;
22 მაი 2013      Johnny depp     20 კომენტარი     ნანახია 6486-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა



"ხელების მოძრაობა იმისათვის არის საჭირო, რომ არ ჩაიძირო და არა იმისთვის,
რომ ტალღას გაუსწრო. იცურე მშვიდად და სამყარო თვითონ წაგიყვანს იქ, სადაც მიდის"


მუსიკოსი, პოეტი და წიგნის ავტორი, მოღვაწეობის უკანასკნელ წლებში უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით მეფე .2013 წლის 25 თებერვალს ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან ზუსტად ექვსი წელი გავიდა. მისი ცხოვრებაც და შემოქმედებაც საკმაოდ არაერთგვაროვანი და საინტერესო იყო. მოღვაწეობა 1976 წლიდან დაიწყო და არაერთი პროექტი განახორციელა. იყო ჯგუფი ”არიში”, ინდი ჯგუფი – ”ტაქსი”, ელექტრო-ალტერნატიული ჯგუფი – ”Children’s Medicine” (საბავშვო მედიცინა), რომელიც ლივერპულში არსებობდა და პროექტი – “Georgian Dance Empire” – ორივე პროექტში ირაკლისთან ერთად მონაწილეობდა დადა დადიანი.

"მეფე სიცოცხლეში და მეფე სიკვდილის შემდეგაც "
ნაწყვეტი მისი დის , ინტერვიუდან
-როგორი იყო ირაკლი ცხოვრებაში?

– ირაკლი ძალიან სათნო და კეთილი იყო, უყვარდა ადამიანები, ცხოველები. ცხოველების მიმართ ყოველთვის რაღაც სხვანაირი გრძნობა ჰქონდა. გარეთ გასვლა მაინცდამაინც არ იზიდავდა, სახლში ჯდომა და ფიქრი უყვარდა. ხატავდა ძალიან კარგად. როცა ადამიანი შემოქმედია, ის ყველაფერში დებს თავის შემოქმედებას. ბედნიერებაა, რომ ამდენი რამ დატოვა. სანამ გარდაიცვლებოდა, მითხრა: იმდენი მელოდია მაქვს თავში, რომ უკვე აღარ ვიცი, რა ვქნაო. სხვათა შორის, მისი გარდაცვალების შემდეგ უფრო მეტად აიტაცეს მისი სიმღერები და ლექსები. მეც, რომელმაც მისი სიმღერები და ლექსები ზეპირად ვიცი, ახლა ვპოულობ მის ნაწერებში ისეთ რაღაცეებს, რაც აქამდე არ ვიცოდი. ახლა ვიგებ იმას, რასაც მაშინ ყურადღება არ მივაქციე. უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა. პირველი შვილი, მაქსიმე რომ გაუჩნდა, საშინლად განიცდიდა. არ იცოდა, რა და როგორ გაეკეთებინა. მეორე ბავშვზე – ნანაზე გადაყოლილი იყო. თვითონ უვლიდა, დილით დგებოდა, ფაფას უკეთებდა, ასეირნებდა. სანამ გაჩნდებოდა, სულ მასზე ლაპარაკობდა, მოუთმენლად ელოდა.

"მეფე სიცოცხლეში და მეფე სიკვდილის შემდეგაც "
^დაიბადა 1961 წლის 19 ნოემბერს, თბილისში.

^განათლება – კლასიკურიფორტეპიანო (1967 – 74).

"მეფე სიცოცხლეში და მეფე სიკვდილის შემდეგაც "
^თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – დასავლეთ ევროპისა და ამერიკული ლიტერატურის ფაკულტეტი.

^1991 წელს იმყოფებოდა ოქსფორდის უნივერსიტეტის პოეზიის საზაფხულო სკოლაში

^თავისი პირველი სიმღერები დაწერა და შეასრულა 1976 წელს

"მეფე სიცოცხლეში და მეფე სიკვდილის შემდეგაც "

^მისი მეორე ჯგუფი იყო “საბავშვომედიცინა” – უკრავდნენ მოსკოვში და თბილისში. ასევე ჩაწერეს ალბომი, რომელიც არ გამოსულა.

