რომ მოვკლა ესეც ცოტაა. ის უარესს იმსახურებს.



ციტატები წიგნიდან ''სამეფო კარის თამაში''

● ქვეყნად არ არსებობს ისეთი საშინელი ქმნილება, როგორიცაა ჭეშმარიტად მართალი ადამიანი.

● სიყვარულს შეუძლია გაანადგუროს პატივმოყვარეობა და ბოლო მოუღოს მოვალეობის გრძნობას.

● ნებისმიერი ჭრილობა გაკვეთილია, რომელსაც შეუძლია ადამიანს სარგებელი მოუტანოს.

ციტატები წიგნიდან ''სამეფო კარის თამაში''

- რას მიკეთებ?-აცრემლებული ხმით ჰკითხა მან ყვავს
- გასწავლი ფრენას.
- მე არ შემიძლია ფრენა.
- შენ უკვე დაფრინავ.
- მე ვეცემი.
- ყოველი აფრენა დაცემიდან იწყება,-თქვა ყვავმა.


● საჭიროა მხოლოდ გაახილო თვალები, რადგან გულს შეუძლია მოგატყუოს, თავმა-გაგასულელოს, მაგრამ თვალები სიმართლეს ხედავენ.

● სიკვდილს ყოველთვის მწუხარება მოაქვს, მაგრამ ის ყველაზე ბუნებრივი შემთხვევაა ადამიანთა ცხოვრებაში.

● ყველაზე ერთგულს რაინდსაც არ შეუძლია დაიცვას მეფე, საკუთარი თავისგან.

● მშიშარას შეუძლია აღმოაჩინოს თავისი გამბედაობა, როცა მას საფრთხე არ ემუქრება.

ციტატები წიგნიდან ''სამეფო კარის თამაში''

ის ვინც სამეფო კარის თამაშებს თამაშობს, ან იმარჯვებს, ან კვდება-საშუალო არ არსებობს.

● - შენ დამეხმარე, როცა ეს ძალიან მჭირდებოდა-თქვა ჯონ სნოუმ.
- მე არაფერი არ მომიცია შენთვის-გაიღიმა ტირიონმა,-გარდა სიტყვებისა.

● - ისინი ვერ მიტანენ მე, რადგან მათ შორის საუკეთესო ვარ.
- არა! ისინი ვერ გიტანენ, რადგან ისე იქცევი თითქოს მათ შორის საუკეთესო იყო.

მეფის ტახტის შენარჩუნება უფრო რთულია, ვიდრე მისი მოპოვება.

ციტატები წიგნიდან ''სამეფო კარის თამაში'' ციტატები წიგნიდან ''სამეფო კარის თამაში''

● შიში სირცხვილი არ არის. მთავარია, როგორ ვხვდებით მას.

● სიყვარული-ტკბილი რამაა, ჩემო ძვირფასო ნედ, მაგრამ მას არ შეუძლია ადამიანის ბუნების შეცვლა.

- მომცემთ ნებას ლორდ ტირიონ, გამოსამშვიდობებელი გამოცანა მოგცეთ? ერთ ოთახში სამი დიდი ადამიანი: მეფე, მღვდელი და მდიდარი კაცი. მათ შორის დგას მეომარი, ღარიბული წარმოშობის და არც ისე ჭკვიანი. სამივე უბრძანებს მეომარს მოკლას დანარჩენი ორი. <<მოკალი ისინი,-ეუბნება მეფე-რადგან მე შენი კანონიერი მმართველი ვარ>>, <<მოკალი ისინი,-ეუბნება მღვდელი-ღმერთების სახელით გიბრძანებ ამას>>, <<მოკალი ისინი,-ეუბნება მდიდარი-და მთელი ეს ოქრო შენი იქნება>>. მითხარით ტირიონ, რომელი დარჩება მათ შორის ცოცხალი და რომელი მოკვდება?!

● არასოდეს არ დაივიწყო, ვინ ხარ შენ! რადგან ქვეყანა ამას არ დაივიწყებს. შექმენი წარმოშობა შენს ძალად. არ დაუშვა, რომ იგი სისუსტედ გადაიქცეს. ამის შემდეგ ვერავინ ვერ შეძლებს შენს აბუჩად აგდებას.

ციტატები წიგნიდან ''სამეფო კარის თამაში'' ციტატები წიგნიდან ''სამეფო კარის თამაში''

● არ არის მთავარი რას ვაკეთებთ, მთავარია როგორ!

ერთგული მეომარი-ისეთივე იშვიათობაა, როგორც მეძავი-ქალწული.

● ზოგს ბრძოლის წინ ესაჭიროება-მეძავი, ზოგს-ღმერთები, და უცნობია, მათ შორის რომელია უკეთესი.

ქალის ცხოვრება, ეს არის ათიდან-ცხრა ჭუჭყიანი, ერთი კი ლამაზი. და ის ნაწილი, რომელიც გგონია ყველაზე ლამაზი, ჭუჭყიანია.

● - მითხრეს, რომ ის არ უყვართ.
- მისი ეშინიათ, ეს ყოველგვარ სიყვარულზე უკეთესია.

ციტატები წიგნიდან ''სამეფო კარის თამაში''

● ქვეყანა სავსეა ხალხით, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, ჯონ. ყველაზე კარგი იქნება თუ ისინი მოიკრიბავენ გამბედაობას და თავის თავს თვითონვე დაეხმარებიან.

