;
11 მაი 2013      Nina√     17 კომენტარი     ნანახია 7033-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

TOP 10: პატარა შხამიანი ცხოველი, რომელსაც შეუძლია ადამიანი გაანადგუროს

TOP 10: პატარა შხამიანი ცხოველი, რომელსაც შეუძლია ადამიანი გაანადგუროს

ადამიანების უმრავლესობას შეუძლია თავის გაკონტროლება როცა მის ახლოს გველს, ობობას ან სხვა რაიმე სახის
საშიშ ცხოველს დაინახავს და მოერიდოს მას. ჩვენი ლოგიკით, რაც უფრო დიდია ცხოველი, მით უფრო
საშიშია ის
, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პირიქით ხდება. ძალიან ბევრი ცხოველი, საკმაოდ პატარა
ზომითა და მომაკვდინებელი შხამით, უფრო ხშირად ხდება ადამიანის სიკვდილის მიზეზი.

წარმოგიდგენთ, ტოპ 10 ყველაზე პატარა ზომის შხამიან ცხოველს, რომელსაც
შეუძლია მოსპოს ადამიანი
.

__________________________________

სენორული მარჯნის გველი / Sonoran Coralsnake

სენორული მარჯნის გველი, რომელიც კობრას მსგავსია, მეხიკოს უდაბნოებსა და სამხრეთ ამერიკაში გვხვდება. ისინი არ იზრდებიან 40 სანტიმეტრზე მეტს და არიან ბევრად პატარები და წვრილები, ვიდრე სხვა სახეობის გველები. მათი დანახვა ძალიან რთულია, რადგან ისინი ძირითადად ღამით ამოდიან მიწიდან. ჩვენდა საბედნიეროდ, სენორული მარჯნის გველი საკვებად არა ადამიანებს, არამედ სხვადასხვა გველებს მიირთმევს. მაგრამ თუ მას სადმე გაადწყდებით, მოერიდეთ და გახსოვდეთ, რომ მისი შხამი უძლიერესია და შეუძლია ადამინის ნერვეული სისტემა მთლიანად გაანადგუროს.




ცისფერი შემორგოლილი რვაფეხა / Blue Ringed Octopus

ცისფერი შემორგოლილი რვაფეხა ავსტრალიის წყლებში ბინადრობს და სიგრძეში სულ რაღაც 10 სანტიმეტრია. ის, ჩვეულებრიც ყვითელი ან ყავისფერი შეფერილობისაა, მაგრამ საფრთხის მოახლოებისთანავე ლურჯდება. არ შეეხოთ მას! ამ პატარა მხეცს განუკურნებელი შხამი აქვს, რომელსაც შეუძლია 26 ახალგზარდა ერთად 1 წამში მოკლას.




ბრაზილიური მოხეტიალე ობობა/Brazilian Wandering Spider

ბრაზილიური ობობა 2007 წელს მთელ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი შხამის მქონე ობობად აღიარეს. ობობის მსხვერპლი 1 საათის განმავლობაში საშინელი ტკივილით იტანჯება, შემდეგ კი კვდება. ბრაზილიურ ობობას, რომლის ფეხი დაახლოებით 10 სანტიმეტრი სიგრძისაა, მეორენაირად ბანანის ობობასაც უწოდებენ, რადგან ის ბანანის კონებში დაძვრება და სწორედ აქედან უშვებს ობობას ქსელს და მსხვერპლს მახეში აბამს. 2008 წელს, ერთი მათგანი დიდ ბრიტანეთში, ბანანის შესანახ ყუთში აღმოაჩინეს.




მონადირე მორიელი / Deathstalker Scorpion

მონადირე მორიელები აფრიკისა და აზიის ყველაზე მშრალ უდაბნოებში გვხვდება. ყველაზე დიდი 12 სანტიმეტრისაა, საშუალოდ კი მათი უმრავლესობა სიგრძეში 5 სანტიმეტრს არ აღემატება. ამ სახეობის მორიელი აღიარებულია მთელ მსოფილიოში ყველაზე ძლიერი და მტკივნეული შხამის მქონე მორიელად, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ციებ-ცხელება, კონვულსიები, სხეულის სხვადასხვა ნაწილების პარალიზება და სიკვდილი.




