;
30 მაი 2013      liliana     9 კომენტარი     ნანახია 4346-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Sexual Education
სექსუალური განათლება ეს არის ინსტრუქცია მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის სექსუალურობასთან, რეპროდუქციასთან, სექსუალურ კავშირთან, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან, რეპროდუქციულ წესებსა და პასუხისმგებლობებთან, სქესობრივ კავშირთან დაკავშირებულ ემოციებთან, ძალადობრივი სექსის თავიდან აცილებასთან, სექსის მორალურ და ეთიკურ საკითხებთან, სექსისაგან თავის შეკავების და დაორსულების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებისაგან ან სხვა რაიმე სექსუალური საქმიანობასთან. სექსუალური განათლების და ინფორმაციის მიღების უფლება აქვს ყველას მშობლებს, სკოლის მოსწავლეებს, საზოგადოების ნებისმიერ ფენას. სექსუალური განათლება, როგორც მას ხალხი უწოდებს "სექსის სწავლება" მოიცავს განათლებას არამარტო სექსთან დაკავშირებული ფაქტების და მოვლენების შესახებ, არამედ ოჯახის დაგეგვმის, სექსუალური ორიენტაციის, სქესობრივ კავშირთან დაკავშირებული დაავადებების და მათი პრევენციის, პაემნების, სექსუალური სიამოვნების და ღირებულებების შესახებ.

ადამიანის სექსუალობა დაკავშირებულია მის ბიოლოგიურ,ანატომიურ,სულიერ და ემოციურ მხარეებზე.ბიოლოგიური ასპექტი მოიცავს რეპროდუქციულ მექანიზმებს.სულიერი და ემოციური ასპექტი არის ძალიან პირადული და ინდივიდუალური ,რომელიც დაკავშირებულია 3 რამესთან:სიყვარული,ნდობა და მზრუნველობა.ხშირ შემთხვევაში მშობლები არ აძლევენ შვილებს საშუალებას მიიღონ სწორი სექსუალური განათლება რასაც უარყოფითი შედეგები მოჰყვება.განათლების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით 1960-იანი წლებიდან მოყოლებული არანორმალურად იმატა ორსულობის და ქორწინების შემთხვევებმა არასრულწლოვნებში. არასასურველი ქორწინებისა და ორსულობის თავიდან ასაცილებლად თითქმის ყველა განვითარებული ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს ადრეულ ასაკშივე მისცეს მოზარდს სწორი სექსუალური განათლება ,რასაც ეწინააღმდეგებიან მშობლები და ეკლესია. აშშ -ის Education Council ის მონაცემებით ამერიკელი მოზარდების 93 % გამოიკითხა საქსუალური განათლების მართებულობასთან დაკავშირებით, მათგან 85 % დაადასტურა განათლების აუცილებლობა.
Sexual Education
სექსუალური განათლების და უსაფრთხო სექსის შესახებ
ინფორმაციის მიღება შეიძლება არაფორმალურადაც მშობლების, მეგობრების, რელიგიური ლიდერის. მედია საშუალებების,ინტერნეტის საშუალებით.როგორც სექსოლოგი ვილჰემ რიხი და ფსიქიატრი ზიგმუნდ ფროიდი ამბობდნენ სწორი სექსუალური განათლება ეს არის ფლობა საკუთარ სხეულისა და განთავისუფლება სოციალური კონტროლისაგან.

ხშირად იბადება კითხვა აუცილებელია თუ არა სექსუალური განათლების მიღება სკოლებში? თუ გავითვალისწინებთ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილებებს და პოზიციებს აუცილებელია.ისინი ხშირად ამბობენ მწუხარებას და შებრალებას უმჯობესია თინეიჯერები იყვნენ უსაფრთხოდ .რამდენიმე მიზეზი რატომაც საჭიროა სექსუალური განათლება:

1.ადეკვატური განათლება შეამცირებს არასრულწლოვანთა ორსულობას და ქორწინებას
2.შემცირდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რიცხვი და ზოგადად ამაღლდება სექსუალური მედიცინის დონე.
3.კონდომების გამოყენების სწავლება შეამცირებს შიდსის რისკს
4.სწორად მიღებული განათლებით მოზარდები მიიღებენ სწორ პირადულ გადაწყვეტილებებს ოჯახთან დაკავშირებით
5.მოზარდები განთავისუფლდებიან კომპლექსებისაგან რაც განათლების უქონლობით იყო გამოწვეული.