^პირველი ლექსები და მოკლე მოთხრობები დაიბეჭდა საქართველოს ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში 1983-1987 წლებში.

^მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს, ჯგუფ არიშთან ერთად. მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი იყო ნაკლებად ცნობილი, ინდი ჟანრის კოლექტივი ტაქსი, რომელშიც აგრეთვე უკრავდნენ დადა დადიანი, ბიჭიკო ოსიპოვი და კახა კიკაბიძე.

^“საბავშვომედიცინამ” 1988 წელს ჩაატარა რამოდენიმე საქველმოქმედო კონცერტი.

"მეფე სიცოცხლეში და მეფე სიკვდილის შემდეგაც "

^წელს დაიბეჭდა ირაკლის მოთხრობების კრებული – “ძველისათამაშოები”.

^არის რეაქტიული კლუბის "თანა"-ს დამაარსებელი.

^1990 წელს კი გამოიცა ლექსების კრებული – “რეაქტიულიკლუბი”, სადაც შესულია ირაკლის ლექსები.

^1997 წელს გამოდის მისი მეორე ალბომი “აფრენ”დარამდენიმე ვიდეოკლიპი.

^1998 წელს მისი რომანის “წყნარი ცურვის”ფრაგმენტები იბეჭდება ლიტერატურულ პრესაში.

"მეფე სიცოცხლეში და მეფე სიკვდილის შემდეგაც "

^ირაკლის პირველი სოლო-გამოჩენის მაუწყებელი იყო სიმღერა "War is Over". მისი პირველი სოლო-დისკი, Svan Songs, ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს (გერმანია). ეს მნიშვნელოვანი სოლო-დებიუტი იყო და დღემდე ითვლება 90-იანებში ჩაწერილი ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად.

^1994-1995 წლებში ირაკლი მუშაობდა მუსიკაზე კინოფილმისათვის ორფეოსის სიკვდილი.

"მეფე სიცოცხლეში და მეფე სიკვდილის შემდეგაც "

^1996 წელს ირაკლი ჩარკვიანი დააჯილდოვეს პრიზით “საუკეთესოა ლტერნატიული მუსიკოსი” კომპოზიციისთვის “მაწონი”.

^2004 წელს გამოჩნდა ალბომი "სავსე", რომელიც დაემთხვა ირაკლის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია "ვიცი რომ, აქ ხარ" და "ნანასი". ეს პერიოდი გამოირჩევა ირაკლის შემოქმედებითი აქტიურობითაც - შინაურ სტუდიაში იგი მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და, პარალელურად, საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად მეფე აირჩია.


"მეფე სიცოცხლეში და მეფე სიკვდილის შემდეგაც "

ზოგმა თვითმარქვია უწოდა, ზოგმა ზედმეტად ამბიციური, ზოგმა ისეთი თვისება მიაწერა, როგორიცაა : განდიდების მანია, ზოგმა კი მისი ეს წოდება ვითომდა არასრულფასოვნების კომპლექს დააბრალა.ერთი უბრალო ბიჭი იყო, სახელად ირაკლი ჩარკვიანი. 43 წლის ასაკში კი “მეფობა” გადაწყვიტა , თანაც ისეთ პატარა ქვეყანაში რომელსაც საქართველო ჰქვია და სადაც ასე ძნელი იქნებოდა “მეფობანას თამაში”.ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, საიმისოდ რომ ტავისი ტავისათვის მეფე ეწოდებინა საკმარისი მიზეზები ქონდა ხოდა გამეფდა. ასე უბრალოდ, მარტივად…ერთადერთი გამოსავალი ის იყო, რომ თავად ირაკლისთვის დაგესვათ ეს კითხვა. ხოდა, ამ მარტივ გამოსავალსაც ასევე მარტივად მიაგნეს და რამდენიმე თვე ბეჭდური და ელექტრო მედია დაჟინებით ცდილობდა იმის გარკვევას თუ რატომ გამეფდა , არა–მეფური წარმომავლობის ირაკლი ჩარკვიანი, ამ კითხვაზე პასუხი კი უკვე “მეფედ” წოდებულმა თავის რომანში გასცა.ავტორმა, პირველად თავის ცხოვრებაში თავს უფლება მისცა მკითხველი საერთოდ არ მოეტყუებინა, ეს გამბედაობა კი მაშინ გაუჩნდა, როცა “მეფედ” ეკურთხა თავის ქვეყანას და მის მეტად ” მრავალფეროვან” საზოგადოებას.მისი ცხოვრების რთულ პერიოდში, ერთი ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, წიგნის წაკითხვის მაგივრად , თვითონ დაწერა წიგნი და საკუთარი თავი გაიტაცა სადმე, სადაც მშვიდად დაიწყო ცურვა…

