;

6 May 2013      Lolipop..     Views 3718    
Category: Fun, Interesting

ბენ ბარნსის გამონათქვამები

^ ძალიან უცნაურია, როცა ვინმე გირეკავს და გკითხავს: გსურთ თუ არა, რომ შეასრულოთ მთავარი როლი იმ წიგნის ეკრანიზაციის, რომელიც ბავშვობაში გაქვს წაკითხული.

^ ყველაზე მნიშვნელოვანია იპოვო ის ადამიანი, რომელიც იზიარებს შენს იუმორის გრძნობას.

^ მე მოხიბლული ვარ იმ ხალხით, რომელთაც აქვთ შინაგანი ბირთვი და კარგი იუმორის გრძნობა.

^ ადამიანმა არასოდეს არ უნდა თქვას უარი ოცნებაზე. მნიშვნელოვანი რამ კი არასდროს არ გაქრება უბრალოდ.


ბენ ბარნსის გამონათქვამები

^ მე ვფიქრობ, რომ ყველა მსახიობს სურს იყოს როკ-ვარსკვლავი, ხოლო ყველა მომღერალს ფარულად უნდა, რომ გახდეს მსახიობი. მე დიდ პატივს ვცემ მსახიობებს, რომლებიც აქვეყნებენ ალბომებს გართობის მიზნით. შესაძლოა, არსებობს ისეთი ტიპის ადამიანი, რომელსაც აქვს ნიჭი ყველაფერში.

^ როგორც ამბობენ, ერთადერთი მთავარი რაც ფილმს აქვს ეს არის სცენარი. მე ამას სრულებით ვეთანხმები. ფილმის სცენარი უნდა იყოს საკმაოდ კარგი, რომ დამაინტერესოს.

^ მე დიდი გულშემატკივარი ვარ მუსიკის. მიყვარს სახლში ყოფნა, როცა ვარ ჩემს ოთახში მარტო და ვუკრავ პიანინოზე.

^ მე არ ვარ იდეალური, ამიტომ არ მესმის იმ გოგონების, რომლებიც გიჟდებიან ჩემზე.


ბენ ბარნსის გამონათქვამები

^ მე ყოველთვის ვცდილობ შევეგუო იმას რასაც ვაკეთებ და მივიღო ამით სიამოვნება. მე მივხვდი, რომ საქმესთან სერიოზული მიდგომა, ყოველთვის არ იძლევა იმ შედეგს, რომელიც გსურს.

^ ყველაფერი რასაც მე ვხედავ დაკნინებულია: რელიგია-რწმენის მოდური შემცვლელი, ხელოვნება-დაავადება, სიყვარული-ილუზია.

^ მე მსურს ვიყო კარგი მსახიობი და არა გოგოების იდეალი.

^ მე უბრალოდ ვირჩევ კარგ ისტორიებს, და მონაწილეობას ვიღებ იმ ფილმებში, რომლებსაც მეც სიამოვნებით ვუყურებდი.


ბენ ბარნსის გამონათქვამები

^ მე მინდა რომ ვიყო ბედნიერი, საბოლოოდ ხომ ყველას მისწრაფება ეს არის. რაც შეეხება ჩემს კარიერას... არ მინდა ვიყო სუპერვარსკვლავი. უბრალოდ მინდა რამდენიმე ისეთ ფილმში ვითამაშო, რომელსაც მსოფლიოს რომელიმე კუთხეში, ხალხის საყვარელი ფილმი ერქმევა.

^ მე ვთვლი, რომ ყველა ჩვენგანს აქვს საკუთარი პორტრეტი, რომელიც მის საქციელს ასახავს. ასეთ პორტრეტს ჩვენ სინდისს ვუწოდებთ.

^ არ ვიცი, რა მოხდება მომავალში. არ ვიცი რით მომინდება დაკავება, სანამ სცენარს არ წავიკითხავ, ჩემთვის ეს ყველაზე საყვარელი მომენტია.

^ ნიჭი ეს სექსუალურია. მთავარია მას ჰქონდეს იუმორის გრძნობა, რომ ერთად დრო მხიარულად გავატაროთ.


ბენ ბარნსის გამონათქვამები

^ კარგია, რომ არიან ხალხი, რომლებიც მხარს მიჭერენ. ეს მაძლევს საშვალებას გავაკეთო განსხვავებული რამ.

^ დღემდე, საკუთარ თავს მივიჩნევ გამხდარ, ფერმკრთალ ბიჭად, ყველაზე პატარად კლასში, მაგრამ ამაზე ვმუშაობ. მე ვმუშაობ ამ გამხდარ, ფერმკრთალ სხეულზე.

^ წარმატება-საუკეთესო გადასახადია.

^ ჩემი პოპ-კარიერა გაგრძელდა მხოლოდ 4,5 წუთი.


ბენ ბარნსის გამონათქვამები

^ მსახიობისთვის რთულია იპოვო გოგონა, რომელიც მის გარემოცვაში არ იმყოფება, რომელსაც შეეძლება მისი ხედვა გაიზიაროს, შეეგუოს მის ნერვოზს-როლთან დაკავშირებით. მე ჩემს ბედს დავეყრდნობი.

^ მე არ მივეკუთვნები იმ ხალხის კატეგორიას, რომლებიც მოგონებებს ყიდიან.

^ ვერ ვიტან სიტყვებს: ''სნობი'', ''ვარსკვლავების სისტემა'', და ასევე ''ძვირფასო'', ''კარგ დღეს გისურვებ'', ''საყვარელო'', რომლებსაც ამერიკელები ეუბნებიან ყველას, შესაძლებელია, იმის წინ სანამ მას ესვრიან.


ბენ ბარნსის გამონათქვამები


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top