Sexual Education
საზოგადოებაში არსებობს გავრცელებული არასწორი დამოკიდებულებები სხვადასხვა მოვლენების მიმართ, რომელიც ადამიანის სექსუალობას ეხება, მათი ნაწილი შექმნილია მედიის გავლენით, ნაწილი სუბიეტური მოსაზრებებით, ნაწილი თანატოლებისგან მიღებული ინფორმაციით და ა.შ. ადამიანები ყოველთვის არიან სექსუალური მორალის და კულტურულ ხედვის ჩარჩოებში მოქცეული. განსაკუთრებით ახალგაზრდები, მათ აინტერესებთ ადამიანის სექსუალობაზე საუბარი, შეხედულებების მიღება განსაკუთრებით მათგან ვისაც აქვს მკაფიო შეხედულებები ჩამოყალიბებული ამ საკითხების შესახებ, მაგ. ჰომოსექსუალურ ურთიერთბებზე, აბორტზე, კონტრაცეფციაზე და ა.შ. თუმცა ამის შესაძლებლობა ყველა პოპულაციაში და საზოგადოებაში არ არსებობს.

სექსუალური განათლება ეხმარება ადამიანებს ჩამოუყალიბდეთ სწორი შეხედულებები და დამოკიდებულებები ადამიანის სექსუალობის შესახებ. სწორი ინფორმაციის მიღება არ ეწინააღმდეგება უკვე არსებულ მორალურ შეხედულებებს.
მაგ.: შეიძლება ადამიანი ფიქრობს, რომ მას არ უნდა ჰქონდეს სექსი ქორწინებამდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან არ უნდა მიიღოს ინფორმაცია უსაფრთხო სექსის შესახებ. სექსუალური განათლება უზრუნველყოფს, რომ ადამიანმა აირჩიოს საკუთარი სექსუალური ცხოვრება, გადაწყვიტოს როდის თქვას უარი სექსზე და როდის არა, ან საერთოდ ჰქონდეს სექსი თუ არა. სექსუალური განათლება ასწავლის ადამიანს იმასაც, თუ რატომ აქვთ ადამიანებს სექსი და რატომ უნდებთა სექსუალური აქტივობა. შეიცნობენ, რა მნიშვნელობა ენიჭება სექსუალურ აქტივობას, როგორ განსაზღვრავს ის ინტერპერსონალურ ურთიერთობებს. ადამიანებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ უნარი გაარჩიონ ერთმანეთისგან სექსუალური ორიენტაციები, სექსუალური იდენტურობა, გენდერული იდენტურობა და ბიოლოგიური სქესი და ა.შ.
Sexual Education
სქესობრივი განათლების მნიშვნელობა ძალიან დიდია, ის ადამიანს აძლევს ზოგად ცხოვრებისეულ ცოდნას(ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტის საშუალებას აძლევს ადამიანს) და გამოცდილებას. აძლევს საშუალებას ახალგაზრდებს იმსჯელონ და მიაღწინო შეთანხმებებს, ჰკითხონ რჩევა, ურჩიონ და დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომელთაც ეს სჭირდებათ. UNICEF -ის მიხედვით არ არსებობს იმ ცხოვრებისეული ცოდნის ზუსტი ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება შედიოდეს Life skills (რომელ ცოდნასაც სექსუალური განათლება იძლევა)- ში თუმცა მათი არსება ხშირად გადამწყვეტია ადამიანის ცხოვრებაში.სექსუალური განათლება აძლევს ახალგაზრდობას აგრეთვე იმის უნარს, გაარჩიონ ერთმანეთისგან სწორი და არასწორი ინფორმაცია. და ისაუბრონ სხვადასხვა ღირებულებებზე, ფიზიკურ და მორალურ ასპექტებზე სქესის და ადამიანების სექსუალობის განხილვისას. შეხედულებების და დამოკიდებულებების ჩამოყალიბება. ახალგაზრდებს მუდმივად უწევთ საკუთარი დამოკიდებულებების და შეხედულებების გამოხატვა ცხოვრებაში განსაკუთრებით სექსუალურ ასპექტებში. ზოგჯერ ეს დამოკიდებულება რეალობასთან დისონანსში მოდის და მცდარია. სქესი და სექსუალობა საკმაოდ რთული და სენსიტიური საკითხებია და აუცილებელია სექსუალური განათლების მიღებისას, რეალობა და სწორი პოზიციები დაფიქსირდეს მკვეთრად და ნაწილობრივ უნდა მართონ სექსუალური მორალის ჩარჩოები.

მიესალმებით თუ არა სექსუალური განათლების გაკვეთილების ჩატარებას

დიახ, აუცილებლად უნდა ტარდებოდეს
სურვილისამებრ, უნდა იყოს არჩევითი
არა, არ მივესალმები ამგვარ სწავლებას

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

9


  • mariland1 თქვა:
    31 მაი 2013 21:13 - ID: 9,
    ბოლო სურათზე გამახსენდა რუსული თოქ-შოუ, ერთ-ერთი გადაცემა იყო
    იმაზე, რომ მე-7 კლასელმა გოგონამ მათემატიკის მასწავლებელს შვილი გაუჩინა, ვიღაც ბიჭისთვის ჭკუა რომ ესწავლებინა.-- რომ ვნახე, იყო ნამდვილი შოკი. დიახაც, ვფიქრობ, რომ უნდა ისწავლებოდეს, ოღონდ ფარგლებში