"მეფე სიცოცხლეში და მეფე სიკვდილის შემდეგაც "

“მივენდოთ იმას რაც მოგვეცა, მშვიდად ვამოძრავოთ კიდურები, ვიცუროთ აუღელვებლად, სხეული ხომ ნავია, ხელები – ნიჩბები, მოვუსვათ ისე, რომ არ შევაწუხოთ ჩვენს გვერდით მოცურავენი, ვიცუროთ მშვიდად და სამყარო თვითონ წაგვიყვანს იქ, სადაც მიდის.”

ყოველი ჩვენაგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს, სიკვდილამდე ორიოდ წუთით ადრე ეუფლება, მაგრამ მეფობა ისევე გარდაუვალია როგორც მონობა, ამიტომ ისინი ვინც სიცოცხლეში აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებე მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ქვია.”

"მეფე სიცოცხლეში და მეფე სიკვდილის შემდეგაც "

“მე ვარ გმირი რომელიც არასოდეს ჩაიდენს გმირობას, მე ვარ მეფე რომელიც არასოდეს მოახვევს თავის აზრს ქვეშევრდომებს და იმ ხალხს რომლებმაც ჯერ ვერ მიაღწიეს სულიერების იმ პიკს საიდანაც ყველაფერი მოჩანს. მე არ მჭირდება მოწაფწეები და არც მოწაფეებს სჭირდებათ მეფე, რომ მათ სულიერი ნახტომი განახორციელონ. ყოველი მათგანი მეფეა და ადრე თუ გვიან დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სისწორეში.”

ყველაფერი მოხდა ისე როგორც უნდა მომხდარიყო და მეც მივხვდი, რომ ვერაფერს შევცვლიდი, საკუთარი თავის ჩათვლით. უბრალოდ დავჯდებოდი და დავწერდი იმაზე, რომ ადამიანები ვერ გაურბიან ბედისწერას, ვიმღერებდი იმაზე, რაზეც ყველა მღერის.

"მეფე სიცოცხლეში და მეფე სიკვდილის შემდეგაც "

“ყველაზე ძნელია დაშორდე იმას, რასაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ეტრფი. დღე და ღამე აშენებ, მაგრამ დგება დრო, როცა უნდა განუდგე, რათა მთლიანად დაინახო ის, რასაც ქმნიდი. გაანდო სივრცეს ყველაზე დიდი საიდუმლო. დაე, დრომ მიუჩინოს საკუთარი ადგილი იმ კარადაში, რომელსაც უკვდავება ქვია.”

“რაც უფრო ბედნიერი ხარ, მით უფრო ახლოს ხარ სიკვდილთან და თუ არ მოკვდი, შეძლებ დიდხანს იყო ბედნიერი, შეგიძლია დაწვე წყალზე და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურო, მყუდრო და უსასრულო სიღრმის სარკეს, რომელშიც შენამდე მილიონები იყურებოდნენ და შენს მერეც ჩაიხედებიან”

"მეფე სიცოცხლეში და მეფე სიკვდილის შემდეგაც "

“მე ყოველთვის აქ ვიდექი, სადაც ახლა ვდგავარ და ბოლოს იქ დავწვები, უბრალოდ წამოვწვები და დაგავიხურავ ბალახიან მიწას, სულ ეს არის და ეს.”