ტარანტული მტაცებელი ბუზი/ Tarantula Hawk

ჩრდილოეთ ამერიკაში ტარანტული ბუზის 15 სახეობას ვხვდებით. ისინი 5 სანტიმეტრს იზრდებიან. მათ ასე იმიტომ უწოდებენ, რომ ისინი ინადირებენ პატარა ზომის მწერებს და აპარალიზებენ მათ. კვერცხებს ბუზი ობობის ქსელთან ახლოს დებს და შემდეგ მიწაში მალავს. მას შემდეგ, რაც კვერცხებიდან პატარები იჩეკებიან, 35 დღის განმავლობში ისინი საკვებად ობობებს მიირთმევენ. ამ სახეობის ბუზი ადამიანს არ ერჩის, თუმცა მათი შხამი სიძლიერით მეორე პოზიციაზე დგას მთელ ცხოველთა სამეფოში.




იაპონური გოლიათი ჰორნეტი/ Giant Japanese Hornet

ე.წ იაპონური გოლიათი ჰორნეტის შხამი ერთდროულად ანადგურებს ნერვულ სისტემას და შლის ეპითელურ ქსოვილს. მხოლოდ 1 ჰორნეტს შეუძლია იმსხვერპლოს რამდენიმე მოზრდილი ადამიანი ერთად. იაპონიაში ყოველწლიურად მათი მიზეზით 20-40 ადამიანი იღუპება.




უსწრაფესი შხამიანი ბაყაყი/ Poison Dart Frog

ამ სახეობის ბაყაყები ბუნებაში ერთ-ერთ ყველაზე ფერად ცხოველებად ითვლებიან. ისინი სწრაფად იცვლიან ფერს გარემოს ფერის შესაბამისად და მსხვერპლს მახეში მოხერხებულად აბამენ. მათი შხამი ზუსტად მათი კანის შეფერილობისაა და შეუძლიათ 10 მოზრდილი ადამიანი რამდენიმე წუთში გაანადგურონ.




კონუსებრი ლოკოკინა/ Cone Snails

კონუსებრი ლოკოკინა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და მომაკვდინებელი შხამის მქონე არსებად მოიაზრება მთელ პლანეტაზე. ლოკოკინები ავტრალიაში გვხვდებიან. ისინი თევზებით იკვებებიან. ლოკოკინა ქვიშაში იმალება და თევზის მოახლოებას ელოდება. როდესაც თევზს დაინახავს, შხამიანი ჰარპუნით წამლავს მას და მოძარობის საშუალებას არ აძლევს.



Harvester Ant

ამ სახეობის ჭიანჭველა ყველაზე მომწავლელი შხამის მქონე მწერად ითვლება. მათი ნაკბენი ალერგიასა და ანაფილაქსიურ შოკს იწვევს.



Irukandji Jellyfish / მედუზა

ამ სახეობის მედუზა ძალიან მცირე ზომისაა და მისი სიგრძე 1 სანტიმეტრს არ აღემატება. მეცნიერებმა მედუზა აღიარეს ერთ-ერთ ყველაზე მცირე ზომის საშიშ ქმნილებად დედამიწაზე. ეს სახეობა მეცნიერებმა ახლახანს აღმოაჩინეს და ძალიან იშვიათია ჩვენს პლანეტაზე. მედუზას შხამი იწვევს გულისრევას, თავის ტკივილს, პულსის აჩქრებას და ამ სიმპტომების შემდეგ სიკვდილს. მისი შხამი 100-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე კობრასი და 1000-ჯერ უფრონ მტკივნეული ტარანტულისაზე. ეს საშიში ქმნილება ავსტარლიის წყლებში ბინადრობს.




კატეგორია: საინტერესოა
Tags:

17


  • EleNe Stan თქვა:
    12 ნოემბერი 2013 16:11 - ID: 17,
    სიახლე ძალიან კარგია,უმაგრესი ! <3 და რაც შეეხება ქცეწარმავლებს მე გველიც დამჭერია ხელში და კიბორჩხალაც და რავიცი აბა ესენი ისეთი საინტერესოდ გამოიყურებიან ,ჯერ მხოლოდ სილამაზე მოგხიბლავს და აი შხამზე რაღა ვთქვა :D

  • KeSso13 თქვა:
    12 მაი 2013 01:25 - ID: 16,
    ვაიმე ჯერ მარტო რო ვუყურებ ცუდად ვხდები :DD რო წარმოვიდგენ ხო საერთოდ :DD