  • Nutty თქვა:
    31 მაი 2013 01:14 - ID: 8,
    აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს. იცით რამდენი ადამიანი დაიღუპა მაგის გამო რო თავის დროზე არ იცოდა სექსი რა იყო.. ის ნორმალურია პირველ ღამეს რო აღმოაჩენ თურმე გამრავლება როგორ ხდება? აუცილებლად უნდა იყოს სკოლებში.. ოგოგნები და ბიჭები ცალ-ცალკე.. მშობლებსაც უდიდესი როლი აქვთ.. მე არ ამიხსნეს და ჩემს შვილს მე აუცილებლად დაველაპარაკები ამაზე. ამიტოა რო მერე ბევრს დამახინჯებული წარმოდგენა აქვთ სექსზე და გარყვნილება ჰგონიათ... უნდა ისწავლებოდეს!

  • beauty queen თქვა:
    30 მაი 2013 20:48 - ID: 7,
    რავი ეხლა კლასებში რომ ჩატარდეს ასეთი
    გაკვეთილი ბიჭების რეაქცია იქნება ცოტა ამაზრზენი...
    დაიწყებენ ღადაობებს მერე გოგოებს ისე შეხედავენ რომ აი არ ვიცი იმედია მიხვდით..
    ზოგი ისეთი არასერიოზულია


    ციტატა: irmushka11
    საჭიროა თეორიულიც და პრაქტიკულიც :დ

    პრაქტიკული?? :D

  • SaLuKaAa თქვა:
    30 მაი 2013 17:49 - ID: 6,
    ვფიქრობ რომ უნდა ისწავლებოდეს.

  • irmushka11 თქვა:
    30 მაი 2013 17:13 - ID: 5,
    საჭიროა თეორიულიც და პრაქტიკულიც :დ

  • Holly ❤ Shit თქვა:
    30 მაი 2013 16:35 - ID: 4,
    ek-u
    გეთანხმები მეც არ დავუშვებ იგივე შეცდომას ჩემს შვილთან და შევეცდები ყველაფერი ჩემით ავუხსნა და არა მისით გაიგოს.

  • anuk-anuki თქვა:
    30 მაი 2013 13:04 - ID: 3,
    ჩემი აზრით უნდა იყოს, ნუ რავი მე თქვათ რაც დამაინტერესა დედაჩემისგან მივიღე პასუხი არც მომრიდებია კითხვა, ზოგი მაგალითად წადი შვილო დაიძინე ეგეთია ან ეგ რომ გაიზრდები მაშინ გაიგებ და გაზრდა არასოდეს არ დგება :D :))

  • AnnieMargaret თქვა:
    30 მაი 2013 11:47 - ID: 2,
    მეც ვთვლი, რომ მოზარდებისათვის სექსუალური განათლება საჭიროა. ეს მათ მისცემს შესძლებლობას ბევრი შეცდომა აირიდონ და უბრალოდ გააცნობიერონ ბევრი რამ, დაგეგმონ და ა.შ. საქართველოში ამ მხრივს საშინელი სიტუაციაა, ანუ შესაძლოოა არაგათხოვილ ორსულთა რაოდენობა იმდენი არ იყოს, მაგრამ არასრულწლოვანთა გათხოვების საკმაოდ მაღალი პროცენტია და ხშირ შემთხვევაში ეს გათხოვებები სწორედ ამ მიზეზის გამო ხდება. გარდა მაგისა, სექსუალური გაუნათლებლობა ბევრ სხვა დაბრკოლებასაც უქმნის ახალგაზრდას.

    მაგრამ უშუალოდ სწავლების კურსს რაც შეეხება, ძალიან ფრთხილად და დაკვირვებით მოუწევთ შედგენა. ელემენტარულად ანატომიის კურსში სასქესო ორგანოებს რომ გავდიოდით, მახსოვს ჩემი კლასელი ბიჭების რეაქცია და მასწავლებელმა არც კი აგვიხსნა ის პარაგრაფი. ასე რომ, ეს კულტურა ასკარად ასამაღლებელია ბევრ სხვასთან ერთად
    :)

  • ek-u თქვა:
    30 მაი 2013 10:13 - ID: 1,
    ბევრ რამეში გეთანხმები..ნამდვილად სჭირდებათ ადამიანებს რაღაც დოზით ინფორმაციის მიღება,მაგრამ ეს საქართველოში რა ფორმით უნდა გაკეთდეს არ ვიცი..მე მერჩივნა ჩემი მშობლელისგან გამეგო ბევრი რამ ვიდრე მეთვითონ..ასე რომ ამ შეცდომას ჩემ შვილთან არ დაუშვებ.
    არცერთი კომენტარი არ გაკეთებულა..აქაც არ ლაპარაკობენ ამაზე და სხვაგან.....ხო საერთოდ..

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top