მიენდე იმას, რაც მოგეცა,მშვიდად ამოძრავე კიდურები.იცურე აუღელვებლად,სხეული ხომ ნავია,ხელები-ნიჩბები.მოუსვი ისე,რომ არ შეაწუხო შენ გვერდით მოცურავენი,ისინიც ეძებენ სწორ და ნეტარ რიტმს.ეცადე შეინარჩუნო მშვიდი ტემპი,არ შეანელო და არ ააჩქარო მოძრაობა,რომელიც თანდათან მუსიკასავით შთანთქავს მთელ შენ არსებას.მიჰყევი მას და გახსოვდეს შენი მელოდია განუმეორებელია.

“თბილ და აფხაზურად მოლივლივე ტალღების გასწვრივ ვიწექით მეოცნებენი, ოცი წლის მეგობარი და ერთი წამითაც კი ვერ წარმოვიდგენდით, რომ ერთ–ერთ ჩვენთაგანს თვითმფრინავის გატაცების გამო დახვრეტდნენ, მეორე შალის კაშნეზე ჩამოიხრჩობდა თავს, მესამე კი ანუ მე, ორმოცდაორი წლის ასაკში უკვე მესამედ გარდავიცვლებოდი და ისევ დავბრუნდებოდი უკან და ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მართალი წიგნი დამეწერა თქვენთქვის”
"მეფე სიცოცხლეში და მეფე სიკვდილის შემდეგაც "

“სიჩუმესთან ბრძოლა სულაც არ არის საჭირო, პირიქით, უნდა შეურიგდე, მიყვე მას, თუ გსურს ცოტა ხნით მაინც გახდე იმის მოწმე, როგორ იბადება ჭეშმარიტი ბედნიერება.”

მართალია სული რთულად იბანება, თუმცა ცაში, როგორც ამბობენ, ამ პროცედურის ჩატარება უფრო ეფექტურია, ვიდრე ცოდვილ მიწაზე

ადამიანების უმრავლესობას ხომ უბრალოდ მოთმინება არ ყოფნიდა მიეცა სიჩუმისთვის შანსი, შესაძლებლობა, საკუთარი თავი გამოევლინა, მიეღო ეს ღვთის საჩუქარი.

მნიშვნელობა აღარ აქვს,შენ მიხვალ წყალთან თუ ის მოაღწევს შენამდე,ცურვა ორივე შემთხვევაში იწყება,მთავარია მშვიდად მიენდო,ბოლომდე მიყვე დინებას და საკუთარი მოძრაობა სიამოვნებას განიჭებდეს.

"მეფე სიცოცხლეში და მეფე სიკვდილის შემდეგაც "

ხელების მოძრაობა იმისათვის არის საჭირო, რომ არ ჩაიძირო და არა იმისთვის, რომ ტალღას გაუსწრო. იცურე მშვიდად და სამყარო თვითონ წაგიყვანს იქ, სადაც მიდის.

მკითხველი მინიმალურად უნდა დააბინძურო გამონაბოლქვით, არა აქვს მნიშვნელობა ეს მართლა ბენზინზე მომუშავე ძრავაა, თუ შენი სული.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეცდომების გამოსწორება შეუძლებელია, ისინი რჩებიან ისტორიაში, ისევე როგორც მოპოვებული გამარჯვებები.

ვინ იყო ფატიმა? როგორც თვითონ თვლიდა, საკუთარ მშობლებთან შედარებით აშკარად წინგადადგმული ნაბიჯი


"მეფე სიცოცხლეში და მეფე სიკვდილის შემდეგაც "
ნაწყვეტი მისი დის ,ინტერვიუდან

– თავიდანვე ამჩნევდით, რომ ირაკლი არ იყო ჩვეულებრივი ბიჭი, როგორც ყველა – რომ ძალიან სერიოზული, ჭკვიანი ადამიანის გამოხედვა, განსხვავებული აზრები, მიდრეკილებები, იდეები და ყველაფრისადმი თავისებური დამოკიდებულება ჰქონდა, რაც მის ირგვლივ არსებობდა?