  • Tangela თქვა:
    12 მაი 2013 01:09 - ID: 15,
    კარგი სიახლეა ძალიან

  • Let It be Me ♥ თქვა:
    12 მაი 2013 00:01 - ID: 14,
    ძაან საინტერესო იყო ,მაგრამ რო წარმივიდგიბე შემეშინდა,,
    ნე მაინც კალიების მეშინია კატასტროფულად :D პანიკაში ვვარდები კალიას რო ვხედავ -_-

  • ani_1008 თქვა:
    11 მაი 2013 21:16 - ID: 13,
    ვაიმმე გული გამისკდა რას გვანან :X:X ჩემი ფეხი ა იქნება ავსტრალიის წყლებში :D

  • candy)))) თქვა:
    11 მაი 2013 21:11 - ID: 12,
    ავსტრალიის ყოვეთვის მეშინოდაა ვიცი რო საზიზღარიი ქმნილებები არიან იქქ :X მარა ესეთები ვაიიჰ :დ

  • Smiley :) თქვა:
    11 მაი 2013 21:11 - ID: 11,
    ვაიმე რვაფეხა რა ლამაზიაა <3
    ნიუსის კითხვისას ჟრუანტელმა დამიარა, იმდენად შემეშინდა :D

  • mary...p თქვა:
    11 მაი 2013 20:29 - ID: 10,
    ჯერ ხომ ისედაც მწერებს ვერ ვიტანდი და მეშინოდა, ეხლა ხო საერთოდ... :O

  • Nanuka. თქვა:
    11 მაი 2013 20:26 - ID: 9,
    ძალიან საინტერესო იყო, ყოჩაღ.
    რა საოცრებებს ქმნის ბუნება!

  • liliana თქვა:
    11 მაი 2013 20:24 - ID: 8,
    კარგი სიახლეა,მჭერია ხელში გველიც, კობრაც ოღონდ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ :D :D ზოგადად არ მეშინია ქვეწარმავლების მაგრამ ამათი საშინლად შემეშინდა,,ერთი კითხვა მაქვს ავტორო..აი ეს ფრაზა ვერ გავიგე---ამ პატარა მხეცს განუკურნებელი შხამი აქვს, რომელსაც შეუძლია 26 წლამდე ახალგზარდა 1 წამში მოკლას.--ასაკს რა მნიშვნელობა აქვს ამ მწერის შხამის მოქმედების თვალსაზრისით..

  • lul თქვა:
    11 მაი 2013 19:47 - ID: 7,
    ძაან მაგარი ბიუსი და საინტერესო იყო

  • Lolipop.. თქვა:
    11 მაი 2013 19:46 - ID: 6,
    ვაიმე გველებს ვერ ვიტან და კალიის მსგავს არსებებსს, ხელში როგორ იჭერენნ...
    საინტერესო ნიუსია.

  • NiNi_N თქვა:
    11 მაი 2013 19:03 - ID: 5,
    ვაიმე კი საინტერესო სტატიაა მაგრამ....რომ შემოვედი საიტზე ლამის ინფაქტმა დამარტყა! საშინლად მეშინია ქვეწარმავლების და ზოგადად შხამიანი არსებების! ფოტოების დანახვაზეც კი ვკანკალებ :DDD
    გაწყდეს ამათი ჯიში! წამლების დასამზადებლად რომ გამოიყენება
    ზოგიერთის შხამი თორემ სულ უნდა ამოხოცო ეს საზიზღრები!

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    11 მაი 2013 18:55 - ID: 4,
    ძალიან საინტერესო ნიუსი იყო, გველებს ვერ ვიტან ნუ ამ ჩამონათვალიდან არცერთი არ მეხატება გულზე, მაგრამ გველები განსაკუთრებით

  • Creep თქვა:
    11 მაი 2013 18:29 - ID: 3,
    რა მაგარია რო საქართველოში ვცხროვრობ :დ როგორ მეშინია ესეთი რამეების ფობია მჭირს:// ეგ კი არა საწყალი და უცოდველი კალიების და ჩვეულებრივი ბუზებისაც მეშინია :დდდდ

  • RAMMSTEIN_TINA თქვა:
    11 მაი 2013 18:07 - ID: 2,
    ძალიან საინტერესოა :)

  • natuka555 თქვა:
    11 მაი 2013 17:19 - ID: 1,
    რა კარგია რომ ჩვენთან ამ ათიდან არც ერთი არ ბინადრობს :D

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top