● ხალხი ყოველთვის მოითხოვს სიმართლეს, მაგრამ იშვიათად მოსწონს მისი გემო.

● ადამიანის ენის ამოძრობით, იმას კი არ დაამტკიცებ რომ იგი მატყუარაა, არამედ იმას, რომ მისი სიტყვების გეშინია.

- ისინი ძალიან ბევრია.... ეს პირობები, ენაც დაღლილა მათი გამეორებით. დაიცვა მეფე. დაემორჩილო მეფეს. შეინახო მისი საიდუმლო. შეასრულო მისი ბრძანებები. მისთვის სიცოცხლე დათმო. ამის გარდა, დაემორჩილო შენს მამას. გიყვარდეს შენი და. დაიცვა უდანაშაულონი. დაიცვა სუსტნი. პატივი სცე ღმერთებს. დაემორჩილო კანონებს. ეს ძალიან ბევრია - რაც არ უნდა გააკეთო, რომელიმე ფიცს მაინც დაარღვევ.

ციტატები წიგნიდან ''სამეფო კარის თამაში''

● თუ შენ არ შეგიძლია დაიცვა საკუთარი თავი, მოკვდი და დაუთმე გზა ვისაც ეს შეუძლია. ამ ქვეყანას მართავს ძლიერი ხელი და მჭრელი იარაღი.

● მოწყალება-ეს არის წყეული ხაფანგი. რაც უფრო მეტს გააკეთებ, ხალხი მაინც იტყვის, რომ სუსტი ხარ. ხოლო თუ არ გააკეთებ-ურჩხულად მოგნათლავენ.

მეფეებს არ ჰყავთ მეგობრები, არიან მარტო მსახურები და მტრები.

● ყოველი კარგი ტყუილი აუცილებლად უნდა შეიცავდეს სიმართლის მარცვალს.

● გაიღიმე-სანამ ცოცხალი ხარ, რადგან მკვდარს ეს არ შეუძლია.

ციტატები წიგნიდან ''სამეფო კარის თამაში'' ციტატები წიგნიდან ''სამეფო კარის თამაში''

● - როცა თავისუფალი გავხდები,-ჰკითხა მას ჯონმა-შემიძლია, რომ თავისუფლად წავიდე?!
- ცხადია. ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად მოგკლათ.

● გამარჯვება, საუკეთესო წამალია დამარცხების.

● - თუ ადამიანს ჰყავს ათასი ძროხა და ერთს ღმერთს შესწირავს-ეს არაფერია, მაგრამ როცა ადამიანი თავის ერთადერთ ძროხას სწირავს....

● ყველაზე დიდი სულელი, აღმოჩნდება ხოლმე, იმაზე ჭკვიანი, ვინც მას დასცინის.

არსებობს ორი ტიპი ადამიანებისა: მოთამაშეები და ფიგურები.

● ყველა ადამიანს რაღაც სურს. თუ შენ გაიგებ რა უნდა მას, გაიგებ ვინ არის ის და შეგეძლება მისი მართვა.



ციტატები წიგნიდან ''სამეფო კარის თამაში''

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

10


  • Lolipop.. თქვა:
    5 მაი 2013 14:27 - ID: 10,
    ellen potter...♥ϟ,
    love love

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    4 მაი 2013 15:37 - ID: 9,
    არაჩვეულებრივი ნიუსია ფავორიტებში love smile

  • QiQiTo:):) თქვა:
    4 მაი 2013 12:14 - ID: 8,
    wink

  • Lolipop.. თქვა:
    4 მაი 2013 11:45 - ID: 7,
    gvancii111,
    maritez,
    TiKKaa RonaLDoo,
    harry potter,
    Countess A.,
    დიდი მადლობა გოგოებოო love
    SaLuKaAa,
    მხოლოდ პირველი წიგნი არის გამოცემული ქართულად თუ არ ვცდები :)

  • SaLuKaAa თქვა:
    4 მაი 2013 11:39 - ID: 6,
    წიგნი ქართულად არის გამოცემული?

  • Countess A. თქვა:
    4 მაი 2013 10:57 - ID: 5,
    [/i] [/color] დავიწყე ამის ყურება, მაგრამ პირელი სერიის ყურება არ დამიმთავრებია, ნახევრამდე მივედი და მერე შევწყვიტე.. გამონათქვამები ძალზედ მომეწონა, დამაინტერესა.. აუცილებლად გავაგრძელებ ყურებას.. ძალიან კარგი ნიუსია..[i][color=#000066]

  • harry potter თქვა:
    4 მაი 2013 10:46 - ID: 4,
    ძალაინ მაგარი ნისუია love ციტატები კი ნმდვილად დამაფიქრებელია request

  • TiKKaa RonaLDoo თქვა:
    3 მაი 2013 23:34 - ID: 3,
    ძალიან კარგი ნიუსია! love
    გამმონათქვამები ძალიან მომმეწონა

  • maritez თქვა:
    3 მაი 2013 23:13 - ID: 2,
    ძალიან კარგი ნიუსი იყო, მადლობა crying

  • gvancii111 თქვა:
    3 მაი 2013 22:03 - ID: 1,
    უბრალოდ სერიალი ძალიან მაგარია !! საუკეთესოა!!
    გამონათქვამებიც მომეწონა!!
    ძალიან კარგი ნიუსი იყო , ყოჩარ ავტორო smile

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top