– ირაკლის ბავშვობაში ერთი ასეთი უცნაური ჩვევა ჰქონდა, შეიძლება ითქვას, თამაში – უცბად წაიქცეოდა, ვითომ მოკვდაო. მივვარდებოდი, შევანჯღრევდი, რას არ ვუკეთებდი, მაგრამ არ დგებოდა. კარგა ხანს ისე იყო. შიშისგან ლამის გული გამსკდომოდა, ისეთ დღეში ვიყავი. რაც შეეხება მის ნიჭს, რა თქმა უნდა, თავიდანვე შეიმჩნეოდა. საოცარ ლექსებს, მუსიკას წერდა. 14 წლის იყო, რომ ორკესტრ „არიშთან“ ერთად, გასტროლებზე წავიდა. მისი სიმღერა იმ პერიოდში ჰიტი გახდა. ჩვენს ოჯახში ყველა მღეროდა. მამა მუსიკას წერდა, დედაც მშვენივრად უკრავდა, მეც და ირაკლიც სამუსიკო ათწლედში ვსწავლობდით. მამას უცხოეთიდან უამრავი ახალი დისკი ჩამოჰქონდა, რასაც დიდი სიამოვნებით ვუსმენდით. მისგან ბევრ ახალ და საინტერესო რამეს ვიგებდით.

"მეფე სიცოცხლეში და მეფე სიკვდილის შემდეგაც "

ირაკლის გახსენება იმ პერიოდიდან დავიწყოთ, საიდანაც ზოგადად იწყება ყველაფერი – ბავშვობიდან.

– მახსოვს, ხშირად დავყვებოდით მამას მანქანით. დაახლოებით ორმოცი წუთი გვიწევდა ბენზინის რიგში დგომა. ამ დროს ყველაფერზე ვსაუბრობდით. მამა გვიყვებოდა – სად, როდის, რა მოხდა. ყველაფერს გვასწავლიდა. რაც განათლება მაქვს და ჰქონდა ირაკლის, მამასგან ვისწავლეთ. უნდოდა, აბსოლუტურად ყველაფერი გვცოდნოდა. ხშირად დავდიოდით რუსთაველის თეატრში, მშობლებს დავყავდით სტუმრად და მახსოვს, ყველგან მეძინებოდა.

"მეფე სიცოცხლეში და მეფე სიკვდილის შემდეგაც "

– ბოლოს როდის ნახეთ ირაკლი და როგორ გახსენდებათ ის დღე?

– მე, ჩემი ქმარ-შვილით და ირაკლი, თავისი ცოლ-შვილით ყოველ შაბათ-კვირას ჩვენს მშობლებთან ვიკრიბებოდით სახლში. ბოლო შაბათს სწორედ მათთან შევხვდით. მკითხა, – თეო, როგორ ფიქრობ, ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რა არისო. სიყვარული-მეთქი. აუ, ჯიგარი ხარო. ხშირად ვსაუბრობდით გარდაცვალებაზე. ირაკლის შთაგონების წყაროც ხომ ეს იყო მის ნაწერებში. აი, რომ წავალთ, მერე სად და როგორ ვიქნებითო. ერთ-ერთი საუბრის დროს ირაკლიმ ასეთი რამ თქვა: მე რომ წავალ, ჩემს არსებობას იმქვეყნად აუცილებლად იგრძნობთ, ჭიქას გადმოვაგდებო. მართლაც გადმოვარდა მაგიდიდან ჭიქა მისი წიგნის პრეზენტაციაზე. სახლში თავისით ჩაირთო მაგნიტოფონი, შემდეგ გამოირთო, შუქმა ციმციმი დაიწყო სწორედ იმ მაგიდასთან, სადაც ჩვენ ვისხედით ხოლმე მშობლებთან სახლში. ცხადია, როცა ადამიანი აღარ არის, მაშინ აქცევ ყურადღებას ასეთ რაღაცეებს.


"მეფე სიცოცხლეში და მეფე სიკვდილის შემდეგაც "

.. ირაკლი ჩარკვიანმა ერთ დღეს დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. ბედის ირონიაა, არა? თბილისს იმხანად ყველაზე ნაღდი თბილისელი ბიჭები გამოაკლდა.. .გავა ათეული წლები და ირალი ჩარკვიანს ისევ გაიხსენებენ, ისევ მოუსმენენ მის საოცარ სიმღერებს, წაიკითხავენ ლექსებს, მოთხრობებს. 2006 წლის 25 თებერვალს მუსიკოსი გარდაიცვალა საკუთარ სახლში. მოგვიანებით, 2007 წელს, სპეციალური ალბომი მის ხსოვნას მიუძღვნეს ცნობილმა მუსიკოსებმა: ჯგუფებმა 33ა, მწვანე ოთახმა, Outsider, ვაკის პარკმა, The Young Georgian Lolitaz, ზუმბა და სხვა შემსრულებლებმა. დისკს "ქაღალდის გემი - Tribute ალბომი" ეწოდება. მოგვიანებით შეგროვდა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი - ძირს მეფე.

*******
,ირაკლი ჩარკვიანს თავისუფლების იმდენად მძაფრი და მოჭარბებული მოთხოვნილება ჰქონდა, რომ ალბათ გადაწყვიტა კიდეც _ სიკვდილი, როგორც თავისუფლება, ისევე არჩევანია, როგორც სიცოცხლე. რა თქმა უნდა მეფესაც აქვს სიკვდილის უფლება, მაგრამ არა ასეთი სიკვდილის უფლება, რადგან როცა ქვეყანაში მეფე კვდება, ამ ქვეყანაში ვიღაცამ მაინც უნდა თქვას ხმამაღლა, დანარჩენების გასაგონად - გაუმარჯოს მეფეს!'' დათო ტურაშვილი

"მეფე სიცოცხლეში და მეფე სიკვდილის შემდეგაც "

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

20


  • ekaterine თქვა:
    2 ივნისი 2013 17:03 - ID: 20,
    შესანიშნავია :)
    ძალიან კარგი პოსტია :)
    ავტორო, დიდი მადლობა ამისთვის :) love love winked

  • Me. თქვა:
    31 მაი 2013 21:21 - ID: 19,
    მეფე იყო,არის და იქნება!

  • part2 თქვა:
    31 მაი 2013 10:56 - ID: 18,
    იყო და არის მეფე.

  • eva თქვა:
    25 მაი 2013 01:17 - ID: 17,
    <3

  • Ana smiley თქვა:
    23 მაი 2013 23:41 - ID: 16,
    შემოქმედი იყო და მორჩა love

  • elga თქვა:
    23 მაი 2013 13:17 - ID: 15,
    თაკო როგორც ყოველთვის ბრწყინვალე ხარ.
    რაც შეეხება ირაკლის მისიი რამოდენიმე სიმღერა მაგრად მიყვარს და ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს როც ვუსმენ.
    მართლაც გენიელური ადამიანი იყო ირაკლი .როცა გავიგე გარდაიცვალაო ვერც კი დავიჯერე.
    ირაკლის კიდე იმიტო ვცემ პატივს რო რასაც უნდოდა იმას აკეთEბდა და ყველა ფეხებზე ეკიდა რას იტყოდა.

  • ek-u თქვა:
    23 მაი 2013 10:45 - ID: 14,
    ავტორს მადლობა :) ძალიან კარგი იყო..
    სამწუხაროდ პატარა ვიყავი მაშინ როცა მან მოღვაწეობა დაიწყო და ძალიან ბევრი რამ არ ვიცოდი..
    ძალიან ბევრს გააკეთებდა და იტყოდა დღეს რომ ცოცხალი იყოს.. და ძალიან სასიამოვნოა ესეთი ადამიანების არსებობა საქართველოში..
    http://www.youtube.com/watch?v=18wWVWDqIrA ჩემი ფავორიტი სიმღერა <3 <3 <3

  • candyyy თქვა:
    23 მაი 2013 00:20 - ID: 13,
    უბრალოდ ძალიან მიყვარს <3

  • lady_tamo თქვა:
    22 მაი 2013 22:57 - ID: 12,
    ისტორიას დარჩება მეფე!!!
    მისი სიმღერების მოსმენა უზომოდ მსიამოვნებს, რაც შეეხება მის ფრაზებს,
    საოცრად ღრმა და განსხვავებული შინაარსისაა
    ცუდია რომ მმისი ზეობის წლებში მე ძალიან პატარა ვიყავი იმისთვის, რომ
    მისი შემოქმედება გამეგო
    თაკო რა მაგარი გოგო მყავხარ! love
    ფავორიტებში

  • meducha თქვა:
    22 მაი 2013 22:51 - ID: 11,
    დიდი მადლობა ავტორს ასეთი სიახლისთვის!
    +favoritebshi

    ძნელია არ უსმინო მეფეს ... <3

  • margaux თქვა:
    22 მაი 2013 22:23 - ID: 10,
    ირაკლი

  • I.F თქვა:
    22 მაი 2013 22:16 - ID: 9,
    მეფე :D

  • aNaNo_O თქვა:
    22 მაი 2013 21:21 - ID: 8,
    უსახლკარო ლავიუ ❤

  • Britain თქვა:
    22 მაი 2013 21:14 - ID: 7,
    ეპოქაში, რომელშიც ირაკლი ცხოვრობდა ძნელი და თითქმის შეუძლებელი იყო ყოფილიყავი ისეთი, როგორიც ის იყო. ყოველი მისი სიმღერის განსაკუთრებული შინაარსი უზომოდ დამაფიქრებელ სიტყვებში გამოიხატებოდა. მე უბრალოდ არ მესმის, როგორ უნდა გძულდეს ადამიანი, რომელსაც ასეთი გამონათვამები აქვს (ერთს უბრალოდ ვერ გამოვყოფ, ყველა იმდენად შესანიშნავია..) ის სამუდამოდ იქნება მეფე!!! თანაც ყველაზე დიდი მეფე მსოფლიო ისტორიაში!!!

    თაკო, მართლა აღფრთოვანებული ვარ!!

  • SuZiii თქვა:
    22 მაი 2013 20:36 - ID: 6,
    Johnny depp ყველაზე მაგარი ხარ აი ამისთვის აქედან ბევრი რამე ვიცოდი მაგრამ მაინც <3 <3 უბრალოს ეს ადამიანი არის ყველაზე მაგარი ფენომენი რაც კი ოდესმე შექმნილა.. საუკეთესოა.. მისი შემოქმედებაც ნამდვილად რომ უსწრებს დროს.. ძალიან მიყვარს..ყველა მის სიმღერაში იგრძნობა რაღაც რაც ალბატ მხოლოდ ირაკლის ქონდა..ის გენიაა <3

  • salYyY თქვა:
    22 მაი 2013 20:28 - ID: 5,
    უბრალოდ ; მიყვარდა მიყვარს და მეყვარება ..

  • lalaa თქვა:
    22 მაი 2013 20:20 - ID: 4,
    თაკუნა ჩემო ნიჭიერო სიამოვნებით წავიკითხე სტატია, თან მუსიკის ფონზე love
    ირაკლი მეფე იყო ! მბურძგლავს ხმას რო ვუსმენ

  • usaxlkaro თქვა:
    22 მაი 2013 20:16 - ID: 3,
    მის დას თეონა ჰქვია

  • Scouser Kate თქვა:
    22 მაი 2013 19:57 - ID: 2,
    ძალიან მიყვარს ჩვენი მეფე. გაიხარე ავტორ

  • Johnny depp თქვა:
    22 მაი 2013 19:35 - ID: 1,
    ვერ ვიტყვი რომ მისი შემოქმედების მოტრფილე ვიყავი, მთელი ცხოვრება ,მაგრამ ახლა რამოდენიმე სიმღერა ძალიან მომწონს და ეხლაც სიამოვნებით ვუსმენ ხოლმე.ყველა მისი სიმღერის ტექსტი დასაფიქრებელი ჰქონდა . არრ მესმის ადამიანების,რომლებიც სიკვდილის შემდეგ გამოხტებიან და გაჰკივიან მიყვარს და პატივს ვცემ შემოქმედებასო, უამრავია ასეთი ჩვენს გარშემო. ვინც რა უნდა თქვას, ირაკლი იყო და იქნება მეფე, ყოველთვის ! love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top